ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის რიგით 43-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი აბუსერიძე, გიორგი კახიანი, რუსლან პოღოსიანი) 2019 წლის 4-10 ივლისს კოტ დიუარის რესპუბლიკაში, ქალაქ აბიჯანში, მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების მიზანი:
მონაწილეობა ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის
რიგით 45-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში
დელეგაციის წევრები:
ბ-ნი ირაკლი აბუსერიძე - დელეგაციის ხელმძღვანელი;
ბ-ნი გიორგი კახიანი - დელეგაციის წევრი;
ბ-ნი რუსლან პოღოსიანი - დელეგაციის წევრი;
ქ-ნი ნინო ბუჯიაშვილი - დელეგაციის მდივანი.
მივლინების ადგილი: კოტ დიუარის რესპუბლიკა, ქ. აბიჯანი
მივლინების თარიღი: 2019 წლის 4-10 ივლისი
4-10
ივლისს,
ხელმძღვანელობით
საქართველოს
საპარლამენტო
ქალაქ
კოტ
აბიჯანში,
დელეგაციამ
დიუარის
ირაკლი
რესპუბლიკაში,
აბუსერიძის
ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 45-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. გენერალური
ასამბლეის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა - „პარლამენტების როლი დემოკრატიის
გაძლიერებაში“.
აღნიშნულ სხდომაში მონაწილეობდა 300-ზე მეტი დელეგატი ასამბლეის წევრი 50-მდე
ქვეყნიდან.
5 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, რუსლან
პოღოსიანმა მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ახალგაზრდა პარლამენტართა კავშირის სხდომაში,
რომლის განხილვის მთავარ თემასაც წარმოადგენდა: „ახალგაზრდების დასაქმების საკითხი“.
6-7 ივლისს, გაიმართა ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა, თანამშრომლობისა და განვითარების,
განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა და პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტების
სხდომები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ საქმეთა
და განათლების კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტების სხდომების მუშაობაში.
პოლიტიკურ
საქმეთა
კომიტეტზე
განიხილეს
ასამბლეის
წევრ
ქვეყნებში
მიმდინარე
პოლიტიკური ვითარება და მიიღეს შესაბამისი რეზოლუციები და რეკომენდაციები.
განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს თემაზე:
„შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა“.
1
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი აბუსერიძემ, კომიტეტის
წევრებს სიტყვით მიმართა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პროგრამებისა და
განხორციელებული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
8 ივლისს, გაიხსნა პლენარული სესია. სესიას გახსნით ნაწილში მისასალმებელი სიტყვით
მიმართეს:
ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ასამბლეის
პრეზიდენტმა,
ფრანსუა
პარადიმ,
ფრანკოფონიის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ლუიზა მუშიკივაბომ, კოტ დიუარის
რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტმა, დანიელ კაბლან დუნკანმა და ფრანკოფონიის საპარლამენტო
ასამბლეაში კოტ დიუარის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ამადუ სუმაორომ.
გახსნითი ნაწილის შემდეგ თითოეულმა დელეგაციის წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი
ასამბლეის წევრად საფრანგეთის პოლინეზიის მიღებას, ასევე სერბეთის ეროვნული დელეგაციის
ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე ყველა დელეგაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი
ასამბლეაში
სერბეთის
ეროვნული
დელეგაციის
სტატუსის
შეცვლას,
კერძოდ
ქვეყანა
დამკვირვებლის სტატუსიდან გადავიდა ასამბლეის ასოცირებულ წევრად.
ამავე დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, ჟაკ კრაბალმა
წარადგინა ასამბლეის 2019 წლის აქტივობების შესახებ მოხსნება. მოხსენება მოიცავდა როგორც
ასამბლეის სხვადასხვა კომიტეტების, ასევე ქალ პარლამენტართა კავშირის, ახალგაზრდა
პარლამენტართა კავშირისა და რეგიონული საბჭოების აქტივობების შესახებ ინფორმაციას.
9 ივლისს, პლენაურლი სესიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: „პარლამენტების როლი
დემოკრატიის გაძლიერებაში“, რომელზეც თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი გამოვიდა
სიტყვით.
სესიაზე ასევე მიღებულ იქნა 13 რეზოლუცია, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: კორუფცია,
როგორც ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი; პერსონალური მონაცემების
დაცვა, სტუდენტთა მობილობა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები, ლტოლვილ
ქალთა ჯანდაცვის საკითხები, შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა და
სხვ.
პლენარული სესიის დასასრულს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის
პოსტზე 2 წლის ვადით აირჩიეს კოტ დიუარის რესპუბლიკის წარმომადგენელი ამადო სუმაორო.
ანგარიში მოამზადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა ნინო ბუჯიაშვილმა.
2