საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)ი.პ. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (გიორგი კლდიაშვილი) მიერ წარმოდგენილ „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (N1-7153/19; 10.04.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15208/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-10
ბიუროს ნომერი 283

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15208/19 05-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს (მის.: ალ. გრიბოედოვის N3, თბილისი 0108, საქართველო) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 30 აგვისტოს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1-7153/19 | 10-04-2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვება შეზღუდულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით. წარმოდგენილი კანონპროექტით ასეთი შეზღუდვები უქმდება იმ შემთხვევაში თუ პირს სურს აღნიშნულ დოკუმენტთან დაშვება სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით. თავისუფალ დაშვებაზე შეზღუდვა მოქმედებს, ასევე, პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან (გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა) და სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან დაკავშირებით. ასეთი შეზღუდვის ხანგრძლივობა არის მათი შექმნიდან 75 წელი (თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი). წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტით, ასეთი შეზღუდვები უქმდება იმ შემთხვევაში თუ პირს სურს აღნიშნულ დოკუმენტებთან დაშვება სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით ან არსებობს საჯარო ინტერესი. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გარდა ზემოაღნიშნული შეზღუდვების გაუქმებისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს: საარქივო ფონდის დოკუმენტების თავისუფალი ფოტო-ვიდეო გადაღების შესაძლებლობას; საარქივო ფონდის დაზიანებული ან დაკარგული დოკუმენტების ჩამონათვალის, ასევე დოკუმენტებზე დაშვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკის საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულებას. II. „ეროვნული საარქივო საკანონმდებლო წინადადების შეფასება ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დგინდება ეროვნული საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ჩამონათვალის გამოქვეყნების და პროაქტიულად განახლების ვალდებულება, რომლებიც დაზიანებული ან დაკარგულია. ნორმის აღმასრულებელი უწყების - იუსტიციის სამინისტროს პოზიციით1 აღნიშნული ნორმა არ არის აღსრულებადი. კერძოდ, დაზიანებული და დაკარგული დოკუმენტების მოძიება, არქივის ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია, სია არის მუდმივად განახლებადი და მისი გამოქვეყნება/პროაქტიულად განახლება დაკავშირებულია არსებით სირთულეებთან. წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტთან დაშვების შეზღუდვა უქმდება დოკუმენტის სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით გამოყენების შემთხვევაში. საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის გაცნობის უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ერთერთი ფუნდამენტური და აუცილებელი წინაპირობაა.2 საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადამიანის უფლება გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, იზღუდება, თუ ასეთი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. აღნიშნული საფუძვლით ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობის შეზღუდვას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტიც. შესაბამისად, ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს.3 თუმცა, სახელმწიფო უშიშროების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოტივით უფლების შეზღუდვა არ ნიშნავს იმას, რომ ძირითადი უფლება კანონით გათვალისწინებულმა ლეგიტიმურმა ინტერესმა გადაწონა.4 სახელმწიფოს მიერ ძირითადი უფლების შეზღუდვისას ხდება უფლებათა დაცულ სფეროში ჩარევის თანაზომიერების შეფასება, რაც ნიშნავს უფლების შინაარსის დაზუსტებას ლეგიტიმური საჯარო მიზნის - ანგარიშგასაწევი 1 იუსტიციის სამინისტროს დასკვნა N10239, 11.07.2019, 1-2. 2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 კონკრეტული წლის 7 გარემოებებისა ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 3.8. ავტორთა კოლექტივი, „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი” გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013, გვ. 505. 4 იხ. იქვე, გვ. 270. 3 და ფაქტორების მხედველობაში მიღებით.5 მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას უფლებათა და ინტერესთა ისეთი წესრიგი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების არსებობას საფრთხეს კი არ შეუქმნის, არამედ ასეთი საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირების საფუძველი იქნება.6 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით სახელმწიფო, საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ყველაზე დახურული ინფორმაციაა და მისი მიღება ნებისმიერი მსურველი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის შეუძლებელია.7 „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით, პირის პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან (გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა) და სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან დაკავშირებით შეზღუდვის 75 წლიანი ხანგრძლივობა უქმდება იმ შემთხვევაში თუ პირს სურს აღნიშნულ დოკუმენტებზე დაშვება სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით ან არსებობს საჯარო ინტერესი. პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგად წესს ადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება დაუშვებელია. ზოგადად, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა მნიშვნელოვანი არაერთხელ კონსტიტუციური მიუთითებია ამ ღირებულებაა. უფლების საკონსტიტუციო განსაკუთრებულ სასამართლოს მნიშვნელობაზე.8 პირადი ცხოვრების უფლების ერთ-ერთი კომპონენტია პერსონალური მონაცემების ე.ი. პირის შესახებ ინფორმაციის დაცვა გამჟღავნებისაგან, რა მიზნითაც შესაძლებელია, შეიზღუდოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე პირის წვდომის უფლება.9 თავის მხრივ, კანონპროექტში მითითება, რომ ნებისმიერი პერსონალური მონაცემი ხელმისაწვდომია ისეთი ზოგადი კატეგორიით, როგორიც არის სამეცნიერო-კვლევითი მიზანი, აღნიშნული უფლების პრაქტიკული უგულებელყოფაა. წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დაუშვებელია დაწესდეს რაიმე ტიპის შეზღუდვა ეროვნული საარქივო ფონდში ხელმისაწვდომი დოკუმენტის ფოტო-ვიდეო გადაღებაზე. ნორმის აღმსრულებელი უწყების - იუსტიციის სამინისტროს პოზიციით აღნიშნული, ერთი მხრივ, შექმნის დაცული დოკუმენტის დაზიანების რისკს, ხოლო, მეორე მხრივ, მკვეთრად გაზრდის ფოტო-ვიდეო გადაღების შედეგად გასაჯაროებული დოკუმენტის ავტორთა კოლექტივი, „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი” გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013, გვ. გვ. 270. 6 იხ. იქვე, გვ. 271. 7 იხ. იქვე, გვ. 276. 8 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,3-25. 9 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,3-25. 5 არაავთენტური სახით გამოქვეყნების საფრთხეს, ვინაიდან მას არ ექნება წყლის ნიშანი ან შტამპი. კანონპროექტის მიზანია - სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წახალისება, რისი აქტიური მხარდაჭერაც ბოლო წლების სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი ნაწილია. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი პრინციპი შესაძლებელია გახდეს შემდგომი მსჯელობის საგანი. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე9 პუნქტის მიხედვით, თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი უცვლელი სახით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ზემოაღნიშნული შენიშვნებიდან გამომდინარე უცვლელი სახით ვერ იქნება მხარდაჭერილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (გიორგი კლდიაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი