ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ირინე ფრუიძის მიერ წარმოდგენილი ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული საქართველოს პარლამენტის წლიური ანგარიშის ფორმა

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.07.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე
ნომერი
#2-13509/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-13509/19 26-07-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ბატონო არჩილ, მოგახსენებთ, რომ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით (ვალდებულება #3.2. პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება) საბჭომ მასთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად შეიმუშავა პარლამენტის ანგარიშის ფორმა. გთხოვთ, უზრუნველყოთ საკითხის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა დასამტკიცებლად. პატივისცემით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის წლიური ანგარიშის ფორმა 1. წინასიტყვაობა 2. ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის შესახებ 2.1. პარლამენტის ხელმძღვანელობა 2.1.1 შემადგენლობა, პარტიები ადგილების მიხედვით, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი/ები 2.1.2 ფრაქციები 2.2.3 კომიტეტები 2.1.4 კომისიები და საბჭოები 2.1.5 დელეგაციები 2.1.6 ქალები პარლამენტში 2.1.7 პარლამენტის ბიუჯეტი 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა 3.1. წლის განმავლობაში ინიცირებული კანონპროექტები და მიღებული კანონები 1 მნიშვნელოვანია გამოიყოს კანონშემოქმედების კუთხით ის კანონპროექტი, რომელიც საქმიანობის ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შინაარსის ან კანონშემოქმედების პროცესის კუთხით. 3.2 პეტიციები 4. საგარეო და საშინაო პოლიტიკა 4.1. ევროპასთან ინტეგრაცია და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება 4.2. მიღებული დადგენილებები, რეზოლუციები, რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები 1 აქვე უნდა იყოს მოყვანილი სტატისტიკა ინიციატორის მიხედვით 1 4.3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობა 4.4. საერთაშორისო კონფერენციები, რომელთაც მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტი 4.5. განსაკუთრებული მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა 4.6. პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები 4.7. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთაშორისო ვიზიტების (დელეგაციების/მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში) რაოდენობის შესახებ მნიშვნელოვანია გამოიყოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის კუთხით საანგარიშო პერიოდში პარლამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან მოვლენა. 5. საზედამხედველო უფლებამოსილება 5.1. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში სამთავრობო საათების რაოდენობის შესახებს 5.2. სტატისტიკური ინფორმაცია სადეპუტატო და საკომიტეტო, ასევე ფრაქციების წარმომადგენლების კითხვებთან დაკავშირებით (გაგზავნილი და დაკმაყოფილებული, ასევე განუხილველი განცხადებების რაოდენობისა და პასუხის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს მითითებით) 5.3. მოქალაქეთა წერილები, მომართვები და მასზე გაცემული პასუხების რაოდენობა 5.4. საგამოძიებო კომისიის შექმნა და საქმიანობა 5.5 სპეციალური (თემატური) ანგარიშების მოსმენები2 5.6 სადეპუტატო კითხვები (თემატიკის ჩაშლით) 5.7. ინტერპელაცია 5.8. პრეზიდენტის ანგარიში 5.9. პრემიერ მინისტრის მოხსენება 5.10. პრემიერ მინისტრის ანგარიში 5.11. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში 2 დამოუკიდებელი ორგანოების ანგარიშები, იურიდიული დახმარების სამსახური, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 2 5.12. მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა 6. ღია პარლამენტი 6.1. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელება 6.2. პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება (საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები) 6.3. დანერგილი ინოვაციები 6.4. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შენობაში სასწავლო დაწესებულებებიდან ექსკურსიის დროს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის თაობაზე 6.5. ამ მიმართულებით სხვა ღონისძიებები, მაგ. გამოფენები, ღია კარის დღე, შეხვედრები სტუდენტებთან შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეგროვდეს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტმანეტის მეშვეობით 7. საქართველოს პარლამენტის აპარატი 7.1. პარლამენტის აპარატში დასაქმებული პირების რაოდენობა (სტრუქტურის ჩაშლა აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიხედვით) 7.2. დასაქმებულთა მონაცემები გენდერულ ჭრილში 7.3. პარლამენტის აპარატის საქმიანობის შესახებ ძირითადი ფაქტები და მოვლენები 7.4. ინსტიტუციური რეფორმა 7.5. წლის მოვლენები მაგ. გამორჩეული თანამშრომლის დაჯილდოება 3