საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და 2019 წლის 26 ივნისის სხდომაში მონაწილეობის მიუღებლობის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.06.2019
ავტორი
საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“
ნომერი
#2-11911/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-26
ბიუროს ნომერი 274

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-11911/19 26-06-2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი „გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების და 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე“ არ იქნა შეტანილი 25 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში, პარლამენტის ფრაქციების "ევროპული საქართველოს", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო რეგიონების" წევრები ვაცხადებთ ბოიკოტს და პოლიტიკური შეხედულებების გამო, უარს ვამბობთ 26 ივნისის სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი ფრაქციის თავმჯდომარე ოთარი კახიძე ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge