ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან პარლამენტის წევრის ზაქარა ქუცნაშვილის გამოწვევისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას წარდგენის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#2-11726/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2-11726/19 24-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი კახიანს ასლი: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ სოფიო კილაძეს ასლი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან გამოიწვია ბატონი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გამოიწვია ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართული ოცნება“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრად კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ ირაკლი (დაჩი) ბერაიას. გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge