საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის №013/4 მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ.

წერილი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2019
ავტორი
საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე
ინიციატორი
საქართველოს გენარალური პროკურორი შალვა თადუმაძე
ნომერი
#1-12334/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის №013/4 მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 91 ✗ 0
📄 წერილი (774 KB) 📄 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა (71 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (58 KB) 📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (9 KB) 📄 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა (78 KB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.5 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.2 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (771 KB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.2 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.4 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.4 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.5 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (693 KB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (808 KB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (724 KB) 📄 კენჭისყრის შედეგები (190 KB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-06-26

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-11926/19 26-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 26 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის №013/4 მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და წინადადებას განიხილავენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომლებიც წერილობით დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს გენერალური პროკურორისათვის თანხმობის მიცემა საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. თანხმობა მიეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-11928/19 26-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის №013/4 მომართვასთან დაკავშირებით - საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (N1-12334/19/9; 25.06.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 26 ივნისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის №013/4 მომართვა - საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (N112334/19/9; 25.06.2019). კომიტეტის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ საქართველოს სისხლის წესს სამართლის განსაზღვრავს საპროცესო საქართველოს კოდექსი და კონსტიტუცია, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. პარლამენტის წევრის მიმართ დაპატიმრებაზე თანხმობის მიღების თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესახებ შესაბამისი წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და წინადადებას განიხილავენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომლებიც წერილობით დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების შემოწმება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ საერთო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. რაც შეეხება, ამ შემთხვევაში, კომიტეტის უფლებამოსილებას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უნდა შეამოწმოს, რამდენად არსებობს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი წინადადებით მიმართვის საფუძველი. ვინაიდან საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ, კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი, იყო თუ არა აღნიშნული მომართვა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად წარმოდგენილი. აღნიშნული მომართვის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, კომიტეტის წევრების მხრიდან კომიტეტის სხდომაზე დაისვა არაერთი დეტალური შეკითხვა, მომართვაში მითითებული გარემოებების გარდა, დამატებით რა სახის მტკიცებულებები არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოსაყენებლად. საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების განმარტებით, პარლამენტის წევრის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ნიკანორ მელია ტრიბუნის მიღმაც მოუწოდებდა პირთა ჯგუფს საქართველოს პარლამენტის შენობა დაეკავებინათ. პარლამენტის წევრის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენა მათივე განმარტებით დასტურდება ასევე ვიდეო მტკიცებულებებით და შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. გარდა ამისა, კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ნიკანორ მელიას მაღალი თანამდებობრივი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, მისი მხრიდან დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის და საზღვარგარეთ გამარტივებული პროცედურებით გადაადგილების შესძლებლობა, საზღვარგარეთ მქონე კონტაქტები და ასევე ის ფაქტი, რომ მას ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილი აქვს იმ პირობებში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე ჰქონდა შეფარდებული გირაო - კუმულაციურად ქმნის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ მოცემული გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხზე მსჯელობა სრულად შეესაბამება ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლთან დაკავშირებით („მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“). დასკვნითი ნაწილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 26 ივნისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის №013/4 მომართვა - საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე დაასკვნა, რომ იგი საფუძვლიანია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და