„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 114 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის
შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაოსახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/384, 17.07.2019) „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების
შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 13
წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ა) არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
(კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე;
გ) ირმა ინაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე;
დ) სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე;
ე) ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
ვ) მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“
თავმჯდომარე;
ზ) ოთარ კახიძე – საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“
თავმჯდომარე;
თ) ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;
ი) თინათინ ბოკუჩავა – საქართველოს პარლამენტის წევრი;
კ) ხათუნა გოგორიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
ლ) ლევან კობერიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;
მ) თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მრჩეველი;
ნ) თორნიკე ჭეიშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მრჩეველი (კომისიის მდივანი).
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე
უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირები.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტში არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ ინიციირებულია
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-3/384, 17.07.2019), რომელიც აწესრიგებს საქართველოს
პარლამენტის მომდევნო არჩევნების ჩატარების საკითხს. საქართველოს კონსტიტუციის
77-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური
კანონის პროექტი უნდა გამოაქვეყნოს საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. სწორედ
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის
შესრულებას ისახავს მიზნად მოცემული დადგენილების პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის პირველი და მე-3
პუნქტების
თანახმად,
საქართველოს
პარლამენტი
დადგენილებით
იღებს
გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და
მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტი აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრავს
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და
შემადგენლობას. კომისიის შემადგენლობაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე
მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ იმ ფრაქციების წარმომადგენლები,
რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი
პარლამენტის წევრები.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები
დადგენილების პროექტის მიღების შემთხვევაში არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის
მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/384, 17.07.2019) გამოქვეყნდება საყოველთაოსახალხო
განხილვისათვის
და
შეიქმნება
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო კომისია.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
დადგენილების პროექტი ითვალისწინებს არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ
ინიციირებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/384, 17.07.2019) გამოქვეყნებას საყოველთაოსახალხო განხილვისათვის. ამასთანავე, განისაზღვრება საყოველთაო-სახალხო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობა. კერძოდ, კომისია იქმნება 13 წევრისგან,
შემდეგი შემადგენლობით: არჩილ თალაკვაძე (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
კომისიის
თავმჯდომარე),
თამარ
ჩუგოშვილი
(საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ირმა ინაშვილი (საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე), სერგი კაპანაძე (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე), ანრი ოხანაშვილი (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე), მამუკა მდინარაძე (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე), ოთარ კახიძე (საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული
საქართველოს“ თავმჯდომარე), ირაკლი კობახიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი),
თინათინ ბოკუჩავა (საქართველოს პარლამენტის წევრი), ხათუნა გოგორიშვილი
(საქართველოს პარლამენტის წევრი), ლევან კობერიძე (საქართველოს პარლამენტის
წევრი), თენგიზ შარმანაშვილი (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი),
თორნიკე ჭეიშვილი (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, კომისიის
მდივანი).
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
დადგენილების პროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, რათა საყოველთასახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მუშაობას შეუდგეს დადგენილების
გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს
დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება
დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით
პროექტის ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი.
განხილვა
დადგენილების
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყაროა საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი. ამგვარი ხარჯები შეიძლება
გამოიხატოს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ კონსტიტუციური
კანონის პროექტის განხილვისთვის კომისიის წევრთა სამივლინებო ხარჯებით და ამ
კომისიისთვის სამუშაო გარემოს შესაქმნელად საჭირო ხარჯებით.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დადგენილების პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
დადგენილების პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ
პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
დადგენილების პროექტით არ არის დადგენილი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
გ) დადგენილების
სტანდარტებთან
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, −
მის შესაბამის მუხლთან ან/და ნაწილთან
დადგენილების პროექტი
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
დადგენილების პროექტის მომზადებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს ან/და სამუშაო ჯგუფს
მონაწილეობა არ მიუღია.
დ.ბ)
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების
პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი
დადგენილებების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც
მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
დადგენილების პროექტის მომზადებისას არ ყოფილა გამოყენებული სხვა ქვეყნების
გამოცდილების მიმოხილვა.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი
დადგენილების პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი
დადგენილების პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე.