შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 53-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ოთარ დანელია, ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ვანო ზარდიაშვილი) 2019 წლის 19-20 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში, მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წერილი
2-13227/19
22-07-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ქალბატონო ეთერ,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 19-20 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში გაიმართა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC)
გენერალური ასამბლეის რიგით 53-ე სესია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედმა დელეგაციამ.
გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი 2 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
დანართი
მივლინების ანგარიში
მივლინების მიზანი: მონაწილეობა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეის (PABSEC) რიგით 53-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში
დელეგაციის წევრები:
ბ-ნი ოთარ დანელია - დელეგაციის ხელმძღვანელი;
ბ-ნი ზაზა გაბუნია - დელეგაციის წევრი;
ბ-ნი კახაბერ ოქრიაშვილი - დელეგაციის წევრი;
ბ-ნი რამაზ ნიკოლაიშვილი - დელეგაციის წევრი;
ბ-ნი ვანო ზარდიაშვილი - დელეგაციის წევრი;
ქ-ნი ნინო ბუჯიაშვილი - დელეგაციის მდივანი.
მივლინების ადგილი: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო
მივლინების თარიღი: 2019 წლის 19-20 ივნისი
ა.წ. 19-20 ივნისს, ქ. ბაქოში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეის რიგით 53-ე გენერალური ასამბლეის სხდომა.
აღნიშნულ სხდომაში მონაწილეობდა ასამბლეის წევრი 10 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო,
ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, მოლდოვა, თურქეთი, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია,
სერბეთი, უკრაინა.
გენერალური ასამბლეის მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა „პარლამენტების როლი
მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში“.
19 ივნისს გენერალური ასამბლეა გაიხსნა ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომებით,
რომელთა
მუშაობაშიც
მონაწილეობა
მიიღო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს 2018 წლის საბიუჯეტო საკითხები. წარდგენილ იქნა პაბსეკის
აქტივობების შესახებ მოხსენება. ბიურომ განიხილა 53-ე გენერალური ასამბლეის დღის წესრიგი
და ასევე დაამტკიცა პაბსეკის ახალი ვიცე-პრეზიდენტებისა და პაბსეკის გენერალური მდივნის
წარსადგენი კანდიდატურები.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე წარდგენილ იქნა მოხსენება 2018 წელს ასამბლეის
წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობის შესახებ. ასევე მოისმინეს
2018 წლის აუდიტის ანგარიში და განიხილეს 2020 წელს წევრი სახელმწიფოების მიერ ასამბლეის
წლიური გადასახადის საკითხი.
1
20 ივნისს, პლენარული სესია პაბსეკის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი
მეჯლისის თავმჯდომარის ოქთაი ასადოვის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სიტყვით
გამოსვლაში მან ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სხდომას
მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ცვეტა
კარაინჩევამ.
გახსნითი ნაწილის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე:
„პარლამენტების როლი მდგრადი
ენერგეტიკის განვითარებაში“, რომელზეც სიტყვით გამოვიდა საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელი ოთარ დანელია. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ზოგადად
მდგრადი ენერგეტიკის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული
მიღწევები და გამოწვევები გააცნო.
ამავე დღეს გაიმართა ასამბლეის გენერალური მდივნის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას
იღებდა
ასამბლეის
არსებული
გენერალური
მდივანი,
აზერბაიჯანის
რესპუბლიკის
წარმომადგენელი - ასაფ ჰაჯიევი და ასევე საბერძნეთის წარმომადგენელი - კონსტანტინოს
მორფიდისი. არჩევნების შედეგად ასაფ ჰაჯიევი მომდევნო 5 წლის ვადით იქნა არჩეული პაბსეკის
გენერალური მდივნის პოსტზე.
პლენარულ სესიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა პაბსეკის
პარტნიორის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი დამსწრე
დელეგაციებმა.
სესიის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი,
ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, რამაზ
ნიკოლაიშვილი პაბსეკის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების
მედლებით დააჯილდოეს.
სესიის დასასრულს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ასამბლეის თავმჯდომარეობა გადააბარა
ბულგარეთს, რომელიც მიდმინარე წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს ასამბლეის მომდევნო
რიგით 54-ე სესიას.
ანგარიში მოამზადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა ნინო ბუჯიაშვილმა.
2