„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/389/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-10
ბიუროს ნომერი 283

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,ლ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი/საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს ან/და ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; მ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი/გამომძიებელი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ამ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი და სტაჟიორგამომძიებელი.“ 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (შემდგომ - სპეციალური წოდება) და სპეციალურ წოდებაში აქვეითებს“; 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე კოორდინაციას უწევს საგამოძიებო დანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლების საქმიანობაზე. 4. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, ასევე საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი არის 1 საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით ან სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე დადგენილი წესით ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი;“ ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ინსპექტორი ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს. ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დამრღვევისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური წარმოება ხორციელდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესით.“ 5. მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს: ა) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; ბ) წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 14 დღისა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას; გ) სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ. 7. თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 48 საათისა ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 72 საათის ვადაში.“ 6. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს და საგამოძიებო დანაყოფის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვთ, კანონმდებლობით 2 დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე და საგამოძიებო დანაყოფის უფლებამოსილი თანამშრომელი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა), 34-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა) და 35-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს და საგამოძიებო დანაყოფის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარების და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით.“ 7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა შერჩევა და დანიშვნა, მათი უფლებამოსილება 1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე დასანიშნ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი, სპეციალური და დამატებით) განისაზღვრება ამ კანონითა და სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორი ქმნის საკონკურსო კომისიას და განსაზღვრავს მისი საქმიანობის წესს. გამომძიებლის დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იქნენ სისხლის სამართლის სფეროს და ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტები. 2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი მორალური რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების 3 ენა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში − საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება სტაჟიორ-გამომძიებლის დანიშვნის შემთხვევაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟიორ-გამომძიებლად პირის დანიშვნა ხორციელდება ამ კანონითა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 5. დასაშვებია კონკურსის გარეშე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის გადაყვანა, რაც გულისხმობს გამომძიებლისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში (ჰორიზონტალური გადაყვანა). 6. დასაშვებია კონკურსის გარეშე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით ჰორიზონტალური გადაყვანა. 7. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერიოდულად უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას. 8. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები. 8. 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი შეიძლება ატარებდეს სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით დადგენილ ფორმის ტანსაცმელს.“ „10. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური. 4 9. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 25. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლების სოციალური დაცვა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლების სოციალურ დაცვას. 2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხელისთვის გათვალისწინებული, სოციალურ დაცვასთან (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან) დაკავშირებული სოციალური გარანტიები. 3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი იღებს: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს; ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს; გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს; დ) წელთა ნამსახურობის დანამატს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. 4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. 5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.“ 10. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით. 5 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა და კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაეხმარება მისი ფუნქციების ეფექტიან განხორციელებაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანების გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების ჩატარების მექანიზმები და პროცედურები, ნათლად განისაზღვრება გამოძიების ჩატარებასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისა და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს კანონში ახალი ტერმინების - ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი/საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი“ და ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი/გამომძიებელი“შემოღებას. კერძოდ, კანონის პროექტის მიხედვით, კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი განიმარტა იმგვარად, რომ მასში მოიაზრებიან როგორც გამომძიებლები, ასევე გამომძიებლის სტატუსის არ მქონე პირები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას განახორციელებენ. ასევე, დაკონკრეტდა ,,გამომძიებლის“ სტატუსის მქონე პირთა წრე. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად მიიჩნევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ამ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი. ამგვარი ტერმინების შემოღება აუცილებელია ვინაიდან, ამჟამად მოქმედი კანონის რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი პირების არსებობის შესაძლებლობას. ასევე, კანონის მოქმედი რედაქცია არ იძლევა გამომძიებელთა დონეების მიხედვით დიფერენცირების შესაძლებლობას და გამომძიებლის სტატუსს არ ანიჭებს საგამოძიებო დანაყოფში მენეჯერის თანამდებობაზე მყოფ პირებს, მაშინ როცა ისინი მათთვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულების მიზნით გამომძიებლის კვალიფიკაციისა და სტატუსის მქონე პირები უნდა იყვნენ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემის დანერგვას, რაც ერთის მხრივ დამწყები იურისტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემის, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზანს ემსახურება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროკურატურის სისტემაში არსებული სტაჟირების სისტემის მსგავსად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტაჟიორ–გამომძიებელი უფლება-მოვალეობებით გათანაბრებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის უფლება-მოვალეობებთან. ასეთი ფუნქციებით მათი აღჭურვა, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს სტაჟიორ-გამომძიებელთა კარიერულ ზრდას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კიდევ უფრო შემჭიდროებულ ვადებში გამოძიების პროცესის წარმართვაში დაეხმარება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სტაჟიორის თანამდებობაზე პირის დანიშვნა შესაძლებელი იქნება კონკურსის საფუძველზე. ამასთან საგულისხმოა, რომ სტაჟიორ-გამომძიებელზე ვრცელდება კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (გარდა სამუშაო გამოცდილებისა) და კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შექმნის წესი. სტაჟიორ-გამომძიებელს არ მიენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება და მას არ ექნება ცეცხსასროლი იარაღის, ასევე სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. აღსანიშნავია, რომ სტაჟირების ასეთი სიტემა წარმატებულად გამოიყენება სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოს მიერ. კანონპროექტში უფრო მკაფიოდაა ჩამოყალიბებული სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების მოადგილის ფუნქციები. ასევე, გათვალისწინებით იმისა, რომ შესაბამისი მოადგილე კოორდინაციას უწევს საგამოძიებო დანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლების საქმიანობაზე, მას ენიჭება საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებიც (გარდა გამოძიების წარმოებისა). საგულისხმოა, რომ არსებული კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ანიჭებს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას, თუმცა აღნიშნული ფუნქციების შესრულებას აკისრებს მხოლოდ გამომძიებელს. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში გამოცდილების მქონე პირებს, როგორც წესი, არ აქვთ იურიდიული განათლება, რაც გამორიცხავს მათი გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშვნას. სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს ახალი თანამდებობის, კერძოდ ოპერატიული მუშაკის შემოღებას, რაც გამოძიების ეფექტიანად წარმოების მიზანს ემსახურება. ოპერატიული მუშაკის ფუნქციად განისაზღვრება სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას გამომძიებელთა დახმარება (მაგ.: ამოსაცნობი პირის ანალოგების მოძიება, შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავების პროცესში დახმარება და ა.შ.). ოპერატიული მუშაკი თანამდებობაზე დაინიშნება კონკურსის საფუძველზე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭება სპეციალური წოდება და უფლება ეძლევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, ცეცხსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობის გამიჯვნა და აღნიშნული ფუნქციების სხვადასხვა თანამდებობის (გამომძიებელი და ოპერატიული მუშაკი) პირებზე გადანაწილება აპრობირებული მეთოდია და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოს მიერ. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში − საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ ნორმის ეს დანაწესი მნიშვნელოვნად ზღუდავს გამომძიებლად დასანიშნ პირთა წრეს. კანონი არ ითვალისწინებს, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან პირის გათავისუფლების არც ერთ საფუძველს, მაშინ როცა ასეთ შესაძლებლობას იცნობს სხვა ანალოგიური საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სამსახურები (მაგ.: საქართველოს ორგანული კანონი ,,პროკურატურის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,ადვოკატთა შესახებ“). წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან იმ პირთა გათავისუფლებას, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით. კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი უფლებას ანიჭებს შესაბამის მოადგილეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასაბუთებული წინადადებით, წერილობით, მიმართოს ზედამხედველ პროკურორს: - - წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 20 დღისა − მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას; წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 20 დღისა − სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ. შესაბამისი მოადგილისათვის ზემოაღნიშნული ვადების ამგვარი დაწესება, მაშინ როდესაც წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე არ სრულდება გამოძიება და შესაბამისად, არ დგება სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, ერთი მხრივ, აზრს უკარგავს სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ ზედამხედველი პროკურორისთვის წინადადებით მიმართვას (რადგან, შესაძლოა შესაბამის მოადგილეს სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში სწორედ იმ 20 დღის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შეტანა სურდეს), ხოლო მეორე მხრივ, შეიცავს გამოძიების ხარისხსა და ეფექტიანობაზე უარყოფითი გავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული ვადები შეიცვალოს იმგვარად, რომ ეფექტიანად განხორციელდეს როგორც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები ისე სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული 20-დღიანი ვადა მცირდება 14 დღემდე, ხოლო ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ვადა საერთოდ უქმდება. კანონპროექტით ასევე სწორდება მე-19 მუხლის მე-7 პუნქტში არსებული ტექნიკური უსწორობა და ამ ნორმის რედაქციაში ჩანაწერი, რომელიც მითითებას აკეთებს მე-5 პუნქტზე იცვლება მე-6 პუნქტზე მითითებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესები, რაც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს, ვინაიდან სპეციალური წოდების მქონე პირთა შერჩევა და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის უფლებას ნორმატიული აქტით განსაზღვროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი. აღნიშნული საშუალებას აძლევს ინსპექტორს, მოაწესრიგოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დაურეგულირებელი ურთიერთობები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამგვარი უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას. ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს სპეციალური წოდებების მხოლოდ გამომძიებელთათვის მინიჭებას და მხოლოდ მათ სოციალურ დაცვას. წარმოდგენილი კანონის პროექტი სპეციალური წოდებების მინიჭებას და შესაბამის სოციალურ დაცვას ითვალისწინებს საგამოძიებო მიმართულების მოადგილისთვის, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებისთვის (გამომძიებლებისა და ოპერატიული მუშაკებისათვის) და ასევე, სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისთვის (რომელთა ძირითადი ფუნქცია საგამოძიებო მიმართულების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი გადაცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება იქნება). მითითებული პირებისთვის სპეციალური წოდებებისა და სოციალური გარანტიების გათვალისწინების გარეშე, კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების კადრების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოზიდვა, სირთულეებთან არის დაკავშირებული. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან, კანონის მოქმედ რედაქციაში კანონის სრულად ამოქმედების ვადად მითითებულია 2019 წლის 1 ნოემბერი (ნაწილი ნორმებისა ამოქმედდება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან), აუცილებელია, ცვლილებები ძალაში შევიდეს არაუგვიანეს მითითებული ვადის დადგომისა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, რადგან მოესწროს კანონის მიღება და ამოქმედება 2019 წლის 1 ნოემბრამდე (ხოლო ნაწილის ნორმებისა 2019 წლის 1 ოქტომბრამდე). სწორედ ეს თარიღია მითითებული კანონის მოქმედ რედაქციაში რიგი მუხლების ძალაში შესვლის თარიღად. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რადგან აღნიშნული ვადა გახანგრძლივდეს არის წარმოდგენილი ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნება პლენარული მოსმენის ერთსა და იმავე დღეს კანონპროექტის ორი მოსმენით მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის პროექტის მიღება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის ნაწილში, მოახდენს გავლენას 2020-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რაც შეეხება, მიმდინარე წლის ხარჯებს აღნიშნულის დაფარვა განხორციელდება სამსახურისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეგავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რამდენი თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური წოდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე 3 გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს დადებით ფინანსურ შედეგს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ თანამშრომელთა მიმართ, რომელთაც მიენიჭებათ სპეციალური წოდება. შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც სპეციალური წოდებისა და ნამსახურობის დანამატს მიიღებენ. ასევე, აღნიშნული გავლენას მოახდენს ამ პირების სამსახურიდან დათხოვნის დროს კომპენსაციის გაანგარიშების ნაწილში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.