საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15026/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-10
ბიუროს ნომერი 283

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15026/19 03-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ სულხან სალაძეს (მის.: ჯ. კახიძის N15, თბილის, საქართველო 0102) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 30 აგვისტოს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-5896/19; 26.03.2019). I. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილში. მოქმედი ნორმის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დისციპლინური უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან ადმინისტრაციული გამასწორებელი პატიმრობის, სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად (განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს). წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, არსებული რედაქციით გათვალისწინებულ ჩამონათვალს უნდა დაემატოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უკანონო ადმინისტრაციული დაკავების შედეგად მიყენებული ზიანისათვისაც. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია ადმინისტრაციულ დაკავებასა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას შორის მსგავსებით. საკანონმდებლო წინადადებაში, ასევე, მოშველიებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. ამავდროულად, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ის სამართალდარღვევები, რომლებზეც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული მატარებლად, პატიმრობა, ხოლო მათი მიიჩნევა აღსრულების სისხლისსამართლებრივი უზრუნველსაყოფად ხასიათის გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავება - აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის იდენტურად. II. საკანონმდებლო წინადადების შეფასება წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილება ადგენს სახელმწიფოს ფინანსურ პასუხისმგებლობას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების შედეგად მიყენებული გათვალისწინებულ ზიანისათვისაც. უნდა იქნეს აღნიშნული სახელმწიფო სახსრები, თავის ბიუჯეტში. მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო შემოსავლების წლის შემცირებას სახელმწიფო ან ბიუჯეტის სახელმწიფოს მიერ ხარჯების ახალი ზრდას, ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ. თავის მხრივ, წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას არ გააჩნია თანხმობა საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ვერ იქნება მხარდაჭერილი. გასათვალისწინებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მოსაზრებაც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადმინისტრაციული დაკავების სისხლისსამართლებრივ ხასიათზე მსჯელობისას დარღვევას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ნაციონალური კანონმდებლობა არ იძლევა აუცილებელი პროცესუალური საშულებით სარგებლობის შესაძლებლობას. ქართულ რეალობაში აღნიშნული აუცილებელი პროცესუალური საშუალება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის განსახილველი 1005-ე ნორმის მუხლის პირველ პირველი ნაწილში, ნაწილის კერძოდ, თანახმად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს, რომელიც სასამართლო წესით დაადგენს, რომ უკანონოდ მოხდა მისი დაკავება, აქვს უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი