„2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ“.
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების
დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. 2019
წლის
20
ივნისს
საქართველოს
პარლამენტში
სერგეი
გავრილოვის
თავმჯდომარეობით ჩატარებული მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშორისო
ასამბლეის სესია შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული
აქტი.
2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტთან თანამშრომლობით, მოამზადოს იმ რუსი პოლიტიკოსების სია,
რომელთა
ვიზიტი საქართველოში არ იქნება მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა,
ფორმალურად აქვთ თუ არა მათ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ.
3. დაევალოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, დაიწყონ მოსმენები 20 ივნისს
განვითარებული მოვლენების შესასწავლად და
დაადგინონ
იმ პირთა
წრე,
ვისაც
პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც სერგეი გავრილოვის ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20
ივნისს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ბრძანების გაცემაზე.
შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც პასუხისმგებელია
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე,
რომელმაც მომხდარში დაადანაშაულა საქართველოს პარლამენტის წევრი, ნიკანორ მელია და
შესაბამისად ითანამშრომლა რუსულ მხარესთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო
საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაძევებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი.
აღნიშნულ სიაში შეყვანილ უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს
ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას.
4. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტროსთან
თანამშრომლობით,
დაადგინოს
საერთაშორისო
სანქციების ჩამონათვალი, რომლის მიღებაც მიზანშეწონილი იქნება ამ დადგენილების მე-3
პუნქტით გათვალისწინებული პირთა წრის მიმართ.
5. საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა, დადგენილების მიღებიდან 2 თვის ვადაში, საქართველოს
პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ
პირთა სია და სანქციები, რომლის მოთხოვნითაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს
საერთაშორისო თანამეგობრობას.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების
დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ
ა.ა) დადგენილების მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი
უკანასკნელ წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის პირობებში,
რუსეთი აქტიურად ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას ე.წ. რბილი ძალის გამოყენებით.
რუსეთის მიერ გამოყენებული მეთოდები საინფორმაციო ტექნოლოგიების გარდა, ასევე
ითვალისწინებს იმ პოლიტიკური გავლენის აგენტების გამოყენებას, რომლებიც ღიად და აშკარად
ებრძვიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ
სივრცეში გაწევრიანებას.
აღნიშნული მეთოდებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების მაგალითი იყო
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის მიერ გამართულ ღონისძიება, რომელსაც უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი,
სერგეი გავრილოვი. გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
სავარძლიდან სხდომის წაყვანის მცდელობას შედეგად მოჰყვა მასობრივი პროტესტი და
პოლიტიკური კრიზისი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, მოუწია
თანამდებობის დატოვება, ხოლო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ზაქარია
ქუცნაშვილს-საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილიების ვადამდე შეწყვეტა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებამ, მომხდარში, ქვეყნის
დემოკრატიული ოპოზიცია დაადანაშაულა. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება აღძრა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას
წინააღმდეგ. უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილა
საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა და ნიკანორ მელიას შეუზღუდა საქართველოს
პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი იმუნიტეტი.
20 ივნისს დადასტურდა, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი თავდაცვის
სტრატეგია რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში და მეტიც, საქართველოს სახელმწიფო
უწყებების ხელმძღვანელები და პარლამენტის წევრები, საკუთარი საქმიანობით ხშირად ხელს
უწყობენ რუსეთის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების აუცილებლობა
პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის მეორე პუნქტის და 129-ე - 130-ე მუხლების შესაბამისად
პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით. შესაბამისად იმისათვის რომ
2019 წლის 20-21 ივნის განვითარებულ მოვლენებს პასუხი გაეცეს უმოკლეს დროში აუცილებელია
პარლამენტმა მიიღოს აღნიშნული დადგენილება.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები
დადგენილების პროექტის მიღება უზრუნველყოფს იმ რუსი პოლიტიკოსების სიის შედგენას,
რომელთა ვიზიტი საქართველოში არ იქნება მიზანშეწონილი. დადგინდება იმ პირთა წრე
რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებზე,
როგორც სერგეი გავრილოვის ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე რუსთაველის გამზირზე საქართველოს
მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ბრძანების გაცემაზე. შედგება იმ პირთა სია, ვინც
პასუხისმგებელია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც მომხდარში დაადანაშაულა
საქართველოს პარლამენტის წევრი, ნიკანორ მელია და შესაბამისად ითანამშრომლა რუსულ
მხარესთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან
გავრილოვის გაძევებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი.
ა. გ ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
დადგენილების პროექტის ძირითადი არსია 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში
სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული მართლმადიდებელი ქვეყნების
საპარლამენტაშორისო ასამბლეის სესია შეფასება როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
მიმართული აქტი.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებაში.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
დადგენილების პროექტი შეეხება საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საკითხს.
დადგენილების პროექტით მოთხოვნილი პირებისთვის სამართლებრივი და პოლიტიკური
პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან დროულ და ადეკვატურ
რეაგირებას. ამიტომ, მივიჩნევთ, რომ დადგენილების პროექტი ძალაში უნდა შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე.
.ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ
ვრცელდება.
ბ ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს საშუალოვადიან პერიოდში დამატებითი ფინანსური
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
დადგენილების პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების პროექტი არ იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
დადგენილების პროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვასახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი;
დადგენილების პროექტით არ ხდება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილება ან და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპის,ცვლილება.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტი მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კდადგენილების პროექტის შემუშავებაში.
დადგენილების
პროეექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი დადგენილების პროექტების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) დადგენილების პროექტის ავტორი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა
ვ ) დადგენილების პროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“