საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური პროკურორისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-26
ბიუროს ნომერი 274
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-11926/19
26-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების –
პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს
გენერალური პროკურორისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის
მიცემის შესახებ
საქართველოს
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტმა 2019 წლის 26 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს
გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის №013/4 მომართვა საქართველოს
პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის
გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს გენერალური
პროკურორისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
მე-11
მუხლის
პირველი
პუნქტის
თანახმად,
პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი
თანხმობით. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის
პირველი პუნქტის მიხედვით საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ
წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ
წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და წინადადებას
განიხილავენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომლებიც წერილობით დასკვნას
წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკითხის
განხილვის
შემდეგ
კომიტეტმა
მიზანშეწონილად
მიიჩნია
საქართველოს გენერალური პროკურორისათვის თანხმობის მიცემა საქართველოს
პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის
გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი კახიანი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების –
პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე საქართველოს
გენერალური პროკურორისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. თანხმობა მიეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს საქართველოს
პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის
გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე