საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (07-2/349; 15.05.2019) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-14875/19
02-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
,,ლიცენზიებისა
და
ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, “ფსიქიატრიული
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
“პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-2/349; 15.05.2019)
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N260/10; 20.05.2019)
კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (I მოსმენა 17.09.2019), ხოლო სავალდებულო კომიტეტებია - ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის,
საფინანსო-საბიუჯეტო და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტები (სავალდებულო წესით განხილვის ვადა 03.09.2019).
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2019 წლის 15 აგვისტოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა
N2-14307/19
წერილით
მომართა
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტს
და
კანონპროექტებზე კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერების
მიზნით მოითხოვა განხილვის ვადის გაგრძელება. შესაბამისად, გთხოვთ, როგორც
წამყვან კომიტეტს, ისე სავალდებულო კომიტეტებს გაუგრძელდეთ კანონპროექტების
განხილვისათვის განსაზღვრული ვადა 30 დღით.
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-14307/19
15-08-2019
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/349; 15.05.2019) საქართველოს პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილებით (N260/10; 20.05.2019)
სავალდებულო კომიტეტია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტი. კანონპროექტების განხილვის ვადად განსაზღვრულია 11.06.2019-03.09.2019
აღნიშნულ კანონპროექტებზე კონსულტაციების გასამართად და პოზიციების
შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით,
კანონპროექტების განხილვის ვადა
გაგრძელდეს ერთი თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge