საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ და „მრავალფეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ (ა. ზახაროვა, რ. გოგიძე) მიერ წარმოდგენილ ქვეყანაში მცხოვრები სექსუალური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებულ (№1-11847/19; 17.06.2019) საკანონმდებლო წინადადების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-14804/19
30-08-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
„საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ და
„მრავალეროვნულ საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ქვეყანაში
მცხოვრები
სექსუალური
უმცირესობების
საკითხებთან
დაკავშირებით (N1-11847/19; 17.06.2019)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე განიხილა „საქართველოს
სლავ
ხალხთა
ეროვნული
კონგრესის“
და
„მრავალეროვნულ
საქართველოს
ანტიფაშისტური კოალიციის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
ქვეყანაში მცხოვრები სექსუალური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნული
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორები
აღნიშნავენ,
რომ
საქართველოში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა სწავლა-განათლების,
ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, არჩევნების და სხვა უფლებები დაცულია.
იმავდროულად, ისინი მიიჩნევენ, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს
კანონმდებლობის
დონეზე
უნდა
აეკრძალოთ
ნებისმიერი
ხელმძღვანელი
თანამდებობის დაკავება სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე ყველა სასწავლო
დაწესებულებაში (ბაგა-ბაღები, სკოლები, ტექნიკუმები, უმაღლესი სასწავლებლები
და სხვა) და ნებისმიერ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები ითხოვენ შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების განხორციელებას.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კომიტეტმა
მიზანშეუწონლად
მიიჩნია
შემოთავაზებულ
საკანონმდებლო
რეგუნლაციებზე მუშაობის დაწყება და უარყოფილად ცნო „საქართველოს სლავ
ხალხთა
ეროვნული
კონგრესის“
და
„მრავალეროვნულ
საქართველოს
ანტიფაშისტური კოალიციის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
ქვეყანაში მცხოვრები სექსუალური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე