საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშებთან (N1-6107/19; 27/03/2019) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-12062/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-07-01
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-12062/19 28-06-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ 2018 წლის ანგარიშზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებების აღსრულების მიერ გამოტანილი მდგომარეობის შესახებ (N1-6107/19; 27.03.2019). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 14 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს მიერ წარმოდგენილი 2018 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო წარმოება განხორციელდა/მიმდინარეობს გაეროს სახელშეკრულებო ორგანიზაციების მიერ განხილულ შემდეგ საქმეებზე: 1. „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“; 2. „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“; 3. „ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“. 1. შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შოთა რატიანის 2016 წლის 2 აგვისტოს სარჩელი კომპენსაციის მიღების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მიენიჭა 10 000 ლარი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 23 მარტს ძალაში თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დატოვა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულის შედეგად, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე - „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საბოლოოდ აღსრულდა. ამ საქმეზე კომიტეტის მიერ დადგენილი დარღვევების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ მიღებული არაერთი მნიშვნელოვანი ზოგადი ხასიათის ღონისძიების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მოცემულია აგრეთვე 2017 და 2016 წლების ანგარიშებში. 2. X და Y საქართველოს წინააღმდეგ სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად სახელმწიფო დაარღვია ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-2-(ბ)-(ვ) მუხლი, პირველ და მე5(ა) მუხლებთან ერთობლიობაში, ასევე კომიტეტის მე-19 ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას. კომიტეტმა მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ოჯახური ძალადობის ფაქტების შესახებ მომჩივნების პრეტენზიების თაობაზე ადეკვატური ზომების გატარება და მათი სრულყოფილი გამოძიება. ინდივიდუალური ღონისძიებები ინფორმაცია კომპენსაციის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 30 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოსარჩელეებისთვის კომპენსაციის სახით 20 000 – 20 000 ლარის მინიჭების თაობაზე. ზოგადი ღონისძიებები 2016-2017 წლებში გატარებული ზოგადი ღონისძიებების გარდა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2018 წელსაც გაატარა დამატებითი ღონისძიებები აღნიშნული კომიტეტის რეკომენდაციების შესასრულებლად. ხელისუფლების სტრატეგია და პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლისთვის გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის: - გენდერული თანასწორობის კონცეფციის გაუმჯობესება და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, - სოციალური სააგენტოს მდგრადობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული რეფერალური მექანიზმის განახლება, - ქალთა მიმართ და ოჯახში მოძალადეებისთვის ელექტრონული სამაჯურის მონიტორინგის სისტემის დანერგვა და სტატუსის დამდგენი ჯგუფის მუშაობის გაუმჯობესება. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიით მთავრობამ გათვალისწინებული 2018 წლის აპრილში მიზნების შესრულებისთვის, დაამტკიცა ადამიანის საქართველოს უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ თანასწორობას, ქალთა გაძლიერებასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას. ასევე აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და დაზარალებულ მსხვერპლთა დასაცავად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ქალთა მიმართ ისეთ ფორმებს, როგორიცაა ადრეული ქორწინება და სექსუალური ძალადობა. აღნიშნული სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სოციალური ნორმების, დამოკიდებულებებისა ორიენტირებული პრევენციის ფუნქციონირება, აღნიშნული ხელშემწყობი კუთხით და ქცევის მექანიზმების კანონმდებლობისა შეცვლაზე დანერგვა და და სახელმწიფო პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვა. ანგარიშში ასევე საუბარია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესახებ. აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ქალთა გაზრდილი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიმღებ დონეზე უსაფრთხოების სექტორში და სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლის ფარგლებში უსაფრთხოების სექტორში ქალთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებულია შესაბამისი პოლიტიკა. აღნიშნულ სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია, რომელიც სხვა ამოცანებს შორის, ასევე ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტების გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესებას, ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მთავრობა 2018 წელსაც განაგრძობს მუშაობას საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების მიზნით. ეს ცვლილებებია: - ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად სავალდებულო გახდა გაცემულ შემაკავებელ ორდერში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის შესახებ მითითების გაკეთება. - 2018 წლის 28 დეკემბრიდან ძალაში შევიდა კანონი „ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ“, რომლის თანახმად შემაკავებელი და დამცავი ორდერებით პირველივე დაკისრებული შემთხვევისას, მის ვალდებულებების დამრღვევს დარღვევის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ასევე გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისთვის და გენდერი ჯანმრთელობის განისაზღვრა მძიმე დამამძიმებელ დაზიანებისა გარემოებად და მკვლელობის, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისათვის. - 2019 წლის 19 თებერვალს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებით განმარტებულ იქნა ტერმინი „სექსუალური შევიწროება“. ანგარიშში ასევე საუბარია 2019 წლისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის თანახმად დასჯადი გახდება სექსუალური შევიწროება, ასევე განისაზღვრება სანქციების ფორმები და მოცულობები. საგამოძიებო ორგანოთა საქმიანობა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კვლავ აქტიურ მუშაობას განაგრძობს საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2018 წლის პირველი მაისიდან გენერალური პროკურორის ბრძანებით, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები მუშაობენ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადება ძალადობის შედეგად დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციის უნარებსა და ფსიქოლოგიურ ასპექტებში. გარდა ზემოაღნიშნულისა, გაიზარდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები, სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვი, მათი მხარდაჭერისა და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით. ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ის ცვლილებები, რაც 2018 წელს განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ეს ცვლილებებია: - სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების, ასევე დისკრიმინაციული, ადამიანით ვაჭრობისა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. - სამინისტროში ამოქმედდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2018 წლის მინისტრის ბრძანების თანახმად, პოლიციის მუშაკის მიმართ ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის განხორციელების ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, ასევე მის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერი გამოცემისთანავე მას ჩამოერთმევა სამსახურეობრივი იარაღი. 2019 წელს სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის მთავარი მიზანია გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტური კომუნიკაცია და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია სტატისტიკური ინფორმაცია დამცავ ორდენების და ოჯახში ძალადობის თაობაზე განსახილველი საქმეების გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება ანგარიშში საუბარია 2017 და 2018 და 2019 წლებში საქართველოს მასშტაბით გახსნის კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი აწარმოებს სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას თავშესაფრით და მის ბაზაზე არსებული მომსახურებებით მოსარგებლე ბენეფიციართა შესახებ. ცნობიერების ამაღლება ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა 2018 წელსაც აგრძელებს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოებას ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული აქვთ იმ გარემოებაზე, რომ გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის რეკომენდაცია, აღნიშნულ პროცესებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენელთა, მათ შორის მოსწავლეთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობასთან დაკავშირებით. ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა პროკურატურის წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოს რეგიონების სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან. მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები განხორციელდა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელთა მხრიდან საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან. შეხვედრების გარდა განხორციელდა ისეთი ღონისძიებებიც, როგორიცაა სატელევიზიო და რადიო თემატურ გადაცემებში მონაწილეობის მიღება და მსმენელთათვის ინფომრაციის მიწოდება აღნიშნულ თემებზე. პროფესიული გადამზადება ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის სამართალდამცავი მიზნით, ორგანოების მოსამართლეებისათვის, წარმომადგენლებისთვის, ადვოკატებისთვის, მათ შორის პროკურორებისთვის, რეგულარულად ტარდება ტრენინგები იუსტიციის უმაღლესი სკოლის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დისტანციური სწავლების კურსი რისკების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის საკითხებზე. აღნიშნული კურსი ოჯახში ძალადობის მიმართულებით მომუშავე ყველა სამართალდამცველმა გაიარა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო ღონისძიებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთათვის გამართული ტრენინგები, მათ შორის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთათვის ტრენინგები ჩატარდა 2019 წლის იანვარში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი საშუალებები“. 3. ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ სამინისტროს ანგარიშში წარმოდგენილი 2017 წლის 12 მაისს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“. კომიტეტმა დაადგინა კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლების დარღვევა პირველ მუხლთან ერთობლიობაში, ორივე მომჩივანთან მიმართებით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა მეორე მომჩივანთან მიმართებით. გაეროს გადაწყვეტილების თანახმად მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა: - განხილული ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიება - მომჩივნების სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით უზრუნველყოფა - მათთვის სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის მინიჭება - მათი სამედიცინო რეაბილიტაცია. - სამომავლოდ მსგავსი დარღვევებისთვის ზოგადი პრევენციული ღონისძიებების გატარება. ინდივიდუალური ღონისძიებები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯ. ჩ.-ს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიენიჭა 12 000 ლარი და მატერიალური ზიანის სახით 560 ლარი. მოსარჩელე ჯ. ე.-ს კი - მორალური ზიანის სახით 20 000 ლარი და მატერიალური ზარალის სახით - 120 ლარი. მოსარჩელეებს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად მიენიჭათ 709 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2018 წლის 31 ოქტომბერს. გამოძიება ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების მიზნით (გაეროს კომიტეტის ერთ ერთი დავალება საქართველოს მთავრობის მიმართ), განახლდა საგამოძიებო პროცესები და დაიკითხა აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები/მოწმეები და თავიდან იქნა გამოთხოვილი საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 2019 წელს კი გამოძიების პროცესში მოწმის სახით გამოიკითხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოძიებას აფერხებს გარკვეული გარემოებები, მათ შორის ის ფაქტებიც, რომ დასაკითხ პირთა ნაწილი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ამისა, დანაშაულის ჩადენიდან გასულია დიდი დრო, რის გამოც მოწმეებს უჭირთ საქმის დეტალების გახსენება. გამოძიება გრძელდება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ჯ.ე.-სა და ჯ.ჩ.-ს განხორციელებული ფაქტზე, რომლის მიმართ პოლიციის სამსახურეობრივი ფარგლებშიც იგეგმება დამატებითი მოწმეების გამოკითხვა. ზოგადი ღონისძიებები ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასათანადო მოპყრობისა და საჩივრების დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების საკითხებს მოიცავს ყველა ის სამთავრობო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც წინამდებარე ანგარიშში საუბარი იყო „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებულ ღონისძიებების ნაწილში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულია შემდეგი მიმართულების რეფორმები: საგამოძიებო ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა საქართველოს საგამოძიებო ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლიდან დღემდე მრავალი რეფორმაა გატარებული საქართველოს მთავრობის მიერ, რაზეც 2018 წლის ანგარიშშიც იყო აღნიშნული. წინამდებარე ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია 2018 წლის ღონისძიებების შესახებ. მათ შორის ყველა მნიშვნელოვანი და მთავარი გარანტია გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა გამჭვირვალობის, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დამოუკიდებლობის და ორგანო ეფექტურობის გახდა. ასევე, უზრუნველსაყოფად იქმნება საპროკურორო საბჭო და პროკურატურა ყოველწლიურად პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს თავისის საქმიანობის შესახებ. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ შემცირდა იუსტიციის მინისტრის როლი პროკურორის საბჭოში და ეს უკანასკნელი თავად აირჩევს საბჭოს ხელმღვანელს და ეს არ იქნება იუსტიციის მინისტრი. არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება 2018 წელს განხორციელდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი და მისი შედეგების საფუძველზე გამოვლენილია, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია დ სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. 2019 წლიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი. სხვა მიმართულებებთან ერთად, დეპარტამენტის ჯანმრთელობის დამატებით წინააღმდეგ მიმართულ განახორციელებს დანაშაულთა სიცოცხლისა და გამოძიების ხარისხის ფაქტი, როგორიცაა მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ანგარიშში აღნიშნულია ისეთი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა 2019 წლის პირველი ივლისიდან. კანონის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც გამოიძიებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ შემთხვევებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი. ინსპექტორი გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე ფარულ ანგარიშში საგამოძიებო მიმოხილულია მოქმედებებთან ინსპექტორის დაკავშირებულ კანონით მინიჭებული საქმიანობას. ფუნქციები, დამოუკიდებლობის გარანტიები, მისი არჩევის წესი და ანგარიშვალდებულების პირობები. მოწმის/დაზარალებულთა უფლებების გაზრდა 2018 წლის ანგარიშში ხაზგასმულია ის პოზიტიური ცვლილება, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის პირველი ივლისიდან. კერძოდ, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ უარის ან გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილების ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებს გაუთანაბრდება, გასაჩივრების პროცესში დანაშაულები განსაკუთრებით დაზარალებულზე კი შესაბამისი სახელმწიფო მძიმე საპროცესო უფლებები და გარანტიები გავრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2018 წლამდე გენერალურ პროკურატურაში მოქმედებდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები. 2018 წლის 4 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სსსკ-ის ცვლილებებით შეიქმნა აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია და კოორდინატორი სამართალწარმოების პროცესის მონაწილე გახდა და მნიშვნელოვანი ფუნქციები მიენიჭა. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ. დოკუმენტში დეტალურად გაიწერა კოორდინატორის ფუნქცია-მოვალეობები, საქმეში ჩართვის პროცედურები და საქმეთა კატეგორიები, რომლებშიც კოორდინატორის ჩართვა პრიორიტეტულია. სწორი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, გენერალურ პროკურატურაში განხორციელდა მიზნობრივი სასწავლო კურსები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელთან შედარებით, 621 ერთეულით შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, ვინც 2018 წელს ისარგებლა კოორდინატორის სამსახურის სერვისებით და აღნიშნულმა რიცხვმა შეადგინა 9292 ერთეული. ტრენინგები/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ანგარიშში აღნიშნულია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით 2018 წელსაც რეგულარულად გაგრძელდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების ყველა ძირითადი სასწავლო პროგრამა მოიცავს სწავლებას წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის შესახებ და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმირებას ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან (წამების აკრძალვა) დაკავშირებით. ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია იმ სასწავლო ღონისძიებების შესახებ, რომელიც ჩატარდა სპეეციალური პენიტენციური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ასევე პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის. კომიტეტის შეფასება აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სახელმწიფოს ხელთ არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები. მისასალმებელია წინამდებარე ანგარიშში აღწერილი საკანონმდებლო ცვლილებები, პროფესიული სასწავლო პროგრამები და ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული კამპანიები. კომიტეტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ დასრულებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის გადაწყვეტილების, საქმეზე უფლებათა - „შოთა კომიტეტის რატიანი 2005 წლის საქართველოს 21 ივლისის წინააღმდეგ“, აღსრულების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები გატარება და გადაწყვეტილება საბოლოოდ აღსრულდა. წარმოდგენილი გათვალისწინებული ანგარიშიდან აქვს ჩანს, ადამიანის რომ უფლებათა საქართველოს მთავრობას დაცვისა სამოქალაქო და ინტეგრაციის კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წინა წელს გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი, რასაც მიესალმება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. კომიტეტი მიიჩნევს, რომ გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, აღსრულების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების დროული განხორციელება. აქედან გამომდინარე, კომიტეტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს დამატებითი ძალისხმევა შემდეგ საკითხებთან მიმართებით:  გაუმჯობესდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაცია.  გაგრძელდეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტური და დროული შესრულება. კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები გაერთიანებული ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს წინააღმდეგ აღსრულების მიზნით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების