„საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
01.07.2019
ავტორი
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
ინიციატორი
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“
ნომერი
#07-3/381/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს სააკაშვილისა და ბოკერიას მმრთველობის პერიოდში საქართველოში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც: ა) არჩევნების გაყალბების გზით, განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია; ბ) უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8%-ზე მეტი, ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურებისა დადასტურებული და ღირსების ფაქტები, რაც შელახვის მრავალგზის აისახა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებაში; გ) სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომელშიც 190 პირი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 -პოლიტდევნილად; დ) ძალით წაართვა მესაკუთრეებს სატელევიზიო არხი და იძულებით აქცია ყველა მსხვილი ეს არხები თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მეხოტბეებად; ე) განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება; ვ) მოსახლეობის დაშინების მიზნით, ქვეყანაში გამოაცხადა ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის შედეგადაც, ღიად და ცინიკურად საზოგადოების დასანახად მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი; ზ) ასიათასობით ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა ქონება, ბიზნესი თუ კაპიტალი; თ) დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა კოდორისა და ახალგორის სამარცხვინო ჩაბარებით, რუსეთის მიერ რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია საქართველოს ტერიტორიების 22 %-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩამოთვლილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლები უდაოდ არიან მ. სააკაშვილი და გ. ბოკერია და მათ მიერ კონტროლირებადი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით; საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად; 2. ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები; 3. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ დადგენილების აღსრულების ოპერატიული კონტროლი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ,,საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: სააკაშვილ-ბოკერიას მიერ დამყარებული დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის ყველა მთავარი ფიგურანტისა და კონკრეტული რეზონანსული დაუსჯელობამ ქვეყანაში უსამართლობა და საქმეების დამნაშავე დაამკვიდრება დამნაშავეებს შეუქმნა პირების ტოტალური დაუსჯელობის პირობები. ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი გზა უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას, რაც კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: დადგენილების პროექტის მიღების გა ნპირობებულია სამართლიანობის აღდგენისა უზენაესობის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად. ა. ბ ) დადგენილების პროექტის მიზანი: აუცილებლობა და კანონის დადგენილების მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოში სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება, დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება და გამოაშკარავება, სააკაშვილ- ბოკერიას მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარი და ავტორიტარული ფიგურანტისა და კონკრეტული რეზონანსული საქმეების დამნაშავე პირების დასჯა. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების ბოკერიას პროექტში ჩამოთვლილია მმრთველობის პერიოდში სააკაშვილისა და საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ქმედება, მათ შორის: არჩევნების გაყალბება, სასამართლო სისტემის დამორჩილება, პოლიტიკური ოპონენტების დემონსტრანტების დარბევა, დევნა, მკვლელობა, მშვიდობიანი დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება, საკუთრების ხელყოფა, მკვლელობების, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა განხორციელების და პროცესში სხვა ქმედებანი, აქტიურად იყო რომელთა ჩართული სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილება ითვალისწინებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ- ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას. ამასთან, დადგენილების შესაბამისად, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს რეზონანსული და საქმის სათანადოდ დამნაშავე დაისაჯონ პირები; ყველა საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ დადგენილების აღსრულების ოპერატიული კონტროლი. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებით. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტი ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ . გ) დადგენილების პროექტის სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; დადგენილების პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; დადგენილების პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ . ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; დადგენილებას არ ექნება არანაირი დამატებითი ფინანსური გავლენა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ბ.ვ) დადგენილების პროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილებით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო მიმართება ევროკავშირის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის სამართალთან: დადგენილების პროექტი სამართალს. გ. ბ ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დადგენილების პროექტის მომზადება არ საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. უკავშირდება გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: დადგენილების პროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტიდან. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, ან/და არასახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი ორგანიზაცია, დაწესებულება და ექსპერტი არ არსებობს. დ.ბ) დადგენილების ორგანიზაციის პროექტის (დაწესებულების) შემუშავებაში ან/და ექსპერტის მონაწილე შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი დადგენილებების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. ვ)დადგენილების პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“