საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა ა(ა)იპ „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ (მიხეილ ჯიბუტი, გრიგოლ ხოფერია) მიერ წარმოდგენილი შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ“ (№1-9369/19; 14/05/2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-11793/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-26
ბიუროს ნომერი 274

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-11793/19 24-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 20 მაისის N260/30 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა ა(ა)იპ „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ (მიხეილ ჯიბუტი, გრიგოლ ხოფერია) მიერ წარმოდგენილი „შემფასებლობითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-9369/19; 14.05.2019) საკანონმდებლო წინადადების განხილვა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოგმართავთ თხოვნით გაგვიგრძელოთ, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების დადგენილი განხილვის ვადა 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge