საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიში „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.08.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#2-14829/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიში „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2-14829/19 30-08-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ დასკვნას, რომელიც მომზადებულია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელია გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი - გუგული მაღრაძე, ხოლო, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან საბჭოს წევრები: მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ირინა ფრუიძე, ეკა ბესელია, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენძელა მაჭავარიანი და ადა მარშანია. პატივისცემით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის 2019 აღნიშნული ანგარიში მომზადდა და დაიბეჭდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. დათქმა: დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს ანგარიში მოამზადა ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა შეიძლება არ ასახავდეს სარჩევი თემატური მოკვლევის შესახებ 4 მოკლე შინაარსი 5 შესავალი 9 თემატური მოკვლევის მეთოდოლოგია 11 ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში 12 პროფესიული განათლება საქართველოში: მიმოხილვა და საკანონმდებლო ჩარჩო 14 საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვა 17 ქალების მონაწილეობა პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაში 18 მიგნებები - ქალებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ძირითადი ბარიერები 20 თემატური მოკვლევის რეკომენდაციები 23 გამოყენებული წყაროები 28 დანართი #1 - თემატური მოკვლევის კითხვარი 29 დანართი #2 - თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები 31 თემატური მოკვლევის შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა: თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი და მომხსენებელი: გუგული მაღრაძე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: მარიამ ჯაში სოფო კილაძე რატი იონათამიშვილი ირინე ფრუიძე ეკა ბესელია დიმიტრი ცქიტიშვილი ენძელა მაჭავარიანი ადა მარშანია თემატური მოკვლევის ჯგუფი — პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის — შეიქმნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად. თემატური მოკვლევის მიზანი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია სამთავრობო პოლიტიკის, რეგიონული განვითარების სტრატეგიებისა და ადგილობრივი პოლიტიკის შესწავლა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა ხელი შეეწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. თემატური მოკვლევა განხორციელდა 2019 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით. 4 მოკლე შინაარსი თემატური მოკვლევის ანგარიში „პროფესიული განათლება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივას. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო ინიციატივების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2018 წლის ბოლოს პარლამენტის რეგლამენტში მიღებული ცვლილებების შედეგად გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველად მიეცა თემატური მოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა. შესაბამისად, წარმოდგენილი თემატური მოკვლევის მიგნებები შესაძლოა ეფექტურად გამოვიყენოთ სამთავრობო პოლიტიკის ზედამხედველობის, ახალი სტრატეგიების შექმნისა და თანასწორობის მისაღწევად საჭირო სხვა ზომების განხორციელებისათვის. თემატური მოკვლევის „პროფესიული განათლება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეისწავლა სამთავრობო პოლიტიკა, სტრატეგიები და ადგილობრივი პოლიტიკა ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. გარდა ამისა, წარმოდგენილი მიგნებები ეფუძნება მოკვლევის მრავალმხრივი ჩართულობით წარმართულ პროცესს, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც წერილობითი მოსაზრებები (74), ისე - საქართველოს პარლამენტში გამართული ორი ზეპირი მოსმენის შედეგები და პროფესიულ განათლებაზე უკვე არსებული კვლევები. თავად ის ფაქტი, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას მიიჩნევს, თავის მხრივ, დაკავშირებულია საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკასთან, ქვეყანაში ქალების ეკონომიკურ პასიურობასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს პროფესიული განათლების რეფორმა და გადაიდგა ნაბიჯები დუალური პროგრამების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, მომზადება-გადამზადებისა და ზრდასრულთა განათლების მიმართულებით, ამ მოკვლევის მიზანი კონკრეტულად ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კვლევა იყო. პირველი და უმთავრესი დაკვირვებაც სწორედ პოლიტიკის დაგეგმვისას გენდერული ასპექტების გაუთვალისწინებლობაა. სამწუხაროდ, შეუძლებელია შეფასდეს პროფესიული განათლების რეფორმა გენდერულ ჭრილში, რადგან 2013-2020 წლების განათლების ერთიანი სტრატეგია გენდერულ ასპექტით არ არის დაგეგმილი. მიუხედავად პოლიტიკის მიზნისა, რომ პროფესიულ განათლება ყველა სოციალური ჯგუფისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი, აუცილებელია გენდერული ჭრილის გათვალისწინება დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპზე. 5 კერძოდ, სტრატეგიები მოითხოვს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების შესწავლას, სისტემური უთანასწორობის აღიარებასა და შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული სეგრეგაციის გათვალისწინებას. მოკვლევის ანგარიშში მოცემულია ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ქალებს ჩაერთონ პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებში. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ განათლებაში ჩართული ქალებისა და კაცების თანაფარდობა მკვეთრად განსხვავებული არ არის (ქალები - 43%), გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. ერთი მხრივ, პროფესიული განათლების სფეროში კაცებისთვის მთავარი დაბრკოლებაა ის ფაქტი, რომ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტობა მათ არ ათავისუფლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან და ამის გამო წვევამდელი ასაკის კაცები უარს ამბობენ პროფესიულ განათლებაზე (ან ფორმალურად არიან ჩარიცხული უმაღლეს სასწავლებლებში და პარალელურად ეუფლებიან პროფესიულ განათლებას), მეორე მხრივ, არსებული ბარიერების გამო ქალები არ ერთვებიან პროფესიული სწავლებისა და გადამზადების სისტემაში. აუცილებელია განვასხვავოთ 15-24 წლის გოგონებისა და ზრდასრული ქალების ჯგუფების განსხვავებული მდგომარეობა. ზრდასრული ქალებისთვის ბევრად ხელსაყრელია მომზადებისა და გადამზადების კურსები, მათი ხანგრძლივობიდან და დასაქმებისთვის საჭირო პროფესიის სწრაფად დაუფლების პერსპექტივიდან გამომდინარე. პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხელმისაწვდომობის კუთხით ქალებისთვის უმთავრესი დაბრკოლება პროფესიული სასწავლებლების სიმცირეა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სწრაფი ტემპით ცდილობს პროფესიული სასწავლებლების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, სასწავლებლების სიშორე განსაკუთრებული პრობლემაა იმ ქალებისთვის, ვინც ქალაქად არ ცხოვრობს. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი განვითარებული არ არის და მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბია, პროფესიული განათლების უახლოეს დაწესებულებამდე მგზავრობაც ბარიერია ქალებისთვის. პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და დაბალი პრესტიჟი ქალებისთვის მორიგი ბარიერია. საცხოვრებელი ადგილის, თუნდაც, რამდენიმეთვიანი ცვლილება ბევრი გოგოსა და ქალისთვის არის დაბრკოლება, რადგან ოჯახებისთვის ნაკლებსასიამოვნოა მათი საერთო საცხოვრებლებში ცხოვრებაც. ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ბარიერს უქმნის პროფესიული განათლების დაუფლების მსურველ ქალებს. კერძოდ, პროფესიის დაუფლების დროს უმეტესად არ არის ხელმისაწვდომი საერთო საცხოვრებელი, ბავშვის ოთახი და შესაბამისი მომვლელი/აღმზრდელი, გამართული არ არის კვების ინფრასტრუქტურა (რაც, ასევე, არ არის უფასო). გარდა ამისა, სკოლის დაბალი კლასებისა და ბაღების სამუშაო საათები არ არის ხელსაყრელი პროფესიის დაუფლების მსურველი ქალე- 6 ბისთვის. თავის მხრივ, ხელმისაწვდომი ყველგან. არც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია პროფესიების გენდერული დაყოფა, ანუ „ქალური“ და „კაცური“ პროფესიების არსებობა, რომელშიც, ამავე დროს, ქალები შედარებით დაბალანაზღაურებად პროფესიებზე ირიცხებიან, ქალებისთვის პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთ დაბრკოლებად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, ქალებისთვის დასაქმების პერსპექტივა სერიოზული გამოწვევაა. აქ ჩამოთვლილი ბარიერები მიუთითებს პოლიტიკისა და მიდგომების ცვლილებების საჭიროებაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა ძირეული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება, რაც პროფესიული განათლების ქალებისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდიდა. ამდენად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და პარლამენტმა, საკუთარი ზედამხედველობის ფუნქციის ფარგლებში აუცილებელია გამოიჩინონ ინიციატივები ქალებისთვის პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში. კერძოდ, თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე რეკომენდაცია: პირველ რიგში, აუცილებელია ისეთი საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, რაც პროფესიული განათლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას გაზრდის. გასათვალისწინებელია, რომ აქაც მნიშვნელოვანია გენდერული ჭრილი - ქალები და კაცები განსხვავებული არხებით იღებენ ინფორმაციას. სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისას გენდერული ასპექტის გათვალისწინება ბევრი ბარიერის მოხსნის წინაპირობაა. გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი უწყებები 2020 წლის შემდგომ სტრატეგიებზე იწყებენ მუშაობას, დროულია გენდერული ასპექტის ინტეგრირების მოთხოვნა. გარდა ამისა, აუცილებელია შეგროვდეს მონაცემები და სტატისტიკა გენდერულ ჭრილში; გამოვიკვლიოთ ადგილობრივი და რეგიონული შრომის ბაზრი, ეს კი ხელს შეუწყობს დასაქმების გაზრდას. მიმდინარე დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების კონტექსტში აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გათვალისწინება და გაძლიერება. კერძოდ, ადგილობრივ დონეზე უნდა გადაიჭრას მუნიციპალური ტრანსპორტის, ბაღების, სკოლებისა და სასწავლებლების ინფრასტრუქტურული საკითხები. გასათვალისწინებელია ქალებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ბავშვთა ოთახების საკითხი და წარმატებული მაგალითების (ზუგდიდი, კაჭრეთი) გავრცელება ქვეყნის მასშტაბით. აუცილებელია წახალისდეს სექტორული თანამშრომლობა. კერძოდ, საჭიროა პროგრამები და მოდულები ბიზნესთან თანამშრომლობით დაინერგოს, რადგან პროფესიული განათლების განვითარების მიუხედავად, კერძო სექტორი მაინც ვერ 7 პოულობს შესაფერის კადრებს ბევრ დარგში. იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ქალებისთვის პროფესიის მიღების ბარიერად არ დარჩეს, რეკომენდებულია პროფესიული განათლების დაწესებულებების მმართველთა ტრენინგი და მათ გენდერულ მგრძნობიარობაზე მუშაობა. გარდა ამისა, საჭიროა გენდერული თანასწორობის მოდულის ინტეგრირება სასწავლო მოდულებში. ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭიროა, რომ პროფესიული განათლებისა და გადამზადების კომპონენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს შეერწყას. აუცილებელია დუალური პროგრამების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, მომზადება-გადამზადების, უწყვეტი განათლებისა და სხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება ქალების ეკონომიკური პოტენციალის განსავითარებლად. სასურველია გაგრძელდეს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ინიციატივა და მომავალში აქვე ინტეგრირდეს გოგონებისა და ქალების პროფესიულ განათლებაში მონაწილეობის წახალისების მექანიზმები. პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების როლი, რადგან მათი ცალკეული პროგრამები მიმართულია პროფესიული განათლების მეშვეობით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ. ესენია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველო (MCA Georgia), აშშ განვითარების სააგენტო USAID, GIZ - გერმანიის თანამშრომლობის სააგენტო. 8 შესავალი კულტურული ტრადიციით, პროფესიულ განათლებას დაბალი საზოგადოებრივი პრესტიჟი ახლავს, რაც, ნაწილობრივ, საბჭოთა წარსულით არის განპირობებული. აღნიშნული კულტურული სტერეოტიპები თანამედროვე საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მთავარ ბარიერად რჩება. უფრო მეტიც, პროფესიული განათლება არ მიიჩნევა სასურველ კარიერულ გზად. არსებობს მითი, რომ პროფესიული განათლება კურსდამთავრებულებს დაბალ სოციალურ სტატუსს, თვითდასაქმებას ან დაბალანაზღაურებად სამსახურს უქადის. უმეტესად, დამსაქმებლები არ ენდობიან პროფესიული განათლების დაწესებულების მიერ გაცემულ კვალიფიკაციას. გენდერული ბალანსი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინკლუზიური პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში და ის ქალების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის მთავარ დაბრკოლებად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები სერიოზულად არ განიხილავს ქალების მიერ საარსებო წყაროების მოპოვების უნარებსა და შესაძლებლობებს. გენდერული სტერეოტიპები ქალური და კაცური პროფესიების შესახებ, ბევრს უშლის ხელს აირჩიოს სწორედ ისეთი სპეციალობა, რომელიც შრომის ბაზარზე მოთხოვნადია. ნეგატიური გენდერული ნორმები და სტერეოტიპები ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს ჩააბარონ კაცებით დომინირებულ სპეციალობებზე. სანაცვლოდ, ისინი ქალებისთვის მეტად მისაღებ პროფესიებს ირჩევენ, რაც, როგორც წესი, დაბალანაზღაურებადია. კავშირი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და პროფესიულ განათლებას შორის შემთხვევეითი არ არის. 2030 წლისთვის მისაღწევი მდგრადი განვითარების დღის წესრიგი გულისხმობს ისეთ მსოფლიოს, სადაც ყველა გოგო და ქალი თანაბრად სარგებლობს სრული გენდერული თანასწორობით. ამავე დროს, თანასწორობისთვის ყველა საკანონმდებლო, სოციალური თუ ეკონომიკური ბარიერი, რაც მათ გაძლიერებას უშლის ხელს, სრულად უნდა აღმოიფხვრას. გარდა იმისა, რომ მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ერთ-ერთი სწორედ გენდერული თანასწორობა, ამ თანასწორობის მიღწევა ყველა სხვა დანარჩენი მიზნის ამოცანაცაა. მაგ., მდგარდი განვითარების მეოთხე მიზანი გულისხმობს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას ყველასათვის. მისი სამი ამოცანა სწორედ პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას ეხება. პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია მერვე მიზანთანაც (სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის). ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავარ გამოწვევად და, ამავე დროს, მთავარ მიზნად რჩება. ქალები საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ (52%) და მათი პასიურობით ეკონომიკურ საქმიანობაში ქვეყნის განვითარების საერთო ტემპი აგებს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საჭიროება 9 გამომდინარეობს იმ ჩაგრული მდგომარეობიდან, რომელშიც ქალები ისტორიულად იმყოფებიან. კერძოდ, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან პირდაპირ კავშირშია ქალთა მიმართ ძალადობის, თანაბარი ანაზღაურების, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის, მემკვიდრეობის, კაპიტალის ფლობის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ნაადრევი ქორწინების, ოჯახის გაძლიერებაზე ორინეტირებული სახელმწიფო პოლიტიკისა თუ დეკრეტული შვებულების საკითხი. საქართველოს კანონმდებლობით, არ არსებობს ფორმალური ბარიერი, საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ქალებისთვის ეკონომიკური გაძლიერების ხელისშემშლელი ფაქტორია. თუმცა, უთანასწორობა, რომელიც ყველა სფეროში ასუსტებს ქალებს, ხშირად სისტემურია. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე მსოფლიოში პროფესიული განათლება ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეს თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კვლევას. თემატური მოკვლევის მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად არის პროფესიული განათლება ქალებისთვის ხელმისაწვდომი საქარველოში; ამასთანავე, მოვლების მიზნიაა განსაზღვროს, გარდა ფიზიკური ხელმისაწვდომობისა, რამდენად არის გათვალისწინებული გოგონებისა და ქალების საჭიროებები პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგვმისას; რა გზებით შეიძლება პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქალებისთვის და ეფექტური იყოს მათი ეკონომიკური გაძლიერებისათვის. პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროს ქალებისთვის ხელმისაწვდომობის საკითხის კვლევა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით: პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის შექმნის კონტექსტში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების კონტექსტში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტსა და საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპებისა და ქალების მიმართ მჩაგვრელი ნორმების გაბათილების კონტექსტში. 10 თემატური მოკვლევის მეთოდოლოგია თემატური მოკვლევა პროფესიული განათლების ხელისაწვდომობის შესახებ წარიმართა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად.1 თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო კვლევის შერეული მეთოდები. პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა თემატური მოკვლევის თემა და დაამტკიცა მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა. პარლამენტის გენდერული თანასწორობის წევრებს შორის შეირჩნენ აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები, რადგან მოკვლევა გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით განხორციელდა. თემატური მოკვლევის ფარგლებში სამუშაო ჯგუფს მხარში ედგა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და მისი დაქირავებული ექსპერტი. თემატური მოკვლევის პროცესის დაწყებამდე, 2019 წლის 21 მარტს ჩატარდა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, სადაც მოწვეული იყვნენ როგორც პროფესიული სასწავლებლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. შემდგომში, რეგლამენტის შესაბამისად, გასაჯაროვდა თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები (ToR) და კითხვარი. კითხვარის საშუალებით ყველა დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას მიეცა შესაძლებლობა თემატური მოკვლევის ჯგუფისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ. ამავე დროს, შესაძლებელი იყო დამატებითი მასალებისა და კვლევების გაგზავნა თემატური მოკვლევის ჯგუფისთვის. თემატური მოკვლევის ჯგუფმა კითხვარი პრაქტიკულადაც გაავრცელა პროფესიულ სასწავლებლებში, ადგილობრივ დონეზე არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. შემდგომში, მიღებული წერილობითი მოსაზრებების წინასწარი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფმა გამოავლინა მოპასუხეები თემატური მოკვლევის საჯარო ზეპირი მოსმენებისთვის და გაიმართა ორი ზეპირი მოსმენა (13 და 24 მაისი) ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე. 1 მუხლი 155. თემატური მოკვლევა http://parliament.ge/ge/kanonmdebloba/reglamenti 11 თემატური მოკვლევის წინამდებარე ანგარიში აერთიანებს ელექტორნულად მიღებული წერილობითი მოსაზრებების ანალიზს, ზეპირ მოსმენაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, აღნიშნულ თემაზე არსებული კვლევებისა და ოფიციალური დოკუმენტების ანალიზსა და ჩართულ მხარეებთან პირისპირ შეხვედრაინტერვიუების ანალიზს. მოკვლევის ჯგუფმა სულ 74 შევსებული კითხვარი მიიღო, მათ შორის 37 მუნიციპალიტეტებიდან, 18 პროფესიული კოლეჯებიდან, დანარჩენი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (UNDP, MCA Georgia,ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და სხვა). ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების 58% ეკონომიკურად აქტიურია, ხოლო იმავე ასაკობრივ კატეგორიაში, 2 კაცების 75%-ია ეკონომიკურად აქტიური. სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკურად აქტიური კაცების 64%, ხოლო ქალების 51% დასაქმებულია. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაუსაქმებელი ქალების 18% აცხადებს, რომ მას სამსახურის და საოჯახო საქმეების შეთავსება გაუჭირდება და ამიტომაც ურჩევნია, არ იმუშაოს. ასევე, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალების უმეტესობას არ აქვს შემოსავალი და ქალების ერთი მეხუთედი ამბობს, რომ მეუღლეს / პარტნიორს მასზე მეტი შემოსავალი აქვს. ქალის საშინაო აუნაზღაურებელი შრომა ჯერ კიდევ არ არის აღიარებული საქართველოს კანონმდებლობით. ჯეოსტატის კვლევის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული სასოფლოსამეურნეო მიწების მხოლოდ 16%-ს ფლობენ ქალები, რეგისტრირებული საცხოვ3 რისების მხოლოდ 20%-ის მფლობელად ფიქსირდება ქალი. ეს მდგომარეობა ქალებს განსაკუთრებულად აბრკოლებს ეკონომიკური საქმიანობის დაწყების, კრედიტის აღებისა და მეწარმეობის კუთხით. 2 3 ქალი და კაცი საქართველოში. 2018 https://www.geostat.ge/media/23369/WM_ge-2018.pdf პილოტური კვლევა გენდერულად დიფერენცირებული მონაცემების შეგროვებაზე აქტივების ფლობასა და მეწარმეობაზე https://www.geostat.ge/media/13803/EDGE-Report-GEO-Final.pdf გვ.62 12 გარდა ამისა, საქართველოში ქალების აკადემიური მოსწრება (უმაღლესი განათლების ეტაპზე) გაცილებით მაღალია, ვიდრე კაცების. თუმცა, ეს არ აისახება 4 მათ შემდგომ კარიერულ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე მიუთითებს NDI-ის კვლევაც (2014წ.) პოლიტიკურ პროცესებში საქართველოში ქალთა მონაწილეობაზე: ქალების 78% და კაცების 67% მიიჩნევს, რომ ქალები ისე კარგად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც კაცები. ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობას განაპირობებს ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის უახლესი კვლევით, 2017 წლის მონაცემებით, თვიურ ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა 35,2%-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ქალები ყოველთვიურად კაცების მიერ გამომუშავებულ 1 ლართან მიმართებაში 65 თეთრს გამოიმუშავებდნენ. მნიშვნელოვანია გენდერული სახელფასო სხვაობის გამოთვლა საათების მიხედვითაც, რადგან ქალებს, სახლში შესრულებული აუნაზღაურებელი შრომის გამო ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ნაკლები დრო აქვთ. გენდერული სახელფასო განსხვავება ნამუშევარი საათების მიხედვით, თუ გავითვალისწინებთ დასაქმებულების პირად მახასიათებლებს (ასაკს, განათლებას) და სხვა ფაქტორებს (თანამდებობას, დასაქმების სექტორს და ა.შ.), 2017 წელს 24,8%-ს უტოლდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ უმუშევარ ქალებს უკეთესი მახასიათებლები აქვთ - მათ 38%-ს უმაღლესი განათლება აქვს, კაცებში 5 იგივე მაჩვენებელი 16%-ია. 4 5 CRRC, UN Women ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში, 2018 http://www2.unwomen.org//media/field%20office%20georgia/attachments/publications/2018/womens%20economi c%20inactivity%20and%20inf%20employment%20georgiageo.pdf?la=en&vs=2939 გვ.18 გაეროს ქალთა ფონდი, ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის პოლიტიკის შესახებ დიალოგი იწყება, მაისი, 2019. http://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2019/05/dialogue-to-be-launched-onpolicy-aiming-to-eliminate-gender-pay-gap 13 პროფესიული განათლება საქართველოში: მიმოხილვა და საკანონმდებლო ჩარჩო წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების წესი და პირობები, მართვისა და დაფინანსების პრინციპები, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტატუსი და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები განსაზღვრულია საქართველოს კანონში 6 პროფესიული განათლების შესახებ. 7 2010 წელს შესულმა ცვლილებებმა კანონში პროფესიული განათლების შესახებ, საფუძველი ჩაუყარა პროფესიული განათლების რეფორმას; ამავე წელს 8 შექმნილმა კანონმა განათლების ხარისხის განვითარების შესახებ ხელი შეუწყო ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბებას პროფესიულ განათლებაში და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებას. თუმცა, შემდგომი რეფორმებისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა ახალი პროფესიული განათლების კანონი 2018 წლის სექტემბერში დაამტკიცა. შესაბამისი რეგულაციების შემუშავება უზრუნველყოფს შემდგომი რეფორმების განხორციელებას და საქართველოში პროფესიული განათლების მოდერნიზაციას. 6 7 8 საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ პირველად მიიღეს 2007 წელს. „პროფესიული განათლების შესახებ “საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებებით შეტანის თაობაზე“. 2010. https://matsne.gov.ge/ka/document/view/93088?publication=0 საქართველოს კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ. 2010 https://matsne.gov.ge/ka/document/view/93064?publication=15 14 საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013–2020 წლები) პროფესიული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია. სტრატეგია საქართველოს მთავრობის ხედვაა საქართველოს პროფესიული განათლების სამომავლო განვითარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ, სტრატეგიის ავტორთა მოსაზრებით, სტრატეგია მოიცავს ადამიანის და ბავშვთა უფლებების, ინკლუზიური განათლებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს, პროფესიული განათლების ნაწილში აღნიშნული სტრატეგია არ არის მიმართული გენდერული თანასწორობის ასპექტების დანერგვისაკენ. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი ასახულია სტრატეგიაში და ის ითვალისწინებს ერთიანი, მოქნილი ქსელის არსებობას, რომელიც აერთიანებს „ეფექტური დაფინანსებისა და მართვის მქონე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ პროფესიული განათლების პროვაიდერებს;“ ამასთანავე, სტრატეგიის მიხედვით, ქსელი ხელმისაწვდომი უნდა იყოს „ნებისმიერი პირისათვის მისი ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის, საცხოვრებელი ადგილის, მენტალური თუ ფიზიკური შესაძლებლობისდა მიუხედავად.” 9 პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად. პროფესიულ განათლებას საქართველოში ახორციელებენ კერძო და სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები, კოლეჯები, პრაქტიკის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლებები. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სახეებია: საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. პროფესიული განათლება ასევე ხორციელდება პროფესიული მომზადების პროგრამით, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. გარდა ამისა, არსებობს პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. მეცხრე-მეთერთმეტე კლასებში ხორციელდება პროფესიული ორიენტაციის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები განათლების, გადამზადებისა და პროფესიების შესახებ და მართონ საკუთარი კარიერა. 9 საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია. შედეგი#2. დამტკიცებულია საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით #300, 2013 წლის 26 დეკემბერი. 15 10 პროფესიული განათლების შესახებ 2018 წელს მიღებული ახალი კანონი ფორმალური განათლების ფარგლებში ითვალისწინებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ არსებობდა. აღნიშნული პროგრამების განხორციელება 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. კანონი ნებისმიერ იურიდიულ პირს (საგანმანათლებლო დაწესებულება, ასოციაცია, კომპანია და სხვ.) აძლევს შესაძლებლობას, შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამები განახორციელოს ფორმალური განათლების ფარგლებში; ასეთ პირს აქვს კანონიერი უფლება, გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი. ამ მიდგომის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. გარკვეულ მუნიციპალიტეტებში კოლეჯები ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა ამავე მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტრენინგცენტრები აქტიურად საქმიანობენ და სავსებით შესაძლებელია მათი რესურსების გამოყენება და ზრდასრული მოსახლეობისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო კურსების შეთავაზება შრომის ბაზრის მოთხოვნების სწრაფად დაკმაყოფილებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. 10 საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ. 2018 https://www.mes.gov.ge/content.php?id=7751&lang=geo 16 საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვა გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემები მსოფლიოში სამაგალითოა. გერმანიაში პროფესიული განათლება მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, განსაკუთრებით — ახალგაზრდებში. ამის მიზეზი დასაქმების მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიო ტენდენციით, ბიზნესსა და მრეწველობაში განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი კვალიფიციური ტექნიკური პროფილის მქონე კადრების სიმცირეა. გერმანიის ეკონომიკური მოდელის სიძლიერეს სწორედ ის განსაზღვრავს, რომ ქვეყანა სისტემატურად ამზადებს კვალიფიციურ მუშახელს და მათი უმეტესობა დუალური სისტემის ფარგლებში გადამზადდება. პროფესიული განათლების დუალური სისტემა გერმანიის მრეწველობის წარმატების ქვა11 კუთხედია. პროფესიული დუალური განათლება ორ მთავარ ადგილზე ხორციელდება: ერთია პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულება, სადაც სტუდენტი პროფესიისათვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას იღებს; ხოლო მეორე ადგილია კომპანია/საწარმო, სადაც სტუდენტი პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო უნარებს ივითარებს. გერმანიაში, საშუალოდ, პროფესიული განათლების 40% ხორციელდება სასწავლებელში, ხოლო 60% კომპანიაში. ამგვარად, პროფე-სიული დუალური განათლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის პრაქტიკაზე, კეთებაზე ორიენტირება. თუმცა დუალური პროფესიული განათლება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მიიჩნევს, რომ თანასწორობის საკითხი პროფესიულ განათლებაში და კაცებსა და ქალებს შორის კვალიფიკაციის დონეს შორის სხვაობა გამოწვეულია უფრო ფართო უთანასწორობით. აღნიშნული უთანასწორობის დასაძლევად კი აუცილებელია, რომ მთავრობამ მიზანმიმართულად დაუჭიროს მხარი მოწყვლად ჯგუფებს და შექმნას ფინანსური წახალისების მექანიზმები დასაქმებულებისთვის.12 სწორედ აღნიშნულ მიდგომას ეფუძნება ევროპაში 2002 წელს მიღებული დეკლარაცია „პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში ევროპული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ“ (კოპენჰაგენის დეკლარაცია). აღნიშნული დეკლარაციის მიღებით დაიწყო ე.წ. „კოპენჰაგენის პროცესი“, რომლითაც ევროპის სივრცეში მყოფმა ქვეყნებმა შექმნეს ურთიერთთავსებადი, საერთო ღირებულებებსა და მიდგომებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების სისტემები.13 11 12 13 https://www.dw.com/en/germany-exports-a-secret-of-its-success-vocational-education/a-38114840 http://www.oecd.org/education/skills-beyond-school/43897509.pdf http://www.mes.gov.ge/uploads/სტრატეგია/განათლებისა%20და%20მეცნიერების%20სტრატეგია.pdf 17 პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების როლი, რადგან მათი ცალკეული პროგრამები მიმართულია პროფესიული განათლების მეშვეობით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ. ესენია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო (MCA Georgia), აშშ განვითარების სააგენტო USAID, GIZ გერმანიის თანამშრომლობის სააგენტო. ქალების მონაწილეობა პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაში მოკვლევის ფარგლებში თემატური მოკვლევის ჯგუფმა საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან. სამინისტროს მიერ გაზიარებული ინფორმაციით, გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რასაც ცხადჰყოფს პროფესიულ განათლებაში ჩარიცხული სტუდენტების მზარდი მაჩვენებელი: 2013 წელი - 8396 სტუდენტი, 2014 წელი - 9910 სტუდენტი, 2015 წელი - 10 273 სტუდენტი, 2016 წელი - 11 651 სტუდენტი. ამავე მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მონაწილეობა 43% იყო. ამასთან, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მთლიანი მაჩვენებელი, 2018 წლის მდგომარეობით, 60%-ია (დასაქმებული, თვითდასაქმებული, ანაზღაურებად სტაჟირებაზე დასაქმებული). მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელია 64%, ხოლო იგივე მაჩვენებელი ქალებში - 55%. დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელიც შედარებით მაღალია მამაკაცებში, ვიდრე — ქალებში (შესაბამისად: 52%, 46%), თუმცა თვითდასაქმების თვალსაზრისით კვლევის ფარგლებში სქესის მიხედვით სხვაობები არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, უმუშევრად/დაუსაქმებლად თავს ქალების უფრო 18 დიდი ნაწილი მიიჩნევს (35%), ვიდრე მამაკაცებისა (28%). უმუშევარი ქალების უმრავლესობა კურსდამთავრებულთა კმაყოფილების შეფასების კვლევის ფარგლებში აღნიშნავდა, რომ სამსახურს არ ეძებდა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე (იმყოფება დეკრეტში, ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი და სხვა). აღსანიშნავია, რომ სქესის ჭრილში განსხვავებული სურათი იკვეთება შემოსავლების თვალსაზრისითაც. კერძოდ, 901 ლარი და მეტი ხელფასი დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების 23%-ს აქვს მაშინ, როცა იგივე ანაზღაურებას დაქირავებით დასაქმებული ქალების მხოლოდ 7% იღებს; 300 ლარამდე ხელფასი კი ქალების 32%-ს აქვს, როცა მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 9%-ია. გარდა დასაქმების მაჩვენებლისა, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევა იძლევა საინტერესო ინფორმაციას მიმართულებების მიხედვით გენდერული განსხვავებების შესახებაც. კერძოდ, ინჟინერიის კურსდამთავრებულთა 83% მამაკაცია, მაშინ, როცა ბიზნესადმინისტრირების მიმართულების კურსდამთავრებულთა უმრავლესობა (76%) ქალია. აგრარულ მეცნიერებებზეც მამაკაცები ჭარბობენ, თუმცა ქალების წილიც საკმაოდ მაღალია (44%). ISET რეფორმეტრი 2019. 19 მიგნებები - ქალებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ძირითადი ბარიერები სამთავრობო პოლიტიკის, სტრატეგიებისა და არსებული კვლევების ანალიზი აჩვენებს, რომ ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა რეალური დაბრკოლებაა და ის პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპზე გენდერული მეინსტრიმინგის არარსებობითაა გამოწვეული. პოლიტიკის შემქმნელებს გენდერულ ჭრილში არ აქვთ გაანალიზებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში არსებული დაბრკოლებები. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო სტრატეგია ითვალისწინებს ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველა ჯგუფისთვის, კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების გამოყოფისა და მათი საჭიროებების კვლევის გარეშე შეუძლებელია გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნა და განხორციელება. გარდა პოლიტიკის გენდერული სიბრმავისა, წერილობით მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე დაბრკოლება, რომლებიც ხელს უშლის ქალებს ჩაერთონ პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში და გამოიყენონ მიღებული კვალიფიკაცია ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ინფორმაციის ნაკლებობა ინფორმაცია პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე არ არის ფართოდ გავრცელებული. ამის გამო, განსაკუთრებით პატარა ქალაქებსა და არაურბანულ დასახლებებში მცხოვრები ქალები, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. ფიზიკური ხელმისაწვდომობა სასწავლებლებთან სოფლად და ქალაქში მცხოვრებ ქალებს პროფესიულ განათლებაზე ხელი არათანაბრად მიუწვდებათ. სოფლად მცხოვრები ქალებისთვის მთავარი დაბრკოლებაა ტრანსპორტირება და მასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთანავე, ოჯახთან განშორება და საბავშვო ბაღების პრობლემა გავლენას ახდენს ქალების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე. გადამზადების კურსების ხანგრძლივობა მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ზრდასრული ქალებისთვის ხელსაყრელია მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შორ მანძილზე უწევს კურსებზე სიარული. თუმცა, სასწავლო დაწესებულებებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ მოკლევადიანი გადამზადების კურსები საკმარისი არ არის სპეციალობის დასაუფლებლად. 20 ინფრასტრუქტურა ქალების ჩართვის კუთხით ყველაზე წარმატებული ის სასწავლებლები არიან, რომელთაც აქვთ განთავსების, კვებისა და სხვა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის შესაძლებლობა. პროფესიული განათლების ცენტრების დიდ ნაწილში არ არის კვების საშუალება. ინფრასტრუქტურულად გამართული მხოლოდ ის სასწავლებლები არიან, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან. სასწავლებლების/კოლეჯების ნაწილი ცნობას აძლევს კურსის მონაწილეს, რომ მათი შვილები ბაღის გახანგრძლივებულ ჯგუფში დაიტოვონ. სასწავლებლების ძალიან მცირე ნაწილს აქვს საბავშვო ოთახი. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან 2 წლამდე ასაკის ბავშვის მშობლები, რადგან ამ ასაკამდე საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს არ იღებენ. დასაქმების პერსპექტივა ხშირ შემთხვევაში ქალები ვერ ხედავენ კურსების გავლის შემდეგ დასაქმების პერსპექტივას, რის გამოც თავს იკავებენ პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარებისგან. ამასთანავე, არ ახლდება ინფორმაცია რეგიონების მიხედვით შრომის ბაზრის კვლევისა და პროფე-სიების მოთხოვნა-მიწოდების შესახებ. ზრდასრულებზე მორგებული სასწავლო გეგმა მხოლოდ რამდენიმე სასწავლებელი სთავაზობს სტუდენტებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. პრობლემურია ერთი და იმავე ჯგუფში ახლად სკოლადამთავრებული სტუდენტისა და ზრდასრულების სწავლება. ის ქალები, რომლებმაც თავის დროზე ვერ მიიღეს განათლება და ზრდასრულობის ასაკში გადაწყვიტეს პროფესიული განათლების მიღება, საჭიროებენ ზრდასრულთა განათლების პრინციპებზე მორგებული კურსების გავლას. მამაკაცებზე მორგებული დარგების სიჭარბე - გენდერულად დაყოფილი სპეციალობები პროფესიები უმეტესად გენდერულად დაყოფილია და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ქალები არ ერთვებიან ისეთ პროგრამებში, რომლებიც ტრადიციულად „კაცურ პროფესიად“ მიიჩნევა, გენდერულად დაყოფილ სფეროებად რჩება ავიაცია, რკინიგზა, ნაოსნობა. გამონაკლისია რამდენიმე სასწავლებელი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ფუნქციონირებს. აღსანიშნავია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგ-რანტო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი STEM პროფესიებში არსებული გენდერული დაყოფის დაძლევა იყო. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგრანტო დაფი- 21 ნანსების ფარგლებში შეიქმნა ახალი, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამები და აღიჭურვა დაწესებულებები. კულტურული ნორმები და სტერეოტიპები პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს ქალების მონაწილეობას ამ სფეროში. არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები პროფესიების მიმართ მჟღავნდება როგორც სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგების მხრიდან, ასევე დამსაქმებლებშიც. ბიზნესთან თანამშრომლობა ამჟამად არ ხდება სექტორული თანამშრომლობის საკმარისი წახალისება. სათანადოდ არ არის გამოყენებული ბიზნეს სექტორში არსებული დასაქმების შესაძლებლობები. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო კომპანიებს მაინც უჭირთ შესაფერისი მუშახელის მოძიება, ისინი იძულებულები არიან თავად დააფინანსონ გადამზადების პროგრამები და მათთვის საჭირო პროფესიებში მოამზადონ კადრები. 22 თემატური მოკვლევის რეკომენდაციები წარმოდგენილი თემატური მოკვლევის რეკომენდაციები განკუთვნილია აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვისა და პარლამენტისათვის (საკუთარი ზედამხედველობის ფუნქციის ფარგლებში). აუცილებელია ყველა უწყებამ ხელი შეუწყოს ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას. ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში არ დაფიქსრიებულა ისეთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. შესაბამისად, მოცემული რეკომენდაციები უფრო მეტად „რბილი“ ზომების გატარებას გულისხმობს. შემუშავებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შედარებით მცირე ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. პირველ რიგში, აუცილებელია ისეთი საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, რაც გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებას პროფესიულ განათლებაზე. გარდა ამისა, აუცილებელია პოზიტიურად შეიცვალოს პროფესიული განათლების მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულებები. გასათვალისწინებელია, რომ აქაც მნიშვნელოვანია გენდერული ჭრილი - ქალები და კაცები განსხვავებული არხებით იღებენ ინფორმაციას და განსხვავებულ ადგილებში იკრიბებიან. სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისას გენდერული ასპექტის გათვალისწინება, ბევრი ბარიერის მოხსნის წინაპირობაა. გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი უწყებები 2020 წლის შემდგომ სტრატეგიებზე იწყებენ მუშაობას, დროულია გენდერული ასპექტის ინტეგრირების მოთხოვნა. აუცილებელია საჭიროებების კვლევის საფუძვლეზე განისაზღვროს გენდერული უთანასწორობით გამოწვეული სტრატეგიული საკითხები, ჩამოყალიბდეს სამოქმედო გეგმა და შეფასების შესაბამისი მექანიზმები. საქართველოს პარლამენტს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქციის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა განახორციელოს კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკისა და სტრატეგიების გენდერული გავლენის ანალიზი (GIA), რისი პრაქტიკაც საკანონმდებლო ორგანოში 2017 წლიდან არსებობს. საჭიროა გენდერული ბიუჯეტირების განათლების ბიუჯეტის შედგენისას. პრინციპების დანერგვა პროფესიული გარდა ამისა, აუცილებელია შეგროვდეს გენდერული საკითხების მონაცემები და სტატისტიკა. ამასთანავე, შრომის ბაზრის რეგულარული და რეგიონული კვლევა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის მატებას. კერძოდ, შრომის ბაზრის კვლევის განახლებული მონაცემები საშუალებას მისცემს რეგიონებში მცხოვრებ გოგონებსა და ქალებს 23 აირჩიონ ის პროფესია, რომელიც ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმების მეტ პერსპექტივას იძლევა. ზრდასრული ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ადგილას დასაქმება, რომელიც არ დააშორებს მათ ოჯახებისგან. აუცილებელია დუალური პროგრამების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, მომზადება-გადამზადების, უწყვეტი განათლებისა და სხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება ქალების ეკონომიკური პოტენციალის განსავითარებლად. პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების როლი, რადგან მათი ცალკეული პროგრამები მიმართულია პროფესიული განათლების მეშვეობით ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ. ესენია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველო (MCA Georgia), აშშ განვითარების სააგენტო USAID, GIZ - გერმანიის თანამშრომლობის სააგენტო. გარდა პოლიტიკის ზოგადი რეკომენდაციებისა, თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა პოლიტიკის ცვლილების კონკრეტული რეკომენდაციებიც: # რეკომენდაცია 1 მიმდინარე დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების კონტექსტში აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გათვალისწინება. კერძოდ, ადგილობრივ დონეზე უნდა გადაიჭრას ტრანსპორტირების, მუნიციპალური ტრანსპორტის, ბაღების, სკოლებისა და სასწავლებლების ინფრასტრუქტურული საკითხები. მუნიციპალიტეტები; საჭიროა ეფექტურად იყოს გამოყენებული ბავშვთა ოთახებზე უკვე არსებული წარმატებული პრაქტიკა (კაჭრეთი, ზუგდიდი) და, ამ მხრივ, მუნიციპალიტეტებმა ეფექტურად გამოიყენონ ქალთა ოთახების არსებობაც. მუნიციპალიტეტები 2 ადრესატი 24 ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო # 3 4 5 რეკომენდაცია ადრესატი აუცილებელია წახალისდეს სექტორული თანამშრომლობა. კერძოდ, საჭიროა პროგრამებისა და მოდულების დანერგვა ბიზნესთან თანამშრომლობით განხორციელდეს, რადგან პროფესიული განათლების განვითარების მიუხედავად, კერძო სექტორი მაინც ვერ პოულობს შესაფერის კადრებს ბევრ დარგში. შესაძლებელია, ეფექტურად იყოს გამოყენებული უკვე არსებული პლატფორმები, მაგალითად „ქალები მომავლისათვის“, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ქალებისთვის პროფესიის მიღების ბარიერად არ დარჩეს, რეკომენდებულია, რომ პროფესიული განათლების დაწესებულებების მმართველებს ჩაუტარდეთ ტრენინგი და სპეციალისტებმა იმუშაონ მათ გენდერულ მგრძნობიარობაზე. გარდა ამისა, საჭიროა გენდერული თანასწორობის მოდულის ინტეგრირება სასწავლო მოდულებში. აღნიშნული რეკომენდაციები პროფესიული დაყოფის პრობლემის აღმოფხვრასაც მოემსახურება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭიროა, რომ პროფესიული განათლებისა და გადამზადების კომპონენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებში ინტეგრირდეს (მაგ. აწარმოე საქართველოში). საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ბიზნეს ასოციაციები; კერძო და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები, პრაქტიკის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები საგანმანათლებლო დაწესებულებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 25 # 6 რეკომენდაცია ადრესატი საჭიროა დაინერგოს სტიპენდიების პრაქტიკა, რაც მეტად გააძლიერებს გოგონებსა და ქალებს პროფესიის დაუფლების ეტაპზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; მუნიციპალიტეტები; საგანმანათლებლო დაწესებულებები 7 აუცილებელია გაგრძელდეს სკოლებში პროფესიული ორიენტაციის პრაქტიკის გამოყენება გენდერული სტერეოტიპების დასანგრევად. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საგანმანათლებლო დაწესებულებები; რესურსცენტრები 8 გეოგრაფიული დაფარვის არეალის გასაზრდელად რეკომენდებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ონლაინ კურსების/შერეული ტიპის კურსების დანერგვა და მეტი მოქნილობის შეთავაზება გარკვეულ პროფესიებზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 9 გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული განათლების სისტემაში პედაგოგების უმეტესობა ქალია, აუცილებელია პედაგოგების უფლებების ადვოკატირება. აღსანიშნავია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგების ანაზღაურება არასახარბიელოა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ყურადღებას საჭიროებს საბაზო განათლების არმქონე ქალებისთვის პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების შექმნა. გარდა ამისა, საჭიროა მაღალი კონკურენციის გამო სასწავლებლებს მიღმა დარჩენილი ქალებისთვის ხელსაყრელი გამოსავლის შეთავაზება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 10 26 კერძო და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები # 11 12 რეკომენდაცია ადრესატი საჭიროა ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული კურსების შეთავაზება ქალებისთვის: მაგ., სოფლად მცხოვრები ქალებისთვის მოსავლის მიღების ტექნოლოგიების სწავლების შეთავაზება, ბიზნესის მართვის კურსის, როგორც დამატებითი მოდულის, შეთავაზება სასწავლო პროგრამებში. საგანმანათლებლო დაწესებულებები აუცილებელია, შეღავათებისა და უპირატესობის მხრივ გათანაბრდნენ უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები, რაც გაზრდის პროფესიული განათლების პრესტიჟს და გააუმჯობესებს სტუდენტების სოციალურ მდგომარეობას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; მუნიციპალიტეტები 13 პროფესიული სასწავლებლისთვის აუცილებელია დუალური პროგრამების დანერგვა (ბიზნესთან თანამშრომლობით), საერთო საცხოვრებლის ქონა, ფიზიკური ხელმისაწვდომობა (ფილიალები), რათა უფრო მიმზიდველი გახდეს პროფესიული განათლება. საგანმანათლებლო დაწესებულებები; მუნიციპალიტეტები 14 ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში, აუცილებელია პროფესიული განათლების კუთხით არსებული დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზება საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; 27 საქართველოს პარლამენტი გამოყენებული წყაროები 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 2. პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020) 3. ქალი და კაცი საქართველოში. 2018 https://www.geostat.ge/media/23369/WM_ge2018.pdf 4. პილოტური კვლევა გენდერულად დიფერენცირებული მონაცემების შეგროვებაზე აქტივების ფლობასა და მეწარმეობაზე https://www.geostat.ge/media/13803/EDGE-Report-GEO-Final.pdf 5. CRRC , UN Women ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში, 2018 http://www2.unwomen.org//media/field%20office%20georgia/attachments/publica tions/2018/womens%20economic%20inactivity%20and%20inf%20employment%20 georgiageo.pdf?la=en&vs=2939 გვ.18 6. გაეროს ქალთა ფონდი, ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის პოლიტიკის შესახებ დიალოგი იწყება, მაისი, 2019. 7. ISWD Georgia. Brief Summary of the Progress Achieved under the Vocational Education Reform in Georgia 2014-2016 years 8. MCA, ISWD. პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარება ეროვნული პროფესიული განათლების პოლიტიკის გასაძლიერებლად: განვითარების მოკლე მიმოხილვა 9. ISET. რეფორმეტრი პროფესიული განათლების რეფორმა შეფასების III ფაზა 2019 10. პროფესიული განათლების სტატისტიკური ბიულეტენი (2016 წელი) 11. თემატური მოკვლვეის ფარგლებში მიღებული წერილობითი მოსაზრებები: http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi8/genderuli-tanasworobis-sabcho/tematuri-mokvleva/mokvleva-gender1/migebuli-masalebi 12. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი. საფარი. 2017 13. ლიბერალი. ნ. ელბაქიძე. 2016 დუალური პროფესიული განათლება გერმანიაში და მისი დანერგვის პერსპექტივები საქართველოში 14. განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის (2017-2021წწ) ანგარიში პროფესიული განათლება 2017-2018. 28 დანართი #1 - თემატური მოკვლევის კითხვარი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის თემატური მოკვლევის ჯგუფი გენდერული თანასწორობის საბჭო საქართველოს პარლამენტი კითხვები თემატურ მოკვლევაში მონაწილე ორგანიზაციებისთვის ორგანიზაცია: სახელი, გვარი: მისამართი: ელ-ფოსტა: ინფორმაციის მიღების 29 მარტი, 2018 ბოლო ვადა: ინფორმაციის მიმღები: profedu@parliament.ge დოკუმენტური მასალის ფონტი- Sylfaen ჩაბარების პირობები: ფონტის ზომა - 11 ხაზებს შორის მანძილი - 1,15 მაქსიმუმ 3000 სიტყვა კითხვები რამდენად არის პროფესიულ სასწავლებლებში ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქალებს მისცემს დასაქმების და საკუთარი ბიზნესსაქმიანობის შესაძლებლობას, როდესაც საქართველოში საგანმანათლებო დარგები კვლავ გენდერულად დაყოფილია? (მაქს. 400 სიტყვა) რამდენად თანაბარია პროფესიის სწავლისადმი ხელმისაწვდომობა სოფლად და ქალაქად მცხოვრები გოგონებისა და ქალებისათვის? (მაქს. 100 სიტყვა) რამდენად არის გავრცელებული პროფესიის დაუფლების ხანმოკლე კურსების ქსელი საქართველოში? (მაქს. 200 სიტყვა) როგორია დასაქმების და სამეწარმეო საქმიანობისათვის ხანმოკლე პროფესიული ტრენინგების და პროფესიული განათლების სრული კურსის ეფექტურობა? როგორია მათი დამთავრების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობებში განსხვავება? რა უფრო ეფექტურია, რატომ და როდის? რამდენად ხელმისაწვდომია ასეთი პროფესიის დაუფლების ხანმოკლე პროგრამები? (მაქს. 400 სიტყვა) 29 რა ბარიერები არსებობს ხანმოკლე და სრული პროფესიული პროგრამებისადმი ხელმისაწვდომობაში? (მაქს. 300 სიტყვა) როგორია სამთავრობო პოლიტიკა, რეგიონალური განვითარების სტრატეგიები და ადგილობრივი პოლიტიკა ქალებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის განსავითარებლად? (მაქს. 300 სიტყვა) ყველაზე ხშირად, რატომ ანებებენ თავს პროფესიული განათლების პროგრამას ქალები? (მაქს. 100 სიტყვა) რა უბიძგებს ქალებს ჩააბარონ პროფესიულ სასწავლებელში/კოლეჯში, რა არის მათი უმთავრესი მოტივაცია? (მაქს. 300 სიტყვა) უფრო ხშირად, რა ასაკის, გამოცდილებისა და სოციალური მდგომარეობის ქალები ინტერესდებიან პროფესიული სასწავლებლების კურსებით? (მაქს. 300 სიტყვა) სასწავლო კურსის დაგეგმვისას გათვალისწინებულია თუ არა ქალების საჭიროებები (მაგ., იგეგმება თუ არა ლექციები ბაღების/სკოლების სამუშაო დროის გათვალისწინებით, ან გათვალისწინებულია თუ არა ტრანსპორტირების საკითხი, შეუძლიათ თუ არა მცირეწლოვანი ბავშვის მოყვანა საგანმანათლებლო დაწესებულებაში)? (მაქს. 300 სიტყვა) როგორია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა პროფესიული განათლების ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნის მისაღწევად? (მაქს. 300 სიტყვა) 30 დანართი #2 -თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები მოკვლევის თემა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. მოკვლევის მიზანი სამთავრობო პოლიტიკის, რეგიონალური განვითარების სტრატეგიების და ადგილობრივი პოლიტიკის შესწავლა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა მოხდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა. მოკვლევის მიზანი სიღარიბის მაღალი დონე კვლავაც რჩება ქვეყნის ძირითად სოციალურ გამოწვევად. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გაძლიერებათან. როცა მნიშვნელოვნადაა ქალები მამაკაცებთან დაკავშირებული ერთად აქტიურად ქალთა ეკონომიკურ ერთვებიან ეკონომიკურ ცხოვრებაში, ეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე(მშპ) დადებითად აისახება. 1995 წლიდან მშპ-ს წლიური ზრდის 25 % სწორედ ქალების გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობაზე მოდის. საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 59 ადგილზეა. 31 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან მიზანი 5.7 ითვალისწინებს რეფორმებს რომელთა მიზანია ქალებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა. მათგან უმთავრესია ეკონომიკური აქტივობისათვის თანაბარი უფლებების შექმნა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში 2016 წლის მონაცემებით15 წლის და უფროსი ასაკის ქალთა 42 % ეკონომიკურად აქტიური არ არის განსხვავებით იმავე ასაკობრივი კატეგორიის ქართველი მამაკაცების 22 % ისგან. განათლება და მასზე ხელმისაწვდომობა ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ასახვას პოვებს ეკონომიკური შესაძლებლობების იდენტიფიკაციასა და რეალიზაციაზე. ქალთა დასაქმების და სამეწარმეო საქმიანობების შესაძლებლობების განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშემწყობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ქალებისათვის პროფესიულ განათლების ხელმისაწვდომობა. დღეისათვის პროფესიულ სასწავლებლებში ჩართული სტუდენტებიდან 61% მამრობითი სქესია. პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია გოგონებისთვის მათი კარიერისათვის ერთის მხრივ და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევისათვის, მეორეს მხრივ. ტექნიკური პირობები თემატური მოკვლევის ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირები) წერილობით ფორმით დადასტურებული პოზიციების წარსადგენად სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებით . დოკუმენტურად დადასტურებული პოზიციები უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: რამდენადა არის პროფსასწავლებლებში ისეთი მიმართულებები, რომლებიც ქალებს მისცემენ დასაქმების და საკუთარი ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობას, როდესაც საქართველოში საგანმანათლებო დარგები კვლავ გენდერულად სეგრეგირებულია? რამდენად თანაბარია პროფესიის სწავლისადმი ხელმისაწვდომობა სოფლად და ქალაქად მცხოვრები გოგონების და ქალებისათვის? რამდენად არის გავრცელებული პროფესიის დაუფლების ხანმოკლე კურსების ქსელი საქართველოში? როგორია დასაქმების და სამეწარმეო საქმიანობისათვის ხანმოკლე პროფესიული ტრენინგების და პროფესიული განათლების სრული კურსის 32 ეფექტურობა? როგორია მათი დამთავრების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობებში განსხვავება? რა უფრო ეფექტურია და რატომ და როდის? რამდენად ხელმისაწვდომია ასეთი ხანმოკლე პროფესიის დაუფლების ხანმოკლე პროგრამები? რა ბარიერები არსებობს ხანმოკლე და სრული პროფესიული პროგრამებისადმი ხელმისაწვდომობაში? როგორია სამთავრობო პოლიტიკა და რეგიონალური განვითარების სტრატეგიები და ადგილობრივი პოლიტიკა ქალებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის განსავითარებლად. ეს და სხვა კითხვები ასახული იქნება სამუშაო ჯგუფისადმი მოწოდებულ ინფორმაციაში. აგრეთვე ჩვენს მიერ მოწვეული შესაბამისი მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტების მხრიდან მოხდება ამ საკითხებზე საუბარი, რაც ამ კონკრეტული საკომიტეტო მოკვლევის სფეროა. დოკუმენტებზე მუშაობის და ზეპირი მოსმენების საფუძველზე შემუშავებული იქნება რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. ჩაბარების ვადა დაინტერესებულ მხარეებს, საშუალება ეძლევათ შესაბამისი დოკუმენტი მასალა მიაწოდონ მოკვლევის ჯგუფს, 2019წლის 29 მარტის ჩათვლით. დოკუმენტური მასალების დოკუმენტი მასალა შედგენილი უნდა იყოს PDF –ის ფორმატში; ჩაბარების პირობები დოკუმენტი მასალის ტექსტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას და 3 გვერდს; დოკუმენტის მასალაში მოცემული უნდა იყოს ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც მისცემს სამუშაო ჯგუფს სწორი ანალიზის საშუალებას; აუცილებლად უნდა იკითხებოდეს მომხსენებლის შესახებ ინფორმაცია;მასალა გამოიგზავნოს მისამართზე: profedu@parliament.ge საკონტაქტო ინფორმაცია მარიამ ციცქიშვილი: mtsitskishvili@parliament.ge 33 საკონტაქტო ინფორმაცია: რუსთაველის გამზირი 8 0114, თბილისი profedu@parliament.ge