ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ირინე ფრუიძის მიერ წარმოდგენილი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2019 წლის საქმიანობის შუალედური ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-12188/19
01-07-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ბატონო არჩილ,
გიგზავნით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2019
წლის საქმიანობის შუალედურ ანგარიშს.
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში
შეტანა.
პატივისცემით,
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე
ირინე ფრუიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის
შუალედური ანგარიში
2019 წ.
Page 1 of 18
1. შესავალი
ღია
მმართველობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭო
დაფუძნებულია
ინტერფრაქციულ პრინციპზე და მასში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს
აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა.
საბჭო შედგება 12 წევრისგან, რომელთაგან,
პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, 8 უმრავლესობას და 4
წარმოადგენს.
საბჭოს
საქმიანობა
რეგულირდება
ოპოზიციურ პარტიას,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით.
საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში
საბჭოს მხარს უჭერს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარეობით, აერთიანებს 17 ადგილობრივ და
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას.
2. ღია პარლამენტის საქმიანობის და მესამე სამოქმედო გეგმის შესრულების
შუალედური ანგარიში
საანგარიშო პერიოდში შედგა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს 2 გაფართოებული შეხვედრა.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული
საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ მედიის წარმომადგენლებს
და გააცნეს ღია პარლამენტის საქმიანობა და მიღწევები.
ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღებული ეთიკის
კოდექსის შესაბამისად შეიქმნა და დაკომპლექტდა ეთიკის საბჭო.
Page 2 of 18
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით,
დაიწყო თემატური მოკვლევა საკითხზე: სახელმწიფო უწყებებში არსებული
სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები. მოკვლევის ჯგუფის
შემადგენლობა:
ირინა ფრუიძე;
გუგული მაღრაძე;
გიორგი კახიანი;
ოთარ კახიძე;
ემზარ კვიციანი;
გიორგი ხატიძე.
თემატური მოკვლევის ჯგუფმა, ექსპერტის ნინო მერებაშვილის (ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის) დახმარებით შეიმუშავა
გზამკვლევი, კითხვარი, ტექნიკური პირობები და სამოქმედო გეგმა. ასევე შედგა 1
სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.
თემატური მოკვლევის ჯგუფს დახმარებას უწევს ევროკავშირის
პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, გაეროს
განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
Page 3 of 18
მესამე სამოქმედო გეგმა მოიცავს 5 ვალდებულებას (37 აქტივობა), რომელიც საქართველოს
პარლამენტმა 2019 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს.
2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის ღია
მმართველობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭოს,
მასთან
არსებული
საკონსულტაციო ჯგუფის წევრების, აპარატის თანამშრომლების, კერძო სექტორის
წარმომადგენლების (7 საჯარო კონსულტაცია), დაინტერესებული საზოგადოებისა და
კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების ერთობლივი მუშაობის შედეგად.
მესამე სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2018 წელს შეიქმნა
შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
1. ვალდებულება #1- პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების
(SDGs) შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი - სამუშაო ჯგუფის
ხელმძღვანელი- ირინა ფრუიძე;
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 2 გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, ექსპერტი
ინდივიდუალური ინტერვიუების ფორმატში ესაუბრა კომიტეტის აპარატის
უფროსებს და თანამშრომლებს. შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს
პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების
ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის (2019-2030 წლებისთვის ) და
საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი
განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის.
Page 4 of 18
2. ვალდებულება #3-ის (პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის
გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით), #1 აქტივობა პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნა და გაშვება - სამუშაო ჯგუფის
ხელმძღვანელი- ირინა ფრუიძე:
საქართველოს პარლამენტის განახლებული ვებგვერდის დემო ვერსია
მზად არის, სატესტო ვერსია განიხილეს საბჭოსა და საკონსულტაციო
ჯგუფის წევრებმა. 2019 წლის სექტემბრისთვის იგეგმება ახალი
ვებგვერდის გაშვება.
3. ვალდებულება #3-ის (პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის
გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით), #2 და #12 აქტივობა კანონპროექტის შემუშავებისთვის სპეციალური ელექტრონული ფორმის
განსაზღვრა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება; განმარტებითი ბარათის
შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეო-ინსტრუქციის შემუშავება და
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი კახიანი:
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 3 გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, რომლის
ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით შემუშავდა განმარტებითი
ბარათის შედგენის სახელმძღვანელო. დოკუმენტის დასრულების შემდეგ
სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფი დაიწყებს ვიდეო ისნტრუქციის მომზადებას
და კანონპროექტის სპეციალური ელექტრონული ფორმის განსაზღვრაზე
მუშაობას.
4. ვალდებულება #3-ის (პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის
გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით), #13 და #14 აქტივობა:
დაინტერესებული პირების (Stakeholders) საერთო რეესტრის შექმნა და განთავსება
პარლამენტის ვებგვერდზე, რათა საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილი იყოს ამ
პირების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში; ლობისტური ორგანიზაციების
რეესტრის შექმნა და განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე - სამუშაო ჯგუფის
ხელმძღვანელი - თამარ ჩუგოშვილი:
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 1 სამუშაო შეხვედრა კერძო სექტორის
წარმომადგენლებთან ერთად. დაინტერესებული პირების საერთო რეესტრი
შექმნილია და განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე. ასევე შექმნილია და
პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულია ლობისტური ორგანიზაციების
რეესტრი.
Page 5 of 18
5. ვალდებულება #4 - მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა საქართველოს
პარლამენტში - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი - ეკა ბესელია:
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 4 გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, რომლის
ფარგლებშიც მოხდა დღეს არსებული მოქალაქეთა მისაღების საქმიანობის
შესწავლა, (საჭიროებების იდენტიფიცირება, ბოლო რამდენიმე წლის
განმავლობაში შემოსული წერილების შინაარსობრივი ანალიზი და ა.შ.).
GIZ-ის დახმარებით, პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ორგანიზაცია,
რომლის დახმარებითაც შემუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის
კონცეფციის პროექტი. ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოების (GIZ) დახმარებით, საუკეთესო პრაქტიკის და
გამოცდილების გაზიარების მიზნით, შედგა სამუშაო შეხვედრა გერმანიის
ბუნდესტაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და
ონლაინ სერვისების დეპარტამენტის უფროსებთან.
Page 6 of 18
სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის
გაძლიერება საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.
ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა
ვალდებულება/აქტივობა
შესრულების
დაგეგმილი
პერიოდი
სტატუსი
1. პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი
1.1. პარლამენტის SDG სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შემუშავება (UNDP)
1.2. პარლამენტის SDG სამოქმედო გეგმის განხორციელება (UNDP)
10/2018
შესრულდა
12/2019
შესრულების
პროცესი
დაიწყო
ორივე დოკუმენტი
შემუშავებული და
დამტკიცებულია.
ყველა კომიტეტის
თავმჯდომარეს დაეგზავნა
წერილობითი ინფორმაცია
ვალდებულების შესახებ.
2. ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა
2.1. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამოქალაქო საზოგადოების,
საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით საბიუჯეტო
პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო
დოკუმენტების შემუშავება (OBS-ს და GIFT-ის რეკომენდაციების შესაბამისად)
(GIZ და პარლამენტი)
07/2019
ექსპერტის ჩართულობით
მუშავდება პოლიტიკის და
სახელმძღვანელო
დოკუმენტი.
მიმდინარეობს
ინდივიდუალური
ინტერვიუები სამოქალაქო
Page 7 of 18
საზოგადოების
წარმომადგენლებთან.
2.2. პარლამენტის ვებ გვერდზე სახელმწიფო ბიუჯეტის / პროექტის შესახებ
მარტივი და გასაგები და ვიზუალურად დამუშავებული ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (GGI)
04/2019
შესრულდა
2.3. სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის და სახელმწიფო საბიუჯეტო
პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
პარლამენტისთვის წარდგენილი წლიური ანგარიშის განხილვა საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის მიერ (GIZ და პარლამენტი)
2.4. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს
სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის
პარლამენტში წარდგენიდან შემაჯამებელ საკომიტეტო განხილვამდე
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან
კონსულტაციების გამართვა პარლამენტის კომიტეტების, საბიუჯეტო ოფისის,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების
მონაწილეობით (GIZ და პარლამენტი)
2.5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენიდან
შემაჯამებელ საკომიტეტო განხილვამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა
პარლამენტის კომიტეტების, საბიუჯეტო ოფისის და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მონაწილეობით (GIZ და პარლამენტი)
2.6. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს
სამინისტროების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტისა და სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაში სამოქალაქო
საზოგადოების ჩართულობის შესახებ ანგარიშის შედგენა და გამოქვეყნება
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ (GIZ და
პარლამენტი)
2.7. პარლამენტის რეკომენდაციების დოკუმენტის შემუშავება და გამოქვეყნება
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ (GIZ და
პარლამენტი)
პარლამენტის ვებგვერდზე
განთავსებულია მარტივი და
გასაგები, ვიზუალურად
დამუშავებული ინფორმაცია
სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ.
10/2019
07/2019
შესრულდა
საკითხი განხილული იყო
სტუდენტებთან და
სამთავრობო უწყებების
წარმომადგენლებთან
შეხვედრების დროს.
11/2019
12/2019
07/2019
შესრულდა
პარლამენტის რეგლამენტში
შესაბამისი ცვლილება
შესულია. კომიტეტის მიერ
2017 წლის ბიუჯეტის
შესრულებაზე, 2018 წელს
გამოცემულ დასკვნაში
ცალკე თავი დაეთმო
რეკომენდაციებს და
გამოქვეყნებულია
ვებგვერდზე. ასევე
გაცემულია რეკომენდაციები
2018 წლის ანგარიშზე,
რომელიც განიხილა
კომიტეტმა და
წარდგენილია სესიაზე
განსახილველად. ოქმი
უახლოეს პერიოდში
აიტვერთება ვებგვერდზე.
ძირითადი
მაკროეკონომიკური
პროგნოზების განხილვის
დროს კომიტეტმა გასცა
რეკომენდაცია, რომ 2020
წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის
პროექტის პარლამენტში
განხილვებისას
სამინისტროებმა ბიუჯეტის
გამჭვირვალობის და
მოქალაქეთა ჩართულობის
თაობაზე პროფილურ
კომიტეტებს წარუდგინონ
Page 8 of 18
ინფორმაცია (არსებობის
შემთხვევაში) ბიუჯეტის
პროექტის შედგენისას მათ
მიერ განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ.
3. პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით
3.1. პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნა და გაშვება(GGI)
3.2. კანონპროექტის შემუშავებისათვის სპეციალური ელექტრონული ფორმის
განსაზღვრა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება (საქართველოს
პარლამენტი)
3.3. პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის
რეგულარულად და ორგანიზებულად გამოქვეყნება პარლამენტის
ვებგვერდზე(GGI)
3.4. პლენარული სხდომების სტენოგრამული ჩანაწერების ღია ფორმატში
განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე (IDFI)
03/2019
05/2019
//////
//////
3.5. კომიტეტების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით,
მოქალაქეების ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის ადაპტირებული მექანიზმის
დანერგვა (IDFI და საქართველოს პარლამენტი)
3.6. ინფორმაციის ონლაინ “chat”-ით მიღების შესაძლებლობის დანერგვა (“live
chat”) (GIZ)
03/2019
03/2019
3.7. პარლამენტის კომიტეტების ანგარიშების ერთიანი ფორმის შემუშავება და
გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე (GYLA)
04/2019
შესრულდა
3.8. დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტების ელექტრონული
საძიებო სისტემის შექმნა (GYLA)
03/2019
3.9. მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების ელექტრონული რუკის შექმნა
(GYLA)
03/2019
3.10. ანგარიშვალდებული ორგანოს მიერ წარდგენილი ანგარიშების
საკომიტეტო მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე ვებგვერდზე განთავსება და
მოქალაქეთა მოსაზრებების/კითხვების მიღება (GYLA)
3.11. კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის,
ფორმირების წესისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის
ვებგვერდზე განთავსება (TI)
3.12. განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და
ვიდეო-ინსტრუქციის შემუშავება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება
(TI და GIZ)
//////
//////
06/2019
3.13. დაინტერესებული პირების (Stakeholders) საერთო რეესტრის შექმნა და
განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე, რათა საწყის ეტაპზევე
უზრუნველყოფილი იყოს ამ პირების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში
(ამერიკის სავაჭრო პალატა)
05/2019
შესრულდა
სამუშაო ჯგუფი მუშაობს.
ვალდებულების შესრულება
დაკავშირებულია
ვებგვერდთან.
ვალდებულების შესრულება
დაკავშირებულია
ვებგვერდთან.
ვალდებულების შესრულება
დაკავშირებულია
ვებგვერდთან.
ვალდებულების შესრულება
დაკავშირებულია
ვებგვერდთან.
ფორმა შემუშავებული და
დამტკიცებულია.
ვალდებულების შესრულება
დაკავშირებულია
ვებგვერდთან.
ვალდებულების შესრულება
დაკავშირებულია
ვებგვერდთან.
ვალდებულების შესრულება
დაკავშირებულია
ვებგვერდთან.
ვალდებულების შესრულება
დაკავშირებულია
ვებგვერდთან.
ექსპერტმა დაასრულა
დოკუმენტზე მუშაობა,
საბიუჯეტო ნაწილის
გარდა, დასრულების
შემდეგ მომზადდება
ვიდეო ინსტრუქცია და
დაიწყება 3.2
ვალდებულების
(კანონპროექტის
შემუშავებისათვის
სპეციალური
ელექტრონული ფორმის
განსაზღვრა და
პარლამენტის ვებგვერდზე
გამოქვეყნება) შესრულება.
ღია პარლამენტის
სივრცეში, დაემატა
დაინტერესებულ პირთა
(კერძო პირთა/ბიზნეს
ასოციაციები) რეესტრი
და აიტვირთა
რეგისტრირებული
ასოციაციების შესახებ
ინფორმაცია.
რეგისტრირებულია 15
ასოციაცია.
Page 9 of 18
3.14. ლობისტური ორგანიზაციების რეესტრის შექმნა და განთავსება
პარლამენტის ვებგვერდზე (მოქალაქე: ნათია ბაღდავაძე)
03/2019
შესრულდა
3.15. პარლამენტის მობილური აპლიკაციის გაუმჯობესება. (მოქალაქეები:
შალვა დეკანოზიშვილი; კალენიკე ურიდია; რუსუდან მგელაძე);
04/2019
2013 წლიდან
რეგისტრირებული
ლობისტების რეესტრი
განთავსებულია
პარლამენტის
ვებგვერდზე.
20 ივნისს გაფორმდება
ხელშეკრულება და 75
დღეში მზად იქნება
განახლებული აპლიკაცია
4. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა საქართველოს პარლამენტში
4.1. დღეს არსებული მოქალაქეთა მისაღების საქმიანობის შესწავლა (GIZ)
11/2018
შესრულდა
4.2. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის შემუშავება (მათ შორის
ადაპტირებული სერვისების გათვალისწინებით) და დამტკიცება (GIZ)
01/2019
შესრულდა
4.3. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა და აღჭურვა (GIZ)
4.4. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში ადაპტირებული სერვისების
დანერგვა (GIZ)
4.5. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის თანამშრომლებისთვის სამუშაო
ინსტრუქციებისა და ტრენინგ-პროგრამების შემუშავება და თანამშრომლების
გადამზადება (GIZ)
დღეს არსებული
მოქალაქეთა მისაღების
ანალიზი ჩატარებულია.
კონცეფციაზე მუშაობა
დასრულდება უახლოეს
პერიოდში. საბოლოო
სამუშაო ვერსია
შემუშავებულია.
05/2019
05/2019
06/2019
5. საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
5.1. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება
(GYLA)
5.2. საპარლამენტო კომიტეტებისა და პლენარული სხდომებისთვის
პირდაპირი ტელე-რადიო ტრანსლაციის სიხშირის განსაზღვრა (საქართველოს
პარლამენტი)
5.3. პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისების
ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის
სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით
(საქართველოს პარლამენტი, UNDP, IDFI)
5.4. საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელების საშუალებით
კომუნიკაციის დამყარების კონცეფციის შემუშავება(IDFI)
12/2018
შესრულდა
06/2019
//////
11/2018
შესრულდა
5.5. პარლამენტისა და მისი საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების
დამზადება (კომიქსები, ფლაერები, გრაფიკული ვიდეო-რგოლები), მათ შორის
სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით და
გავრცელება (საქართველოს პარლამენტი, GIZ-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის
საპარლამენტო პროექტი)
5.6. სტუდენტებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო
შეხვედრების ორგანიზება - პარლამენტის დღე
უნივერსიტეტებში.(საქართველოს პარლამენტი)
5.7. მოქალაქეების კომენტარების / წარმოდგენილი პეტიციების რაოდენობის
სტატისტიკის წარმოება. თითოეული კომენტარისთვის პირობითად ერთი
ქულის მინიჭება, სარეიტინგო ცხრილის შექმნა და აქტიური მოქალაქეების
შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე (ამირან
ჯანჯღავა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი)
სტრატეგია და სამოქმედო
გეგმა შემუშავებული და
დამტკიცებულია.
საქართველოს პარლამენტის
სოციალური ქსელების
კომუნიკაციის სტარტეგია
შემუშავებულია და
დამტკიცებულია.
//////
შესრულდა
IDFI -ის დახმარებით
დაბეჭდილია საინფორმაციო
მასალები პარლამენტის
საქმიანობის შესახებ.
5 უნივერსიტეტში შედგა
შეხვედრა:
1. თელავის;
2. გორის;
3. სამცხე-ჯავახეთის;
4. თბილისის ივანე
ჯავახიშვილი;
5. თბილისის ილიას
სახელმწიფო
უნივერსიტეტში.
12/2019
მიმდინარეობს მუშაობა
გეგმის მიხედვით.
12/2019
Page 10 of 18
5.8. „აქტიური მოქალაქის“ ჯილდოს დაწესება იმ მოქალაქეებისთვის, ვინც
აქტიურად არის ჩართული პარლამენტის საქმიანობაში სხვადასხვა
ინსტრუმენტების გამოყენებით: კომენტარის დატოვება, ელექტრონული
პეტიცია, კომიტეტის სხდომაზე დასწრება.(ამირან ჯანჯღავა, რუსთავის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი)
12/2019
მიმდინარეობს მუშაობა
გეგმის მიხედვით.
3. საერთაშორისო და ადგილობრივი შეხვედრები
1. შეხვედრა კანადის პარლამენტის კვლევითი და საპარტნიორო პროგრამების
მიმართულების ხელმძღვანელებთან
4 მარტს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
თავმჯდომარე ირინა ფრუიძე შეხვდა კანადის პარლამენტის კვლევითი და საპარტნიორო
პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელებს ჟან-პოლ რუზკოვსკის, ივო
ბალინოვსა და კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კრის კუტერს.
შეხვედრისას მხარეებმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მნიშვნელობასა და ამ
მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრეს. საბჭოს თავმჯდომარემ ილაპარაკა ღია
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მუშაობაზე და აღნიშნა, რომ
საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც პარლამენტის ღიაობის
უზრუნველსაყოფად ასეთი მუდმივმოქმედი მექანიზმი შექმნა.
მხარეებმა, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების გზით, საპარლამენტო ღიაობისა და
გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის, შემუშავებული პოლიტიკისა და
პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ კანადის
წარმომადგენლებს, როგორც 2019 წლის სამიტის მასპინძლებს, თბილისში გამართული
Page 11 of 18
ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტთან (OGP) დაკავშირებით
საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
2. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
16 მარტს, ღია პარლამენტის საქმიაობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის
ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და მასთან
არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა მედიის
წარმომადგენლებთან.
მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ღია პარლამენტის საქმიანობას, მიღწევებს, საბჭოს და
მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივ სამუშაო პროცესს და მესამე
სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს.
Page 12 of 18
3. შეხვედრა OSCE/ODIHR-ის დემოკრატიული მმართველობის ოფიცერთან
25 მარტს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე OSCE/ODIHR-ის დემოკრატიული მმართველობის
ოფიცერს ჯაკოპო ლეონეს შეხვდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბებასა და მისი დებულების
შემუშავებაზე. ოდირი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პარლამენტის წევრის
„ეთიკის კოდექსის“ შემუშავების პროცესში და ახლა, როდესაც ეთიკის კოდექსი
მიღებულია, OSCE მხარს უჭერს ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბებას, საბჭოს დებულების
შემუშავებას და ასევე, ტრენინგის სისტემის შემუშავებას.
Page 13 of 18
4. შეხვედრა ბასკეთის მთავრობის წარმომადგენლებთან
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა
ფრუიძე ბასკეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს
ევროინტეგრაციის პროცესზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, საპარლამენტო ღიაობასა და
საპარლამენტო დემოკრატიაზე ესაუბრა. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით
ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს.
ირინა ფრუიძის განცხადებით, სტუმრები დაინტერესდნენ ღია პარლამენტით და ამ
კუთხით ჩვენი ქვეყნის მიღწევებით, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების
განხორციელებაში პარლამენტის როლის გაზრდით.
5. შეხვედრა ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებთან
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა
ფრუიძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. დეპუტატი ახალგაზრდებს,
საკანონმდებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, საპარლამენტო ღიაობაზე,
საპარლამენტო დიპლომატიაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და
პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების როლზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის
პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ესაუბრა.
ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი
საბჭოს საქმიანობითა და მისი მიღწევებით ასევე, საქართველოს პარლამენტის
Page 14 of 18
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების მუშაობით და ევროინტეგრაციის
მიმართულებით საქართველოს პარლამენტის საქმიანობით დაინტერესდნენ.
6. ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? საპარლამენტო საქმიანობის შესახებ
6 მაისს, ღია პარლამენტის ინიციატივით საპარლამენტო საქმიანობის საკითხებში
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საკანონმდებლო პროცესში
ახალგაზრდობის ჩართულობის მიზნით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად?
Page 15 of 18
როდის? პარლამენტის შესახებ.“ თამაშში საქართველოს მასშტაბით 18 უმაღლესი
სასწავლებლის (104 მონაწილე) სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.
თამაშის მონაწილეებს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა
მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
ინტელექტუალურ ღონისძიებას პარლამენტის წევრი და „რა? სად? როდის?“ კლუბის
პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. თამაშის განმავლობაში სტუდენტებს 30
შეკითხვა დაუსვეს, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნების პარლამენტების შესახებ
ისტორიულ ცნობებს და გამოჩენილ პარლამენტარებზე ზოგად ინფორმაციას მოიცავდა.
გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ დააჯილდოვეს.
ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ ცნობიერების
ამაღლების მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი
ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით ახორციელებს.
Page 16 of 18
7. შეხვედრა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან
14 მაისისს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
თავმჯდომარე ირინა ფრუიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს
შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუდენტური პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტების
წარმომადგენლები. შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა.
საბჭოს თავმჯდომარემ ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს
პარლამენტის ჩართულობასა და საპარლამენტო საქმიანობაში ახალგაზრდობის
ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა პარლამენტის ახალი
რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, პარლამენტის პოლიტიკური როლისა და
საზედამხედველო ფუნქციის გაზრდასა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
საქმიანობაზე.
Page 17 of 18
Page 18 of 18