„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 101 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-07-01
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს
კონსტიტუციური
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012) მე-2 მუხლის
მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური
პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის
მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა
პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი
არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური
პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია,
გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე
პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად
მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე
ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2017-18 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე,
საქართველოში 1995 წლიდან მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა შეიცვალა
პროპორციული საარჩევნო სისტემით. აღნიშნული ცვლილება არის საკონსტიტუციო
რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში
დემოკრატიული სისტემის შეუქცევად განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში
გამორიცხავს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას.
ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა
პოლიტიკური
სისტემის
კონსოლიდაციისა
და
პარტიული
სისტემის
ინსტიტუციონალიზაციის მაღალ ხარისხს მოითხოვს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
პროპორციული საარჩევნო სისტემის მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ
ამოქმედების შესახებ. შესაბამისი ნორმა აისახა 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური
კანონის გარდამავალ დებულებებში.
თუმცა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ
პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანაა საჭირო.
ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო
პოლიტიკური კონსენსუსისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების
პირობებში უნდა გაგრძელდეს. ახალ, მზარდ, ლოკალურ თუ გლობალურ, პოლიტიკურ და
ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური
კონსენსუსის და პასუხისმგებლობის გაზიარების პირობებში და მაქსიმალურად
პლურალისტურ გარემოში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საპარლამენტო არჩევნებისთვის დადგენილი საარჩევნო სისტემა არის კონსტიტუციური
რეგულირების ობიექტი. მათ შორის, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის,
ერთჯერადად,
შერეული
საარჩევნო
სისტემის
შენარჩუნების
საკითხი
რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ 2017 წლის 13
ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციურ კანონში.
შესაბამისად, აუცილებელია განორციელდეს 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს
კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულებების (მე-2 მუხლის) იმ პუნქტის (მე-9
პუნქტი) ცვლილება, რომელიც ეთმობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების
მოწესრიგებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია პოლიტიკური სუბიექტებისთვის მაქსიმალურად
თანასწორი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების
შედეგად, 2020 წელს საქართველოს პარლამენტში ყველა, თუნდაც მცირე საზოგადოებრივი
გავლენის მქონე პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კონსტიტუციური კანონპროექტი ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების
პროპორციული სისტემით ჩატარებას. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული
მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა
გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის
მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
გარდა ამისა, არჩევნები ჩატარდება ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც
ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც
მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.
გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით
გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.
კონსტიტუციური კანონპროექტი არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში
საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას, რათა დაბრკოლება არ შეექმნას
პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია
დაახლოებით 1 წელი და 4 თვე, ხოლო საერთაშორისო სტანდარტებით, საარჩევნო
რეგულაციების ცვლილება არჩევნების წლის განმავლობაში მიზანშეწონილი არ არის,
სასურველია კანონპროექტი რაც შეიძლება მოკლე დროში ამოქმედდეს. შესაბამისად,
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულ იქნა გამოქვეყნების მომენტი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და
მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. მეტიც, აღარ გახდება საჭირო
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან
დაკავშირებული ხარჯების გაწევა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხორციელდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული
ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი და
აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ
ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი,
დავით მათიკაშვილი, ნინო წილოსანი, ენძელა მაჭავარიანი, აკაკი ზოიძე, მერაბ ქვარაია,
დიმიტრი ცქიტიშვილი, შოთა ხაბარელი, ვიქტორ ჯაფარიძე, კარლო კოპალიანი, გურამ
მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, ილია ნაკაშიძე, თამარ ხულორდავა, გივი ჭიჭინაძე,
ირაკლი სესიაშვილი, ალექსანდრე ქანთარია, რევაზ არველაძე, გიორგი გაჩეჩილაძე,
გიორგი თოთლაძე, გოგი მეშველიანი, მიხეილ ყაველაშვილი, სიმონ ნოზაძე, ზაზა გაბუნია,
ოთარ ჩრდილელი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში, ისკო დასენი, არჩილ ხაბაძე, მახირ
დარზიევი, თეიმურაზ ჭკუასელი, ზაზა ხუციშვილი, გრიგოლ მიქელაძე, ირაკლი ბერაია,
ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, პაატა კვიჟინაძე, გია ბენაშვილი, დავით სონღულაშვილი,
ლევან კობიაშვილი, რუსლან პოღოსიანი, თენგიზ ხუბულური, გელა სამხარაული, სავალან
მირზოევი, იოსებ მაკრახიძე, ლევან ბეჟანიძე, გიორგი ხატიძე, გენადი მარგველაშვილი,
რუსლან გაჯიევი, სოფიო კილაძე, რომან მუჩიაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, სულხან
მახათაძე, დიმიტრი მხეიძე, სამველ მანუკიანი, შალვა კიკნაველიძე, მუხრან ვახტანგაძე,
კობა ნაკაიძე, დიმიტრი ხუნდაძე, კობა ლურსმანაშვილი, გუგული მაღრაძე, კახაბერ
კუჭავა, გოჩა ენუქიძე, ოთარ დანელია, ედიშერ თოლორაია, თამაზ ნავერიანი, გოდერძი
ჩანქსელიანი, კობა კობალაძე, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი კოპაძე, ირაკლი
მეზურნიშვილი, რომან კაკულია, ირაკლი შიოლაშვილი, ბექა ოდიშარია, ცოტნე
ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ხახუბია, ირაკლი კოვზანაძე, მარიამ ჯაში, რატი
იონათამიშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, დიმიტრი სამხარაძე, ლადო კახაძე, ენზელ მკოიანი,
ივლიანე წულაია, გიორგი მოსიძე, ელგუჯა გოცირიძე.