საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას მიერ წარმოდგენილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბერლინში, 2019 წლის 6-9 მაისს და ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ვენაში, 2019 წლის 28-29 მაისს მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-12977/19
15-07-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით, გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბერლინში 6-9 მაისის მივლინების ანგარიშს და
ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ვენაში 28-29 მაისის მივლინების ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას
მივლინების ანგარიში
გერმანია, ბერლინი 6 - 9 მაისი, 2019
2019 წლის 6 – 9 მაისს ბერლინში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. მან
შეხვედრები
ბუნდესტაგის
ყველა
მთავარ
პოლიტიკური
ჯგუფის
წარმომადგენლებთან გამართა: კრისტოფ პლოსი (CDU) - საქართველოზე
მომხსენებელი ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში, ნიკოლას ლობელი (CDU) მომხსენებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე საგარეო კომიტეტში,
იოჰანეს შრაპსი (SPD) - მომხსენებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე,
საგარეო და ევროკავშირის კომიტეტის წევრი, ნილს შმიდი (SPD) -ფრაქციის სპიკერი
საგარეო კომიტეტში ,ტაკრედ შიპანსკი (CDU) - სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო
ჯგუფის წევრი.
შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის
იუბილესთან დაკავშირებით, გერმანიის ბუნდესტაგის პლენარულ სხდომაზე 10 მაისს
დაგეგმილი დებატები, სადაც კოალიციის მიერ წარდგენილი იყო რეზოლუციის
პროექტი „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: კეთილდღეობის,
უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გზაზე ინტენსიური თანამშრომლობისთვის“.
პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრების ძირითად მიზანს აღნიშულ დებატებსა და
რეზოლუციაში საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების წინ წამოწევა და
ხაზგასმა წარმოადგენდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ 10 წლის მანძილზე მიღწეული წარმატებების
შესახებ და გაუზიარეს ერთმანეთს ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან
დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ასევე, საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. კომიტეტების თავმჯდომარემ
ბუნდესტაგის წევრებს
ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე არსებულ ვითარებისა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან
დაკავშირებით. მან აგრეთვე,
ხაზი გაუსვა საერთაშორისო დღის წესრიგში
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის შენარჩუნების აუცილებლობას.
კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანელ კოლეგებს სთხოვა მეტი ყურადღების
გამახვილება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მიმართ და ამ ინიციატივის
მომავალზე მსჯელობის პროცესში გერმანიის როლს გაუსვა ხაზი, განსაკუთრებით
2020 წლის პირველ ნახევარში, ევროპული საბჭოს გერმანიის პრეზიდენტობის
გათვალისწინებით.
რეზოლუციის შესახებ გამართულ საბოლოო დებატებსა და კენჭისყრაზე გერმანიის
ბუნდესტაგმა მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა აღმოსავლეთ პარტნიორებთან
ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. მომავალი თანამშრომლობის
პრიორიტეტულ სფეროებად კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური
მოდერნიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა, განათლება და სამეცნიერო
თანამშრომლობა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება განისაზღვრა.
ნიშანდობლივია, რომ დებატებში მონაწილე გერმანელმა პოლიტიკოსებმა
განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი საქართველოს მიღწევებს ევროპული ინტეგრაციის
გზაზე
და ხაზგასმით აღნიშნეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას
მივლინების ანგარიში
ავსტრია, ვენა 28-29 მაისი, 2019
2019 წლის 28-29 მაისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ
ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის
იუბილისადმი
მიძღვნილ საიუბილეო კონფერენციაში სახელწოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: მიღწევები და სამომავლო ქმედებები“,
რომელიც ვენის დიპლომატიურ აკადემიაში, ავსტრიის ევროპული ინტეგრაციისა და
საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე განხილული საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის
განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს ასევე, ევროკავშირის
გამოწვევებსა და მომავალს შეეხებოდა. კომიტეტის თავმჯდომარემ იმ მიღწევებზე და
სიკეთეებზე ისაუბრა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკამ საქართველოს და
სხვა მონაწილე ქვეყნებს მოუტანა. ქალბატონმა თამარმა აგრეთვე, ხაზი გაუსვა
თანამშრომლობის სტრატეგიული სამომავლო მიზნების შემუშავების აუცილებლობას,
რომელიც სახელმწიფოების განსხვავებული მისწრაფების, შესაძლებლობების და
ძალისხმევის შესაბამისად იქნება დასახული.
სესიას ავსტრიის ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური
სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“
საკითხებში ტომას ბუხსბაუმი უძღვებოდა.
ღონისძიებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების
გარდა, მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი და პარტნიორი
სახელმწიფოების ოფიციალური სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და
აკადემიური წრეების წარმომადგნელებმა.
ვიზიტის ფარგლებში თამარ ხულორდავა აგრეთვე, შეხვდა ავსტრიის პარლამენტის,
ეროვნული საბჭოს ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რეინოლდ
ლოპატკას და საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს,
ნიკოლაუს შერაკს. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ინტერესებზე, ევროპულ
ინტეგრაციაზე და სამომავლო მოლოდინებზე ისაუბრეს. ავსტრიის ეროვნული საბჭოს
წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აგრეთვე, მის ფარგლებს მიღმა და
მიესალმნენ საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.