საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების დასკვნების საფუძველზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობის (07-2/388; 03/09/2019) და „სამთავრობო პროგრამის 2019-2020“ საქართველოს პარლამენტის 8 სექტემბერის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (178 KB)
📄 დასკვნა (84 KB)
📄 დასკვნა (92 KB)
📄 დასკვნა (94 KB)
📄 დასკვნა (72 KB)
📄 დასკვნა (76 KB)
📄 დასკვნა (74 KB)
📄 დასკვნა (74 KB)
📄 დასკვნა (72 KB)
📄 დასკვნა (499 KB)
📄 დასკვნა (83 KB)
📄 დასკვნა (82 KB)
📄 დასკვნა (70 KB)
📄 დასკვნა (83 KB)
📄 დასკვნა (71 KB)
📄 დასკვნა (69 KB)
📄 დასკვნა (69 KB)
📄 დასკვნა (68 KB)
📄 დასკვნა (72 KB)
📄 დასკვნა (68 KB)
📄 დასკვნა (68 KB)
📄 დასკვნა (71 KB)
📄 დასკვნა (115 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-07
ბიუროს ნომერი 282
📜 ტექსტი
დასკვნა
დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტი
2-15123/19
04-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად,
გიგზავნით
კანდიდატის
გიორგი
დასკვნას
გახარიას
მიერ,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
საქართველოს
პარლამენტში
ნდობის
გამოსაცხადებლად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და
სამთავრობო პროგრამის (№07-2/388; 03.09.2019) თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ,
საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილ
საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის
(№07-2/388; 03.09.2019) თაობაზე
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა
შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე, განიხილა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
საქართველოს
პარლამენტში
კანდიდატის
წარმოდგენილი
გიორგი
სამთავრობო
გახარიას
პროგრამა
მიერ,
და
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის (№07-2/388; 03.09.2019) ნდობის
გამოცხადების საკითხი.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, საქართველოს
საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრულია ერთიანი,
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების
ხელშეწყობა. ასევე, მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად
შეუწყობს ხელს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო
ინტერესების
განხორციელებას,
თვითმყოფადობის
ეფექტიანად
შენარჩუნებას,
წარმართვას,
ეროვნული
იდენტობისა
დიასპორული
დიასპორული
და
ორგანიზაციების
პოლიტიკის
კულტურული
საქმიანობის
განხორციელებისას
სახელმწიფო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოეთში
მცხოვრებ თანამემამულეთა ადგილსამყოფელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს
სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიასპორის ჩართულობას და უცხოეთში
მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების
ხელშეწყობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტმა, ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების
უმრავლესობით, ნდობა გამოუცხადა წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის
წევრთა კანდიდატურებსა და სამთავრობო პროგრამას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ბექა ოდიშარია
დასკვნა
სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტი
2-15180/19
05-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ
საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და ,,სამთავრობო პროგრამა 2019-2020“
(07-2/388, 03.09.2019) ნდობის გამოცხადების საკითხზე
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა
2019 წლის 4 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატის
მიერ
წარმოდგენილი
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისა და ,,სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ ნდობის გამოცხადების
საკითხი.
სამთავრობო პროგრამა კომიტეტს წარუდგინა საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა
მიხეილ
ბატიაშვილმა.
კომიტეტმა ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატის
მიერ
წარმოდგენილ
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობასა და ,,სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ ნდობის გამოცხადების
საკითხს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-15197/19
05-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ
ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის
შემადგენლობასა და „სამთავრობო პროგრამაზე 2019-2020“ (07-2/388, 03.09.2019)
საგარეო
ურთიერთობათა
პრემიერმინისტრობის
კანდიდატის
კომიტეტმა
განიხილა
გიორგი
გახარიას
საქართველოს
მიერ
ნდობის
გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა
და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ (07-2/388, 03.09.2019) და მხარი დაუჭირა
ხმათა უმრავლესობით (9 მომხრე, 0 წინააღმდეგი).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-15216/19
05-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების და 2019-2020
წლების სამთავრობო პროგრამის (07-2/388, 03.09.2019) თაობაზე
კომიტეტმა 2019 წლის 4 სექტემბერის სხდომაზე განიხილა საქართველოს
კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნდობის მისაღებად წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და ამავე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი
„სამთავრობო პროგრამა 2019-2020“.
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას
და სამთავრობო პროგრამას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-15232/19
05-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა კულტურის
კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრემიერ - მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ
საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და ,,სამთავრობო პროგრამისათვის 2019-2020“
(07-2/388; 03.09.2019) ნდობის გამოცხადების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2019
წლის 4 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერ - მინისტრობის
კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის
შემადგენლობა და ,,სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ (07-2/388 03.09.2019). სამთავრობო
პროგრამა კომიტეტს წარუდგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა.
წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის მიხედვით საქართველოს მთავრობა თავისი
უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის - განათლების მიმართულებით
განახორციელებს
რეფორმის ახალ, კომპლექსურ და მრავალმხრივ ეტაპს. დაგეგმილია ისეთი
საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების
შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო
თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად,
უზრუნველყოფს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის
გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას.
ადამიანური კაპიტალის განვითარება განიხილება როგორც ქვეყნის გრძელვადიანი
ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის უმთავრესი წინაპირობა. აღნიშნული
რეფორმის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი წარმატებით
განხორციელება საჭიროებს განათლებაზე მიმართული რესურსების ზრდას.
განათლების სისტემაში საგანმანათლებლო პროცესის ფოკუსი და, განათლების
საფეხურის შესაბამისად, მის ცენტრში განათლების მიმღები პირი (ბავშვი, მოზარდი,
ახალგაზრდა და განათლების მიღების ზრდასრული მსურველი) უზრუნველყოფილი იქნება
მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის (LLL) პრინციპის შესაბამისად. თავის მხრივ,
საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეთავაზებული იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან
თავისუფალი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო. უზრუნველყოფილი იქნება
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება განათლების ყველა საფეხურისათვის.
განათლების რეფორმა განხორციელდება განათლების სისტემის ყველა მიმართულებით:
ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება,
უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და
ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან
როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი
ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის
განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციასა და მის პოზიციონირებას საერთაშორისო
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ასპარეზზე, ე.წ. საიმიჯო ხასიათის პროექტების შინაარსის გაფართოებას როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხალხებს შორის დაახლოვებასა და კულტურათაშორის
დიალოგს.
კულტურის მართვის ეფექტიან მოდელზე გადასვლის მიზნით, მიმდინარეობს
კულტურის მართვის და დაფინანსების დეცენტრალიზაციის პროცესი. კერძოდ,
მიმდინარეობს სსიპ ქართული კულტურის ეროვნული ფონდის ფორმირება, რის შედეგადაც,
კულტურის სფეროში შეიქმნება მართვის უფრო მოქნილი და ევროპულ სტანდარტებთან
დაახლოვებული მექანიზმები, „კარგი მმართველობის“ პრინციპების გათვალისწინებით.
გაიზრდება ექსპერტთა და პროფესიონალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და
კულტურის სხვადასხვა დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში. გაგრძელდება
მუშაობა კულტურის დაფინანსების დივერსიფიკაციისთვის.
დაიხვეწება კულტურასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული
კანონმდებლობა;
მომზადდება ახალი ნომინაციები კაცობრიობის არამატერიალური
მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესატანად და მოხდება მსოფლიო
მემკვიდრეობის წინასწარი ნუსხის განახლება. გაგრძელდება საზღვარგარეთ ქართული
კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და ძეგლებზე საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო
სამუშაოები. გაგრძელდება მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და
დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებისთვის.
კომიტეტმა ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერ - მინისტრობის
კანდიდატის
მიერ წარმოდგენილ
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და
სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ჯაში
დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-15224/19
05-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, 2019 წლის 5 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის
სამთავრობო
პროგრამა
და
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი.
კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების
უმრავლესობით,
ნდობა
გამოუცხადა
საქართველოს
პრემიერმინისტრობის
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი კახიანი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-15235/19
05-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი
გახარიას
მიერ
ნდობის
საქართველოს
მთავრობის
გამოცხადებისა
და
მისაღებად
წარმოდგენილი
შემადგენლობისთვის
„სამთავრობო
პროგრამა
ნდობის
2019-2020“-ს
განხილვის თაობაზე (N07-2/388; 03.09.2019)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის
მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 05 სექტემბრის სხდომაზე განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის
გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის
ნდობის გამოცხადების საკითხი და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“.
კომიტეტი გაეცნო წარმოდგენილი მთავრობის წევრობის კანდიდატების
ბიოგრაფიულ ცნობებს, აგრეთვე ინფორმაციას მათი შრომითი გამოცდილებისა და
პროფესიული ცოდნის შესახებ.
კომიტეტმა
ასევე
მოისმინა
ინფორმაცია
წარმოდგენილი
სამთავრობო
პროგრამის ძირითადი მიმართულებებისა და აღნიშნული პროგრამის მიხედვით
კანდიდატთა ხედვების, მიზნების, პრიორიტეტების, სამომავლო გეგმებისა და
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
კომიტეტმა, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატის
გიორგი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
გახარიას
მიერ
წარმოდგენილი
საქართველოს
გამოცხადებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
მთავრობის
შემადგენლობისთვის
ნდობის
დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-15233/19
05-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის
გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და
„სამთავრობო პროგრამა 2019-2020“-ის თაობაზე (07-2/388/9; 3.09.2019)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 5 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის
გამოცხადებისათვის
წარმოდგენილი
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობა
დამსწრე
კომიტეტის
და
„სამთავრობო პროგრამა 2019-2020“.
კომიტეტმა
ფარული
კენჭისყრით
სხდომაზე
წევრთა
უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი
გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის
შემადგენლობას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი სესიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-15260/19
06-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო
პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე (№07-2/388; 03.09.2019)
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა
2019 წლის 4
სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის
ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილა.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა კომიტეტს გააცნო
მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ხედვები, პრიორიტეტები და სამომავლო
გეგმები. განახლებული პროგრამის მიხედვით საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები
უცვლელი რჩება და ეფუძნება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის
რეზოლუციას „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“.
ძირითად სტრატეგიულ მიზნად კვლავ გვევლინება საქართველოს სრულფასოვანი
ინტეგრაცია
ევროკავშირსა
და
ნატოში,
ასევე
ჩვენს
მთავარ
სტრატეგიულ
პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის
გაღრმავება.
კომიტეტის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის დეოკუპაციას,
ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენას
და
კონფლიქტის
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მშვიდობიანი
დარეგულირების პოლიტიკას. შესაბამისად, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას
რუსეთის
ფედერაციის
მიერ
ოკუპირებული
ტერიტორიების
ფაქტობრივი
ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების აღკვეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონების
დეოკუპაციის,
ადგილზე
მშვიდობისა
და
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული მიზნების მისაღწევად გამოყენებული კვლავ
იქნება ყველა არსებული ორმხრივი და საერთაშორისო ფორმატი.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონსტიტუციით გამყარებული პრიორიტეტია
ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით გრძელდება ასოცირების
ხელშეკრულების შეთანხმების შესრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის კომპონენტის
გამოყენება. სამთავრობო პროგრამა ხაზს უსვამს
ევროკავშირში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკული შესაძლებლობის ათვისების
აუცილებლობას და ამ მიზნის განხორცილებას ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო
რუკის შესაბამისად გეგმავს.
პრიორიტეტად რჩება საქმიანობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი
ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
კომიტეტი მიესალმება, რომ საქართველოს მთავრობა
პოლიტიკის სფეროში
თანმიმდევრულია საგარეო
და მიიჩნევს რომ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა
პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
კომიტეტმა, ფარული კენჭისყრით კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების
უმრავლესობით, ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და
სამთავრობო პროგრამას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თამარ ხულორდავა
დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-15265/19
06-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს
პრემიერმინისტრობის
კანდიდატის
გიორგი
გახარიას
მიერ
საქართველოს პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისა და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის
(№07-2/388; 03.09.2019) თაობაზე
საქართველოს
პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე
მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, კომიტეტის
სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი
გახარიას მიერ ნდობის მისაღებად
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის
შემადგენლობა და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამა (№07-2/388; 03.09.2019).
კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა
ხმების უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და
სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადებას.
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-15299/19
06-09-2019
აგრარულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მთავრობის „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“-ისა და საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე
(№07-2/388; 03.09.2019)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 5 სექტემბრის
სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ და
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.
კომიტეტი გაეცნო საქართველოს მთავრობის წევრების კანდიდატების შესახებ
მონაცემებს და მოისმინა ინფორმაცია წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის
თაობაზე.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, კენჭისყრაში მონაწილე წევრთა (სხდომას
ესწრებოდა კომიტეტის 11 წევრი, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 10-მა წევრმა) მიერ
ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამას
და საქართველოს მთავრობის შემადგენლობას.
კომიტეტის თავმჯდომარე
ოთარი დანელია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-15318/19
06-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისა და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამისათვის
ნდობის გამოცხადების საკითხზე
კომიტეტმა მიმდინარე წლის 05 სექტემბერის სხდომაზე განიხილა საქართველოს
კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნდობის მისაღებად წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და ამავე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი
საქართველოს სამთავრობო პროგრამის ნდობის გამოცხადების საკითხი და მხარი დაუჭირა
მას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ფრაქცია
„ქართული ოცნება - მწვანეები“
2-15352/19
07-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2019
წლის 7 სექტემბერს
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეებმა“ განიხილა საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 20192020“.
სამთავრობო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს,
როგორებიცაა
უსაფრთხოება
და
ადამიანის
უფლებები,
ეკონომიკური
განვითარება,
განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა. ვფიქრობთ,
პროგრამაში წარმოდგენილი საკვანძო საკითხები სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის წინაშე
მდგარ გამოწვევებთან და ხაზგასმითაა გამოკვეთილი თუ რა ქმედითი და ეფექტიანი
ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად. დოკუმენტში
ყურადღება გამახვილებულია გარემოს დაცვასა და მისი მდგრადობის შენარჩუნებაზე.
ხაზგასმულია ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას გარემოზე ზემოქმედების შეფასების
პროცესის გაუმჯობესების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემის
ჩამოყალიბების, ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით
განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით.
პროგრამა დაფუძნებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს“ მიერ დამკვიდრებულ იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც
ემსახურება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას,
ქვეყნის
ეკონომიკურ
დეოკუპაციისთვის
განვითარებას,
ეფექტიანი
ტერიტორიული
ნაბიჯების
გადადგმას,
მთლიანობის
და
ქვეყნის
საქართველოს
სრულფასოვან
ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის
გაძლიერებას.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“
მხარდაჭერას უცხადებს პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, მის მიერ
ნდობისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და „სამთავრობო
პროგრამა 2019-2020“-ს.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
გიორგი გაჩეჩილაძე
დასკვნა
ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“
2-15351/19
07-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
2019 წლის 7 სექტემბერს, საპარლამენტო ფრაქციამ - „ქართული ოცნება - ძლიერი
საქართველოსთვის“, განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი
გახარიას
მიერ,
საქართველოს
პარლამენტისადმი
ნდობის
გამოცხადებისათვის
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 20192020“.
უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, 2019-2020 წლების
განმავლობაში, წარმოდგენილი სამთავრობო გუნდი ძირითადად ორიენტირებული იქნება
ხსენებულ პერიოდში სწრაფი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის ხელშესახები
შედეგების მიღწევაზე. ხაზგასასმელია, რომ პროგრამაში გამოყოფილი ოთხი ისეთი საკვანძო
მიმართულებისაკენ ძალისხმევის მიმართვა, როგორებიცაა - უსაფრთხოება და ადამიანის
უფლებები, ეკონომიკის განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და
სახელმწიფო მმართველობა, პირდაპირ პასუხობს იმ ურთულეს გამოწვევებს, რომელთა
წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. კერძოდ, ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა,
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და დეოკუპაციის პოლიტიკის
გატარება, ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, მოქალაქეთა უსაფრთხოების
უზრუნველყოფა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნით საგარეო
ურთიერთობების გააქტიურება, სრულ თანხვედრაშია ჩვენი ფრაქციის ძირითად
პრინციპებთან და პოლიტიკურ ხედვასთან.
უმნიშვნელოვანესია, რომ წარმოდგენილ პროგრამაში ნათლად არის გაწერილი
სამთავრობო გუნდის გეგმები და მკაფიოდ არის წარმოჩენილი ის ეფექტური ნაბიჯები,
რომლებიც
საბოლოო
შედეგის
სახით,
უზრუნველყოფს
ანგარიშვალდებული,
მიუკერძოებელი და სახელმწიფოს წინსვლისაკენ ორიენტირებული მთავრობის
ჩამოყალიბებას და მდგრადი და ეფექტური პოლიტიკის გატარებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული
ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის,“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატს, ბატონ გიორგი გახარიას, მის მიერ ნდობის გამოცხადების მიზნით წარმოდგენილ
საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და მხარს უჭერს „სამთვარობო პროგრამა 20192020“-ს.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
ირაკლი აბუსერიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-15353/19
07-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2019
წლის 7 სექტემბერს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ განიხილა საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისათვის
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 20192020“.
პროგრამაში წარმოდგენილი ხედვა, რომელიც მიმართულია ისეთი საკვანძო საკითხებისკენ,
როგორიცაა უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება
და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა სრულად შეესაბამება
ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და პროგრამაში მკაფიოდაა გაწერილი თუ რა ქმედითი
ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.
პროგრამა დაფუძნებულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ მიერ დამკვიდრებულ იმ ძირითად პრინციპებზე, რაც ემსახურება
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, ადამიანის უფლებათა დაცვას, ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის დეოკუპაციისთვის
ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში
სრულფასოვან ინტეგრაციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია „ქართული ოცნება“ სრულ
მხარდაჭერას უცხადებს პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, მის მიერ
ნდობისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და „სამთავრობო
პროგრამა 2019-2020“-ს.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ფრაქცია
„ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“
2-15354/19
07-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების N281/2 თანახმად
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკამ“ განიხილა და იმსჯელა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ბატონი გიორგი გახარიას მიერ
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის
გამოცხადების საკითხზე.
წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა
მოიცავს როგორც ქვეყნის
სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ითვალისწინებს
ევროპულ
და
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში
ინტეგრაციისათვის
გათვალისწინებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორც სახელმწიფო
მმართველობის და ადმინისტრაციული უფლებამოსილების განხორციელების
კუთხით, ასევე ცალკეული სფეროსადმი გათვალისწინებული მიდგომის ასპექტში.
მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესის მშვიდობიან ჩარჩოში გაგრძელება და
აგრეთვე თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების აუცილებლობა, რათა ქვეყანამ
შეძლოს მდგრადი შემაკავებელი ამოცანების შესრულება. ქვეყნის ეკონომიკური
განვითარება, მთავრობის მიერ გათვალისწინებული სოციალური პოლიტიკა,
უსაფრთხოება, რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა, ადამიანის უფლებების დაცვა,
განათლების სფეროში ინტერდისციპლინარული მიდგომების დამკვიდრება და სხვა
სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების არსებობა წარმოდგენილ
პროგრამაში, სრულად პასუხობს ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ დამკვიდრებულ
დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს პრინციპებს, რომელიც
უმნიშვნელოვანესია ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის და
მომავალში ხელშესახები შედეგების მისაღებად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად წარმოგიდგენთ ჩვენი ფრაქციის დასკვნას ზემოაღნიშნულ საკითხთან
მიმართებაში და გაცნობებთ, რომ ფრაქცია ,, ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“
მხარს უჭერს, იზიარებს და ეთანხმება 2019-2020 წლების საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას,
ეკონომიკური პოლიტიკის
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პრიორიტეტებს, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ადამიანზე და მის
კეთილდღეობაზე. გვჯერა და გვწამს რომ, განახლებული მთავრობა ბატონი გიორგი
გახარიას ხელმძღვანელობით,
სწრაფად და ეფექტურად განახორციელებს და
ცხოვრებაში გაატარებს საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ გეგმებს, რომელიც
ხელშესახები იქნება თითოეული მოქალაქისთვის.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
გოჩა ენუქიძე
დასკვნა
ფრაქცია
„ქართული ოცნება - კონსერვატორები“
2-15356/19
07-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
ფრაქცია
„ქართულმა
ოცნება
-
კონსერვატორებმა“
განიხილა
საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობისათვის წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“.
სამთავრობო პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია თითოეული ადმიანისათვის
სასარგებლო სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისი
სწრაფი და ადეკვატური შედეგების მიღებაზე, ძირითად პრინციპებზე, რაც ემსახურება
დემოკრატიული
სახელმწიფოს
მშენებლობას,
ქვეყნის
ეკონომიკურ
განვითარებას,
ტერიტორიულ მთლიანობისა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში
სრულფასოვან ინტეგრაციას. სამოქმედო გემის ძირითადი პრიორიტეტებიდან გამოყოფილია
ოთხი საკვანძო საკითხი: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკის განვითარება,
განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა,
რომელიც უმნიშვნელოვანესია ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორები“
სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, მის მიერ
ნდობისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და „სამთავრობო
პროგრამა 2019-2020“-ს.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
გიგა ბუკია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ფრაქცია „ქართული ოცნება რეგიონების განვითარებისთვის“
2-15355/19
07-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
2019 წლის 7 სექტემბერს, ფრაქციამ „ქართული ოცნება - რეგიონების
განვითარებისთვის“ დეტალურად განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ და მოუსმინა პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად
წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის ხედვებს.
ჩვენი ფრაქციის პლატფორმა გახლავთ, უპირველესად, სახელმწიფოს ეკონომიკური
განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და
რეგიონების გაძლიერებისკენ
მიმართული ქმედებითი ნაბიჯების შემუშავება. ფრაქციისთვის „ქართული ოცნება რეგიონების განვითარებისთვის“, უმნიშვნელოვანესია ისეთი მიმართულებების
გამოკვეთა სამთავრობო პროგრამაში, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება,
მცირე და საშულო ბიზნესის ხელშეწყობა, განათლების სექტორის, უსაფრთხოებისა
და თავდაცვის
სისტემების გაძლიერება, ქვეყნის სრული დეოკუპაცია და
საქართველოს სწრაფი და შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.
„სამთავრობო პროგრამა 2019-2020-“ში წარმოდგენილი ხედვები თანხვედრაშია ჩვენს
შეხედულებებთან და ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ
პრობლემებსა და გამოწვევებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია
„ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ უცხადებს ნდობასა და
მხარდაჭერას როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, ისე მის
მიერ წარმოდგენილ გუნდსა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“-ს.
პატივისცემით
ფრაქციის თავმჯდომარე
კახაბერ ოქრიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ფრაქცია
„ქართული ოცნება - მრეწველები“
2-15357/19
07-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2019
წლის 7 სექტემბერს ფრაქცია „ქართულმა ოცნება-მრეწველებ“-მა განიხილა საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობისათვის წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“.
წარმოდგენილ პროგრამაში საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ქვეყნის სუვერენიტეტის
განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ
აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საგარეო პოლიტიკა აქტიურად იქნება მიმართული
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე.
არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა
გაძლიერდეს ისე, რომ თავდაცვის ძალების არსებობა წარმოადგენდეს საფრთხის შეკავების
ძირითად შემადგენელს.
ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და მართლწესრიგის დაცვისათვის,
აუცილებელია ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება
და სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა.
მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა
ინსტიტუციონალური მექანიზმების დახვეწის გზით.
ადამიანის
უფლებათა
დაცვა,
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ
გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და
საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.
პროგრამის მიხედვით, ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების უმთავრეს
რესურსს. მისი განვითარებისათვის აუცილებელია კარგი განათლება, ხარისხიან ჯანდაცვაზე
ხელმისაწვდომობა, ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის
დანერგვა.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სახელმწიფო მმართველობის სრულყოფის მიზნით, გაგრძელდება საჯარო სამსახურის
რეფორმა, რაც ფუნდამენტურ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
გზაზე.
წარმოდგენილი პროგრამის ძირითადი პრინციპები შეესაბამება პოლიტიკური გაერთიანების
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დეკლარირებულ ხედვას, რის გამოც ფრაქცია
„ქართული ოცნება-მრეწველები“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, მის მიერ ნდობისათვის წარმოდგენილ
საქართველოს მთვრობის შემადგენლობას და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“-ს.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
სიმონ ნოზაძე
დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-15336/19
06-09-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს
კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის
გამოცხადებისთვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა
და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“-ზე (№07-2/388, 03.09.019).
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-15334/19
06-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019
წლის 5 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს
კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის
გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა
და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ (№07-2/388, 03.09.019).
ეკონომიკური პროფილის მინისტრებისა და სამთავრობო პროგრამის
განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის
მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩატარებული კენჭისყრის
შედეგებიდან გამომდინარე (კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 7
წევრმა: 7 მომხრე) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge