საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი კახიანის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო ზარდიაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/370; 12/06/2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-27
ბიუროს ნომერი 275
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-11952/19
27-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით
მათიკაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი კახიანის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის,
ვანო ზარდიაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/370/9 | 12.06.2019).
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ კანონპროექტებზე
სავალდებულო კომიტეტად განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი, ხოლო წამყვან კომიტეტად - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
(განხილვის ფორმა - დაჩქარებული წესით; განხილვის ბოლო ვადა - 28.06.2019).
გამომდინარე იქიდან, რომ პლენარული სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით ვერ
ხერხდება ინიციირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ამასთან,
მიმდინარე კვირა წარმოადგენს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიის
ბოლო სასესიო კვირას, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტების I მოსმენით განხილვის
ვადის (მათ შორის სავალდებულო კომიტეტისათვის დადგენილი განხილვის ვადის) 30 დღით
გაგრძელების თაობაზე.
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge