საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, კარლო კოპალიანის, სულხან მახათაძის, დიმიტრი მხეიძის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი ბერაიას, სავალან მირზოევის, ლევან ბეჟანიძის და ანრი ოხანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/262; 13/12/2018) განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-11905/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-26
ბიუროს ნომერი 274

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-11905/19 26-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, კარლო კოპალიანის, სულხან მახათაძის, დიმიტრი მხეიძის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი ბერაიას, სავალან მირზოევის, ლევან ბეჟანიძის და ანრი ოხანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/262; 13.12.2018). აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მე-2 მოსმენით მიიღო 2019 წლის 12 ივნისს. შესაბამისად, კომიტეტმა დასახელებული პაკეტი მე-3 მოსმენით უნდა განიხილოს 2019 წლის 26 ივნისამდე, რაც, ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ ხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის მე-3 მოსმენით განხილვის ვადა გააგრძელოთ 2 კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge