„გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების და 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-07-01
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ძალის გადამეტების ჩამდენი
სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების და 20-21
ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების
გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე პოლიციის და სპეციალური
დანიშნულების რაზმის მხრიდან ძალის გადამეტების გამო, რასაც მოჰყვა
საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება, დაუყოვნებლივ დადგეს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის,
ასევე ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი.
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები,
რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს 2019
წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი
თამარ ჩუგოშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე პოლიციის და სპეც.დანიშნულების
რაზმის მხრიდან ძალის გადამეტების გამო, რასაც მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების
ჯანმრთელობის დაზიანება, დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის
გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ასევე ძალის გადამეტების
ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები,
რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს 2019
წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების
აუცილებლობა:
პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის მეორე პუნქტის და 129-ე - 130-ე
მუხლების შესაბამისად პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ფორმდება
დადგენილებით. შესაბამისად, იმისთვის რომ დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან
საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა და
გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები აუცილებელია პარლამენტმა
მიიღოს აღნიშნული დადგენილება.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს შს მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა
და ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი
პასუხისმგებლობა დადგება დღის წესრიგში. ასევე გათავისუფლდებიან 20-21 ივნისის
ანტისაოკუპაციო პროტესტის დროს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
2019 წლის 20 ივნისს ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე პოლიციის და
სპეც.დანიშნულების რაზმის მხრიდან ძალის გადამეტებას, რასაც მოჰყვა
საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება. სწორედ ამიტომ
აუცილებელია დადგეს შს მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური
პასუხისმგებლობა, გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონოდ
დაკავებული ადამიანები.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული
პუნქტი არ ვრცელდება.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
დადგენილების პროექტი შეეხება საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე
საკითხს. დადგენილების პროექტით მოთხოვნილი პირებისთვის სამართლებრივი და
პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან
დროულ და ადეკვატურ რეაგირებას. ამიტომ მივიჩნევთ, რომ დადგენილების
პროექტი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული
პუნქტი არ ვრცელდება.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო;
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს საშუალოვადიან პერიოდში დამატებითი
ფინანსური ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
დადგენილების პროექტი გავლენას არ იქონიებს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
დადგენილების პროექტი გავლენას არ იქონიებს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით;
დადგენილების პროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
დადგენილების პროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვასახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
დადგენილების პროექტით არ ხდება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილება ან და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილება.
გ) დადგენილების
სტანდარტებთან.
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
დადგენილების პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების
პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი დადგენილების პროექტების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი
კაპანაძე
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული
საქართველო“,
„ევროპული
საქართველო-მოძრაობა
თავისუფლებისთვის“,
„ევროპული საქართველო - რეგიონები.“