საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენვიის „კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებასთან“ შეერთების (N07-2/347; 13.05.2019) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-14869/19
02-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვის საფუძველზე გთხოვთ, განხილვისათვის
დადგენილი ვადის ერთი თვით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციაზე „კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებასთან“
შეერთების თაობაზე (N 07-2/347; 13.05.2019).
დანართი: 1 ფ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-14823/19
30-08-2019
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ კახაბერ კუჭავას
ბატონო კახაბერ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2019 წლის 20 მაისის ბიუროს (N260/27)
გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 3
სექტემბრამდე დაევალა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გაეროს კლიმატის
ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებასთან“ შეერთების თაობაზე
(N 07-2/347; 13.05.2019) განხილვა. შემდგომში დასკვნის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების (წამყვანი) კომიტეტისთვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გაეროს კლიმატის
ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებასთან“ შეერთების თაობაზე
(N 07-2/347; 13.05.2019) განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ, განხილვის ვადა
გააგრძელოთ ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge