„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 414 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური
უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს
შესაბამისი ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგია) მოწოდებით, თუ
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის არსებობს შესაბამისი
შეთანხმება.“;
2. 43-ე მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 81 პუნქტი:
“81 ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები უნდა
უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის ტრანზიტის უზრუნველყოფის
ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის
გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით.“;
3. 463 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 463. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან
ახალი ქსელის აშენება
1. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის
აშენება დასაშვებია მხოლოდ იმ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ლიცენზიატის ან
მიმწოდებლის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომლის
მფლობელობაში მყოფ ქსელზე ან წყალმომარაგების სისტემაზე არის მიერთებული
მომხმარებელი. ტექნიკური პირობა ასევე უნდა გასცეს იმ მცირე სიმძლავრის
ელექტროსადგურმა, ლიცენზიატმა ან მიმწოდებელმა, რომლის ქსელზე ან
წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას აპირებს მომხმარებელი.
2. კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს ელექტროენერგიაზე მომუშავე
ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტების/სადგურების
გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსხვავებული პირობები.“
მუხლი 2.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს ელექტროენერგიის ტრანზიტის სფეროს
მოწესრიგების შემდეგ ეტაპზე გადასვლას საქართველოში. ამ მიზნით იგი ადგენს
ელექტროენერგიის
ტრანზიტთან
დაკავშირებული
ურთიერთობების
ერთიან,
არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე რეგულირების პირობებს, ასევე ტრანზიტის
მომსახურებაზე
ფასწარმოქმნის
ერთიან
სამართლებრივ
პრინციპებსა
და
ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეგულირებად
აქტივებად ასახვის სამართლებრივ საფუძვლებს.
კანონპროექტის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგიაზე
მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების (ელექტრომობილები და სხვ.)
პოპულარიზაციას და შესაბამისი დამტენი პუნქტების/სადგურების ელექტროენერგიის
გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სფეროს მოწესრიგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე,
საჭიროა კანონის დონეზე შეიქმნას ავტონომიური გადაადგილების საშუალებების
დამტენი
პუნქტების/სადგურების
ელექტროენერგიის
გამანაწილებელ
ქსელზე
მიერთებასთან დაკავშირებული არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე რეგულირების
პირობების სამართლებრივი საფუძველი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
დღეს მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“
საქართველოს კანონი შეიცავს ელექტროენერგიის ტრანზიტის ურთიერთობების
მომწესრიგებელ ნორმებს. შესაბამისად, ახალი რეგულაციების დანერგვა საჭიროებს
ცვლილების განხორციელებას სწორედ საკანონმდებლო აქტში, ვინაიდან მოქმედი
კანონის რედაქცია არ აძლევს მარეგულირებელ ორგანოს ცალსახა საფუძველს
ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეგულირებად
აქტივებად ასახვისთვის.
რაც შეეხება ავტონომიურ გადაადგილების საშუალებებს, 2018 წლის ბოლოსთვის
არსებული მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებული იყო ელექტროენერგიაზე
მომუშავე
1768
ავტონომიური
გადაადგილების
საშუალება.
ამასთან
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ავტომობილების დამტენი პუნქტების
რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 25-მდეა, საიდანაც უმეტესი ნაწილი ქ. თბილისის
ტერიტორიაზეა განთავსებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებაში
ელექტროენერგიაზე
მომუშავე
ავტონომიური
გადაადგილების
საშუალებების
გრძელვადიან პერიოდში პოპულარიზაციისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას
წარმოადგენს ასეთი ტიპის დამტენი პუნქტების რაოდენობის ზრდა, რაც თავის მხრივ
დაკავშირებულია
ამ
პუნქტების ელექტროენერგიის გამანაწილებელ
ქსელზე
მიერთებასთან.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
დღეს მოქმედი რედაქცია არ აძლევს მარეგულირებელ ორგანოს ცალსახა
უფლებამოსილებას, განსაზღვროს ასეთი ტიპის დამტენი პუნქტების ელექტროენერგიის
გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსხვავებული პირობები, რათა ხელი შეეწყოს მათი
რაოდენობის გაზრდას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება ელექტროენერგიის გადაცემატრანსპორტირებისთვის
უკეთესი
გარემო
ერთის
მხრივ,
გადაცემის
ლიცენზიანტებისთვისაც,
რამდენადაც
მათ
საკუთრებაში
არსებული
ის
ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის
მოექცევა რეგულირებადი აქტივების ფარგლებში, რაც შექმნის მათი ექსპლუატაციის,
შენახვისა და განვითარების სტაბილურ გარემოს. მეორეს მხრივ, აღნიშნული ცვლილებები
არ იქონიებს რაიმე უარყოფით გავლენას ტრანზიტით დაინტერესებული პირებისთვის,
რამდენადაც მათთვის არ იცვლება არც ტრანზიტის უზრუნველყოფის საფასურის
დადგენის პრინციპები და წესი, ასევე არც მისი განხორციელების პროცედურა და ფორმა.
ასევე კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი,
რათა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვროს ელექტროენერგიაზე
მომუშავე
ავტონომიური
გადაადგილების
საშუალებების
დამტენი
პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსხვავებული პირობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს ელექტროენერგიის
ტრანზიტის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ელექტრული ქსელის მოქცევა
რეგულირებადი ინფრასტრუქტურის ფარგლებში. მოცემული ხელს შეუწყობს,
ტრანზიტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის შენახვისა და ექსპლუატაციის
ხარჯების ანაზღაურებას ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის ტარიფის
ფარგლებში,
ხოლო
მეორეს
მხრივ
იძლევა
შესაძლებლობას,
ტრანზიტით
დაინტერესებული პირებს საფასურის გაძვირების, ან სხვა რომელიმე პირობის
გაუარესების გარეშე შევთავაზოთ იგივე მომსახურება.
მოცემული რეგულაციის შემოღებით გამოწვეული ყველა ჰიპოთეტური რისკი
გადასულია ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატზე და ამ კუთხითაც,
მოცემული სავარუდო რისკების გადაზღვევა და რეაგირება განხორციელდება
ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ტარიფის საკითხის მარეგულირებელი კომისიის
მიერ განხილვისა და გადაწყვეტის დროს.
კანონპროექტის ძირითად არსს ასევე წარმოადგენს ელექტროენერგიაზე მომუშავე
ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტების/სადგურების
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსხვავებული პირობების
ფარგლებში რეგულირების ქვეშ მოქცევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს, პირველ რიგში
დამტენი პუნქტების/სადგურების რაოდენობის ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება
საზოგადოების მიერ ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების
საშუალებების გამოყენების მაჩვენებელზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის
პირველი
მუხლის
პირველი
და
მე-2
პუნქტებით
გათვალისწინებული
ცვლილებების
სრულყოფილი
ამოქმედებისთვის
(რათა
უზრუნველყოფილი
იქნეს
ელექტროენერგიის
ტრანზიტთან
დაკავშირებული
ინფრასტრუქტურის რეგულირებად აქტივებში ასახვისა და ელექტროენერგიის გადაცემის
ტარიფების შესაბამისი გადაანგარიშება) აუცილებელია შეტანილი იქნეს სათანადო
კორექტივები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (შემდეგში „კომისია“) ცალკეულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებში. იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის
შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად ტარიფის დამტკიცებისთვის
(მათ შორის ტარიფის ცვლილებისას) გათვალისწინებულია 180 დღიანი ვადა, საჭიროა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიას განესაზღვროს საკმარისი ვადა (2020 წლის 1 იანვრამდე) სათანადო
ცვლილებების მომზადების, საჯარო განხილვებისა და
დამტკიცებისთვის (იხ.
კანონპროექტის მე-2 მუხლი).
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედდეს
მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან - 2020 წლის 1 იანვრიდან (იხ. კანონპროექტის
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი), როდესაც აღმოფხვრილი იქნება მოცემული ცვლილებების
რეალიზებისთვის კანონმდებლობაში არსებული ყველა წინააღმდეგობა. იმავდროულად,
კომისიას მიეცეს დავალება: კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე დაიწყოს მუშაობა
შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში სათანადო ცვლილებების
შეტანისათვის (კანონპროექტის მე-2 მუხლი).
საბოლოო მიზანს, ცვლილებების ზემოაღნიშნული ეტაპობრივი სახით
ამოქმედებისთვის წარმოადგენს ახალი დანაწესების უმოკლეს ვადაში გამოყენება
მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან ტარიფების განსაზღვრის პრაქტიკაში.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სხვა
ცვლილებები
ძალაში
შევა
გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ
ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იწვევს ყველა იმ პირთა ხარჯების პირდაპირ ცვლილებას,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაძლებელია, მომდევნო ეტაპზე
კანონპროექტით ტრანზიტთან დაკავშირებული რეგულაციის შემოსვლამ გარკვეული
გავლენა მოახდინოს მხოლოდ გადამცემი სისტემის ოპერატორის ტარიფების ნაწილში,
თუმცა აღნიშნული აუცილებლობა გარდაუვალია ტრანზიტის უზრუნველმყოფი
ინფრასტრუქტურის შენახვისა და გამართული ექსპლუატაციისთვის. ტრანზიტის
დამკვეთების მიმართ რჩება ისევ ის ნორმა, რომელიც მიუთითებს, რომ ტრანზიტის
განხორციელება
უნდა
მოხდეს
ტრანზიტით
დაინტერესებულ
პირსა
და
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შორის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის
ხელშეკრულების საფუძველზე.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან დღეს მოქმედი ნორმის მიხედვით,
ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური განხორციელება უნდა მოხდეს გადამცემი
სისტემის ოპერატორთან შეთანხმებული ფასით, ტრანზიტის არარეგულარული
ხასიათიდან გამომდინარე, ეს არ ქმნის სტაბილურ უზრუნველყოფას ელექტროენერგიის
ტრანზიტისთვის გამოყენებული ინფრასტრუქტურის შენახვისთვის. შესაბამისად, ეს
ინფრასტრუქტურა უნდა მოექცეს რეგულირებადი აქტივების ფარგლებში და
შესაძლებელი უნდა იყოს საჭიროების მიხედვით მისი ხარჯების გადაცემის საქმიანობის
ტარიფიდან ანაზღაურება, რაც შექმნის მათი ექსპლუატაციის, შენახვისა და განვითარების
სტაბილურ გარემოს.
რაც შეეხება დამტენი სადგურების ქსელთან მიერთების განსხვავებული პირობების
დადგენის უფლებამოსილებას, ეს საჭიროა ასეთი სადგურების ქსელთან მიერთების
წახალისებისთვის, რათა მათ მიეცეთ საშუალება, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ
ქსელთან მიერთების სამუშაოები, თუკი ეს უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდრე კომისიის
მიერ დღეისათვის დადგენილი ქსელთან მიერთების ფიქსირებული საფასურებია. ასეთი
გამონაკლისის დაშვება კომისიას შეეძლება, თუკი ეს კანონით იქნება დაშვებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობას
იღებდნენ
საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის,
საქართველოში მოქმედი დისპეტჩერიზაციის და გადაცემის ლიცენზიატების
წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.