ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა: ა) საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებით კომისიიდან პარლამენტის წევრების ალექსანდრე ქანთარიას და გიორგი მოსიძის გამოწვევის შესახებ; ბ) საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“ მიერ დათმობილი კვოტით პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიას და ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ მიერ დათმობილი კვოტით პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-14781/19
30-08-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 65-ე მუხლის მე-3
პუნქტის, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია
„ქართულმა ოცნებამ“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიიდან გამოიწვია ბატონი ალექსანდრე
ქანთარია და ბატონი გიორგი მოსიძე.
ამასთანავე, ფრაქცია „ქართული ოცნება“ აღნიშნულ კომისიაში ფრაქცია „ქართული ოცნება რეგიონების განვითარებისთვის“ მიერ დათმობილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ ირაკლი
ბერაიას და ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ მიერ დათმობილი კვოტით ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
ბექა ოდიშარია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge