საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილ ეროვნებასთან და მამის სახელთან დაკავშირებულ (N1-10457/19; 28.05.2019) საკანონმდებლო წინადადების შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.08.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-14805/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-14805/19 30-08-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ეროვნებასთან და მამის სახელთან დაკავშირებული საკითხების შესახებ (N1-10457/19; 28.05.2019) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე განიხილა მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს სხვადასხვა საკითხების დარეგულირებას, მათ შორის, ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რომელის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ როგორც ეროვნება, ასევე მამის სახელი. კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია დასახელებულ საკითხებზე საკანონმდებლო პროცესის დაწყება და უარყოფილად ცნო მოქალაქე რევაზ ფახურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ეროვნებასთან და მამის სახელთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge