„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.08.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/385/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღებისთარიღი: 23/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 200000000.05.001.018714) მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 262 მუხლის მე6–მე-10 ნაწილები და ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე და 24-ე ნაწილები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი 2019 წ. სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა)ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; საქართველოს საგადასახადო კოდექში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებულია, საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი. აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედება აუცილებლად გამოიწვევს მთელ რიგ პრობლემებს და ძირითადად დაზარალდებიან რიგითი მოვაჭრეები, ვინაიდან, რეგულაციების რეალურად ამოქმედებისათვის საჭიროა გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, რაც მოითხოვს დამატებით დროს და აუცილებელია კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა 2023 წლის 1 იანვრამდე. ამჟამინდელი მდგომარეობით, მოვაჭრეთათვის ობიექტურად შეუძლებელია სალარო აპარატების დახლზე მომსახურება და ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც სამუშაო ადგილების დაკარგვა და სოციალური ვითარების გაუარესება, აგრეთვე ბაზრობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, როგორც ცნობილია, სალარო აპარატი მუშაობს დენზე. შესაბამისად, საჭიროება ჩნდება, რომ ყველადახლთან მიყვანილი იქნას დენის წყარო - შტეფსელი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დარღვევას, ვინაიდან უქმე დღეებში, ღამის საათებში და მოვაჭრის თავის ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, უყურადღებოდ რჩება დიდი რაოდენობით შტეფსელი. მოკლე ჩართვის ან რაიმე უსაფრთხოების ნორმის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია გაჩნდეს ხანძარი. მაგალითად, მოკლე ჩართვა შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო ფიზიკურმა ზემოქმედებამ, აგრეთვე სადენების უხარისხობამ და სხვადასხვა დაზიანებებმა.იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საკმაოდ ხშირია ბაზრობებზე ხანძრების გაჩენის შემთხვევები (რა დროსაც მთლიანად ნადგურდება სავაჭრო საქონელი და მოვაჭრეები განიცდიან გამოუსწორებელ ფინანსურ დანაკარგებს), აუცილებელია საკმაოდ მოცულობითი მასშტაბის სამუშაოების განხორციელება, რათა უსაფრთხოების ყველა პირობა პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს. ბაზრობებზე არსებული რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლამდე ფიზიკურად შეუძლებელია უსაფრთხოების საკმარისად უზრუნველყოფა და საჭიროა დამატებითი ვადის მიცემა ამ ადამიანებისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაზრობებზე დასაქმებულია ათასობით საქართველოს მოქალაქე, რომელთა უმრავლესობას საკმაოდ მწირი შემოსავალი გააჩნია და იმყოფება სიღარიბის ზღვარზე. ამ ადამიანებისთვისხშირად გაუგებარია სალარო აპარატის მუშაობის პრინციპი და ამ კუთხით საჭიროა მათთან გარვეული სამუშაოების ჩატარება. მაგალითად, სალარო აპარატის მომსახურების წესი თვალისწინებს დღის ბოლოს Z ანგარიშის ამოღებას და შემდგომში შეგროვებას (ყოველი საოპერაციო დღის დასრულებისას უნდა განხორციელდეს საკონტროლო სალარო აპარატის და სისტემაში რეალიზებული საქონლის თანხის შედარება, როდესაც მუშაობაიწყება ისეთ ობიექტზე, რომელსაც აქვს მუშაობის ისტორია მაშინ საჭიროა ახალი ცვლის გახსნა.მენიუს ფანჯარაში განთავსებული ბრძანება "Zბრუნვა" გვაძლევს მიმდინარე ცვლის დახურვის საშუალებას).სალარო აპარატის და ამოღებული Z-ის შეგროვების დროს არ არის გამორიცხული ჩეკის დაკარგვის ან Z-ის არასწორი ამოღების შემთხვევები. ვინაიდან სალარო აპარატი ფასეულია, მისი დაკარგვის შანსი საკმაოდ დიდია, იმიტომ, რომ ღამე დახლზე მოვაჭრე თავის საქონელს აბარებს შემნახველ საკანს, არა თვლით, არამედ ბრმად და ამავე ჩანთაში უნდა მოთავსდეს სალარო აპარატიც. მისი დაკარგვის მომენტში დასაშვებია, რომ შემნახველი საკნის წარმომადგენელმა ვერ დაადასტუროს, ან არ დაადასტუროს სალარო აპარატის არსებობა ჩაბარებულ ჩანთაში, ხოლო მოვაჭრემ ამტკიცოს საპირისპირო. სალარო აპარატის ჩაბარება - აღების დროს დიდი ალბათობით დასაშვებია სალარო აპარატის დაზიანება, ვინაიდან ჩანთები შემნახველ საკანში არის ერთმანეთზე დაწყობილი, და არ არის გამორიცხული ქვევით მოყოლილ ჩანთაზე სიმძიმის დაწოლის დროს ან ხისტი საქონლის ქვეშ სალარო აპარატის მოქცევამ შესაძლებელია კორპუსი დააზიანოს ან გამოიწვიოს სალარო აპარატის უნებლიე ჩართვა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ჩეკების ამოღება. დახლზე, დიდი ალბათობით,ხშირად ექნება ადგილი სალარო აპარატის დაკარგვას (მოპარვას). ზოგიერთ მოვაჭრეს არ გააჩნია დახლი და სალარო აპარატების მოხმარების დროს მაღალი რისკია სალარო აპარატის ძირს დავარდნის, დაზიანების და სალარო აპარატში ინფორმაციის არასწორად შეყვანის შემთხვევების. ხშირია შემთხვევები, როცა მოვაჭრეს არ გააჩნია საქონელი და ნასესხები საქონლით ვაჭრობს, საიდანაც მას რჩება მოგება ნასესხებ საქონლის ფასსა და გაყიდულ ფასს შორის. მოგება მიზერულია, ვინაიდან ანალოგიური საქონელი სხვებსაც გააჩნიათ და გასაყიდი ფასის მომატების შემთხვევაში საქონელი პრაქტიკულად ვერ გაიყიდება, თუმცა კი საქონლის გაყიდვის დროს მოვაჭრე ვალდებულია ჩეკი ამოიღოს საქონლის ფასით, მაშინ როცა მას იმ გაყიდული ფასიდან რჩება მიზერული თანხა და ეწერება საქონლის მთლიანი ფასი. რაც ყველაზე მთავარია, საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენებით მოვაჭრეებს ადგებათ ძალიან დიდი მატერიალური ზიანი, ვინაიდან, მათი მუშაობის სტილი ვერ უძლებს იმ გადასახადის გადახდას, რომლის გადახდაც მათ მოუწევთ საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენებით. დღეის მდგომარეობით, მოვაჭრეთა დიდი ნაწილი მიზერულ შემოსავალს ნახულობს, ხოლო დაბეგვრის ახალ რეჟიმში მოქცევა მათ მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს, რის გამოც, იძულებული იქნებიან დატოვონ ბაზრობა და სამუშაოს გარეშე დარჩნენ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით (აგრეთვე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ცვლილებების შეტანის გზით, რასაც მოიცავს საკანონმდებლო პაკეტი). ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შედეგად, შენარჩუნდება უამრავი სამუშაო ადგილი, თავიდან იქნება აცილებული ზოგადი სოციალური ვითარების გაუარესება ქვეყანაში და როგორც ბაზრობებს, აგრეთვე მოვაჭრეებს მიეცემათ დრო და შესაძლებლობა, უმტკივნეულოდ, სამუშაო ადგილების დაკარგვის გარეშე, უპასუხონ საგადასახადო კოდექსის ახალ მოთხოვნებს, სალარო-აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; ზემოაღნიშნული ვადების გადაწევა ეხება იმ დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ფიზიკური პირისთვის ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მინიჭება (26’2 მუხლის მე-6 პუნქტი), ამ პირების რეესტრის წარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ (26’2 მუხლის მე-7 პუნქტი), მათ მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრის ასპექტები (26’2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები), ამ პირების ვალდებულება, გამოიყენონ საკონტროლო-სალარო აპარატები (26’2 მუხლის მე-10 პუნქტი). საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს 26’2 მუხლის ზემოაღნიშნული პუნქტების ამოქმედებას 2020 წლის 1 იანვრიდან, ხოლო წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს ამ მოთხოვნების გადატანას 2023 წლის 1 იანვრისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; არ არსებობს კანონპროექტის ძალაში შესვლის კონკრეტული თარიღის განსაზღვრის აუცილებლობა, გარდა დაუყოვნებლივ ამოქმედებისა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას იქონიებს 2020-2023 წლების სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იქნება საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი არა 2020 წლის 1 იანვრიდან, არამედ 2023 წლის 1 იანვრიდან. ამ დრომდე, აღნიშნული პირების მიერ გადასახადის გადახდა განხორციელდება არსებული რეგულაციების მიხედვით. როდესაც მოვაჭრე ფიზიკურ პირს ვალდებულება გაუჩნდება სალარო აპარატის გამოყენების, იგი იძულებული გახდება, გადაიხადოს გადასახადი, სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკის მიხედვით და თუ ამ დრომდე, მოვაჭრე ფიზიკურ პირს არ გააჩნდა ბიუჯეტში თანხის გადახდის ვალდებულება, 2020 წლის 1 იანვრიდან ეს იმდენად დიდ ტვირთად დააწვება, რომ უკიდურესად მწირი შემოსავლის გათვალისწინებით, დიდი ალბათობაა, იძულებული გახდეს, საერთოდ დატოვოს სავაჭრო ადგილი. მოვაჭრე ფიზიკური პირი ღებულობს მიზერულ შემოსავალს და თუ მას გამოვაკლებთ საიჯარო თანხას, ტრანსპორტირებას და საქონლის თვითღირებულებას, დარჩენილი მოგება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისთვის კიდევ დამატებითი გადასახადის გადახდა მიუღებელი იქნება. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ თუკი მოვაჭრე ფიზიკური პირი იხდიდა იჯარის საფასურს ბაზრობის ორგანიზატორთან და აღნიშნული თანხის 18% მიდიოდა ბიუჯეტში, ბიუჯეტი დაკარგავს ამ შემოსავალს. შეუძლებელია, ზუსტად განისაზღვროს ასეთი მოვაჭრეების ზუსტი რაოდენობა, თუმცა დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იქნება ყველაზე დაბალშემოსავლიანი და მოწყვლადი ფენა, რომელსაც წაერთმევა უკანასკნელი სარჩო. საინტერესოა ის მომენტი, რომ ვაჭრობის განმახორციელებელი პირისთვის სტატუსის მინიჭება არანაირ გადასახადთან არ არის დაკავშირებული და ამ კუთხით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რაიმე გავლენას ადგილი არ ექნება. მოვაჭრე ფიზიკური პირი წერს განცხადებას და ამ განცხადების საფუძველზე შესაბამისი ორგანო ანიჭებს სტატუსს. რაიმე სახის გადასახადს სტატუსის მინიჭება არ ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან პირები შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღარ დაჯარიმდებიან 200 ლარის ოდენობის ჯარიმით, შესაბამისად აღნიშნული ჯარიმის ჩარიცხვა აღარ მოხდება ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2018 წლიდან, როცა ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი მიენიჭათ იურიდიულ პირებს ისინი ვალდებულები გახდნენ, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკურ პირთა შესახებ ისედაც ინფორმირებულია საგადასახადო ორგანო. ანუ, საგადასახადო ორგანოს არ დასჭირდება დამატებითი რესურსის გამოყოფა და ხარჯის გაწევა, ამ კონკრეტული მიმართულებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება შესაბამის პირებზე, ვინაიდან მათ აღარ მოუწევთ 2023 წლამდე ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით უზრუნველყოფა. კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება შესაბამის პირებზე იმ კუთხით, რომ მოვაჭრეებს აღარ მოუწევთ სალარო აპარატების რეგისტრაცია და შესაბამისი ხარჯების გაღება. კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება შესაბამის პირებზე, ვინაიდან პირები შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღარ დაჯარიმდებიან 200 ლარის ოდენობის ჯარიმით, რაც დადებითად აისახება მათზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/დანაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი