„№1 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-11958/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგად N1 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვლადიმერ კახაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-06-27

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-11958/19 27-06-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგად # 1 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვლადიმერ კახაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 27 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგად # 1 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა 2019 წლის 25 მარტს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე ვლადიმერ კახაძის მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა ამჟამად მოხმარების ფაქტი არ დადგინდა და იგი შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ არსებული მონაცემთა ბაზის მიხედვით ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ვლადიმერ კახაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge