„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2019
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/371/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (შემდგომში - წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია) საქმიანობასა და ურთიერთობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები ამ კანონის მიზნები და ამოცანებია: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შექმნისა და განვითარებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ საირიგაციო მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) სხვა წყალმომხმარებელი - წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის არაწევრი წყალმომხმარებელი; გ) საირიგაციო ინფრასტრუქტურა – საირიგაციო დანიშნულების ნაგებობები, როგორიცაა: კაშხლები, წყალსაცავები, სათავე ნაგებობები, მაგისტრალური და მეორე/მესამე რიგის არხები და მილსადენები და მათზე არსებული ჰიდრონაგებობები (წყალსაშვი, აკვედუკი, დიუკერი, გვირაბი, ხიდი, მილხიდი, გადამღობი და მარეგულირებელი ფარები), სატუმბი სადგურები, ჭები, ჭაბურღილები, მისასვლელი და საექსპლუატაციო გზები; დ) საირიგაციო სისტემა - ურთიერთდაკავშირებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს კვების წყაროდან წყალაღებას, ტრანსპორტირებას და სარწყავი ფართობის მორწყვასა და საძოვრების გაწყლოვანებას; ე) ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურა – მსხვილი საირიგაციო სისტემის ნაწილი (ურთიერთდაკავშირებული კაშხალი, წყალსაცავი ან/და სათავე ნაგებობა და მაგისტრალური არხი სხვა ნაგებობებით), რომელიც უზრუნველყოფს ამავე სისტემის მეორე/მესამე რიგის არხებისათვის წყლის მიწოდებას; ვ) ეროვნული კომისია – საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულება - საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; თ) მიწოდების წერტილი – საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული ადგილი ან ადგილები, სადაც პირველადი წყალმოსარგებლე განახორციელებს სარწყავი წყლის განსაზღვრული რაოდენობის მიწოდებას; ი) ჰიდროტექნიკური ერთეული - ირიგაციის ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემა, რომელსაც წყლის მიღება შეუძლია ერთი წერტილიდან, მეორე და მესამე რიგის გამანაწილებელი არხებიდან ან/და ლოკალური სარწყავი სისტემებიდან; კ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი - პირველადი წყალმოსამრგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისათვის წყლის საბითუმო და სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასური; ლ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც მოიცავს ერთ ჰიდროტექნიკურ ერთეულს მაინც და რომელზეც შეიქმნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია; მ) დამოუკიდებელი წყალმოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იღებს წყალს დამოუკიდებლად ამ კანონით არარეგულირებადი წყლის წყაროდან (მდინარე, ტბა, ტბორი, ჭაბურღილი და ა.შ). მუხლი 4. პირველადი წყალმოსარგებლე 1. პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საირიგაციო მომსახურებას. 2. პირველადი წყალმოსარგებლე ახორციელებს ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურის მართვას, მოვლა-შენახვას და საირიგაციო მომსახურებას უწევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებს და სხვა წყალმომხმარებლებს. მუხლი 5. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი 1. პირველადი წყალმოსარგებლის მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფი განისაზღვრება ეროვნული კომისიის მიერ. 2. ეროვნული კომისია, ასევე განსაზღვრავს ტარიფებში ცვლილებების შეტანის პროცედურებს და ფორმებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ მომსახურების ტერიტორიაზე საირიგაციო წყლის მიწოდების და საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლაშენახვისა და ექსპლუატაციის მიზნით. მუხლი 7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნება 1. წყალმომხმარებელთა განსაზღვრული მომსახურების ტერიტორიის მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა საკუთრებაში/სარგებლობაში ორგანიზაციის დაფუძნება ფარგლებში უმრავლესობის არსებული მიწის ხდება სამინისტროს არსებული მიწის გადაწყვეტილებით, ფართობი შეადგენს მიერ ნაკვეთების რომელთა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურებს ტერიტორიის საერთო ფართობის 50%-ზე მეტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამისი დოკუმენტები წარედგინება სამინისტროს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში შესატანად. 3. სამინისტრო 30 დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და მისი სისწორის შემთხვევაში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. 4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობაში გადაეცემა მისი მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურა, დაფუძნებიდან სამი თვის ვადაში. 5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი წესდებით განსაზღვრულ მიზნებს. მუხლი 8. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი 1. სამინისტრო აწარმოებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრს. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 3. რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წევრთა სია და მონაცემები თოთოეული წევრის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ; ბ) საერთო კრების და გამგეობის სხდომის ოქმები; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიიის რუკა; ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება. 2. სარეგისტრაციო წყალმომხმარებელთა დოკუმენტაციაში ორგანიზაციისთვის ცვლილებების სავალდებულოა შეტანის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. მუხლი 10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია: ა) წყალმომხმარებელთა ინფრასტრუქტურის ორგანიზაციის (მეორე/მესამე რიგის მომსახურების არხები, ტერიტორიაზე ლოკალური არსებული საირიგაციო სისტემები, ჰიდროტექნიკური ერთეულები) მართვა, ექსპლუატაცია, მოვლა-შენახვა და საირიგაციო მომსახურების გაწევა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა მომსახურება წესდების შესაბამისად და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებლების მომსახურება; გ) მიწოდების წერტილში წყლის აღრიცხვა და რაციონალურად განაწილება; დ) წყალსარგებლობის საფასურის პირველად ამოღება და შესახებ“ საქართველოს წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორება; ე) „სააღსრულებო წარმოებათა კანონის შესაბამისად წყალსარგებლობის საფასურის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმასაც ამტკიცებს სამინისტრო. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე/მესამე რიგის არხები და ლოკალური საირიგაციო სისტემების) ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე წყლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია. მუხლი 11. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ყველა პირი, რომელსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე საკუთრებაში/სარგებლობაში აქვს მიწის ნაკვეთი, ჩაითვლება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრად. 2. პირი, რომელსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე ერთ წელზე მეტი ვადით ფლობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებით მიწის ნაკვეთს, უფლებამოსილია განახორციელოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებები შესაბამისი უფლებით სარგებლობის მთელი ვადის განმავლობაში. 3. პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების პასუხისმგებელია ტერიტორიაზე წყალმომხმარებელთა სარგებლობაში ორგანიზაციის მიმართ ჰქონდა არსებულ მიწის ნაკვეთი, შეუსრულებელ ვალდებულებებზე, სარგებლობის შეწყვეტის შემდგომაც. შეუსრულებელი ვალდებულებები არ გადადის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე. 4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისთვის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა შეუწყდება/შეუჩერდება: ა) დამოუკიდებელ წყალმოსარგებლეს; ბ) პირებს, რომლებიც ფლობენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას; გ) პირებს, რომლებიც ფლობენ საძოვრის კატეგორიის მქონე მიწას; დ) პირებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან საკუთრების ან სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული მიწა, საინვესტიციო ვალდებულებით. მუხლი 12. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა უფლებები და მოვალეობები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებია: ა) მიიღოს საირიგაციო მომსახურება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წამოაყენოს თავისი კანდიდატურა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოების არჩევნებზე; გ) დაასახელოს კანდიდატები და ხმა მისცეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოებს არჩევნებზე; დ) მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ; ე) მონაწილეობა მიიღოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვაში, ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების უპირატესი უფლებით არაწევრებთან მიმართებით და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისიწინებული სხვა უფლებამოსილებით. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის მოვალეობებია: ა) დროულად გადაიხადოს წყალსარგებლობის საფასური; ბ) დაუშვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომლები, ასევე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ დაქირავებული მომსახურების მიმწოდებლები თავის მიწაზე საჭიროებისამებრ, მათ ტექნიკასთან და აღჭურვილობასთან ერთად, მომსახურების ტერიტორიაზე მდებარე საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან და მოვლაშენახვასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების მიზნით; გ) დაიცვას მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის წესები; დ) მართლზომიერად ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. მუხლი 13. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას აქვს წესდება, რომლის ტიპიურ ფორმას ადგენს სამინისტრო. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს: ა) სახელწოდებას; ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს; გ) მართვის და შიდა კონტროლის ორგანოების შექმნის წესსა და უფლებამოსილებას; დ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის წესს; ე) წყალსარგებლობის საფასურისა და ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახდელების განსაზღვრის წესს; ვ) ლიკვიდაციის წესსა და პირობებს; ზ) წესდებაში ცვლილებების შეტანის წესს. მუხლი 14. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანო 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოებია: ა) საერთო კრება; ბ) გამგეობა; გ) სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიები. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სტრუქტურას, მისი ორგანოების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს წინამდებარე კანონი და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება. მუხლი 15. საერთო კრება 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 2. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 3. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა ან/და საერთო კრების წევრების არანაკლებ 15%. 4. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია ხმების ნახევარზე მეტის მქონე წევრები. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ გამგეობა ან/და საერთო კრების წევრების არანაკლებ 15%-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში და იმავე დღის წესრიგით, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, წარმოდგენილი ხმის მქონე წევრების რაოდენობის მიუხედავად. 5. საერთო კრების წევრები არიან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ყველა მესაკუთრე/მოსარგებლე. თანასაკუთრების შემთხვევაში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრია მიწის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას. 6. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების 51%-ის ოდენობით. 7. ხმის უფლების მისაღებად პირი უნდა იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი და არ უნდა ჰქონდეს დავალიანება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წინაშე. ხმების განაწილება მოხდება შემდეგი სქემით: ა) 2 ჰექტრამდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე - 1 ხმა; ბ) 2-4 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე - 2 ხმა; გ) 4-6 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე - 3 ხმა; დ) 6-8 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე - 4 ხმა; ე) 8-10 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე - 5 ხმა; ვ) 10-15 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე- 6 ხმა; ზ) 15-20 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე - 7 ხმა; თ) 20-30 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე - 8 ხმა; ი) 30-50 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე - 9 ხმა; კ) 50 ჰა-ზე მეტი - 10 ხმა. 8. თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს აქვს რამდენიმე ნაკვეთი ერთი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფარგლებში, ისინი ერთ მეურნეობად ჩაითვლება და ფართობი შეიკრიბება მისანიჭებელი ხმების რაოდენობის განსასაზღვრად. 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს შეუძლია გადასცეს საკუთარი ხმის უფლება წარმომადგენელს, ხმების დელეგირება რეგულირდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით. 10. საერთო კრების ფუნქციებია: ა) წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის გეგმების დამტკიცება; ბ) სარეზერვო ფონდის შექმნის, შევსებისა და განკარგვის წესის განსაზღვრა; გ) გამგეობის, სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრების არჩევა; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შინაგანაწესის დამტკიცება (საჭიროების შემთხვევაში); ე) წყალსარგებლობის საფასურის განსაზღვრა; ვ) გამგეობის წლიური ანგარიშის დამტკიცება; ზ) გადაწყვეტილებების მიღება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თაობაზე; თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო გეგმის დამტკიცება; ი) ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც საერთო კრების მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული წინამდებარე კანონის და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების მოთხოვნების შესაბამისად. 11. გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება, რომელიც წინამდებარე კანონით ენიჭება საერთო კრებას, არ შეიძლება დელეგირებული იქნეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სხვა ორგანოზე. მუხლი 16. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებასა და მართვაზე, საერთო კრების სხდომებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციებია: ა) საერთო კრების გადაწყვეტილებების განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა გამგეობის წევრთაგან; დ) საერთო კრების სხდომის დღის წესრიგის მომზადება და სხდომის მოწვევა; ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომლების/მომსახურე პერსონალის დაქირავება; ვ) ამ კანონით და წესდებით გათვალისიწნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა. მუხლი 17. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობა 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობაში უნდა შედიოდეს არა ნაკლებ სამი და არა უმეტეს შვიდი პირი და ყველა მათგანი უნდა იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი. გამგეობის წევრთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება წესდებით და ეს რიცხვი უნდა იყოს კენტი. 2. გამგეობის წევრი არჩეული უნდა იქნეს საერთო კრების მიერ არა უმეტეს ოთხი წლის ვადით. 3. გამგეობის წევრი არ შეიძლება იღებდეს ორგანიზაციაში გაწეული რაიმე საქმიანობისთვის. ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა 4. გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე. მუხლი 18. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე: ა) იწვევს გამგეობის სხდომებს და თავმჯდომარეობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებას; ბ) წარმოდგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში წესდების შესაბამისად; გ) გამგეობის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ წევრთან ერთად ხელს აწერს ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს; დ) ახორციელებს წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს, მისი არყოფნის შემთხვევაში. მუხლი 19. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომები უნდა ჩატარდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე იწვევს გამგეობის სხდომებს, გამგეობის სხდომა შეიძლება მოწვეული იქნეს მისი წევრების მინიმუმ ერთი მესამედის მოთხოვნით. 3. გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 4. გამგეობის გადაწყვეტილებების მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 5. შეხვედრის ოქმები ინახება და ხელმისაწვდომია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის. მუხლი 20. სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია 1. სარევიზიო წყალმომხმარებელთა და დავების განმხილველი კომისია ფინანსურ საქმიანობას ორგანიზაციის ზედამხედველობას და იხილავს უწევს დავებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის. 2. სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიაში უნდა შედიოდეს არანაკლებ სამი და არაუმეტეს ხუთი წევრი, რომლებსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებიდან ოთხწლიანი ვადით ირჩევს საერთო კრება. 3. სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრს არა აქვს უფლება, ამავე დროს, იყოს გამგეობის წევრი, იღებდეს რაიმე ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობისათვის. 4. სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის არჩევის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება წესდებით. 5. სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის ინიციატივით მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის რევიზია. 6. სარევიზიო წყალმომხმარებელთა და დავების განმხილველი ორგანიზაციის გამგეობამ კომისიის უნდა მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. 7. სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე და წარუდგენს წლიურ ანგარიშს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. 8. საერთო კრების გადაწყვეტილებით სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია შეიძლება შეიქმნას ცალ-ცალკე. მუხლი 21. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფინანსების წყარო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) წყალსარგებლობის საფასური; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 22. წყალსარგებლობის საფასური 1. წყალსარგებლობისათვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება ყოველწლიურად განსაზღვრავს ფართობზე დაფუძნებულ სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურისა და მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურის ოდენობებს პირველადი წყალმოსარგებლის მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფის საფუძველზე. 2. წყალსარგებლობის საფასურის გადახდის პირობები განისაზღვრება წესდების შესაბამისად. 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი, წესდებით განსაზღვრული წესით, ყოველწლიურად იხდის ფართობზე დაფუძნებულ სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურს და მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურს (წყლის მოხმარების შემთხვევაში). 4. გაწეული მომსახურების საფასურების გადახდისას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესაბამის წევრზე გამოიწერება ქვითარი. მუხლი 23. წყლის საბითუმო მიწოდება 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდება ხორციელდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას და პირველად წყალმოსარგებლეს შორის არანაკლებ 10 წლიანი ვადით გაფორმებული საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. 2. საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს მისაწოდებელი წყლის ზღვრული (მაქსიმალური და მინიმალური) მოცულობა წყლის მიწოდების წერტილებში წინასწარ გაწერილი თვიური გრაფიკის მიხედვით. წყლის ხელმისაწვდომი მოცულობა შეიძლება დაზუსტდეს ყოველწლიურად. მუხლი 24. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს დადგენილი წესით აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება. კანონმდებლობით მუხლი 25. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა), ლიკვიდაცია ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდგომ, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება, რომელიც: ა) მიღებულია სახელმწიფოსგან, გადაეცემა სახელმწიფოს; ბ) წარმოადგენდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების საკუთრებას ან შეძენილ იქნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირების პერიოდში, განაწილების წესი განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით. მუხლი 26. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია ირიგაციის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) კომპეტენციას ირიგაციის სფეროში განეკუთვნება: ა) ირიგაციის სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და მისი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოება; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელმწიფო კონტროლი; ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მომსახურების ტერიტორიის განსაზღვრა; ვ) საჭიროებისამებრ დაასწროს მისი წარმომადგენელი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ან/და გამგეობის სხდომებს ხმის უფლების გარეშე. მუხლი 27. ეროვნული კომისიის კომპეტენცია საირიგაციო მომსახურების სფეროში 1. პირველად წყალმოსარგებლეს და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას ან სხვა წყალმომხმარებელს შორის საირიგაციო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული კომისიის მიერ. 2. საირიგაციო მომსახურების სფეროში ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას ან სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების პირობების დადგენა; ბ) საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის წარმოქმნილი დავების განხილვა/გადაწყვეტა; გ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება; დ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა. მუხლი 28. დავების გადაწყვეტა 1. პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/ წყალმომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავებს იხილავს ეროვნული კომისია. სხვა 2. ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს სასამართლოში კანონდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 29. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპიური ფორმა. 2. ეროვნულმა კომისია, ამ კანონის ამოქმედებიდან, 5 წლის ვადაში უზრუნველყოს: ა) პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა ან სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების პირობების დადგენა; ბ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება; გ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყონ მათთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ კანონის 28-ე მუხლის ამოქმედებამდე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა შესაძლებელია საქართველოს საერთო სასამართლოში. მუხლი 30. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-5, 27-ე და 28-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-5, 27-ე და 28-ე მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. საქართველოს სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ყოველთვის წარმოადგენდა ეფექტიანი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების მომსახურება. გასულ წლებში საირიგაციო სისტემებით ირწყვებოდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების თითქმის ნახევარი მილიონი ჰა. 2017 წელს სარწყავი ფართობი ამ რიცხვის მეხუთედამდე იყო შემცირებული და ფაქტიურად მოირწყა მხოლოდ 47,700 ჰა. ფართობის შემცირების პარალელურად მკვეთრად შემცირდა სასოფლო-სამეურნეო წარმოება და პროდუქტიულობა. 2000-2010 წლებში ერთწლიანი კულტურების წარმოება 44%-ით შემცირდა, ხოლო მრავალწლიანი კულტურების პროდუქტიულობა 10%-ით. მცირე რაოდენობით გამონაკლისების გარდა, ძირითადი სასოფლოსამეურნეო კულტურების მოსავლიანობა საქართველოში გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, სიმინდის მოსავალიანობა საქართველოში შეადგენს 2.5 ტონას/ჰა-ზე, ხოლო სომხეთში 6.7 ტონას/ჰა-ზე. კარტოფილის მოსავლიანობა საქართველოში შეადგენს 11.5 ტონას/ჰა-ზე, ხოლო თურქეთში - 30-ზე მეტ ტონას/ჰა-ზე. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს სარწყავი ფართობების წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამასთან, საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესებით გაზრდილი მელიორილებული ფართობები და მზარდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია საქართველოს, როგორც ექსპორტიორი ქვეყნის, პოზიციების აღდგენის წინაპირობაა“. 1990 წლიდან ირიგაციის მართვა სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა. პირველი რიგის სისტემების მართვა საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა საქართველოს სსრ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს ფუნქციას. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს სამინისტრო გადაკეთდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტად და შემდეგ მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოთხი შპს. ეს იყო სახელმწიფო კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ როგორც ფინანსური აგრეთვე შესაბამისი ცოდნა-გამოცდილების პრობლემები, რომლის შედეგადაც აღნიშნულმა შპს-ებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. ოთხი შპს შემდეგ გაერთიანდა სახელმწიფო კომპანიად, რომელიც დღეს პასუხისმგებელია სამელიორაციო სისტემების მართვაზე ქვეყანაში. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა სამელიორაციო ასოციაციები, რომლებიც პერსპექტიული ჩანდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო, გაუქმდა. დღესდღეობით შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს წყლის მიწოდებას სათავე ნაგებობიდან მეურნეობამდე, თუმცა 50,000 ფერმერთან მუშაობა უზარმაზარი გამოწვევაა და სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება სარწყავი ფართობის ზრდასთან ერთად. სისტემების გაუმართავი მდგომარეობის გამო ბევრ ადგილას წყლის რეგულირება მხოლოდ წყლის გაშვებაგადაკეტვით და არხებში წყლის დონის მიახლოებითი კონტროლით შემოიფარგლება. ამასთან, 2010 წელს „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმების გამო საქართველოში არ არსებობს იურიდიული საფუძველი ირიგაციის დარგისთვის. ზემოაღნიშნული კანონის ანულირების შედეგად გაუქმდა ადგილობრივ დონეზე წყლის მართვის ორგანიზაციებისთვის აუცილებელი იურიდიული ბაზისიც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ნიადაგის ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია, ტექნიკური დონის ამაღლება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების ტექნოლოგიური და ორგანიზაციული სრულყოფა, მიზანშეწონილი გახდა თანამედროვე მიდგომების და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახალი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის შემუშავება. წარმოდგენილი კანონი დაარეგულირებს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობასა და ურთიერთობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტი შექმნის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისა და განვითარებისათვის ეფექტიან და ხელსაყრელ სამართლებრივ საფუძვლებს, მოაწესრიგებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ საირიგაციო მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორცილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მეურნეობის მოსალოდნელი პროდუქციის შედეგია გასარწყავებული სოფლის მეურნეობის წარმოების, ფართობების, სფეროში სოფლის დასაქმებულთა შემოსავლისა და ქვეყნის მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილის ზრდა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობასა და ურთიერთობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან, ამასთან, ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დამოუკიდებელ წყალმოსარგებლეზე, პირებზე, რომლებიც ფლობენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და საძოვრის კატეგორიის მქონე მიწას და პირებზე, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებით ფლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწას, საინვესტიციო ვალდებულებით. წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია იქნება – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად შექმნილი, პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განახორციელებს გარკვეულ უფლებამოსილებებს. კანონპროექტით, ამ კანონის მიზნებისთვის განისაზღვრა ისეთი ტერმინები, როგორიცაა წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, საირიგაციო ინფრასტრუქტურა, საირიგაციო სისტემა, ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურა, ეროვნული კომისია და სხვა. კანონპროექტის შესაბამისად, საირიგაციო მომსახურების სფეროში უპირველეს ყოვლისა განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია, კერძოდ სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება ირიგაციის სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრას, წყალმომხმარებელთა განვითარების ხელშეწყობა, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა ორგანიზაციების სახელმწიფო კონტროლი, და მისი შემდგომი რეესტრის წარმოება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისთვის მომსახურების ტერიტორიის განსაზღვრა და ხმის უფლების გარეშე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (საერთო და გამგეობის) სხდომებზე დასწრება. რაც შეეხება პირველად წყალმოსარგებლეს და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/ან სხვა წყალმომხმარებელს დარეგულირდება შორის საირიგაციო საქართველოს მომსახურებასთან ენერგეტიკის და დაკავშირებული წყალმომარაგების საკითხები მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ და მის კომპეტენციას განეკუთვნება პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა ან სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების პირობების დადგენა, საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის წარმოქმნილი დავების განხილვა/გადაწყვეტა, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა. ამასთან, საზოგადოებრივ ინტერესებში შემავალი პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის მოსაწესრიგებლად ეროვნული კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლია მიიღოს სხვა გადაწყვეტილებებიც, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას საქმიანობის პროცესში. კანონპროექტის მე-4 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა რომ პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო მიერ საირიგაციო მომსახურებას წყალმომხმარებლებს. შექმნილი ამასთან, უწევს იურიდიული გადაეცა პირი, სარგებლობაში ინფრასტრუქტურის წყალმომხმარებელთა განისაზღვრა, რომ რომელსაც საირიგაციო და განახორციელებს მართვას, მოვლა-შენახვას. ორგანიზაციებს წყალმომხმარებელთა და სხვა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე წყლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია. კანონპროექტის მე-5 მუხლით განისაზღვრა, რომ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფს, რომელიც არის პირველადი წყალმოსამრგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისათვის წყლის საბითუმო და სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასური, განისაზღვრება ეროვნული კომისიის მიერ, რომელიც ასევე განახორციელებს ტარიფებში ცვლილებების შეტანის პროცედურებს და ფორმებს. კანონპროექტის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, რომელიც არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეიძლება შეიქმნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე წყლის მიწოდების და საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლაშენახვისა და ექსპლუატაციის მიზნით. მისი დაფუძნება ხდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული მომსახურების ტერიტორიის მესაკუთრეთა/მფლობელთა ფარგლებში არსებული უმრავლესობის მიწის ნაკვეთების გადაწყვეტილებით, რომელთა საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი შეადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის საერთო ფართობის 50%-ზე მეტს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამისი დოკუმენტები წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების რეესტრში შესატანად, ხოლო სამინისტრო 30 დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და მისი სისწორის შემთხვევაში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს წმო-ს ატარებს რეესტრში. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას სახელმწიფოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებით, გადაეცემა მისი მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურა, დაფუძნებიდან სამი თვის ვადაში, ამასთან განისაზღვრა, რომ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მის საწესდებო მიზნებს. კანონპროექტის მე-8 და მე-9 მუხლებით განისაზღვრა, რომ წმო-ების რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ხოლო რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. ამასთან, კანონის ამოქმედების შემდგომ, რეესტრის წარმოება დაევალება სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს და მისი წარმოება დამატებით ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია იქმნება უშუალოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების მიერ და შესაბამისად დამატებითი ხარჯების გაწევას არ მოითხოვს. წმო-ების რეესტრში რეგისტრაციისთვის, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: წევრთა სია თოთოეული წევრის მიერ დაკავებული მიწის ფართობის მითითებით, საერთო კრების და გამგეობის სხდომის ოქმები, წმო-ს წარმოამდგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება. წმო-ების რეგისტრაციისათვის რაიმე სახის საფასური არ არის დაწესებული. კანონპროექტის ორგანიზაციის მე-10 ძირითადი მუხლში ფუნქციები, დეტალურად განისაზღვრა წყალმომხმარებელთა კერძოდ ფუნქციებია: წყალმომხმარებელთა მისი ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე/მესამე რიგის არხები და ლოკალური საირიგაციო სისტემების) მართვა, ექსპლუატაცია, მოვლა-შენახვა და საირიგაციო მომსახურების გაწევა, წმო-ს წევრთა მომსახურება წესდების შესაბამისად და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებელების მომსახურება, მიწოდების წერტილში წყლის აღრიცხვა და რაციონალურად განაწილება, წყალსარგებლობის საფასურის ამოღება და პირველად წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორება და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წყალსარგებლობის საფასურის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმასაც ამტკიცებს სამინისტრო. კანონპროექტის მე-11-მე-13 მუხლები განსაზღვრავენ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და წევრთა უფლება-მოვალეობებს. კერძოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ყველა პირი, რომელსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ფართობზე საკუთრებაში/მფლობელობაში აქვს მიწის ნაკვეთი, ჩაითვლება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრად, ასევე ის პირები, რომლებიც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ფართობზე ერთ წელზე მეტი ვადით ფლობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებით მიწის ნაკვეთს, უფლებამოსილია განახორციელოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებები შესაბამისი უფლებით სარგებლობის მთელი ვადის განმავლობაში. ასევე, პირი, რომელსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე სარგებლობაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, ვალდებულია შეასრულოს ყველა ვალდებულება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ სარგებლობის შეწყვეტის შემდგომაც.იჯარით აქვს აღებული მიწის ნაკვეთი, უფლებამოსილია განახორციელოს მისი, როგორც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის, უფლებები იჯარის ვადის განმავლობაში. დადგინდა ის პირები, რომელთაც შეუძლიათ შეუწყდეთ/შეუჩერდეთ წევრობა, კერძოდ დამოუკიდებელ წყალმოსარგებლეს, პირებს, რომლებიც ფლობენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ან რომლებიც ფლობენ საძოვრის კატეგორიის მქონე მიწას და პირებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვთ მიწას, საინვესტიციო ვალდებულებით. წმოს წევრები თავისუფლად მიიღებენ საირიგაციო მომსახურებას, უფლება აქვთ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოების არჩევნებზე წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ასევე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოებს არჩევნებზე დაასახელონ კანდიდატების ან გამოიყენონ ხმის მიცემის უფლებამოსილება, მიიღონ სრულყოფილი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ასევე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვაში, ისარგებლონ ინფორმაცია მონაწილეობა მიიღონ მომსახურების უპირატესი მოვალეობებია: დროულად უფლებით და სხვა. ამასთან, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის გადაიხადოს წყალსარგებლობის საფასური, მომსახურების ფართობზე მდებარე საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების მიზნით დაუშვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომლები, ასევე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ დაქირავებული მომსახურების მიმწოდებლები თავის მიწაზე საჭიროებისამებრ მათ ტექნიკასთან და აღჭურვილობასთან ერთად და დაიცვას მომსახურების ფართობზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის წესები. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია თავისი საქმიანობის ეფექტურად შესრულების მიზნით მოქმედებს წესდების შესაბამისად, რომლის ტიპიურ ფორმას ადგენს სამინისტრო (მე-13 მუხლი). ასევე განისაზღვრა ის ძირითადი საკითხები, რომელსაც უდნა ითვალისწინებდეს აღნიშნული წესდება. კერძოდ წესდებაში ასახული უნდა იყოს სახელწოდება, მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი, მართვის და შიდა კონტროლის ორგანოების შექმნის წესი და უფლებამოსილება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის წესი, წყალსარგებლობის საფასური და სხვა გადასახდელების განსაზღვრის წესი, ლიკვიდაციის წესი და პირობები და წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი. კანონპროექტის მე-14 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, რომ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის მიზნით იქმნება საერთო კრება, გამგეობა და სარევიზიო და დავების განმხილველი კომისი(ები)ა, რომლის სტრუქტურას, ორგანოებს შორის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს წარმოდგენილი კანონი და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება. კანონის პროექტის მე-15 მუხლის შესაბამისად კი საერთო კრება, რომელიც წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის უმაღლეს ორგანოს, მოწვეული იქნება წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა ან/და საერთო კრების წევრების არანაკლებ 15%. საერთო კრების წევრები შეიძლება იყვნენ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ყველა მესაკუთრე/მოსარგებლე. თანასაკუთრების შემთხვევაში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიწის თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების 51%-ის უმრავლესობით. ხმის უფლების მისაღებად პირი უნდა იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი და არ უნდა ჰქონდეს დავალიანება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წინაშე. ამასთან, განისაზღვრა ხმების განაწილების სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მიწის მფლობელებს/მოსარგებლეებს ისარგებლონ იმ ოდენობის ხმით, რა ოდენობის მიწასაც ფლობენ. ამასთან, თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს აქვს რამდენიმე ნაკვეთი ერთი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფარგლებში, ისინი ერთ მეურნეობად ჩაითვლება და ფართობი შეიკრიბება მისანიჭებელი ხმების რაოდენობის განსასაზღვრად. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია ხმების ნახევარზე მეტის მქონე წევრები. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ გამგეობა ან/და საერთო კრების წევრების არანაკლებ 15%-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში და იმავე დღის წესრიგით, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, წარმოდგენილი ხმის მქონე წევრების რაოდენობის მიუხედავად. კანონპროექტის თანახმად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს შეუძლია გადასცეს საკუთარი ხმის უფლება წარმომადგენელს, ხმების დელეგირება რეგულირდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით. ამავე მუხლით გაიწერა საერთო კრების ფუნქციები კერძოდ, წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის გეგმების დამტკიცება, სარეზერვო ფონდის შექმნის, შევსებისა და განკარგვის წესის განსაზღვრა, გამგეობის, სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრების არჩევა, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შინაგანაწესის დამტკიცება (საჭიროების შემთხვევაში), წყალსარგებლობის საფასურის განსაზღვრა, გამგეობის წლიური ანგარიშის დამტკიცება, გადაწყვეტილებების მიღება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თაობაზე, წმო-ს მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო ინვესტიციების დამტკიცება და ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც საერთო კრების მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული წინამდებარე კანონის და წმო-ს წესდების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, დადგინდა, რომ გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება, რომელიც წინამდებარე კანონით ენიჭება საერთო კრებას, არ შეიძლება დელეგირებული იქნეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სხვა ორგანოზე. კანონპროექტის მე-16 - მე-19 მუხლებით განისაზღვრა, რომ გამგეობა პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებასა და მართვაზე, საერთო კრების სხდომებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე, ამასთან გაიწერა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციები. გამგეობის ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით, გამგეობის შემადგენლობა განისაზღვრა კენტი რაოდენობით, კერძოდ გამგეობაში უნდა შედიოდეს არა ნაკლებ სამი და არა უმეტეს შვიდი პირი. ამასთან გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე და არჩეული უნდა იქნეს საერთო კრების მიერ არა უმეტეს ოთხი წლის ვადით, რომლის წევრიც არ შეიძლება იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაწეული რაიმე საქმიანობისთვის და გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე. გამგეობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს გამგეობის სხდომებს და თავმჯდომარეობს წმო-ს საერთო კრებას, წარმოდგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მესამე პირებთან ურთიერთობაში წესდების შესაბამისად, გამგეობის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ წევრთან ერთად ხელს აწერს ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს. ამასთან, თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ამასთან განისაზღვრა გამგეობის სხდომების ჩატარების წესი. კანონპროექტის მე-20 მუხლით განისაზღვრა დავების განმხილველი კომისიის საქმიანობა, კერძოდ სარევიზიო და დავების განმხილველი კომისი(ები)ა ზედამხედველობას უწევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობას და იხილავს დავებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის, სადაც უნდა შედიოდეს არა ნაკლებ სამი და არაუმეტეს ხუთი წევრი, რომლებსაც წმო-ს წევრებიდან ოთხწლიანი ვადით ირჩევს საერთო კრება. სარევიზიო და დავების განმხილველი კომისი(ებ)ის ინიციატივით მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის რევიზია. სარევიზიო და დავების განმხილველი კომისი(ებ)ის მოთხოვნის საფუძველზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობამ უნდა წარუდგინოს წმო-ს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ანგარიშვალდებულია საერთო სარევიზიო კრების და წინაშე დავების და განმხილველი წარუდგენს წლიურ კომისი(ებ)ა ანგარიშს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. კანონპოროექტის 21-ე მუხლით, ასევე დადგინდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფინანსების წყარო, რომელიც შეიძლება იყოს: წყალსარგებლობის საფასური, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. კანონპროექტის 22-ე მუხლის შესაბამისად, წყალსარგებლობისათვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება ყოველწლიურად განსაზღვრავს ფართობზე დაფუძნებულ სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურისა და მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურის ოდენობებს, რომლის გადახდის პირობები განისაზღვრება წესდების შესაბამისად. წმო-ს წევრი, წესდებით განსაზღვრული წესით, ყოველწლიურად იხდის ფართობზე დაფუძნებულ სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურს და მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურს (წყლის მოხმარების შემთხვევაში), რომელის გადახდისას შესაბამის წევრზე გამოიწერება ქვითარი. 23-ე კანონპროექტის მუხლით დარეგულირებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის საბითუმო წყლის მიწოდების საკითხი, კერძოდ, საბითუმო მიწოდება ხორციელდება წმო-ს და პირველად წყალმოსარგებლეს შორის არანაკლებ 10 წლიანი ვადით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს მისაწოდებელი წყლის ზღვრული (მაქსიმალური და მინიმალური) მოცულობა წყლის მიწოდების წერტილებში წინასწარ გაწერილი თვიური გრაფიკის მიხედვით. წყლის ხელმისაწვდომი მოცულობა შეიძლება დაზუსტდეს ყოველწლიურად. გარდა ამისა, კანონპროექტის 24-ე მუხლის შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება. კანონპროექტით განისაზღვრა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ წმო-ს რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა), ლიკვიდაცია ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წმო-ს წესდების შესაბამისად, ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის შედეგად წწყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდგომ, იმ ქონების განაწილების წესი, რომელიც წარმოადგენდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების საკუთრებას ან რომლის შეძენაც მოხდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირების პერიოდში, განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით. კანონპროექტის მე-28 მუხლით დადგინდა, რომ პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის არაწევრ წყალმომხმარებლებს შორის დავების წარმოშობის შემთხვევაში, მათ უფლება აქვთ მიმართონ ეროვნული კომისიას, რომლის გადაწყვეტილებაც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს სასამართლოში. კანონპროექტს აქვს გარდამავალი დებულებები (29-ე მუხლი), კერძოდ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა მიიღოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპიური ფორმა. ამასთან, განისაზღვრა, რომ ეროვნულმა კომისიამ 5 წლის ვადაში უზრუნველყოს პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა ან სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების პირობების დადგენა, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა, ხოლო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებიდან სამი თვის ვადაში, უნდა უზრუნველყონ მათთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი. ამასთან, ამ კანონის 28-ე მუხლის ამოქმედებამდე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის არაწევრ წყალმომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს სასამართლოში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა, საქართველოს კანონის პროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის მე-5, 27-ე და 28-ე მუხლებისა, რომლის ამოქმედების ვადაც განისაზღვრა 2024 წლის 1 ივნისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება ხარჯებთან დაკავშირებული არ არის, ვინაიდან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები შეიქმნება წევრობაზე დაფუძნებულ (საჯარო სამართლის კორპორაცია) საჯარო სამარლის იურიდიულ პირებად. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იმის გათვალისწინებით, რომ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია შეიქმნება საჯარო სამართლის იურდიული პირის ფორმით, იგი დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და, შესაბამისად, თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. გარდა ამისა, პირველადი წყალმოსარგებლე, რომელსაც წარმოადგენს შპს საქართველოს მელიორაცია, განახორციელებს საირიგაციო მომსახურებას, როსთვისაც ეროვნული კომისიის მიერ დადგინდება ტარიფი. წყალსარგებლობისათვის გადახდილი ტარიფის წარმოადგენს შპს-საქართველოს მელიორაციის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს, იგი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და, შესაბამისად, დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვინაიდან კანონპროექტით გათვალიწინებულია ტარიფის დადგენა 2024 წლიდან, წინასწარ მისი გავლენის განსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტზე შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები წარმოადგენენ, კანონპროექტის თანახმად, წევრობაზე დაფუძნებულ (საჯარო სამართლის კორპორაცია) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, იგი არ იქმნება გარკვეული სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით და ამ ეტაპზე, მას არ გააჩნია გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. თუმცა, სამომავლოდ, ამ კანონპროექტიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივი ან სოციალური ამოცანების და ფუნქციების გათვალისწინებით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია, სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას შესაბამისი მიზნობრივი პროგრამებისთვის აუცილებელი დაფინანსების წყაროები საბიუჯეტო ასიგნებების სახით, რომლის განსაზღვრა შეუძლებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ვინაიდან წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდება ორგანიზაციის საკუთარი შემოსავლებიდან. აგრეთვე, კანონპროექტის 26-ე და 27-ე მუხლებით განსაზღვრული სამინისტროსა და ეროვნული კომისიის კომპეტენციების შესრულება მოხდება ამ დაწესებულებების არსებული რესურსებით და დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება (წყალმოსარგებლეებზე), ვინაიდან, კანონპროექტის თანახმად, წყალსარგებლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, ასევე, წყალმომხმარებელთა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ორგანიზაციის წევრები მომსახურების პასუხისმგებელნი ტერიტორიაზე არიან არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე/მესამე რიგის არხები და ლოკალური საირიგაციო სისტემების) მართვა, ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვაზე. ამ ეტაპზე, ფინანსური შედეგების დათვლა შეუძლებელია, ვინაიდან პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები უნდა დაადგინოს ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წელში. კანონპროექტის მოქმედება ასევე ვრცელდება პირველად წყალმოსარგებლეზე - შპს საქართველოს მელიორაციაზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ იურიდიულ პირს და წლებია, რაც ფუნქციონირებს და სამელიორაციო მომსახურებას უწევს მსურველებს. კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ შპს საქართველოს მელიორაცია გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც გულისხმობს ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურის მართვას, მოვლა-შენახვას და საირიგაციო მომსახურების გაწევას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და სხვა წყალმომხმარებლებისათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად შენატანს). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ისეთი და ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა მიწის ბაზრის გავითარების პროექტის“ ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული