საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე (ეს პროექტი) დასკვნა
- „საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-13043/19
16-07-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2019 წლის 16 ივლისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის
წევრის ზაქარია ქუცნაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის საკითხი, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების
შეწყვეტის
შესახებ
წერილობითი
განცხადების
საფუძველზე.
საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის
ზაქარია ქუცნაშვილის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2019 წლის 28 ივნისს წარდგენილი
განცხადების ნამდვილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს ვადამდე შეუწყდეს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი კახიანი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
ზაქარია ქუცნაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ზაქარია ქუცნაშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე