საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (გრიგოლ ვაშაძე, ნიკანორ მელია, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ვაშაძე, მამუკა კაციტაძე, გიორგი ახვლედიანი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი უგულავა, ლევან თარხნიშვილი, შალვა შავგულიძე, ალექსანდრე ბარამიძე, მურმან დუმბაძე, ხათუნა სამნიძე, პაატა დავითაია, თამარ კორძაია, კონსტანტინე გამსახურდია, შოთა მალაშხია, გოჩა მამაცაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ალექსანდრე ელისაშვილი, თენგიზ ომანიძე, ლევან ჩხეიძე, ზურაბ ხარატიშვილი, ვახტანგ ხმალაძე) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.07.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-13100/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-13100/19 17-07-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ახვლედიანის, ალექსანდრე ბარამიძის, თინათინ ბოკუჩავას, კონსტანტინე გამსახურდიას, პაატა დავითაიას, მურმან დუმბაძის, ალექსანდრე ელისაშვილის, გიორგი ვაშაძის, გრიგოლ ვაშაძის, ლევან თარხნიშვილის, მამუკა კაციტაძის, თამარ კორძაიას, შოთა მალაშხიას, გოჩა მამაცაშვილის, ნიკა მაჭუტაძის, ნიკანორ მელიას, თენგიზ ომანიძის, ხათუნა სამნიძის, გიორგი უგულავას, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძის, ლევან ჩხეიძის, ზურაბ ხარატიშვილისა და ვახტანგ ხმალაძის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 16 ივლისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების შედეგები, რომელიც ეხებოდა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლების განხორციელებას. წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმება განხორციელდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელზე ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ამომრჩეველი. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ საჭიროებს. სულ წარმოდგენილი 228 559 ამომრჩევლის ხელმოწერიდან (15 423 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც არ აკმაყოფილებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეადგინა 26 386 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც 124-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული, აგრეთვე არ შეიცავს 124-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ მთლიანობაში შეადგინა 26 386 ხელმოწერა, თუმცა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა აღემატება 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერას, რომლებიც შესრულებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას. დანართი: კანონპროექტი 9 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი