საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის და გელა სამხარაულის 2019 წლის 16-21 ივლისს ესპანეთსა და შვეიცარიაში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.08.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი
ნომერი
#2-14069/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-14069/19 08-08-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის და გელა სამხარაულის ესპანეთში, ბასკეთის რეგიონში ვიზიტის ანგარიშს. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიში (ესპანეთი-ბასკეთი, შვეიცარია-ჟენევა, 2019 წლის 16-21 ივლისი) მივლინებული: საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გელა სამხარაული და საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი არჩილ გორდულაძე. მივლინების მიზანი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების ესპანეთში, ბასკეთის რეგიონში ვიზიტის მიზანი იყო ბასკეთის რეგიონის მმართველი პარტიის, „ბასკეთის ეროვნული პარტიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მათი გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებისათვის, ამასთანავე დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ესპანელ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და გამოწვევებთან გამკლავების გამოცდილების გაზიარება. მივლინების ადგილი: ესპანეთი, ბასკეთის რეგიონი, ქალაქები ბილბაო და ლაგვარდია მივლინების თარიღი: 2019 წლის 16-21 ივლისი 16 ივლისი - ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ბასკეთის ნაციონალური პარტიის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბასკეთის თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. გაზიარებული იქნა აღნიშნული პარტიის პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება, ასევე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური საკითხები და გაიმართა მსჯელობა მეღვინეობის საკითხებში ბასკეთის რეგიონის გამოცდილებასთან დაკავშირებით. იმავე დღეს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა გამართეს შეხვედრა ბასკეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებას. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო მისი ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე განიხილეს, როგორც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ჰაბი, სადაც იაფია წარმოება, მუშახელი, მცირე და ბიზნესისთვის ხელსაყრელია საგადასახადო ტვირთი და გამომდინარე აქედან ხელსაყრელი და შესაძლებელია ესპანური წარმოების გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომი ექსპორტი საზღვარგარეთ. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში იქმნება ქართულ-ესპანური სავაჭრო პალატა, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს საქართველო ესპანეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობას. ასევე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ბასკეთში დაიგეგმა პრეზენტაცია - სემინარი საქართველოს ბაზრის შესახებ. 17-18 ივლისი: ქართული დელეგაციის წევრებმა ასევე გამართეს შეხვედრები არაერთ ღვინის მწარმოებელთან, სადაც განხილული იქნა ღვინის წარმოების თანამედროვე საშუალებები და ტენდენციები მათი საქართველოში შემდგომი დანერგვის მიზნით. ასევე განხილული იქნა ის გამოწვევები, რომლებიც დგას ქართული ღვინის წარმოების და მთლიანად სექტორის წინაშე, გაზიარებული იქნა ესპანელი მწარმოებლების გამოცდილება, რომელთაც მსგავს გამოწვევებთან გამკლავება წარმატებით მოახერხეს. ასევე, მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები გაცვლითი სასწავლო პროგრამების მიმართულებით და დაიგეგმა საქართველო ბასკეთის ინჟინერიისა და აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ახალ გაცვლით სასწავლო პროგრამებზე ინტენსიური მუშაობა. ამასთანავე, ესპანელი მწარმოებლების მიერ გამოითქვა სურვილი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტის შესახებ, რათა ქართული ღვინის წარმოების, უნიკალური მეთოდისა და ადგილობრივი ღვინის შემდგომი პოპულარიზაცია მოხდეს ევროპული ბაზრისათვის. 19 ივლისი: ქართული დელეგაციის წევრებმა ასევე გამართეს შეხვედრა ბასკეთის რეგიონის ქალაქ ლაგვარდიის მერთან, სადაც განიხილეს ლაგვარდიისა და გურჯაანის დამეგობრება და შემდგომი საერთო პროექტების განხორცილება. მივლინების ადგილი: შვეიცარია, ჟენევა მივლინების თარიღი: 19-21 ივლისი 20-21 ივლისი: ფრაქციის წევრები დავით სონღულაშვილი და გელა სამხარაული გაემგზავრნენ შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, სადაც დაესწრნენ მევენახეობის საერთაშორისო ფესტივალს, სადაც როგორც კახეთის გურჯაანის, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატები, სადაც განვითარებულია გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს ვენახის მოვლასა და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით. პატივისცემით, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი