საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ვლადიმერ ბერაიას მიერ წარმოდგენილ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-10198/19; 23/05/2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-11942/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-27
ბიუროს ნომერი 275

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-11942/19 26-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს აგრარულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 24 ივნისის სხდომაზე განიხილა, მოქალაქე ვლადიმერ ბერაიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით პასუხისმეგლობის, კერძოდ ჯარიმის ოდენობები ბიზნესოპერატორებისთვის ჯარიმის თანხა, არის განსაზღვრული შეუსაბამოდ მცირე. მისი სიმცირიდან გამომდინარე უმნიშვნელოა და არ აქვს შემაკავებელი ან პრევენციული ეფექტი. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამკაცრება, კერძოდ კოდექსით დადგენილი ჯარიმის ოდენობების გაზრდა. წარმოდგენილი საკითხის განხილვის შედეგად კომიტეტი მიიჩნევს, რომ ჯარიმების ოდენობის განსაზღვრისას, კანონმდებელმა უნდა იხელმძღვანელოს საფრთხისა და პასუხისმგებლობის პროპორციულობის პრინციპით. ფულადი ჯარიმის, როგორც ერთ-ერთი პასუხისმგებლობის ზომის მიზანი არის სამართალდარღვევის პრევენცია. იმისათვის რომ, მიზანი იქნეს მიღწეული, მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორისთვის ჯარიმას ჰქონდეს რეალური დამაბრკოლებელი ეფექტი. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ 2020 წლიდან სურსათის კოდექსის ნორმებით განსაზღვრული რეგულაციები გავრცელდება ფიზიკურ პირებზეც. შესაბამისად კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობისას აქცენტი უნდა გაკეთდეს ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის პრინციპზეც. 2017 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც შეიცვალა კოდექსით თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge განსაზღვრული ჯარიმების ოდენობები. მიზანშეწონილია კოდექსით დადგენილი ჯარიმების გაზრდამდე, პირველ რიგში გაიზომოს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების (N1754-Iს) შედეგები, კერძოდ, შემცირდა თუ გაიზარდა კოდექსით განსაზღვრული სამართალდარღვევები. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან (01/07/2018) გასულია მხოლოდ 11 თვე, რაც საკმარისი არ არის რეგულაციების ეფექტიანობის შეფასებისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტს მიაჩნია, რომ მოქალაქე ვლადიმერ ბერაიას საკანონმდებლო წინადადების მიღება, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ არ არის მიზანშეწონილი. კომიტეტის გადაწყვეტილებით წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარე ოთარი დანელია