საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“ დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“ (ეს პროექტი) დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე
2-11034/19
11-06-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ დასკვნას, რომელიც მომზადებულია საქართველოს პარლამენტის
გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის
მიერ „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელია გენდერული თანასწორობის საბჭოს
წევრი - ნინო წილოსანი, ხოლო თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან საბჭოს
წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე და გიორგი ტუღუში.
პატივისცემით,
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
თამარ ჩუგოშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საპარლამენტო მოკვლევა
სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში
ქალთა მონაწილეობის შესახებ
თბილისი
2019
1
აღნიშნული ანგარიში მომზადდა და დაიბეჭდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)
მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
დათქმა: დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს მხარდამჭერი დონორი
ორგანიზაციის შეხედულებებს
ანგარიში მოამზადა ანა დიაკონიძემ
2
სარჩევი
ანგარიშის შეჯამება ......................................................................................... 4
1. შესავალი ...................................................................................................... 6
2. ქალების მდგომარეობა ქართულ შრომის ბაზარზე...................................... 7
2. მოკვლევის მიზანი და მეთოდოლოგია...................................................... 12
3. მოკვლევის ძირითადი შედეგები ............................................................... 13
3.1. სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამები ........................................................ 13
3.2. ბენეფიციარების გამოცდილება...................................................................... 21
პროგრამებამდე მისვლა ......................................................................................... 21
ადმინისტრაციული პროცესი ................................................................................ 23
კონსულტაციისა და დახმარების უწყვეტი საჭიროება....................................... 24
პროდუქციის რეალიზაცია .................................................................................... 25
სესხის აღება და აქტივების ფლობა....................................................................... 25
4. შედეგების ანალიზი საერთაშორისო გამოცდილების ფონზე .................... 27
პროგრამებში ჩართვამდე: ქალების გაძლიერება და მოტივირება ........................ 27
4.1. პროაქტიული მიდგომის აუცილებლობა ...................................................... 27
4.2. სოციალური პოლიტიკის მნიშვნელობა ........................................................ 32
პროგრამაში ჩართვის შემდგომ ............................................................................ 33
4.3. წვდომა ფინანსებზე .......................................................................................... 33
4.4. ბიზნეს კონსულტირება და ტექნიკური დახმარება .................................... 38
4.5. მიწის საკითხი ................................................................................................... 39
4.6. პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა ........................................................ 44
4.7. პროგრამების სტრატეგიული მიზნებისა და ეკონომიკური პოლიტიკის
ლოგიკური დაკავშირების აუცილებლობა .......................................................... 47
5. რეკომენდაციები ........................................................................................ 49
დანართები .................................................................................................... 56
ბიბლიოგრაფია .............................................................................................. 62
3
ანგარიშის შეჯამება
სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ
საპარლამენტო მოკვლევის მიზანია შეისწავლოს ის ბარიერები, რომლებიც
ქალების დაბალ აქტიურობას განაპირობებს აღნიშნულ პროგრამებში და
შეიმუშავოს მათი დაძლევის რეკომენდაციები. მოკვლევის ფარგლებში
შესწავლის ობიექტი იყო სსიპ “აწარმოე საქართველოში” და სსიპ “სოფლის
მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს” მიერ განხორციელებული
პროგრამები.
მოკვლევის პროცესში ჩართული იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და
დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც დასმულ
პრობლემასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს
როგორც წერილობით, ისე ზეპირი მოსმენების დროს. მოკვლევის ჯგუფმა
ასევე განახორციელა სამი შეხვედრა პროგრამების მონაწილე ქალებთან
ჩოხატაურში, მარნეულსა და ზემო ნიქოზში.
მოკვლევის ფარგლებში, ერთის მხრივ, გამოიკვეთა სოციალურეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ქალებს პროგრამებამდე მისვლაში
უშლის ხელს, მეორეს მხრივ კი, პრობლემები, რომლებიც უშუალოდ
პროგრამების დიზაინსა და განხორციელების მეთოდებს უკავშირდება.
სტრუქტურული საკითხებიდან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს
საზოგადოებაში დამკვიდრებული შრომის გენდერული განაწილება,
რომელშიც ქალები ძირითადად არაანაზღაურებადი საოჯახო შრომით
არიან დაკავებული.
ეს მათ დროს ნაკლებად უტოვებს სხვა სახის
საქმიანობისათვის და ხშირად ქალებს არც კი უჩნდებათ სურვილი,
ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამებში, თუნდაც იცოდნენ მათ შესახებ.
ამასთანავე, ქალებს, კაცებთან შედარებით, ნაკლებად შეუძლიათ იმ
ფინანსური რესურსის მობილიზება რომელიც საჭიროა პროგრამებით
გათვალისწინებული თანამონაწილეობისათვის. ბანკიდან სესხის აღების
შესაძლებლობა კი შეზღუდული აქვთ ვინაიდან ტრადიციული
შეხედულებებიდან გამომდინარე მიწა და ზოგადად უძრავი ქონება მათ
სახელზე ნაკლებადაა რეგისტრირებული. შედეგად, ისინი ვერ ახერხებენ
სესხის უზრუნველყოფის პირობების დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებს, აქ მთავარი
ხარვეზი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძალიან მცირედით თუ
ითვალისწინებენ ქალების წინაშე მდგარ ზემოთხსენებულ სტრუქტურულ
ბარიერებს. უფრო კონკრეტულად კი შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი
საკითხები: აპლიკანტების მობილიზების არასაკმარისად აქტიური
მექანიზმი, რომელიც ეფუძნება კონკურსის გამოცხადებას და არა
პოტენციური ქალი აპლიკანტების მობილიზებას და მოტივირებას;
4
განაცხადის გაკეთების პროცედურების სირთულე; დაფინანსების გაცემის
შემდგომ ახალბედა მეწარმეებისათვის საკონსულტაციო და სასწავლო
სერვისის უქონლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინიმალური
მხარდაჭერა წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა
რეკომენდაციების ორი ჯგუფი. პირველი მიემართება სხვადასხვა
სამთავრობო უწყებას და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ქალთა ბიზნესის სერთიფიცირება და ბრენდირება, გენდერულად
მგრძნობიარე შესყიდვის პრინციპების დანერგვა, მიწის რეგისტრაციის
საკითხის გამარტივება და თანამესაკუთრეობის პრინციპის წახალისება,
ეკონომიკური
პროგრამების
სახელმწიფო
ეკონომიკურ/სავაჭრო
პოლიტიკასთან ლოგიკური დაკავშირება და ფინანსებზე წვდომის
ალტერნატიული წყაროების მოძიება. ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ
მოკვლევის ფარგლებში შესწავლილ სააგენტოებს, მათთან მიმართებაში
რეკომენდაციები ეხება პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების
სისტემის
გაუმჯობესებას,
გენდერული
სტატისტიკის
წარმოებას,
წარმატებული ბენეფიციარი ქალების (მენტორების) ქსელის შექმნას
პროგრამებში უფრო მეტი ქალის მოსაზიდად, აპლიკაციის პროცესის
გამარტივებას,
კომერციულ
ბანკებთან
საშეღავათო
პირობების
გაუმჯობესებაზე მოლაპარაკების დაწყებას, განსაკუთრებით მოწყვლადი
ჯგუფების (დევნილების, ეთნიკური უმცირესობები) საჭიროებების
გათვალისწინებას და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის
გაძლიერებას.
5
1. შესავალი
2012 წლიდან საქართველოში შეიქმნა რიგი სახელმწიფო ინსტიტუტებისა,
რომელთა
მთავარი
მიზანი
ქვეყანაში
მეწარმეობის
განვითარების
ხელშეწყობაა. აღნიშნული საქმიანობის ძირითად მაკოორდინირებელ
ორგანოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო წარმოადგენს. სწორედ სამინისტროს მიერ 2014 წელს დაიწყო
პროგრამა “აწარმოე საქართველოში,“ რომელიც ხორციელდება სამი
უწყების მიერ: სსიპ აწარმოე საქართველოში, ააიპ სოფლის მეურნეობის
პროექტების მართვის სააგენტო (აპმა) და სსიპ საქართველოს სახელმწიფო
ქონების ეროვნული სააგენტო
აღნიშნული
ანალიზი
სააგენტოების
არაერთხელ
მიერ
განხორციელებული
ჩატარებულა.
მაგალითად,
პროგრამების
არასამთავრობო
ორგანიზაცია “საფარის” მიერ ჩატარებულმა ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ 1
გამოამჟღავნა მნიშვნელოვანი ხარვეზები აღნიშნულ პროგრამებში ქალთა
ჩართულობასთან
დაკავშირებით.
კერძოდ,
ქალი
ბენეფიციარების
რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება კაცი ბენეფიციარების წილს. ეს ფაქტი
მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული პროგრამების გენდერული
მგრძნობელობის გასაზრდელად კიდევ ბევრი რამის განხორციელება
შეიძლება. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ეს პროგრამები განვიხილოთ
ჰოლისტურად
იმ
სოციალურ-ეკონომიკური
პოლიტიკის
გათვალისწინებით, რომელშიც ისინი ოპერირებენ.
ამდენად, მეწარმეობის განვითარების პროგრამებში ქალთა ჩართულობის
შესწავლა კრიტიკული მნიშვნელობისაა ორი მიზეზის გამო: ა) ქალების
ჩაურთველობა ნიშნავს იმას, რომ იკარგება სერიოზული ეკონომიკური
პოტენციალი (ქალები სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს წარმოდგენენ
საქართველოში) და ბ) იმის გათვალისწინებით, რომ ქალები მამაკაცებთან
შედარებით, გაცილებით არათანაბარ ეკონომიკურ მდგომარეობაში
იმყოფებიან, მნიშვნელოვანია მათთვის წამახალისებელი მექანიზმების
შემუშავება.
აღნიშნულის
დასადასტურებლად
მომდევნო
თავში
განხილულია ეკონომიკური უთანასწორობის გენდერული ასპექტები
საქართველოში, რომელსაც მოყვება უშუალოდ სახელმწიფო პროგრამების
ანალიზი და მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები.
1 http://www.parliament.ge/uploads/other/86/86671.pdf
6
2. ქალების მდგომარეობა ქართულ შრომის ბაზარზე
ქალების
ეკონომიკური
მდგომარეობა
საქართველოში
საგრძნობლად
ჩამოუვარდება მამაკაცების მაჩვენებელს. კერძოდ, ქალებში დაბალია
ეკონომიკური აქტიურობისა (58%) და დასაქმების (53%) მაჩვენებელი
კაცების იგივე მაჩვენებლებთან შედარებით (78% და 67% შესაბამისად) 2 .
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დასაქმების ძირითადი
სექტორი როგორც ქალებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის სოფლის
მეურნეობაა. თუმცა, აღნიშნულის მიღმა დასაქმებაში გენდერული
სეგრეგაცია მაღალია. კერძოდ, ქალები უმეტესად მუშაობენ საბითუმო და
საცალო ვაჭრობის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. ხოლო კაცები კი
უფრო მეტად არიან წარმოდგენილი ინდუსტრიაში, ტრანსპორტსა და
კომუნიკაციაში, ასევე - საჯარო ადმინისტრაციაში. ამავე დროს, ქალები
უფრო
მეტად
გვევლინებიან
ოჯახის
დამხმარის
როლში,
ვიდრე
დამსაქმებლად ან დაქირავებით დასაქმებულად3.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უმუშევრობა გაცილებით დაბალია
ქალების შემთხვევაში (5%), ვიდრე კაცების (11%). აღნიშნული, ერთის
მხრივ, განპირობებულია ქალებში ეკონომიკური აქტიურობის დაბალი
მაჩვენებლით. თუმცა, ის ასევე შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ,
მართალია, ზოგადად ქალებს აქვთ შრომის ბაზარზე შესვლის ბარიერი,
თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ახერხებენ ბარიერის გადალახვას
(ანუ ეკონომიკურად აქტიურდებიან), მაშინ გაცილებით მეტად ახერხებენ
სამუშაოს პოვნას, ვიდრე მამაკაცები. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
დასაქმებული
ქალების
50%
კონცენტრირებულია
არაფორმალურ
სექტორში, დაბალანაზღაურებად, არა-ანაზღაურებად, სეზონურ ან ატიპურ
სამუშაოებზე 4 . ამდენად, რიცხვებში გამოხატული უპირატესობა
(უმუშევრობის უფრო დაბალი მაჩვენებელი) ხარისხობრივ განზომილებაში
სულაც არ მიუთითებს ქალების უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საინტერესოა ისიც, რომ თუკი მიღებული განათლების დონესა და
დასაქმების
მაჩვენებლებს
შევადარებთ,
ქალებისთვის
უმაღლესი
განათლების მიღება აუცილებლობით არ ნიშნავს დასაქმების უკეთეს შანსს.
2 geostat.ge
3 http://www.ge.undp.org/content/dam/georgia/docs/publications/GE_UNDP_Gender_Research
_GEO.pdf
http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi8/genderuli-tanasworobis-sabcho/resursi/kvlevebi/barriers-recommendations
4
7
კერძოდ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის
მიხედვით, ქალებს (36%) კაცებთან შედარებით (28%) უფრო ხშირად აქვთ
მიღებული უმაღლესი განათლება. სამუშაო ძალის მონაწილე ქალებსაც
(43%)
კაცებზე
ხშირად
(30%)
აქვთ
უმაღლესი
განათლება.
ამის
საპირისპიროდ, სამუშაო ძალის მონაწილე კაცებს უმეტესად საშუალო
განათლება აქვთ მიღებული. თუმცა, მათი დასაქმების მაჩვენებელი
საგრძნობლად აღემატება ქალების დასაქმების მაჩვენებელს.
ცხრილი 1: შრომის ბაზრის ძირითადი ინდიკატორები სქესის მიხედვით
ქალი
კაცი
ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელი
58%
78%
დასაქმების მაჩვენებელი
53%
67%
უმუშევრობის მაჩვენებელი
5%
11%
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2018
ქალების ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია
მათი დაბალი ეკონომიკური აქტიურობის მიზეზების შესწავლა, რაც
შესაძლებლობას მისცემს პოლიტიკის შემქმნელებს სწორი პოლიტიკა
გაატარონ ეკონომიკური აქტიურობის გასაზრდელად მოსახლეობის
აღნიშნულ ჯგუფში. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული
კვლევის მიხედვით, დაბალი ეკონომიკური აქტიურობის უპირველესი
მიზეზი საზოგადოებაში სამუშაოს გენდერული დაყოფა და ქალების მიერ
გაწეული აუნაზღაურებელი შრომაა5.
ეკონომიკურ არააქტიურობას ქალები შემდეგნაირად ხსნიან: უმუშევარი
ქალების 40% აღნიშნავს, რომ ისინი არ მუშაობენ “პირადი და ოჯახური
მიზეზების” გამო. გარდა ამისა, ქალების 24%-ს ურჩევნია დარჩეს სახლში
და იზრუნოს შვილებზე, ვიდრე იმუშავოს. ხუთიდან ერთი ქალი, რომელიც
არ მუშაობს აღნიშნავს, რომ ასე მათი მეუღლეების სურვილით იქცევიან.
შედარებისთვის
კაცების
შემთხვევაში
იგივე
სურვილი
აქვს
ორმოცდაათიდან ერთს6.
დიასახლისის სტატუსის მქონე ქალები ოჯახის და პირადი საქმეების
შესრულებას დროის 74%-ს უთმობენ და ამას ასახელებენ უმუშევრობის
მიზეზად. იმ ქალებს, რომლებიც ამბობენ რომ არ მუშაობენ, მაგრამ არც
5 http://www2.unwomen.org/-
/media/field%20office%20georgia/attachments/publications/2018/gender%20analysis%20of%20the%2
0labour%20market%20regulations%20georgia%20armeniageo.pdf?la=ka&vs=240
6 იქვე
8
დიასახლისები არიან, მსგავს საქმიანობაზე დროის 37% ეხარჯებათ. ეს კი
ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ სამუშაო ძალაში ქალებისა და კაცების
მონაწილეობას შორის განსხვავების ძირითადი მიზეზი საოჯახო საქმეები,
ანუ ქალის აუნაზღაურებელი შრომაა. ამ უკანასკნელში ცალკე უნდა
გამოვყოთ მოვლის ვალდებულებები, რაც დისპროპორციულად აწვება
ქალს. იმავე
ასაკობრივი
კვლევის
ზღვარი
მიხედვით, საქართველოში რეპროდუქციული
(18-45)
ასოცირდება
ქალების
ნაკლებ
მონაწილეობასთან სამუშაო ძალაში. ამათგან, თუ 18-24 წლის ასაკში
ძირითად მიზეზად განათლების მიღება სახელდება, ამ ასაკის შემდეგ კი
მკვეთრად იზრდება უმუშევრობის მიზეზად დიასახლისობისა და საოჯახო
საქმეებთან დაკავშირებული ფუნქციების დასახელება.
სურათი 1: სამუშაო ძალაში მონაწილეობის ალბათობა ასაკისა და სქესის მიხედვით
წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა, 2018
ქალების ეკონომიკური არააქტიურობის მეორადი განმაპირობებელი
ფაქტორი ნაკლები ფინანსური მოტივაციაა, რაც გენდერულ სახელფასო
განსხვავებაში გამოიხატება. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მიხედვით, ქალებსა და მამაკაცებს შორის შრომის საშუალო ნომინალური
ანაზღაურება 2014 წელს დაფიქსირებული 36.9%-დან 2016 წელს 34.5%-მდე
შემცირდა. თუმცა, ის ჯერ კიდევ მაღალია და გვხვდება ეკონომიკის
თითქმის ყველა სექტორში7.
როგორც სურათი 2 აჩვენებს, ქალები კაცებზე მნიშვნელოვნად ნაკლებს
გამოიმუშავებენ. ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არ
მუშაობენ, რადგან არსებულ სამსახურებში ანაზღაურება არასაკმარისია,
მათ დატოვეს სამსახური არასაკმარისი ანაზღაურების გამო, ან არასოდეს
უძებნიათ სამსახური უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მათთვის
ხელმისაწვდომ სამსახურში სათანადო ანაზღაურება არ იყო.
7 http://www2.unwomen.org/-
/media/field%20office%20georgia/attachments/publications/2018/gender%20analysis%20of%20the%2
0labour%20market%20regulations%20georgia%20armeniageo.pdf?la=ka&vs=240
9
სურათი 2: ქალების ხელფასის თანაფარდობა კაცების ხელფასთან მიმართებაში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2017
არსებული კვლევები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ სოფლად მცხოვრები
ქალები განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან. გაეროს
ქალთა ორგანიზაციის მიხედვით, 8 სოციალური თუ კულტურული
ბარიერები და არაანაზღაურებადი სამუშაო ხელს უშლის სოფლად
მაცხოვრებელ ქალებს, გასცდნენ არსებობისთვის საკმარის სასოფლოსამეურნეო საქმიანობას და აფერხებს მათ ჩართვას აქტიურ, შემოსავლის
მომტან სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში. არსებული ტრადიციული
გენდერული შეხედულებების გამო, ქალები ნაკლებად არიან ჩართულები
აქტივობებში თავიანთი შინამეურნეობის გარეთ. რაც შეეხება თავად
სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, ყველა რეგიონში ქალი უფრო მეტ დროს
ხარჯავს მეცხოველეობასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, ვიდრე - კაცი.
მეცხოველეობისა
და
მიწათმოქმედების
ღირებულებათა
ჯაჭვზე
დახარჯული სამუშაო დღეების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს
ყველა რეგიონში ქალები უფრო მეტს შრომობენ სასოფლო-სამეურნეო
მიმართულებით, ვიდრე კაცები. მაგალითად, კაცებთან შედარებით, ქალები
საშუალოდ
80
დღით
მეტს
მუშაობენ
მიწათმოქმედებასა
და
მეცხოველეობაში, თუმცა, მათი ჩართულობა ამ ძირითადად უფასო
შრომაში აღიარებული არ არის. ეკონომიკურად აქტიური ქალების 26.8%
მუშაობს უხელფასოდ და მათი 40% სწორედ რომ სოფლის მეურნეობაშია
დასაქმებული.
საბაზისო
მომსახურებებსა
და
სოციალურ
ინფრასტრუქტურაზე
შეზღუდული წვდომა შესაძლოა კიდევ უფრო აფერხებდეს შემოსავალზე
ორიენტირებულ აქტივობებს. გამოკითხული რესპონდენტების 70%-ზე
მეტს საკანალიზაციო სისტემებზე წვდომა შეზღუდული აქვს, 30%-ს კი არ
აქვს წვდომა ნაგვის გატანის სერვისზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ
პრობლემას უქმნის ქალებს, რადგან ამ სამუშაოს ისინი კაცებთან
შედარებით გაცილებით უფრო ხშირად ასრულებენ. მოსახლეობის 30.8%-ს
8 http://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2018/12/gender-assessment-of-
agriculture-and-local-development-systems-in-georgia
10
არ აქვს წვდომა საბავშვო ბაღებზე9.
ქალების ნაკლები მონაწილეობა ეკონომიკაში შედეგად გვაძლევს ოჯახის
ეკონომიკური კეთილდღეობის დაბალ დონესა და ქალების ცხოვრების
დაბალ ხარისხს. რაც ცხადია, საერთო ჯამში უარყოფითად აისახება ქვეყნის
ეკონომიკაზე. სხვა სიტყვებით, ქალების ეკონომიკური არააქტიურობა
საზიანოა მთლიანად ქვეყნის განვითარებისათვის.
9 იქვე
11
2. მოკვლევის მიზანი და მეთოდოლოგია
საპარლამენტო მოკვლევას სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა
მონაწილეობის შესახებ ახორციელებს საქართველოს პარლამენტის
გენდერული
თანასწორობის
საბჭო,
ეროვნულ
დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. მოკვლევის მიზანია, შეისწავლოს
სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა ჩართულობის ბარიერები
და შეიმუშავოს რეკომენდაციები მათი მონაწილეობის გასაუმჯობესებლად.
თემატური მოკვლევის ჯგუფში შედიან პარლამენტის გენდერული
თანასწორობის საბჭოს წევრები:
- ნინო წილოსანი - თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელი
- დიმიტრი ცქიტიშვილი
- ირინე ფრუიძე
- ნინო გოგუაძე
- გიორგი ტუღუში
მოკვლევის პროცესი მიმდინარეობდა 2019 წლის 11 მარტიდან 11
ივნისამდე პერიოდში. პირველ ეტაპზე გენდერული თანასწორობის საბჭოს
მოწვევით მოკვლევის საკითხზე წერილობითი ანგარიში წარმოადგინეს
დაინტერესებულმა პირებმა (ძირითადად სამოქალაქო სექტორისა და
დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა). ჯამში შემოვიდა 12
განაცხადი 10 , რომელთაგან ზეპირ მოსმენაზე დაბარებულ იქნა 8 უწყება.
ზეპირი მოსმენები მიმდინარეობდა 22 აპრილიდან 15 მაისამდე
პერიოდში11.
აღნიშნულის
პარალელურად
მოკვლევაზე
მომუშავე
ჯგუფმა
განახორციელა 3 საჯარო შეხვედრა პროგრამების ბენეფიციარ ქალებთან.
შეხვედრები შედგა ჩოხატაურში, მარნეულსა და ზემო ნიქოზში. საერთო
ჯამში, შეხვედრებს დაესწრო 50-ზე მეტი ქალი. გარდა საჯარო
შეხვედრებისა და საპარლამენტო მოსმენებისგან შემოსული ინფორმაციისა,
კვლევის პროცესში შესწავლილ იქნა შესაბამისი დოკუმენტური მასალა
(კანონმდებლობა, სამთავრობო დადგენილებები, საერთაშორისო და
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები). განსაკუთრებული ფოკუსი
დაეთმო საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვას.
ზემოთხსენებული წყაროების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის
ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა რეკომენდაციები, რომლებიც
მოცემულია ანგარიშის ბოლო სექციაში.
10 დეტალებისთვის იხილეთ დანართი 2
11 დეტალებისთვის იხილეთ დანართი 3
12
3. მოკვლევის ძირითადი შედეგები
3.1. სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამები
წინამდებარე საპარლამენტო მოკვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა ორი
უწყების მიერ განხორციელებული მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები.
ესენია სსიპ “აწარმოე საქართველოში” და სსიპ “სოფლის მეურნეობის
პროექტების მართვის სააგენტო” (აპმა).
სსიპ “აწარმოე საქართველოში”
სსიპ “აწარმოე საქართველოში” 2014 წელს შეიქმნა და იგი ერთ-ერთი პირველი
სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს მეწარმეობის
გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, ექსპორტის
ხელშეწყობა და საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ბიზნესის განვითარების მიმართულებით “აწარმოე საქართველოს” 6
ძირითადი პროგრამა აქვს (იხ. ჩანართი 1). ამათგან, მოკვლევის ფარგლებში
განსაკუთრებული ფოკუსი იყო “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის
პროგრამაზე“, რადგან წინასწარი ინფორმაციით სწორედ ამ კომპონენტში
შედარებით მაღალია ქალი ბენეფიციარების ჩართულობა.
ჩანართი 1: “აწარმოე საქართველოში” - პროგრამების მიმოხილვა
პროგრამა “აწარმოე საქართველოს” ექვსი ძირითადი მიმართულება აქვს. ესენია:
ინდუსტრიული მიმართულება: ხდება მსხვილი ბიზნეს იდეების მხარდაჭერა.
სესხის მინიმალური მოცულობაა 150 000ლ. მაქსიმალური - 5 000 000ლ. სააგენტო
ახდენს საბანკო კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი: ხდება მხოლოდ სასტუმროს
ბიზნესის დაფინანსება. სესხის მინიმალური მოცულობა - 200 000ლ. მაქსიმალური
- 2 000 000ლ. სააგენტო ახდენს საბანკო კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას
მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა: საგრანტო კომპონენტი. მაქსიმალური
დაფინანსება 5000ლ. ერთ მეწარმე სუბიექტზე
აწარმოე უკეთესი მომავლისთვის: საგრანტო პროგრამა გამყოფის ხაზის ორივე
მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი პროექტების
განხორციელებისათვის.
გადაიღე საქართველოში: ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროდიუსერების
წახალისება კვალიფიციური ხარჯების 20-25%-ის უკან დაბრუნებით
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი: სიცოცხლისუნარიანი მცირე/საშუალო
საწარმოებისათვის საკრედიტო გარანტიის მიცემა, რომელთაც არ შეუძლიათ
სესხის უზრუნველყოფის წინაპირობების დაკმაყოფილება.
წყარო: www.enterprisegeorgia.gov.ge
13
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში სააგენტოს
მხრიდან დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა პროგრამის ახალ ან
არსებულ ბენეფიციარზე ან პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფზე
განისაზღვრება 20 000(ოცი ათასი) ლარით. დაფინანსების მოსაპოვებლად
საჭიროა, პირველ რიგში, ონლაინ აპლიკაციის შევსება, საიდანაც ხდება
საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორების გამოვლენა და მათი დატრენინგება
ბიზნეს გეგმების და ზოგადი მეწარმეობის მიმართულებით. აღნიშნულის
შემდეგ,
მომზადებული
ბიზნეს
გეგმების
კონკურსის
შედეგად
გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც მიიღებენ პროგრამით
გათვალისწინებულ დაფინანსებას. პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ
პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება თანადაფინანსების
თანხის არანაკლებ 20 (ოცი) პროცენტით, ხოლო, პროგრამის არსებული
ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში
თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება თანადაფინანსების თანხის
არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტით.
სააგენტოს აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის ჰყავს ქვე
კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებულ
ოთხ ლოტზე საქართველოს რეგიონებში აქვთ ოფისები. კონტრაქტორები
პასუხისმგებელნი არიან მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში
სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების
შესრულებაზე.
კერძოდ,
ადგილობრივ
დონეზე,
პროგრამის
განმახორციელებლად
გვევლიანებიან
კონტრაქტორი
ორგანიზაციები,
რომელთა პასუხისმგებლობაში შედის: პროგრამის პოპულარიზაცია,
აპლიკანტებისათვის კონსულტაციების გაწევა, ტრენინგების ჩატარება,
შემოსული განაცხადების გადარჩევა და სააგენტოსათვის პროექტების
რეკომენდირება დაფინანსებისათვის 12 . ამდენად, კონტრაქტორს ენიჭება
გადამწყვეტი მნიშვნელობა პროგრამის განხორციელებაში. ნიშანდობლივია
აღინიშნოს, რომ იგი ითავსებს ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ ფუნქციებსაც,
როგორიცაა, მაგ. პროექტების რეკომენდირება დაფინანსებისათვის და შემდეგ
შერჩეული პროექტების მონიტორინგი.
გენდერული ასპექტი “აწარმოე საქართველოს” პროგრამებში
მოკვლევის ფარგლებში გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა,
რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტში 2015-დან 2018
წლის ჩათვლით, ჯამში დაფინანსებული იყო 9380 ბენეფიციარი, რომელთაგან
3783 (40.3%) არის ქალი. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია პროგრამის
ფარგლებში მოქმედ კვოტასთან: კერძოდ, კონტრაქტორებთან შეთანხმების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ის, რომ დაფინანსებული პროექტების
მინიმუმ 40% უნდა მოდიოდეს ქალ მეწარმეებზე. ამასთანავე, თანაბარ
პირობებში, ქალი მეწარმის მიერ წარდგენილ პროექტს ენიჭება დამატებითი
12 იქვე
14
ქულა. დამატებითი ქულა განისაზღვრება ასევე დევნილის, ახალგაზრდისა და
სტარტაპერის შემთხვევაში13.
აღნიშნული სტატისტიკა არც ისე ცუდ შედეგეს აჩვენებს. თუმცა, თუკი
წლების მიხედვით შევხედავთ, სიტუაცია გარკვეულწილად ცვალებადია.
მაგალითად, 2018 წელს ჯამურად შემოსული 17 392 განაცხადიდან 7 459
(42.7%) იყო ქალის მიერ წარმოდგენილი განაცხადები. 899 ბენეფიციარმა
მიიღო დაფინანსება, რომელთაგან 438 (45%) არის ქალი. სააგენტოს
განმარტებით დაფინანსებაზე უარის თქმის ორი ძირითადი მიზეზი შემდეგია:
1. წარმოდგენილი პროექტი შეუსაბამოა პროგრამის მიზნებთან/ამოცანებთან
და 2. მაღალი კონკურენციის პირობებში პროექტი ვერ აკმაყოფილებს
პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის
პროგრამა გამონაკლისია. “აწარმოე საქართველოს” სხვა პროგრამებში,
მაგალითად ინდუსტრიულ კომპონენტში, ქალთა ჩართულობა გაცილებით
დაბალია. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ
იურიდიულ პირებს. არსებული სტატისტიკით ინდუსტრიულ კომპონენტში
დღემდე დაფინანსებულია 400-მდე პროექტი. აღნიშნულ პროექტებში,
მენეჯერულ პოზიციებზე ქალების რაოდენობაა 111 (27%).
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (აპმა)
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2012 წელს დაარსდა
სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით. იგი ახორციელებს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ
პროექტებს და მართავს სხვადასხვა დაქვემდებარებულ სასოფლოსამეურნეო კომპანიებს. ამჟამად სააგენტოში 9 მიმდინარე პროექტია (იხ.
ცხრილი 2) 14 . აღნიშნული პროექტების უმეტესობა საგრანტო ხასიათისაა,
რაც გულისხმობს იმას, რომ სააგენტოს მხრიდან ხდება წარდგენილი
პროექტის თანადაფინანსება გარკვეული პროცენტით. გაცემული გრანტით
ბენეფიციარს
შეუძლია
სხვადასხვა
სახის
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების პროდუქტის შეძენა. გარდა ფინანსური დახმარებისა,
პროექტებით
ასევე
გათვალისწინებულია
აპლიკანტებისათვის
საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება. გრანტის მიღების შემთხვევაში
ბენეფიციარს
აქვს
გარკვეული
ფინანსური
თანამონაწილეობის
ვალდებულება. ძირითადად, ეს მერყეობს 50%-დან 30%-მდე, თუმცა, რიგ
შემთხვევებში ადის 80%-მდე, ხოლო, “დანერგე მომავლის” კენკროვნების
ქვეკომპონენტში დაფინანსება 100%-ით ხდება. ასევე, რამდენიმე პროექტის
შემთხვევაში მოთხოვნილია, რომ ბენეფიციარს საკუთრებაში ჰქონდეს ან
13 “აწარმოე საქართველოში” უწყების საპარლამენტო მოსმენა
14 ცხრილში არ შედის ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი, რომელიც ფერმერების
მონაცემთა-ბაზის განვითარებას ისახავს მიზნად, ასევე სეზონური პროექტები.
15
იჯარით ფლობდეს მიწას, რომელზეც
გათვალისწინებული სამუშაოები.
განხორციელდება
პროექტით
თანამონაწილეობისათვის
საჭირო რესურსი
აპლიკანტს
შეუძლია
დამოუკიდებლად დაფაროს ან აღნიშნულისათვის მიმართოს ბანკს
შეღავათიანი აგროკრედიტის ასაღებად. ეს უკანასკნელი, ფერმერს შეუძლია
დამოუკიდებელი
პროექტის
განხორციელებისთვისაც
მიიღოს.
შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის შემთხვევაში ბენეფიციარის
ურთიერთობა სააგენტოსთან გაშუალებულია ბანკის მიერ. ფაქტიურად,
აპლიკანტს პირდაპირი შეხება არც უწევს სააგენტოსთან გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც სააგენტოს წარმომადგენელი მონიტორინგის
მიზნით ეკონტაქტება მათ. აპლიკანტი პირდაპირ მიმართავს ბანკს და თუ
პროექტი მოწონებული იქნა ბანკის მიერ ხდება სესხის დამტკიცება 15 .
საპროცენტო განაკვეთს ბანკი ადგენს საკუთარი შეხედულებისამებრ,
თუმცა, საპროცენტო განაკვეთების ოდენობა განსხვავდება სესხის
მოცულობისა და იმის მიხედვით თუ რომელ ვალუტაშია იგი გაცემული.
ასევე, სააგენტოს შუამდგომლობით დაწესებულია ზედა ზღვარი წლიური
16%-ის ოდენობით 16 . სესხის დამტკიცების შემთხვევაში სააგენტოსა და
ბანკთან მოლაპარაკების საფუძველზე სააგენტო მოახდენს გაცემული
სესხის არაუმეტეს 24 თვის პროცენტის თანადაფინანსებას მაქსიმუმ
წლიური 10%-ის ოდენობით17.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო წარმოდგენილია 9
რეგიონში 54 მუნიციპალურ დონეზე თავისი ექსტენციის სამსახურით.
აღნიშნული სამსახურები აერთიანებს აპმა-ს რეგიონულ ოფისებს,
კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფისებსა და ექსტენციის
სამსახურებს18.
ექსტენციის ცენტრებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პროგრამების
შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. ასევე გამოიყენება მას-მედიის სხვა
საშუალებები: ტელევიზია, სოციალური ქსელები და პირდაპირი ვიზიტები
სოფლებში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აპმა-ს პროექტებში განაცხადის წარდგენა,
იმ შემთხვევის გარდა როდესაც განაცხადი ელექტრონულად კეთდება,
ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ თბილისში, ცენტრალურ ოფისში.
საინტერესოა ისიც, რომ აპმა-ს პროექტებში განაცხადის წარდგენა უკვე
ნიშნავს იმას, რომ პროექტი დაფინანსდება სააგენტოს მხრიდან. ამდენად არ
15 აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს “აწარმოე საქართველოს”
ინდუსტრიულ ქვე-კომპონენტში.
16 http://apma.ge/files/documents/zfF5qQOClOGe.pdf
17 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3078690?publication=0
18 სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საპარლამენტო მოსმენა
16
არსებობს შინაარსობრივი განსხვავება წარდგენილ და დაფინანსებულ
პროექტებს შორის. აქვე უნდა ითქვას, რომ განაცხადის წარდგენა საკმაოდ
შრომატევადი პროცესია (იხ. ჩანართი 2), რომლისთვისაც მთელი რიგი
დოკუმენტაციის შეგროვებაა საჭირო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია
განთავსებულია, როგორც სააგენტოს ვებ-გვერდზე, ისე შესაძლებელია
კონსულტაციის მიღება ცხელ ხაზზეც. დოკუმენტაციის შეგროვება, თავის
მხრივ, გულისხმობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ვიზიტს.
ჩანართი 2. დანერგე მომავალში განაცხადის გაკეთების ეტაპები:
1. მიმართვა ლაბორატორიაში ნიადაგის სინჯის ასაღებად და ნიადაგის
ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად. (ლაბორატორიები
არსებობს თბილისაა და ოზურგეთში)
2. ლაბორატორიული ანალიზის შედეგებისა და მიმართვის წარდგენა სსიპ
“სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში”. ცნობის აღება,
რომელიც ადასტურებს რომ გასაშენებელი კულტურა შესაბამისობაშია
ნიადაგთან.
3. საკუთარი მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო
საკონსულტაციო ცენტრში მიმართვა მიწის ნაკვეთის დამუშავების
დასადასტურებლად.
4. ყველა შესაბამისი ცნობის მიღების შემდეგ განაცხადის ფორმის შევსება
და დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოში (თბილისში) წარდგენა.
წყარო: http://apma.ge/projects/read/plant_future/20:child
აპმა-ს გარდა, პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს
თამაშობს კოოპერატივების განვითარების სააგენტო. ეს უკანასკნელი 2013
წელს დაფუძნდა და მისი შექმნის მთავარი მიზეზი მცირე რესურსების
(განსაკუთრებით
ფრაგმენტირებული
მიწის)
მქონე
ფერმერების
გაძლიერება იყო. ამავდროულად სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო
უწყებას, რომელსაც გააჩნია კოოპერატივების სტატუსის მინიჭებისა და
სტატუსის შეწყვეტის მანდატი. პირველი კოოპერატივი 2014 წელს
დარეგისტრირდა.
დღევანდელი
მონაცემებით
კი
ჯამში
რეგისტრირებულია 1093 კოოპერატივი. აღნიშნულ კოოპერატივებში სულ
გაერთიანებულია 10 964 მეპაიე, რომელთაგან 2 627 (24%) ქალია. ამ
უკანასკნელთაგან 148 ქალი (5%) იკავებს კოოპერატივის თავმჯდომარის
პოზიციას. ამდენად, ქალების აქტიურობა არც კოოპერატივების
კომპონენტშია მაღალი და ჩართული ქალების ძალიან მცირე ნაწილი არის
წარმოდგენილი მენეჯერულ პოზიციებზე.
17
ცხრილი 1: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები
No.
1
პროექტის სახელწოდება
დანერგე მომავალი
2
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის
პროგრამა
3
აგრომეწარმეობის ხელშეწყობის
პროგრამა
ახალი აგროსააწრმოების განვითარების ან არსებულთა მუშაობის
ხელშესაწყობად ხდება წარდგენილი პროექტის ღირებულების 40%-ით
დაფინანსება. მოითხოვება მიწის საკუთრებაში ან იჯარით ფლობა.
4
შეღავათიანი აგროკრედიტი
5
ახალგაზრდა მეწარმე
სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვარეალიზაციის მიმართულების საწარმოებისთვის კომერციული ბანკები გასცემენ
შეღავათიან კრედიტს.
წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის ღირებულების 40%-ის დაფინანსება, მაგრამ
არაუმეტეს 60 000ლ. დადგენილია ასაკობრივი ზღვარი:
მამაკაცები: 18-35წ. ქალები: 18-40წ.
6
გადამამუშავებელი და შემნახველი
საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
აგროდაზღვევა
შეჩერებულია
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის
თანადაფინანსების პროგრამა
(ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსება)
შესასყიდი ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 150 000ლ.
პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა ბაზაში
7
8
პროექტის ძირითადი შინაარსი
პროექტი შედგება მრავალწლიანი ბაღების, კენკროვანი კულტურების და სანერგე
მეურნეობების ქვეკომპონენტებისაგან. მრავალწლიანი ბაღების და სანერგე
მეურნეობების ქვეკომპონენტის ფარგლებში ხდება წარმოდგენილი პროექტის
50%-დან 80%-მდე თანადაფინანსება, ხოლო კენკროვანი კულტურების
ქვეკომპონენტის შემთხვევაში სახელმწიფოს დაფინანსება შეადგენს 100 %-ს.
„ფინანსდება ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60% - 80%, ხოლო იჯარით
აღებული პლანტაციების შემთხვევაში 70% - 90%-ით.“
ფერმერთა აგროდაზღვევის სუბსიდირება. სადაზღვევო პოლისის ღირებულების
50%-დან 70%-მდე თანადაფინანსება
18
თუმცა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მხოლოდ ქალების მიერ
ფორმირებული კოოპერატივების საკითხი. ამჟამად ჯამში 57 ქალთა
კოოპერატივი ფუნქციონირებს. სააგენტოს წარმომადგენელთა შეფასებით
აღნიშნული კოოპერატივები (ასევე ისეთი კოოპერატივები, რომელთაც
ქალი თავმჯდომარეები ყავთ) გაცილებით წარმატებულები არიან, თუკი
ვიმსჯელებთ მათ მიერ განხორციელებული პროექტებით, მათი
ცნობადობითა და იმიჯით19.
კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ძირითადი ფუნქციები, გარდა
კოოპერატივების რეგისტრაციისა, მათი ტექნიკური გაძლიერებაა. ამ
მიზნით სააგენტო ანხორციელებს ტრენინგებს უწყვეტ რეჟიმში, როგორც
დარგობრივ თემატიკაზე, ისე მენეჯმენტის მიმართულებით. ამასთანავე,
ახორციელებს კოოპერატივების მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას, რათა
მათ უკეთ შეძლონ ფუნქციონირება. დღეისათვის ფუნქციონირებს 8
პროექტი. ყველა მათგანი ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის ან
კოოპერატივების გაერთიანებისათვის გარკვეულ მატერიალურ დახმარებას
თანადაფინანსების პრინციპით.
გენდერული ასპექტი სოფლის მეურნეობის პროექტებში
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიხედვით
გამოცხადებული პროექტები ღიაა ყველა მოქალაქისათვის და ისინი არ
ითვალისწინებს გენდერული ნიშნით რაიმე განსაკუთრებულ პირობას. 2018
წელს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და
მოქნილობის თანადაფინანსების პროექტში არსებობს კვოტა: ბიუჯეტის
30%-ის გაცემა უნდა მომხდარიყო ქალებზე და 30 წლამდე
ახალგაზრდებზე. თუმცა ეს კვოტა მოიხსნა 2019 წელს, რადგანაც მისი
შევსება ვერ მოხერხდა - ქალი აპლიკანტების მხრიდან დაბალი
გამოხმაურების გამო შეიქმნა რისკი რომ ბიუჯეტი ვერ დაიხარჯებოდა და
ამდენად სააგენტომ გადაწყვიტა კაცი აპლიკანტები წილის გაზრდა.
ამჟამად, იკვეთება ერთადერთი გენდერულად სენსიტიური მახასიათებელი
“ახალგაზრდა
მეწარმის”
პროექტში,
რომელშიც
განსაზღვრულია
მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფები. მამაკაცებისათვის ეს გახლავთ 18-დან
35 წლამდე, ხოლო ქალების ჩართულობის გაზრდის მიზნით მათ
შემთხვევაში ასაკობრივი ჯგუფი გაზრდილია 18-დან 40 წლამდე20.
ქალების გააქტიურების საკითხი თავიდანვე იდგა კოოპერატივების
განვითარების სააგენტოს შექმნის დროს. მათ მიერ განხორციელებული 8
პროექტიდან
ორში
იმისათვის
რომ
კოოპერატივმა
კონკურსში
მონაწილეობა შეძლოს სხვა წინაპირობებთან ერთად ჩადებულია მოთხოვნა
კოოპერატივის შემადგენლობაში ქალთა თანამონაწილეობის შესახებ.
კერძოდ, თხილის წარმოების განვითარების პროგრამაში მოთხოვნილია,
19 ინტერვიუ, კოოპერატივების განვითარების სააგენტო
20 http://danida.apma.ge/
19
რომ განმცხადებლის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიერთა ან/და
მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა 31%-ს უნდა
შეადგენდნენ ქალები, ახალგაზრდები ან/და მოწყვლადი ჯგუფის
წარმომადგენლები 21 . ხოლო მეფუტკრეობის კოოპერატივების ერთიანი
საწარმოო უზრუნველყოფის პროგრამაში კი პრეტენდენტი სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა არანაკლებ 15%-ს უნდა შეადგენდნენ
ქალები ან/და დევნილები. სააგენტოს განცხადებით, სხვა პროექტებში
მსგავსი წინაპირობის ჩადება ვერ მოხერდა, რადგან მეპაიეთა რაოდენობა იქ
საერთოდ არ ფიგურირებს როგორც შერჩევის კრიტერიუმი.
რაც შეეხება, თავად პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებს, 2018 წელს
განხორციელებული პროგრამების ჯამური გენდერული ბალანსი შემდეგია:
23% ქალი (15 400 ბენეფიციარი) და 77% მამაკაცი (52 100 ბენეფიციარი).
სამწუხაროდ, სააგენტოში არ იწარმოება სტატისტიკა შემოსული
აპლიკაციების გენდერული სეგრეგაციის შესახებ. ამდენად, შეუძლებელია
დავადგინოთ, რამდენად აქტიურობენ ქალები სხვადასხვა პროგრამაში
ჩასართავად.
ცხრილი 2: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტებში მონაწილეთა
სტატისტიკა
ბენეფიციართა სქესი
ბენეფიციართა
რაოდენობა
ქალი 15 400 (23%)
კაცი 52 100 (77%)
თანადაფინანსების
ოდენობა
25 031 000ლ. (14.1%)
152 562 000ლ. (85.9%)
არსებული მონაცემები (იხ. ცხრილი 2) ცხადად მიუთითებს იმაზე რომ
ქალების აქტიურობა პროგრამებში დაბალია. ამ მდგომარეობას კიდევ
უფრო ამძიმებს ისიც რომ ქალთა ჩართულობა ყველაზე მაღალია ისეთ
პროგრამაში (აგროდაზღვევის პროგრამა) რომელშიც თანადაფინანსების
თანხობრივი ოდენობა ერთ ბენეფიციარეზე სააგენტოს სხვა პროექტებთან
შედარებით საგრძნობლად დაბალია. აღნიშნულიდან გამომდინარე ვიღებთ
დისბალანსს ბენეფიციარების რაოდენობასა და მათი დაფინანსების
პროცენტულ წილს შორის.
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მართალია, საპარლამენტო მოკვლევის მთავარი სამიზნე ზემოთ
განხილული სააგენტოებია, თუმცა პროცესში ასევე გაიმართა დევნილთა
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსმენა. ეს განაპირობა
იმან, რომ თავისი მანდატიდან გამომდინარე აღნიშნული სააგენტოც
ახორციელებს ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართულ პროგრამებს.
21 http://acda.gov.ge/index.php/geo/static/213
20
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2014 წელს
შეიქმნა
დევნილთა
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, იგი
გასცემს გრანტებს, რათა მოხდეს შემოსავლის არსებული წყაროების
გაუმჯობესება ან ახალი წყაროების შექმნა. გარდა გრანტებისა, სააგენტო
ასევე აფინანსებს დევნილთა გადამზადებას, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას
და შესაბამისი განათლების მიღების ხელშეწყობას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოს სამოქმედო გეგმაში თავიდანვე
იყო გათვალისწინებული 40%-იანი კვოტა ქალთა მონაწილეობაზე.
სააგენტოს
წარმომადგენლის
განცხადებით 22 ხშირ
შემთხვევაში
დაფინანსებული პროექტების ნახევარი ქალ ბენეფიციარებზე მოდის.
ამდენად, კვოტის შესრულების პრობლემა აქამდე არ დამდგარა.
მნიშვნელოვანია ითქვას, ისიც, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული
რამდენიმე პროგრამა სოფლის მეურნეობის დარგშია. მაგ: ხდება სასოფლოსამეურნეო ტექნიკის დაფინანსება, დევნილები ვინც ისარგებლა “სოფლად
სახლის”
პროგრამით
მიიღებენ
დამატებით
გრანტს
რეგიონში
ინტეგრირებისათვის, ასევე ხდება სასათბურე-მეურნეობების მოწყობაში
მხარდაჭერა. ამ უკანასკნელი პროექტის ბენეფიციართაგან ნახევარზე მეტი
ქალია.
სააგენტოს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 685 000 ლარია. თუმცა მომავალ
წელს იგეგმება ბიუჯეტის 45 მლნ. ლარით გაზრდა. აღსანიშნავია, რომ
ამჟამად სააგენტო რეორგანიზაციას განიცდის: მის შემადგენლობაში
გადადის დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომელიც აქამდე
სოციალური მომსახურების სააგენტოში იყო განთავსებული23. სააგენტოში
არ ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ პროცესს რაიმე უარყოფითი გავლენა
ექნება მიმდინარე პროგრამებზე.
3.2. ბენეფიციარების გამოცდილება
პროგრამებამდე მისვლა
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ორივე პროგრამის შემთხვევაში
გამოიკვეთა მოსახლეობამდე ინფორმაციის მიწოდებისა და მათი
მოტივირების საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სოფლის
მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ისე “აწარმოე საქართველოში”
მნიშვნელოვან ინვესტიციას დებენ საინფორმაციო კამპანიაში. ძირითადი
საინფორმაციო არხები ორივე შემთხვევაში არის ადგილობრივი
ტელევიზია და სოციალური ქსელები. სააგენტოების წარმომადგენლები
22 დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საპარლამენტო მოსმენა
23 იქვე
21
ასევე ახორციელებენ გასვლებს სოფლებში სადაც ხვდებიან მოსახლეობას.
მოკვლევის ფარგლებში ორგანიზებული საჯარო შეხვედრების დროს ქალმა
მეწარმეებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ ტელეფონით უკავშირდებიან
შესაბამისი უწყების ადგილობრივი წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია განვასხვავოთ პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღება და
მის შინაარსში რეალური გარკვევა, რამაც ქალებს მონაწილეობის მოტივაცია
უნდა გაუჩინოს. სამოქალაქო სექტორის მოსმენების და ასევე საჯარო
შეხვედრების დროს გამოიკვეთა რომ პროგრამების ცნობადობა იმდენად
დიდი პრობლემა არ არის, როგორც ამ პროგრამებით ქალი ბენეფიციარების
დაინტერესება! შეიძლება ითქვას, აღნიშნული პროექტების შესახებ
ყურმოკვრით მაინც ქალების უმეტესობას გაუგია, თუმცა მათი დიდი
ნაწილისათვის ამ ინფორმაციას არ მიუცია ბიძგი უფრო მეტი გაეგო და
ჩართულიყო პროგრამაში.
შესაბამისად, იკვეთება, რომ არსებული დიზაინით პროგრამები
გათვლილია
აქტიურ
და
მოტივირებულ
ქალებზე,
რომლებიც
მეტნაკლებად თავისუფალი არიან კულტურული სტერეოტიპებისაგან,
არიან დამოუკიდებლები და შესაძლებლობის გამოჩენის შემთხვევაში მზად
არიან იმოქმედონ. მნიშვნელოვანია, პროგრამის დიზაინის დროს
გათვალისწინებული იყოს სწორედ ის ფაქტი, რომ პოტენციური
ბენეფიციარები (განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელნი) აღნიშნულ
მახასიათებლებს ნაკლებად აკმაყოფილებენ. საოჯახო თუ სასოფლოსამეურნეო საქმიანობით დაკავებულ ქალს უფრო მეტი საუბარი და
კონსულტირება ჭირდება იმისათვის, რომ მან პროგრამაში მონაწილეობის
მიღება გადაწყვიტოს.
საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ “წარმატებული ქალების” გამოჩენამ
სოფელში/თემში დადებითი გავლენა იქონია სხვა ქალების შეგულიანებაზე.
საჯარო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, პროექტის
წარმატებით განხორციელების შემდეგ იგი ბევრ თანასოფლელს დაეხმარა
და წააქეზა პროცესში ჩართულიყო.
“პროექტების წერა მე მეხერხება, დავდივარ და ველაპარაკები
ქალებს, ვურჩევ რა შეუძლია გააკეთოს, მე თუ გამომივიდა
მასაც შეუძლია გამოუვიდეს”
საჯარო შეხვედრის მონაწილე ჩოხატაურში.
მსგავსი ისტორიები დაფიქსირდა მარნეულისა და ზემო ნიქოზის
შეხვედრების
დროსაც.
ეს
გვაფიქრებინებს
რომ
წარმატებული
ბენეფიციარების ისტორიის გაზიარება და თავად ქალებს შორის
არაფორმალური ქსელების განვითარება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს
ქალების პროგრამებამდე მიყვანაში.
22
ადმინისტრაციული პროცესი
იმ შემთხვევაში თუკი ქალი გადალახავს პირველ ბარიერს - სოციალურკულტურულ წინაღობას და შესაბამის უწყებას მიაკითხავს აპლიკაციის
პროცესის დასაწყებად იგი უკვე სხვა სახის გამოწვევას მიიღებს. “აწარმოე
საქართველოს”
მიკრო
და
მცირე
მეწარმეობის
ხელშეწყობის
კომპონენტისაგან განსხვავებით, აპმა-ს საკმაოდ ბევრი და კომპლექსური
პროექტი აქვს, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე. თუმცა, ციფრული უნარ-ჩვევების ფაქტიურად არარსებობა
(განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ქალებს შორის) მნიშვნელოვან
წინაღობას წარმოადგენს იმისათვის რომ მათ დამოუკიდებლად მოახდინონ
ნავიგაცია, შეისწავლონ თითოეული პროექტი და გადაწყვიტონ რომელი
მათგანი უფრო შეესაბამება მათ იდეას.
გარდა
პრაქტიკული
სირთულეებისა,
მნიშვნელოვანია
დროითი
დეფიციტის საკითხი - სწორი ხელმძღვანელობის შემთხვევაში ქალები
აღნიშნავდნენ რომ ამ პროცედურების გავლა არ იქნებოდა პრობლემა,
მაგრამ მთლიანი პროცესის ონლაინ სივრცეში არსებობა მათ თავიდანვე
დემოტივაციას უქმნის, რადგან თვლიან, რომ სანამ აღნიშნულში
გაერკვევიან სჯობს დახმარება სხვას თხოვონ. საჯარო შეხვედრების
მონაწილე ქალების უმრავლესობას ელექტრონული აპლიკაციის შევსების
პროცესში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები დაეხმარნენ. ცხადია,
თუკი საახლობლოში ასეთი ადამიანი ვერ მოიძებნა, მაშინ ქალებს სხვა
საშუალებებისთვის უწევთ მიმართვა. ისეთ შემთხვევაში, როდესაც
განაცხადის გასაკეთებელად მრავალი ინსტანციის გავლა და დედაქალაქში
ხშირი ვიზიტია საჭირო ფაქტიურად მთლიანად გამორიცხავს ქალების
მონაწილეობას აღნიშნულ პროცესში.
ბენეფიციარების მხრიდან განსაკუთრებულ სირთულედ დასახელდა თავად
პროექტის დაწერა. მართალია, ორივე პროგრამის შემთხვევაში აპლიკანტებს
უტარდებათ სპეციალური ტრენინგი, ქალების უმრავლესობა აღნიშნავს,
რომ
საბოლოო
ჯამში
ისინი
პროექტის
დასაწერად
მაინც
ახლობლებს/ნაცნობებს მიმართავენ, რაშიც სპეციალური საფასურის
გადახდაც უწევთ.
ზემოთ ჩამოთვლილი ადმინისტრაციული საკითხები (აპლიკაციის შევსება
და დოკუმენტებთან ურთიერთობა) განსაკუთრებით პრობლემურად
დასახელდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების მხრიდან,
რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქართულ ენას არ ფლობენ და ქართულენოვან
დოკუმენტაციასთან
ახლობლების/მეგობრების
საშუალებით
უწევთ
ურთიერთობა.
23
კონსულტაციისა და დახმარების უწყვეტი საჭიროება
სხვადასხვა პროექტის მონაწილე ქალებთან საუბრისას ნათელი ხდება, რომ
წარმატებული საქმიანობისათვის მხოლოდ დაფინანსების მიღება არ არის
საკმარისი. პროგრამების მონაწილე ქალების უმეტესობისათვის ეს
მეწარმეობაში ჩაბმის პირველი გამოცდილებაა. შესაბამისად, მათ
განვითარების საწყის ეტაპზე ესაჭიროებათ მუდმივი მხარდაჭერა,
რომელიც მოიცავს:
ბიზნეს კონსულტაციას
ტრენინგებს/სწავლებას
სხვადასხვა
თემატიკაზე
საქმინობიდან
გამომდინარე. თუმცა რამდენიმე საკითხი დასახელდა თითქმის ყველა
ჯგუფში, მაგ. როგორიცაა პროდუქციის ეტიკეტირება, რეალიზების
სტრატეგიები და ა.შ.
გარდა კონსულტაციებისა აღნიშნული იყო ასევე განმეორებითი
დაფინანსების საკითხი. მართალია, არსებული დიზაინით არცერთი
პროგრამა არ კრძალავს ბენეფიციარის განმეორებით დაფინანსებას24, თუმცა
პრიორიტეტი ენიჭებათ იმ კანდიდატებს ვისაც დახმარება სახელმწიფოსგან
არ მიუღია. ბენეფიციართა ნაწილისათვის ეს საკითხი ცნობილი არ იყო და
ხელმეორედ გრანტის/სესხის აღების შეუძლებლობას დიდ პრობლემად
ასახელებდნენ. “აწარმოე საქართველო”-ს ერთ-ერთი ბენეფიციარის
განცხადებით:
“იმის ფონზე, რომ საწყისი დაფინანსება ძალიან მცირეა, ისედაც
საკმარისი არ არის თანხა და ამის ფონზე ხელმეორედ გრანტის
აღება უნდა შეიძლებოდეს, რომ გარკვეულ შედეგზე გავიდეთ”.
საჯარო შეხვედრის მონაწილე, მარნეული
მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ მართალია, ერთის მხრივ “აწარმოე
საქართველოს” პროგრამის ბენეფიციარები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ
გრანტის
სიმცირის
გამო,
მეორეს
მხრივ
აცხადებდნენ
რომ
თანამონაწილეობის წილი (რაც მოცემული ეტაპისათვის 20%-ს შეადგენს)
მათთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.
“ჩემი წილი სადღაც 1000 ლარამდე იყო, რაც უნდა დამედო და
ისიც ძლივს შევაკოწიწე, საქონლის გაყიდვა მომიწია”
საჯარო შეხვედრის მონაწილე, ჩოხატაური
იმის ფონზე, რომ არცერთი სააგენტო არ აწარმოებს გაცემული
გრანტით/სესხით
დაფინანსებული
პროექტების
გრძელვადიან
მონიტორინგს და შეფასებას, არ არსებობს ლოკალური გამოცდილება,
24 “აწარმოე საქართველოს” ცალკე კონკურსიც კი ჰქონდა გამოცხადებული უკვე არსებული
ბენეფიციარებისათვის განმეორებითი დაფინანსების მოსაპოვებლად
24
რომელსაც დავეყრდნობოდით აღნიშნული ფინანსური საკითხების
დიზიანის პროცესში. ამდენად, ერთადერთი წყარო საერთაშორისო
გამოცდილების შესწავლაა (იხ. ნაწილი 4).
პროდუქციის რეალიზაცია
პროგრამის ბენეფიციარები, განსაკუთრებით “აწარმოე საქართველოს”
მიკრო და მცირე მეწარმეობის გრანტის მომპოვებლები ყველაზე დიდ
პრობლემად პროდუქციის რეალიზაციას ასახელებენ. საინტერესოა, რომ
მათი აზრით პროგრამის ხელმისაწვდომობაზე და ჩართვაზე უფრო
მტკივნეული საკითხი სწორედ ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვას ეხება.
იქიდან გამომდინარე, რომ მათი უმეტესობა ცხადია მცირე და/ან მიკრო
მეწარმეა ისინი თავს დაუცველად გრძნობენ ბაზარზე და კონკურენციაში
შესვლა უჭირთ მსხვილ კომპანიებთან, რომ არაფერი ვთქვათ პროდუქციის
ექსპორტზე.
მეწარმე ქალების მიერ დასახელებული იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც
ისინი ვერ ახერხებენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას. როგორც
ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს:
“ტენდერებში
ისეთი
პირობებია
ჩადებული,
რომ
მონაწილეობას ვერ ვიღებთ, თურქეთიდან შემოდის
მცენარეები იმაზე გაცილებით ძვირად ვიდრე მე მომყავს და
გაცილებით დაბალი ხარისხის. გულდასაწყვეტია, რომ
სახელმწიფოს, რომელიც ერთის მხრივ გვაფინანსებს,
მეორეს მხრივ საერთოდ არ აინტერესებს რამდენად
გავყიდი ამ პროდუქტს”.
საჯარო შეხვედრის მონაწილე, ჩოხატაური
პროდუქციის რეალიზაციის თვალსაზრისით, ასევე ბევრი ფერმერი ქალი
აღნიშნავდა, იმას, რომ სოფელში/რაიონში სამაცივრე ან სასაწყობე
მეურნეობების არარსებობა მნიშვნელოვნად უზღუდავდა მათ პროდუქტის
შენახვის და მთელი სეზონის განმავლობაში გაყიდვის, ან სეზონის მიღმა
გაზრდილი ფასებით რეალიზაციის შესაძლებლობას.
სესხის აღება და აქტივების ფლობა
როგორც წინა თავში იყო განხილული, ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა
აიღოს შეღავათიანი აგროკრედიტი თავისი თანადაფინანსების წილის
დასაფარად ან დამოუკიდებელი პროექტის განსახორციელებლად. ასეთ
შემთხვევაში პოტენციური ბენეფიციარისათვის ბანკთან ურთიერთობა
არის უმნიშვნელოვანესი, რადგანაც მათი პროექტში ჩართვა სწორედ იმაზეა
დამოკიდებული
დაუფინანსდებათ
თუ
არა
საპროექტო
იდეა.
დაფინანსების მიღების შემდეგ კი სააგენტო შემოდის თამაშში იღებს რა
თავის თავზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას.
25
ქალი ბენეფიციარების მხრიდან განსაკუთრებით გაესვა ხაზი იმას, რომ
სესხზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი არის “კაბალური” 25 და
ამავდროულად,
ბანკების
მიერ
მოთხოვნილი
უზრუნველყოფა
ქალებისათვის ძალიან დიდ წინაღობას წარმოადგენს.
ბანკებთან ურთერთობის სპეციფიკა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ
პოტენციურ აპლიკანტს ამ ეტაპზე არავითარი ტრენინგი და კონსულტაცია
არ აქვს მიღებული, შესაბამისად, კრედიტ ოფიცერთან ბიზნეს გეგმის
ჩამოყალიბება და მისი დარწმუნება პროექტის სიცოცხლისუნარიანობაში
ბევრისთვის არც თუ ადვილი დავალებაა.
ბანკების მხრიდან მოთხოვნილი უზრუნველყოფა, როგორც წესი,
გულისხმობს ან მიწის ნაკვეთით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფას.
მსგავსი სახის უძრავი ქონება კი ქალის სახელზე იშვიათად არის
რეგისტრირებული. როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაცია აღნიშნავს:
„მიწაზე და სხვა აგრარულ რესურსებზე წვდომა თეორიულად კაცებსა და
ქალებს თანაბრად აქვთ, პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ ქალებს უფრო
ნაკლები ალბათობით გააჩნიათ იმ ქონების კანონიერად დაცვის საშუალება,
რაც მათ სახელზეა რეგისტრირებული.
ცხადია, აღნიშნულიდან გამომდინარე სესხის აღება ბანკიდან ქალისათვის
უფრო რთულია, ვიდრე კაცისთვის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
მიწის საკითხი ქალებს ხელს არამხოლოდ სესხის საკითხში უშლით.
როგორც ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, აპმა-ს რიგი პროექტების
შემთხვევაში სავალდებულო პირობაა მიწის საკუთრებაში ფლობა.
შესაბამისად, ქალების მონაწილეობა რთულდება ისეთ პროექტებშიც კი
სადაც სესხის აღება არ არის საჭირო და თანადაფინანსება გრანტის სახით
გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ მიწასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები
იკვეთება
იძულებით
გადაადგილებული
პირების
შემთხვევაში.
დევნილობამ მათ ავტომატურად დააკარგვინა წვდომა ყველანაირ
რესურსზე, მათ შორის მიწაზე. მართალია, მათ საკუთრებაში გარკვეული
მიწა გადასცა სახელმწიფომ, თუმცა მათ გამოყენებას მაინც ბევრი
სირთულე ახლავს თან. მაგალითად, იმისათვის რომ სახელმწიფო
ირიგაციის პროგრამით ისარგებლონ აუცილებელია, რომ ნაკვეთიდან 500
მეტრში მდებარეობდეს წყარო ან ტბა. იქიდან გამომდინარე რომ
დევნილები თავად არ ირჩევენ მიწის ნაკვეთებს ეს პირობა ხშირად არ არის
დაკმაყოფილებული26.
25
საჯარო შეხვედრის მონაწილე, ზემო ნიქოზი
26 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”, საპარლამენტო მოსმენა
26
4. შედეგების ანალიზი საერთაშორისო გამოცდილების
ფონზე
მანამ
სანამ
მოკვლევის
ფარგლებში
მიღებული
ინფორმაციისა
და
შედეგების კომპლექსურ ანალიზზე გადავალთ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,
რომ განხორციელებული პროგრამების გრძელვადიანი შედეგების კვლევა
და ანალიზი არცერთი სააგენტოს ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს. ისინი
პირდაპირ აღნიშნავენ, რომ მსგავსი სახის შეფასებებს არ აკეთებენ, როგორც
წესი, შეზღუდული ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე. ცხადია,
დაფინანსებული ბენეფიციარების გრძელვადიანი მონიტორინგი საკმაოდ
ძვირია და გასაგებია ცდუნება არსებული მწირი რესურსები პროექტების
დაფინანსებაზე
წარიმართოს,
ვიდრე
მათ
შეფასებაზე.
თუმცა,
უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ მსგავსი შეფასების რეგულარული
წარმოების გარეშე სახელმწიფო ვერასდროს გაიგებს რამდენად ეფექტიანად
დახარჯა რესურსი, არსებული პროგრამებიდან რომელი უფრო ეფექტურია
და ა.შ.
აღნიშნულის ფონზე ერთადერთი გამოსავალია საერთაშორისო პრაქტიკაში
ვეძიოთ კითხვებზე პასუხი, თუმცა ეს თავისთავად მხოლოდ თეორიული
სავარჯიშო შეიძლება იყოს, ვინაიდან შეულებელია სხვა ქვეყნების
მაგალითები ზუსტად გვეუბნებოდეს რა იმუშავებს და რა არ იმუშავებს
საქართველოს შემთხვევაში. თუმცა, ცხადია ეს უკანასკნელი საკმაოდ
ღირებული ინფორმაციისა
შეიძლება აღმოჩნდეს.
და ახალი იდეების გენერირების
წყარო
მოცემულ თავში გაანალიზებული იქნება ის საკითხები, რომლებიც
ყველაზე პრობლემურად გამოიკვეთა მოკვლევის პროცესში. ასევე
განხილული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და ბენეფიცირების
მოსაზრებები პრობლემების გადაჭრის გზასთან დაკავშირებით და იმავე (ან
მსგავს) პრობლემებზე სხვა ქვეყნების გამოცდილება.
პროგრამებში ჩართვამდე: ქალების გაძლიერება და მოტივირება
4.1. პროაქტიული მიდგომის აუცილებლობა
ალბათ
ყველაზე
მნიშვნელოვანი
მოკვლევაში
ჩართული
სააგენტოებისათვის იმის გაცნობიერება უნდა იყოს, რომ თუნდაც იმ
შემთხვევაში როდესაც ისინი ბარიერებს არ უქმნიან ქალებს პროგრამაში
27
ჩართვის
გზაზე,
ქალ
აპლიკანტებს
საზოგადოებაში
არსებული
სტრუქტურული პრობლემების გამო მაინც ბევრი ბარიერის გადალახვა
უწევთ სანამ სააგენტოს კარამდე მიაღწევენ. აქედან გამომდინარე
აუცილებელი ხდება პროაქტიული მიდგომა, რომელშიც საინფორმაციო
კამპანიის წარმოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც უკვე
აღინიშნა, ამ მიმართულებით მოკვლევის ფარგლებში შესწავლილ
პროგრამებში საკმაო ძალისხმევა იდება, თუმცა სასურველი შედეგი ჯერ
კიდევ მიღწეული არ არის. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები
აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის მიწოდებისათვის საჭიროა უფრო
პროაქტიული მიდგომა, თუნდაც კარ-და-კარ სიარული. ცხადია,
მოკვლევის სამიზნე სააგენტოებისაგან აღნიშნულის დამოუკიდებლად
განხორციელება
დამატებით
მნიშვნელოვანი
ორგანიზაციებმა,
როლი
შეუძლიათ
ითამაშონ
რომელთაც
მოსახლეობასთან
მობილიზების
გამოცდილება
მზადყოფნა
დიდხნიანი
გამოთქვა
ძალისხმევას
თითქმის
ყველა
მოითხოვს.
აქვთ.
თუმცა
აქ
არასამთავრობო
მუშაობისა
და
აღნიშნულისათვის
არასამთავრობომ,
რომელიც
ჩართული იყო მოკვლევის პროცესში.
საერთაშორისო
გამოცდილებაზე
დაყრდნობით,
უნდა
ითქვას,
რომ
ინფორმაციის გავრცელებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ქალების
მოტივირებაა ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამებში. საქართველოში ბოლო
პერიოდში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ქალის მონაწილეობა
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
და
ზოგადად
სოციალურ
აქტივობებში ძალიან დაბალია, განსაკუთრებით სოფლებსა და რეგიონულ
დასახლებებში. შესაბამისად, ქალები ხშირად ვერც ხედავენ აღნიშნულის
საჭიროებას
და
საკუთარ
როლს
მხოლოდ
საოჯახო
საქმეების
შემსრულებლებად აღიქვამენ. სახელმწიფო პროგრამებზე გამოხმაურების
დაბალი დონე დიდწილად სწორედ აღნიშნულით შეიძლება აიხსნას.
ქალების ეკონომიკურ
შეფასებები
გაძლიერებაზე ორიენტირებული
განვითარებულ,
თუ
განვითარებად
პროგრამების
ქვეყნებში
ერთხმად
ავტონომიურობა
ქალების
ეკონომიკური
გაძლიერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა27. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
თანხმდებიან,
რომ
თუ ქალს არა აქვს იმის შეგრძნება, რომ მას დამოუკიდებლად რაიმეს
გაკეთება შეუძლია ძალიან რთული იქნება მისი ჩართვა მეწარმეობის
პროგრამებში.
27 http://documents.worldbank.org/curated/en/864621468337180679/pdf/WPS7087.pdf
28
ცხადია, აღნიშნულ პრობლემას საფუძველი კულტურულ და სოციალურ
სტერეოტიპებში აქვს და მისი აღმოფხვრა რომელიმე კონკრეტული
პროგრამის ფარგლებში ძალიან რთულია. კვლევები მიუთითებს იმაზეც,
რომ გენდერული სტერეოტიპები უარყოფითად მოქმედებს ქალების
მოტივაციაზე28.
სხვადასხვა ქვეყნის/პროგრამის მიმოხილვა აჩვენებს, რომ პრობლემის
აღმოფხვრაში გადამწყვეტი როლი უკვე წარმატებული შემთხვევების
შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ენიჭება. ეს უკანასკნელი სხვადასხვა
სცენარით შეიძლება განხორციელდეს:
ა წარმატებული ქალების ისტორიების პოპულარიზაცია;
ბ წარმატებული ქალების ქსელის შექმნა, რომლებიც საჯარო
ღონისძიებებს აწყობენ და სხვა ქალებს რთავენ ბიზნესში;
გ წარმატებული ქალების საშუალებით მენტორთა ქსელის შექმნა და
მათი აგიტატორებად გამოყენება.
ადვილი შესამჩნევია, რომ ზემოთჩამოთვლილი მიდგომები დალაგებულია
შედარებით
მარტივიდან
უფრო
რთულ
სცენარებამდე,
რომელშიც
წარმატებული ქალების ჩართულობის დონე ეტაპობრივად იზრდება.
ამათგან პირველი საქართველოში მეტ-ნაკლებად ხორციელდება, თუმცა
ფაქტია, რომ ტელე-ეთერით გაშუქებულმა სიუჟეტებმა და ისტორიების
პოპულარიზაციამ ვერ მოახდინა სასურველი ეფექტი.
რაც შეეხება მეორე მიდგომას აქ საინტერესო გამოცდილება აქვს გერმანიას
(იხ. ჩანართი 3) 29 . გერმანიის მაგალითზე უნდა ითქვას, რომ იგი უკვე
შემდგარ ბიზნესმენ ქალებზეა, რომლებიც ქსელში ერთიანდებიან და
საწევრო გადასახადსაც იხდიან. თუმცა აღნიშნულის მორგება მაინც
შესაძლებელია ქართულ რეალობაზე. საჯარო შეხვედრების დროს უკვე
შესაძლებელი იყო მსგავსი წარმატებული ქალების იდენტიფიცირება,
რომლებიც აღმოჩნდა, რომ უკვე ისედაც ასრულებენ მულტიპლიკატორების
ფუნქციას:
ანუ
ესაუბრებიან
წახალისებას
და
ხშირად
პროგრამებში
მონაწილეობა.
სოფელში
მათი
სხვა ქალებს,
ზეგავლენით
შესაბამისად,
ბევრ
ახდენენ
ქალს
ადამიანური
მათ
მიუღია
რესურსი,
რომლებიც მენტორების სახით შეიძლება იყვნენ ჩართული პროგრამების
განხორციელებაში უკვე არსებობს. სააგენტოებს საკმაოდ ადვილად
28 https://www.oecd.org/cfe/smes/Policy-Brief-on-Women-s-Entrepreneurship.pdf
29 https://www.oecd.org/cfe/smes/Policy-Brief-on-Women-s-Entrepreneurship.pdf
29
ჩანართი 3: წარმატებული მეწარმე ქალების ქსელი - Frauen Unternehmen
აღნიშნული ქსელი შექმნილია ფრაიბურგში (გერმანია) და ამჟამად
ფუნქციონირებს, როგორც მეწარმე ქალთა ეკონომიკური გაერთიანება.
გაწევრიანება აპლიკაციის საფუძველზე ხდება და წევრების უმთავრესი
ფუნქციაა საჯარო შეხვედრების ორგანიზება და მათი საშუალებით მეტი
ქალის მობილიზება ბიზნესში. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს
ვიზიტებს უნივერსტიტეტებში, სკოლებში და სხვა დაწესებულებებში.
ასევე ქსელი საშუალებას აძლევს ახალბედა და უფრო გამოცდილ
წევრებს ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.
წყარო: http://www.frauenunternehmen.de/seite/bund-der-selbstaendigen-bds
შეუძლიათ ასეთი ქალების იდენტიფიცრება თავიანთ ბენეფიციარებს
შორის.
ზემოთდასახელებული
სამი
სცენარიდან
მესამე
წარმატებული
ბენეფიციარებისაგან ყველაზე მეტ ჩართულობას მოითხოვს და მისი
განხორციელება შესაბამისად უფრო ძვირი დაჯდება. თუმცა აღმოსავლეთ
ევროპის ბევრი ქვეყნის მაგალითზე კარგად ჩანს რომ ინდივიდუალურ
მენტორზე წვდომის შემთხვევაში პროგრამაში ჩართული ქალები ყველაზე
კარგად ახერხებენ შესაძლებლობების რეალიზებას. აღნიშნულ პროცესში
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მენტორის სწორად შერჩევას 30 . თუმცა
ქართული კონტექსტიდან გამომდინარე მენტორებმა განსაკუთრებული
როლი ქალების პროგრამაში ჩართვამდე პერიოდში უნდა ითამაშონ.
ცხრილში ნომერი 3 მოცემულია მენტორების პროგრამაში ჩართვის, მათი
ფუნქციებისა და წახალისების მექანიზმების პოტენციური შეთავაზებები.
საკუთარი პროგრამების შინაარსიდან გამომდინარე, ცხადია სააგენტოებს
ყველაზე უკეთ თავად შეუძლიათ მსგავსი ინიციატივის დიზაინის
შემუშავება.
იმისათვის რომ მენტორების (წარმატებული ბენეფიციარების) ქსელმა
კარგად იმუშაოს ცხადია მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
როგორც უკვე აღინიშნა, ორივე პროგრამა რეგიონებში წარმოდგენილია
რეგიონული ოფისებით. თუმცა, რეგიონის ცენტრში ექსტენციის ცენტრის
ან “აწარმოე საქართველოს” ოფისის არსებობა შეიძლება არასაკმარისად
მივიჩნიოთ,
რადგან
საერთაშორისო
გამოცდილება
აჩვენებს,
რომ
პროგრამების განხორციელება მაქსიმალურად ახლოს უნდა ხდებოდეს
ბენეფიციარებთან. პროგრამის მონაწილე ქალები ხშირად ასახელებდნენ
30 https://www.oecd.org/cfe/smes/Policy-Brief-on-Women-s-Entrepreneurship.pdf
30
რომ სოფლიდან არათუ რეგიონულ ცენტრში, არამედ მეზობელ სოფელში
გადასვლაც კი ხშირად მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს მათგან.
ცხრილი 3: პროგრამებში მენტორების ჩართულობის სავარაუდო მოდელი
როგორ შევარჩიოთ
-
არსებული
ბენეფიციარებიდან
მენტორი ქალები?
იდენტიფიცირება;
აქტიური
ქალების
- აპლიკაციის პროცესში გრაფის დამატება, სადაც
დაინტერესებული პირები აღნიშნავენ აქვთ თუ არა
სურვილი დაფინანსების შემთხვევაში გახდნენ მენტორები;
რა შეიძლება იყოს
- სამიზნე რაიონში კარ-და-კარ სიარული პოტენციური
მათი ფუნქციები?
ქალი ბენეფიციარების პროგრამაში მოსაზიდად
- ქალებისათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა
პროგრამის შინაარსის შესახებ და დახმარება მოარგონ
თავიანთი იდეები სახელმწიფო პროგრამებს
- აპლიკაციის შემთხვევაში რეკომენდაციის გაცემა, რისი
არსებობაც
შეფასდება
სააგენტოს
მხრიდან
დამატებითი
ქულით
როგორ უნდა
- მონაწილეობა სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ყველა
მოხდეს მათი
წახალისება რომ
ღონისძიებაში
მიზნით
ჩაერთონ
პროგრამაში?
- თანადაფინანსების მეტი პროცენტი სააგენტოს მხრიდან
- განმეორებითი დაფინანსების მიღების გაზრდილი შანსი
აღნიშნულიდან
გამომდინარე
საკუთარი
ბიზნესის
შედარებით
პოპულარიზაციის
უკეთესი
რეგიონული
ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს
გააჩნია,
რომელიც
ექსტენციის
ცენტრების
მეშვეობით
56
მუნიციპალიტეტში არის წარმოდგენილი. თუმცა, მეორეს მხრივ არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ მუნიციპალურ დონეზე სხვა მნიშვნელოვანი რესურსიც
არსებობს. ამჟამად, 19 მუნიციპალიტეტში არსებობს ე.წ. “ქალთა ოთახები”,
რომლებიც მუნიციპალიტეტის შენობაშია განთავსებული და თითოეულში
მოწყობილია “საბავშვო კუთხეები”. ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტში
არსებობს ფონდ “ტასოს” მიერ შექმნილი თვითდახმარების ჯგუფები.
ჰიპოთეტურად პროგრამების რეგიონული ინფრასტრუქტურა ასე შეიძლება
წარმოვიდგინოთ (იხ. სურათი 3): რეგიონული ცენტრების დონეზე
წარმოდგენილია პროგრამების რეგიონული ოფისები, მათი ძირითადი
ფუნქციაა ტრენინგი/სწავლება და უკვე დაფინანსებული ბენეფიციარების
კონსულტირება.
აღნიშნულის
პარალელურად
აუცილებელია
მუნიციპალურ დონეზე ისეთი სივრცის არსებობა, რომელიც სოფლებიდან
ქალების რეკრუტირებაზე იქნება ფოკუსირებული. ამ თვალსაზრისით,
შეიძლება “ქალთა ოთახებისა” და “თვითდახმარების ჯგუფების”
31
გამოყენება. მუნიციპალურ დონეზე არსებულ სივრცეებს განსაკუთრებული
დატვირთვა უნდა მიეცეს პოტენციურ აპლიკანტთა პირველადი
კონსულტირების თვალსაზრისით. კონსულტირებაში, პირველ რიგში,
იგულისხმება დაინტერესებული პირის ორიენტირება სახელმწიფო
პროექტებში და დახმარება იმაში რომ კონკრეტული იდეა კონკრეტულ
პროგრამას მოარგონ.
სურათი 3: მეწარმეობის პროგრამების განხორციელების ჰიპოთეტური სტრუქტურა
“აწარმოე საქართველოს” და
“აპმას” რეგიონული
ცენტრები
ფუნქციები: პროგრამების
განხორციელება, მონაწილეთა
შერჩევა, ტრენინგი, ბენეფიციართა
უწყვეტი კონსულტირება.
მუნიციპალურ დონეზე:
- “ქალთა ოთახები”
- თვითდახმარების
ჯგუფები
- ექსტენციის ცენტრები
ფუნქციები: პოტენციური
აპლიკანტების მოზიდვა, პირველადი
კონსულტაცია პროგრამების
შინაარსში გასარკვევად და საკუთარი
იდეების ჩამოსაყალიბებლად.
აღნიშნული ცენტრები ამავდროულად შეიძლება გამოყენებული იქნეს,
როგორც მენტორების ბაზა, საიდანაც ისინი განახორციელებენ თავიანთ
საქმიანობას. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, მენტორების
პროგრამაში ჩართვა შეიძლება არ განხორციელდეს ფორმალურად,
სავალდებულო არაა ისინი გახდნენ სახელმწიფო უწყების ან დონორი
ორგანიზაციის
თანამშრომელი,
თუმცა
მათი
მონაწილეობის
უზრუნველსაყოფად ბენეფიტების სახით ხდება სხვადასხვა სიკეთის
შეთავაზება: ეს შეიძლება იყო მათთვის პროფესიული განვითარების უფასო
ტრენინგი, სხვა ბიზნესებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობები,
საკუთარი ბიზნეს პროდუქციის/სერვისის უფასო რეკლამირება პროგრამის
მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე და ა.შ. ამასთანავე მათი დატვირთვა
არ უნდა იყოს იმდენად დიდი რომ მათ მუშაობის მოტივაცია დაკარგონ.
4.2. სოციალური პოლიტიკის მნიშვნელობა
მართალია,
აღიშნული
მოკვლევა
ექსკლუზიურად
ფოკუსირდება
სახელმწიფო სამეწარმეო პროგრამებში ქალთა ჩართულობაზე, პრობლემის
სრული სურათის შესაქმნელად აუცილებელია სოციალური პოლიტიკის
საკითხებს შევეხოთ. პოლიტიკის მწარმოებლებსა და საერთაშორისო
ორგანიზებს შორის უკვე აღიარებული საკითხია, რომ ქალთა გაძლიერების
ქვაკუთხედი
სხვა საკითხებთან
ერთად
გენდერულად
მგრძნობიარე
32
სოციალური პოლიტიკის წარმოებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავის
უახლეს ანგარიშში 31 გაეროს ქალთა ორგანიზაცია ერთის მხრივ
ყურადღებას ამახვილებს ტრანსფერების (უმუშევრობის ბენეფიტი, ბავშვთა
ბენეფიტი
და
მნიშვნელობაზე.
ა.შ.)
ხოლო მეორეს
ამ
უკანასკნელთაგან
მხრივ
სოციალური
განსაკუთრებით
სერვისების
აღსანიშნავია:
მოვლის (ბავშვის, ხანდაზმულის, ავადმყოფის); ჯანმრთელობისა (მათ
შორის ფიზიკური და ფსიქიკური) და წყალმომარაგების/სანიტარული
სერვისები. ლოგიკა მარტივია, აღნიშნული სერვისები ეხმარება ქალს თავი
გაითავისუფლოს საოჯახო საქმიანობისაგან
პროდუქტიული ეკონომიკური აქტივობისათვის.
და
დრო
გამონახოს
აღნიშნულ საკითხზე კვლევები ჩატარდა საქართველოშიც, რომლებშიც
სერვისებზე წვდომის პრობლემურობა და შესაბამისი რეკომენდაციები
დეტალურად არის ასახული (მაგ. იხილეთ “გენდერული თანასწორობა
საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები” 32 ). ამდენად, მოცემული
ანგარიშის ფარგლებში ამ საკითხს არ ჩავუღრმავდებით.
პროგრამაში ჩართვის შემდგომ
4.3. წვდომა ფინანსებზე
ფინანსებზე
წვდომა
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
განვითარების
აქილევსის ქუსლია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ მოკვლევის ფარგლებში შესწავლილი პროგრამები
როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში, ისე მის გარეთ, მთავარ აქცენტს
სწორედ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის
გამოიხატება
პროექტების/პროგრამების
გაზრდაზე აკეთებს,
თანადაფინანსებით
რაც
და
შეღავათიანი კრედიტებით, როდესაც სახელმწიფო სესხის პროცენტის
თანადაფინანსებას აკეთებს და მინიმუმადე ჩამოყავს სესხის მიმღების მიერ
გადასახდელი პროცენტი. ცხადია, აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვანი
წინ
გადადგმული
მეტყველებს,
რომ
ნაბიჯია.
სტატისტიკური
მსგავსი
პროექტების
მონაცემებიც
არსებობამ
იმაზე
მაგალითად
მნიშვნელოვნად გაზარდა აგროსფეროში გაცემული სესხების მოცულობა.
31 http://www.unwomen.org/-
/media/headquarters/attachments/sections/library/publications/2015/poww-2015-2016en.pdf?la=en&vs=0
32 http://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/library/democratic_governance/gender-equalityin-georgia.html
33
თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ქვეყანაში არსებული მეწარმეობის
პროგრამების მთავარი მიზანი ბიზნესის განვითარებაა და არა
მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი/ღარიბი ჯგუფის ხელშეწყობა. ეს
კონცეპტუალური განსხვავება ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და იგი
აისახება კიდეც პროგრამების დიზაინში. პროგრამების ავტორების მხრიდან
ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება (მაგ. ქალების) ხშირად
ნაგულისხმევია რომ მოყვება პირველი მიზნის განხორციელებას, თუმცა
პროგრამების სტატისტიკა (ქალების ჩართულობა) გვიჩვენებს, რომ ეს
ნაგულისხმევი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ მატერიალიზდება.
აღნიშნულის მიზეზი ის სისტემური და ინსტიტუციური უთანასწორობებია
რაც ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს საქართველოში. მაგალითად,
ქალები
ნაკლებად
ფლობენ
აქტივებს,
რომელთაც
სესხის
უზრუნველსაყოფად გამოიყენებდნენ. ამდენად რაც არ უნდა გავაიოლოთ
სესხის გაცემა მასზე ხელმისაწვდომობა ქალებისთვის შეზღუდული იქნება;
შემოსავლებში არსებული დიდი სხვაობის გამო ქალებს უჭირთ
თუნდაც იმ მცირე თანადაფინანსების თანხის მოძიება, რაც საჭიროა
საგრანტო პროექტებში. შესაბამისად, ამ უკანასკნელშიც რაოდენობრივად
მამაკაცი ბენეფიციარები ჭარბობენ.
მრავალი
განვითარებადი
ქვეყნის
გამოცდილება
აჩვენებს,
რომ
კომერციული ბანკები არ არიან მოტივირებული იმუშაონ მოსახლეობის
ყველაზე
ღარიბ
სეგმენტთან.
მათ
მიერ
შეთავაზებული
საბანკო
პროდუქტები კი ხშირად აცდენილია ღარიბი მოსახლეობის საჭიროებებსა
და შესაძლებლობებს და არც გენდერულ საკითხებს ითვალისწინებს 33 .
მაგალითად, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში
ჩატარებული კვლევის 34 მიხედვით კომერციული ბანკების უმეტესობა
აცხადებდა, რომ მათი საკრედიტო პოლიტიკა გენდერულად ნეიტრალური
და
არადისკრიმინაციული
გენდერული
საჭიროებების
იყო.
თუმცა,
ნეიტრალურობა
გათვალისწინებას
ვერ
ახდენს.
ხშირად
ბანკების
უმეტესობა სესხის გაცემის ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად
ასახელებს: საკრედიტო ისტორიას და გირავნობის შესაძლებლობას. ასევე
ბიზნეს სტრატეგიის არსებობა, წინა ბიზნეს გამოცდილება და აპლიკანტის
კვალიფიკაციები. იმის ფონზე, რომ ქალები ფორმალურ შრომის ბაზარზე
33 http://www.unwomen.org/-
/media/headquarters/attachments/sections/library/publications/2015/poww-2015-2016en.pdf?la=en&vs=0
34 https://read.oecd-ilibrary.org/development/women-in-business-2014_9789264213944-en#page145
34
ნაკლებად
არიან
წარმოდგენილი
და
ქონება
მათ
სახელზე
რეგისტრირებული ნაკლებადაა ისინი აპრიორი არამომგებიან სიტუაციაში
ხვდებიან35.
ისეთ სიტუაციაში სადაც დაფინანსების ერთადერთ წყაროს კომერციული
ბანკები
წარმოადგენენ
განსაკუთრებული
სახელმწიფოს შუამდგომლობა. სწორედ ამ
ეკონომიკური
პროგრამების
ფარგლებში
მნიშვნელობის
ხდება
მოტივით სახელმწიფო
ბანკებთან
მოპალარაკების
შედეგად დადგინდა გარკვეული საშეღავათო პირობები (მაგ. პროცენტის
ზედა ჭერი, საშეღავათო პერიოდი - იხ. წინა სექცია). მოკვლევის პროცესში
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხრიდან გაჟღერდა მოსაზრება, რომ მსგავსი
საშეღავათო პირობების სია უფრო მრავალფეროვანი შეიძლება იყოს და
მაგალითად მოიცვას შემდეგი: ქალებს შეიძლება იგივე ვალდებულება
ეკისრებოდეს
რაც
კაცებს,
თუმცა
კარგი
იქნება
აღნიშნული
ვალდებულებების უფრო მეტ დროში გაწერა.
თუმცა, ცხადია მსგავსი პირობების ჩადება ერთის მხრივ მოითხოვს
სახელმწიფო პროგრამების მხრიდან იმის აღიარებას, რომ ქალები
სტრუქტურულად დაჩაგრულები არიან და მეორეს მხრივ, მათი
განხორციელება
ბანკების
მხრიდან
თანამშრომლობის
სურვილზეა
დამოკიდებული.
დაფინანსების ალტერნატიული წყაროები
იმის გამო, რომ კომერციული ბანკები თავიანთი ბიზნეს ინტერესებიდან
გამომდინარე არ ითვლებიან დაფინანსების საუკეთესო გზად, ბევრ
ქვეყანაში მოისინჯა დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმები. ეს
უკანასკნელნი უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება ე.წ. განვითარების
ბანკის ან მსგავსი ტიპის არაკომერციული ბანკების მეშვეობით, რომელთა
შექმნა შეიძლება მოხდეს, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების ან
მოქალაქეების, ასევე სახელმწიფო ინიციატივით.
35 https://read.oecd-ilibrary.org/development/women-in-business-2014_9789264213944-en#page145
35
ჩანართი 4: თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია (SEWA), ინდოეთი
თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
მაგალითია მშრომელთა თვითორგანიზებისა, რომელმაც საკუთარი ბანკის შექმნა
მოახერხა. SEWA შეიქმნა 1971 წელს ტექსტილის სფეროში მშრომელთა კავშირის
საფუძველზე. თავდაპირველი მიზანი წევრების შრომითი უფლებების დაცვა,
დამსაქმებელ
კომპანიებთან
დავის
წარმოებაში
ურთიერთდახმარება
და
კონსულტაციის გაწევა იყო. თუმცა მალევე ორგანიზატორებმა გააცნობიერეს, რომ
მსგავსი ხერხებით წევრი ქალების სიღარიბიდან ამოყვანა შეუძლებელი იქნებოდა.
სწორედ ასე გაჩნდა ბანკის შექმნის იდეა, თუმცა აღნიშნულისათვის ძალიან დიდი
ფინანსური რესურსი (დაახლოებით 20 000USD) იყო საჭირო. იმის ფონზე, რომ
წევრების უმრავლესობა უკიდურესად ღარიბი ფენის წარმომადგენლები იყვნენ ეს
მიუღწეველად ითვლებოდა. თუმცა, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ერთ ერთი
წევრის ისტორიულმა სიტყვამ: “ჩვენ შეიძლება ღარიბები ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ძალიან
ბევრნი ვართ”. 6 287 წევრის მიერ მობილიზებული მიზერული თანხებით (დაახ. 20
ცენტი) მათ მოახერხეს 14 000 აშშ. დოლარის მობილიზება. დღეისათვის ბანკი გასცემს
როგორც სესხებს, ისე სთავაზობს შემნახველი ანგარიშების მომსახურებას და გააჩნია
საგანმანათლებლო
კომპონენტიც
ფინანსურ
სფეროში.
სოფლებში
ბანკი
წარმოდგენილია თვით-დახმარების ჯგუფებით, რომელთაც დემოკრატიულად
არჩეული ლიდერები წარმართავენ. ორგანიზაციის წევრობა 2 მილიონამდეა
გაზრდილი
წყარო: https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_emp/--emp_policy/documents/publication/wcms_234890.pdf
მართალია, სხვადასხვა ქვეყანაში მიდგომები მცირედით განსხვავებულია,
თუმცა მსგავსი ტიპის ბანკების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა რომ
იგი
გასცემს
უპროცენტო
(ან
ძალიან
დაბალპროცენტიან)
სესხს,
რომლისთვისაც უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სათემო განვითარების
ბანკების კარგი მაგალითია ბრაზილია, სადაც უკვე რამდენიმე ასეთ ბანკი
ფუნქციონირებს36. ისევე, როგორც ინდოეთის მაგალითის შემთხვევაში (იხ.
ჩანართი
2)
სამოქალაქო
ბრაზილიის
ბანკების
გაერთიანებებისაგან
შემთხვევაშიც
წარმოიშვა,
ეს
უკანასკნელნი
რომლებიც
სხადასხვა
საკითხის გარშემო იყო შექმნილი. თავდაპირველი კაპიტალის მობილიზება
აქაც წევრების შენატანით განხორციელდა, თუმცა მოძლიერების შემდეგ
სათემო ბანკებმა შეძლეს ფინანსური რესურსის მნიშვნელოვნად გაზრდა
ბრაზილიაში არსებულ კომერციულ თუ სახალხო ბანკებთან გარიგებების
შედეგად.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის სათემო განვითარების ბანკების
შექმნას ხშირად ორგანიზებას უწევენ კოოპერატივების მიერ შექმნილი
გაერთიანებებიც.
36
http://www.unrisd.org/unrisd/website/newsview.nsf/(httpNews)/492A681B2A2F6D9CC1257BE90040
9F00?OpenDocument
36
მსგავსი სახის საზოგადოებრივი ინიციატივებიდან წამოსული ფინანსური
ინსტიტუტების შექმნის პერსპექტივა საქართველოში ძალზე სუსტია.
ამიტომაც, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიექცეს ისეთი
გამოცდილების
შესწავლას,
როდესაც
სახელმწიფო
თავად
იწყებს
განვითარების ბანკის შექმნას 37 (იხ. ჩანართი 5). მსგავსი გამოცდილება
არსებობს, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში განვითარების ბანკის შესახებ წინასწარი
შეფასება უკვე განხორციელებულია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW)
მიერ, რომელიც
მიმართულებით.
მნიშვნელოვანი
ხელჩასაჭიდი
შეიძლება
იყოს
ამ
ჩანართი 5: სახელმწიფო განვითარების ბანკები - მცირე მიმოხილვა
დღეისათვის მსოფლიოში 520-ზე მეტი განვითარების ბანკი ფუნქციონირებს. ისინი
საჯარო პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენენ და მათი ძირითადი მანდატია ისეთი
პროექტების დაფინანსება რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური,
სოციალური და გარემოსდაცვითი ეფექტის მოცემა და რომლებიც, სხვა შემთხვევაში
ვერ დაფინანსდებოდნენ კერძო ბანკების მიერ. განვითარების ბანკები, როგორც წესი,
ქვეყნის განვითარების ადრეულ ეტაპზე იქმნება იმ პროექტების დასაფინანსებლად,
რაც ზოგადად სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. სწორედ მსგავსი
მიზნით შეიქმნა ისინი სინგაპურში (1968წ.), იაპონიაში (1951) , სამხრეთ კორეაში (1954),
სადაც მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნების ეკონომიკურ სასწაულში.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციული მოწყობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
მაგალითად
სინგაპურის
განვითარების
ბანკი
ძირითადად
სახელმწიფო
ფლობელობაშია, თუმცა ყავს კერძო აქციონერებიც. მაშინ როდესაც მაგალითად
იაპონიის განვითარების ბანკი 100%-ით სახელმწიფო მფლობელობაშია. ეს
უკანასკნელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მსხვილი სახელმწიფო ქონების
პრივატიზებით მიღებული ფინანსური რესურსი უპროცენტო სესხების გასაცემად
გამოიყენა. განვითარების ბანკების ფუნქცია და მნიშვნელობა იკლებს ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, თუმცა ამ საკითხზე შეჯერებული მოსაზრება
მკვლევარებს შორის არ არსებობს.
წყარო: http://en.agi.or.jp/user04/759_178_20110623093859.pdf
დასასრულს უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა,
რომელიც ქალებს ფინანსურ რესურსებზე წვდომას უადვილებს - ეს
მექანიზმია ქალთა ხაზის გაჩენა ადგილობრივ ბიუჯეტში. მაგალითად,
1972 წლიდან მოყოლებული ნიგერიის მთავრობა ანხორციელებს სოფლის
მეურნეობის სფეროში პროექტებს, რომელიც შესაბამისი სამინისტროს მიერ
ფინანსდება38. თუმცა აღნიშნულმა პროექტებმა დიდად ვერ შეუწყო ხელი
ქალებში სიღარიბის შემცირებას. ამ პრობლემის გამო ერთ-ერთი შტატის
მთავრობამ გადაწყვიტა 2018 წელს თავის ბიუჯეტში სპეციალური ხაზი
37 http://www.isigrowth.eu/wp-content/uploads/2015/11/working_paper_2015_1.pdf
38 https://www.newsdeeply.com/womensadvancement/articles/2018/08/23/how-one-nigerian-state-is-
boosting-women-farmers-with-its-budget
37
გაეჩინა მცირე მეწარმე ქალებისათვის. აღნიშნულის საჭიროებას შტატის
მთავრობა იმით ხსნის, რომ ცენტრალურად, სახელმწიფოს მიერ
ინიცირებულ პროექტებში ქალების ჩართულობის მაჩვენებელი დაბალი
იყო და მათ ბევრი ბარიერის გადალახვა უწევდათ. ადგილობრივი
ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებული პროექტი კი გაცილებით
ხელმისაწვდომია (როგორც ფინანსურად, ისე ფიზიკურად) ქალებისათვის
და გაცილებით უკეთეს შედეგებსაც აჩვენებს. ეს ბიუჯეტის ხაზი არამარტო
დაფინანსებისთვის,
არამედ
ტრენინგებისა
და
სწავლებისთვისაც
გამოიყენება.
4.4. ბიზნეს კონსულტირება და ტექნიკური დახმარება
ფინანსებზე წვდომა აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა ახალბედა
მეწარმეთა წარმატებისათვის. როგორც თავად ბენეფიციარები აღნიშნავენ
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაფინანსების მიღების შემდეგ
საქმის
წარმართვის
ცოდნა
და
სხვადასხვა
თემაზე
შინაარსობრივი
ტრენინგი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პროექტის წერის
სწავლა.
სხვადასხვა
ქვეყანაში
ჩატარებული
კვლევებიც
აღნიშნულ
თემაზე
დაახლოებით ერთგვაროვან დასკვნას იძლევა. მაგალითად, უგანდაში 39
სუბსიდირებული მიკროკრედიტის
მამაკაცებისთვის, თუმცა ქალების
პროგრამა ეფექტური აღმოჩნდა
შემთხვევაში საგრძნობი ეფექტი
თითქმის არ მოუხდენია. ასევე ტანზანიის 40 შემთხვევაში შემნახველი
ანგარიშების პროგრამამ მართალია შეძლო ის რომ წვრილმა მეწარმე
ქალებმა თანხების მობილიზება მოახერხეს, თუმცა ამას გავლენა არ
მოუხდინა
მათ
საპირისპიროდ,
მიერ
განხორციელებულ
ნიკარაგუაში
გაყიდვებზე.
ჩატარებული
შეფასების
აღნიშნულის
41
მიხედვით,
საკრედიტო დახმარებამ, რომელიც ბიზნეს ტრენინგთან ერთად
განხორციელდა მნიშვნელოვნად გაზარდა მონაწილე ქალებისა და კაცების
შემოსავალი.
ზოგადად თუ ვიტყვით, დამწყები და წვრილი მეწარმეებისათვის ფინანსურ
დახმარებასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის
39 https://ideas.repec.org/a/eee/wdevel/v105y2018icp189-200.html
40 https://www.cgdev.org/sites/default/files/short-term-impacts-improved-access-mobile-savings-
business-training.pdf
41 https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3336383
38
წარმოების შესახებ ტრენინგი და ასევე მუდმივი ხელმისაწვდომობა ბიზნეს
კონსულტაციებზე საქმიანობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე თვის
განმავლობაში მაინც. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო დახმარების
პროექტებში პოპულარული ხდება ისეთი მომსახურების შექმნა, სადაც
პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარს ქოუჩინგისა და
მენტორინგის საშუალებით მუდმივი ხელმისაწვდომობა აქვს მსგავსი სახის
ტრენინგებზე/კონსულტაციებზე. გარდა ამისა, ლიტერატურაში ყურადღება
მახვილდება იმაზე, რომ განსაკუთრებით ქალი მეწარმეების შემთხვევაში,
მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის ფსიქოლოგიური ფაქტორი
რომ ქალები ზოგადად უფრო ფრთხილები არიან და ნაკლებად მიდიან
რისკზე და ასევე ნაკლებად აქვთ განვითარებული ე.წ. ტრანსვერსული
უნარები (soft skills) 42 . ამდენად, ტრენინგების შინაარსის დიზაინის დროს
გასათვალისწინებელია ბენეფიციართა კონკრეტული ჯგუფი და მათი
საჭიროებები.
მსგავსი
სახის
მუდმივი
სწავლება/კონსულტირების
არარსებობა
შესასწავლი მეწარმეობის პროგრამების დიდ ნაკლს წარმოადგენს. როგორც
ზემოთ აღინიშნა, ქალი (ისევე როგორც კაცი) აპლიკანტები არათუ მსგავსი
სახის სწავლებას ვერ იღებენ, არამედ მათ ხშირად თავად პროგრამებში
გარკვევაც უჭირთ.
მნიშვნელოვანია ითქვას, ისიც, რომ აღნიშნული სერვისი მაქსიმალურად
ახლოს უნდა იყოს ქალთან რათა შეუმციროს დემოტივაცია. როგორც
საჯარო შეხვედრების დროს აღნიშნავდნენ ბენეფიციარები ტრენინგები მათ
რეგიონულ ცენტრებში უტარდებოდათ, რაც ცხადია დამატებით ფინანსურ
და დროით რესურსთან იყო დაკავშირებული. ქალის ტრადიციული
შრომითი
ვალდებულებებიდან
გამომდინარე
მათთვის
ამ
დროის
გამოთავისუფლება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.
4.5. მიწის საკითხი
მიწის და ზოგადად აქტვების ფლობის უფლება ქალთა ეკონომიკური
გაძლიერებისათვის
უმნიშვნელოვანესი
წინაპირობაა.
მოკვლევის
ფარგლებში
გამოვლინდა,
რომ
მიწაზე,
როგორც
აქტივზე,
ხელმისაწვდომობა ქალებს წინაღობას უქმნის სამეწარმეო პროგრამებში
ჩასართავად 2 მიზეზით:
42 https://www.brookings.edu/wp-content/uploads/2019/02/Empowering-women-entreprenuers-in-
developing-countries-190215.pdf
39
სოფლის პროექტების უმეტესობაში მონაწილეობისათვის წინაპირობაა
მიწის ნაკვეთის ფლობა;
ბანკიდან სესხის აღების შემთხვევაში უმეტესად მოითხოვება უძრავი
ქონებით (მათ შორის მიწით) უზრუნველყოფა.
აქტივების ფლობასა და მეწარმეობაზე გენდერულად დიფერენცირებული
მონაცემების შეგროვების შესახებ საქსტატის მიხედვით უძრავი ქონების
განცხადებული (ანუ არაფორმალური) მფლობელობის წილი ქვეყანაში
უფრო მაღალია, ვიდრე დოკუმენტირებული მფლობელობის წილი (იხ.
სურათი 4). გენდერული განსხვავება ყველაზე მაღალია სასოფლოსამეურნეო მიწის შემთხვევაში, სადაც დოკუმენტირებული მფლობელი
მამაკაცების
რაოდენობა
ორჯერ
აღემატება
ქალების
ანალოგიურ
მაჩვენებელს. განცხადებული მფლობელობის შემთხვევაში, გენდერული
განსხვავება 14 პროცენტულ პუნქტს უახლოვდება.
ასევე
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს,
რომ
სასოფლო-სამეურნეო
მიწის
მფლობელობის მაჩვენებლი უფრო მაღალია სოფლად და სწორედ სოფლად
გენდერული უთანასწორობა ყველაზე მეტადაა გამოხატული. ასევე უნდა
ითქვას, ისიც, რომ აქტივების მფლობელი ქალების დიდი ნაწილი არის
ქვრივი, გაშორებული ან განქორწინებული. ამდენად, აქტივების ფლობის
საკითხი ქალებისთვის ძირითადად მაშინ დგება, როდესაც იგი მარტო
რჩება (მამაკაცი პარტნიორის გარეშე).
სურათი 4: მფლობელების წილი უძრავი ქონების ტიპის მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2018
40
სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა საქართველოში 1992 წელს დაიწყო.
თუმცა რეფორმას არ გააჩნდა კონცეპტუალური საფუძვლები, ხშირ
შემთხვევაში სოციალური მღელვარების თავიდან ასაცილებლად მიწის
ძალიან
მცირე
ზომის
ნაკვეთები
პრაქტიკულად
მთელი
ქვეყნის
მოსახლეობას გადაეცა. თავიდანვე ვერ ჩამოყალიბდა საკუთრების
უფლების დაცვის მკაფიოდ უზრუნველყოფის მექანიზმები, რაც დღემდე
მოსაწესრიგებელია.
არსებული
გენდერული
დისბალანსი
მიწის
ფლობასთან დაკავშირებით, სწორედ აღნიშნულ პერიოდიდან იჩენს თავს:
კერძოდ, 90-იან წლებში მიწის ნაჩქარევი პრივატიზაციის დროს მიწის
ნაკვეთების პრივატიზაცია ძირითადად ოჯახის უფროსებზე (მამაკაცებზე)
ხდებოდა43, რაც განპირობებული იყო კულტურული შეხედულებებით და
გენდერული სტერეოტიპებით, რომ მიწის ფლობა/მართვა მამაკაცის საქმეა.
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტრადიციების გარდა, ქალის მიერ
აქტივის (მიწის) ფლობაზე რამდენიმე სხვა ფაქტორიც მოქმედებს. ესენია
კანონმდებლობა და საქორწინო რეჟიმი. ცხადია, უმნიშვნელოვანესია, რომ
კანონმდებლობით დადგენილი იყოს ქალისა და მამაკაცის თანაბარი
უფლება აქტივების ფლობაზე. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი,
რადგან ბევრი ქვეყნის შემთხვევაში მართალია კანონი ამ მხრივ
დისკრიმინაციული არ არის, თუმცა ტრადიციის მიხედვით უპირატესობა
მაინც მამრობითი სქესის შთამომავალს ენიჭება მიწის რეგისტრაციის
დროს. ამასთანავე საქორწინო რეჟიმი ზოგიერთ ქვეყანაში აყალიბებს
აქტივებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რომლებიც, თავის მხრივ,
გავლენას ახდენენ ქალისა და მამაკაცის მიერ აქტივების ფლობასა და
განკარგვაზე.
ამდენად, აუცილებელი ხდება ზრუნვა იმაზე რომ ქალები მეტად
ფლობდნენ მიწას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება მიწის რეგისტრაციის საკითხს. როგორც სურათი 4
აჩვენებს იმ ქალების წილი ვისაც განცხადებულ მფლობალეობაში აქვთ მიწა
ორჯერ აღემატება იმ ქალების წილს ვისაც მიწა დოკუმენტირებულად
გააჩნია - ამდენად დიდია იმ ქალების რაოდენობა, ვინც მიწას
არაფორმალურად ფლობს და ამით კარგავს შესაძლებლობას ეკონომიკურ
პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა.
43
ინტერვიუ - ფერმერ ქალთა ასოციაცია
41
აღსანიშნავია, რომ 2016წ. 1 აგვისტოს ძალაში შევიდა კანონი მიწის
რეგისტრაციის შესახებ, რომლის ფარგლებში რიგი ინიციატივები იქნა
შემოტანილი პროცესის გამარტივებისათვის. პროცესი უფასო იყო
მოქალაქისათვის. გამარტივება საჭირო გახდა იმდენად, რამდენადაც
მოსახლეობას ხშირად არ გააჩნდა ფაქტიურ საკუთრებაში მყოფი მიწის
ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათი მოძიება საჭირო იყო
ბევრი სხვადასხვა უწყებიდან. აღნიშნული კანონი ძალაში იყო 2018წლის 1
ივლისამდე, რომელიც მოგვიანებით 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა. ამ
პერიოდის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით 307 000ზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი. თუმცა, როგორც
საქსტატის უკანასკნელი მონაცემები აჩვენებს დოკუმენტირებული ფლობა
ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია (განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში).
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ლიტერატურაში მიწაზე
საკუთრების
საკითხში
თანამფლობელობის
უპირატესობა
სტატუსს
ქალების
ენიჭება,
მხრიდან
ვიდრე
მიწაზე
ინდივიდუალურ
მფლობელობას. 44 სამხრეთ აფრიკისა და სხვა ღარიბი, განვითარებადი
ქვეყნების მაგალითზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია ასკვნის, რომ მართალია
ინდივიდუალურად მიწის რეგისტრაცია ზრდის ქალის ძალაუფლებას,
ღარიბი ქვეყნების უმეტესობაში ქალი თავის ოჯახზეა დამოკიდებული
სხვადასხვა
რესურსის
წვდომის
თვალსაზრისით,
ამდენად,
მნიშვნელოვანია მან შეინარჩუნოს იმ სხვა რესურსებზე წვდომა რაც ოჯახის
სხვა წევრებს გააჩნიათ. აღნიშნულის განხორციელება კი გაცილებით
მარტივად ხდება თანამფლობელობის შემთხვევაში45.
თანამფლობელობის პრაქტიკა საქართველოში იშვიათია. უფრო მეტიც,
არსებული
გამოცდილება
აჩვენებს,
რომ
ეს
შესაძლებლობა
მოსახლეობისათვის უცნობია. მაგ. სოფლის მეურნეობის პროექტების
მართვის სააგენტოს პრაქტიკაში დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა:
დადგენილი
30%-იანი
აპლიკანტებით.
ქვოტის
შევსება
პროექტის მიმდინარეობა
ვერ
ხერხდებოდა
ქალი
შეაჩერეს რათა თანხა არ
გახარჯულიყო კაც აპლიკანტებზე. მას შემდეგ რაც მოსახლეობაში
გავრცელდა ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე, დაიწყო აპლიკაციების
შემოდინება, სადაც ბენეფიციარად ფიქსირდებოდა ქალი (მეუღლეებმა მიწა
გადაუფორმეს
ცოლებს),
თუმცა
საფუძველზე
წარმოადგენდა
ქმარი.
სააგენტოში
მას
მინდობილობის
ქალების
“შირმად”
გამოყენების
44 https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1111/1471-0366.00052
45 იქვე
42
ფაქტები უხვად დასახელდა ასევე სხვა პროგრამების შემთხვევაში.
აღნიშნულიდან
დაფინანსებული
გამომდინარე
შეგვიძლია
ვივარაუდოთ,
რომ
კაცი ბენეფიციარებისათვის გარკვეული პირობების
წაყენება თავიანთი მეუღლეების თანამფლობელად რეგისტრირებასთან
დაკავშირებით
დიდ
წინააღმდეგობას
არ
წააწყდება
აპლიკანტების
მხრიდან.
მიწასთან დაკავშირებული მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მისი იჯარით
აღების შესაძლებლობა. არსებული სისტემით, იმისათვის რომ მიწის
ნაკვეთი გაიყიდოს ან იჯარით გაიცეს სახელმწიფოს მიერ აუცილებელია
აუქციონის გამოცხადება. აღნიშნულ პროცესს კურირებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აუქციონი, ცხადია
გულისხმობს იმას, რომ მიწის ფლობის ან იჯარით აღების შესაძლებლობა
ეძლევა მას ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის. მოცემულ ანგარიშში
წარმოდგენილი სიტუაციის ანალიზი კარგად აჩვენებს, რომ ფერმერი ქალი,
რომელიც ძალიან მწირ ფინანსურ რესურსს ფლობს ფაქტიურად უუნაროა
წარმატებას
მიაღწიოს
აუქციონში.
ამდენად,
აღნიშნული
სისტემის
გამარტივება
თუკი
აუცილებელი
საუბარია
იქნება
ქალებისათვის
რეალური შესაძლებლობის მიცემაზე ჩაერთონ სახელმწიფო ეკონომიკურ
პროგრამებში.
აქტივების
მნიშვნელობაზე
საუბრისას ლიტერატურაში
ასევე
დიდი
ადგილი უჭირავს საქორწინო რეჟიმების განხილვას 46 . ჩვეულებრივ
არსებობს სამი საქორწინო რეჟიმი - საერთო საკუთრება, ნაწილობრივი
საერთო საკუთრება და საკუთრების გაყოფა. საერთო საკუთრების რეჟიმის
შემთხვევაში, წყვილის თითოეული წევრის კუთვნილი ქონება ითვლება
ერთობლივ საკუთრებად. ნაწილობრივის შემთხვევაში ქორწინებამდე
მეუღლის საკუთრებაში არსებული ან მემკვიდრეობით მიღებული
ითვლება პირად საკუთრებად, ხოლო ქორწინებაში ყოფნის პერიოდში
შეძენილი
-
შემთხვევაში
საერთო
საკუთრებად.
ნებისმიერი
სახის
საკუთრების
ქონება
გაყოფის
ითვლება
რეჟიმის
ერთპიროვნულ
საკუთრებად და ქორწინება არ იძლევა მეუღლის ქონებაზე რაიმე
უფლებას 47 . საერთაშორისო პრაქტიკით საერთო საკუთრების სისტემებში
ქალები უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებიან (მაგ. ეკვადორი), ვიდრე
საკუთრების გაყოფის სისტემის მქონე ქვეყნებში (მაგ. განა, ინდოეთი).
46 http://www.unwomen.org/-
/media/headquarters/attachments/sections/library/publications/2015/poww-2015-2016en.pdf?la=en&vs=0
47 https://www.geostat.ge/media/13803/EDGE-Report-GEO-Final.pdf
43
პირველის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ახდენს ქალის მიერ
ოჯახში გაწეულ არაანაზღაურებადი შრომის დაფასებას და აძლევს მას
ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლებას.
ქორწინებაში
მყოფი
ქალები
ნაკლებად
ახერხებენ
აქტივების
ინდივიდუალურად შეძენას48.
აღსანიშნავია,
რომ
ქართული
ქორწინების
განმავლობაში
კანონმდებლობით
შეძენილი
ქონება
მეუღლეების
საერთო
მიერ
საკუთრებას
წარმოადგენს. თუმცა მეუღლეებს შეუძლიათ საკუთრებისათვის კანონით
დადგენილი ეს წესი შეცვალონ საქორწინო ხელშეკრულების დადების
გზით, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და
მოვალეობები, როგორც ქორწინების, ისე განქორწინების შემთხვევაში 49 .
იქიდან გამომდინარე, რომ განქორწინებების რიცხვი საქართველოში
მზარდია, მნიშვნელოვანია ქალებს ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი
უფლებების შესახებ, რაც შეამცირებს მათ დაზარალებას განქორწინების
შემთხვევაში.
4.6. პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა
პროდუქციის რეალიზაციის საკითხი ერთხმად დასახელდა ბენეფიციარი
ქალების მიერ საჯარო შეხვედრების დროს. განსაკუთრებით, ეს ეხება
სოფლად და რეგიონებში მცხოვრებ ქალებს. საერთაშორისო გამოცდილების
მიმოხილვა ორი მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:
გენდერულად
პასუხისმგებლიანი
შესყიდვის
პრინციპი
და
სავაჭრო/იმპორტის პოლიტიკის რევიზია.
გენდერულად პასუხისმგებლიანი შესყიდვის პრინციპები
აღნიშნული პრინციპების ინიციატორი გაეროს ქალთა ორგანიზაციაა,
რომელიც ცდილობს ყველა თავის ოპერაციაში განამტკიცოს და ხელი
შეუწყოს საკუთარი ძირითადი მანდატის განხორციელებას, რომელიც
გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერებას გულისხმობს.
48 http://www.unwomen.org/-
/media/headquarters/attachments/sections/library/publications/2015/poww-2015-2016en.pdf?la=en&vs=0
49 https://napr.gov.ge/p/309
44
გენდერულად
პასუხისმგებლიანი
შესყიდვები
გულისხმობს
ისეთი
მომსახურებისა და საქონლის შესყიდვას, რომელშიც გათვალისწინებული
იქნება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპი50. ეს უკანასკნელი კი
გულისხმობს ქალების ბიზნესებისგან (women-owned business) შესყიდვების
წახალისებას. გაეროს ქალთა ორგანიზაციის განმარტების მიხედვით
ქალების ბიზნესის განსაზღვრება შემდეგნაირია: იურიდიული პირი
საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, რომლის 51% არის ქალების ფლობის,
მენეჯმენტის ან კონტროლის ქვეშ. მსგავსი სახის სერთიფიცირების
შემოღება იძლევა შესაძლებლობას ვაწარმოოთ სტატისტიკა და
შესყიდვების პროცესში წავახალისოთ მსგავსი ტიპის ბიზნესები, რაც მათ
საშუალებას მისცემს უკეთესი კონკურენცია გაუწიონ მამაკაცების მიერ
დომინირებულ ბიზნესს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით,
მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბიზნესის მიერ შესყიდვებზე გაწეული
დანახარჯის 1%-ზე ნაკლები მოდის ქალების ბიზნესზე 51 . ამასთანავე,
ცნობილია, რომ:
- ქალების ბიზნესი, როგორც წესი, გაცილებით მცირეა კაცების მიერ
მართულ ბიზნესთან შედარებით, იქნება ეს შემოსვლების, ბრუნვისა თუ
თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით;
ჩანართი 5. ქალების ბიზნესის ბრენდირება
2014 წელს ქალთა ბიზნესის ეროვნულმა საბჭომ (WBENC)* და WEConnect
Interntional- მა სავაჭრო სფეროს გიგანტის ვოლმარტის მხარდაჭერით
შეიმუშავეს და ჩაუშვეს ინიციატივა სახელწოდებით “Women Owned”.
კამპანიის მიზანი იყო ის რომ მომხმარებლებს მარტივად შესძლებოდათ
პროდუქტის ყიდვის დროს მოეხდინათ იმ პროდუქციის იდენტიფიცირება,
რომლებიც ქალთა ბიზნესის მიერ იყო წარმოებული. კომპანიები, რომელთაც
“ქალთა ბიზნესის” სერთიფიკატი ჰქონდათ მინიჭებული ეროვნული საბჭოს
მიერ იღებდნენ უფლებას თავიანთ პროდუქციაზე განეთავსებინათ “Women
Owned”-ის ლოგო. 2015 წელს ვოლმარტი იყო პირველი კომპანია, სადაც
ხდებოდა მსგავსი ლოგოს მატარებელი პროდუქციის გაყიდვა, როგორც
ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. ასევე ვოლმარტმა შექმნა ვებ-გვერდი
სადაც ხდებოდა ქალთა ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის
პოპულარიზაცია. ეს უკანასკნელი მოიცავდა პრდოუქტების ფართო სპექტრს
დაწყებული ტანსაცმლით დასრულებული ელექტრონიკითა და საოჯახო
მოწყობილობებით.
* WBENC წარმოადგენს ქალთა ბიზნესის მასერთიფიცირებელ უწყებას აშშ-ში
წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2017
50 http://www.unwomen.org/en/about-us/procurement/gender-responsive-procurement
51 http://www.unwomen.org/-/media/headquarters/attachments/sections/library/publications/2017/the-
power-of-procurement-how-to-source-from-women-owned-businesses-en.pdf?la=en&vs=237
45
- ქალების ბიზნესის საშუალო ზრდის დონე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება
კაცების ბიზნესის იგივე მაჩვენებელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაგები ხდებია თუ რა ლოგიკა უდევს
საფუძვლად გენდერულად პასუხისმგებლიანი შესყიდვების იდეას. თუმცა,
აქვე უნდა ითქვას, რომ იდეის განხორციელებას მოყვება რიგი პრაქტიკული
საკითხებისა, პირველ რიგში კი ის თუ როგორც უნდა მოხდეს ქალის
ბიზნესის იდენტიფიცირება. ცხადია, ეს ცალკე ანალიზის საკითხია, თუმცა
შესაძლებელია
საერთაშორისო
ინიციატივების
განხილვა
იდეების
გენერირებისათვის (იხ. ჩანართი 5).
გენდერულად პასუხისმგებლიანი შესყიდვების საკითხი სულ უფრო მეტად
მნიშვნელოვანი ხდება საჯარო შესყიდვებში. კერძოდ, სოფლად არსებული
მცირე მეწარმეებისაგან საჯარო შესყდვების განხორციელება ბევრ ქვეყანაში
უკვე აპრობირებულ პრაქტიკად გადაიქცა, რაც მნიშვნელოვანი
მხარდაჭერაა ფერმერი ქალებისათვის. მაგალითად, 2008-2013 წლების
განმავლობაში მსოფლიო სასურსათო პროგრამა საპილოტე პროექტის
ფარგლებში ძირითადი საკვები პროდუქტების ყიდვას ახორციელებდა 20
ქვეყანაში არსებული 500 000-მდე წვრილი ფერმერებისაგან. მართალია,
პროგრამაში არსებული ქალთა 50%-იანი კვოტის შევსება ვერ მოხერხდა,
თუმცა შეფასებებმა აჩვენა, რომ მსგავსმა კამპანიამ მნიშვნელოვნად შეუწყო
ხელი ქალი ფერმერების გაძლიერებას და მათი უნარების გაუმჯობესებას52.
გენდერულად პასუხისმგებლიანი საჯარო შესყიდვების კარგი მაგალითია
ასევე ბრაზილია. წვრილი ფერმერებისაგან საკვები პროდუქტების შეძენა
ქვეყნის სასურსათო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც 2003
წლიდან
ხორციელდება.
2009
წლიდან
კი
ადგილობრივ
მთავრობებს/ხელისუფლებებს
დაევალათ
რომ
სკოლებში
კვების
ეროვნული პროგრამის დასაფინანსებლად ცენტრიდან წამოსული ფულადი
რესურსის
მინიმუმ
30%
უნდა
გამოყენებულიყო
ოჯახური
მეურნეობებისაგან საკვების შეძენაზე. აღსანიშნავია, რომ სკოლებში კვების
ეროვნული პროგრამა 49 მილიონ ბავშვს მოიცავს. მსგავსი ინიციატივის
გატარება საქართველოს შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება საჯარო
საბავშვო
ბაღების
შემთხვევაში,
რომლებიც
100%-ით
საბიუჯეტო
დაწესებულებებს წარმოადგენენ.
52 http://www.unwomen.org/-
/media/headquarters/attachments/sections/library/publications/2015/poww-2015-2016en.pdf?la=en&vs=0
46
4.7. პროგრამების სტრატეგიული მიზნებისა და ეკონომიკური
პოლიტიკის ლოგიკური დაკავშირების აუცილებლობა
თუკი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემას უფრო ფართო კონტექსტში
შევხედავთ კითხვა უნდა დავსვათ თავად მეწარმეობის პროგრამების
საფუძველმდებარე იდეაზე. განვითარებული თუ განვითარებადი
ქვეყნების უმეტესეობაში სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეობის წახალისების
პროგრამები ინდუსტრიული პოლიტიკის ნაწილია - სხვაგვარად რომ
ვთქვათ არსებობს ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის გეგმა (მაგ.
დაბალპროდუქტიული
დარგებიდან
წარმოების
უფრო
მაღალ
პროდუქტიულ
სახელმწიფო
სექტორში
იწყებს
გადატანა).
მეწარმეების
აღნიშნულის
წახალისებას
შესაბამისად,
მათი
სრული
კი
ან
ნაწილობრივი დაფინანსებით, აღნიშნული დარგების სატარიფო დაცვით
და ა.შ.53
საქართველოში მოკვლევის ფარგლებში განხილულ პროგრამებს მსგავსი
სტრატეგიული ხედვები თან არ ახლავს. პროგრამების გაცხადებული
მიზანია ზოგადად მეწარმეობის განვითარება. აღსანიშნავია, რომ როგორც
“აწარმოე საქართველოს” პროგრამაში, ისე სოფლის მეურნეობის სააგენტოს
მიერ დაფინანსებულ პროექტებში არსებობს პრიორიტეტული დარგების
ჩამონათვალი თუმცა ნათელი არაა, რამდენად უკავშირდება აღნიშნული
დარგები ქვეყნის სავაჭრო და საექსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტებს.
არსებული ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის პირობებში იქმნება რისკი, რომ
სახელმწიფო ერთის მხრივ აფინანსებდეს კონკრეტული პროდუქციის
წარმოებას, ხოლო მეორეს მხრივ ამ პროდუქციის მწარმოებლებს
განვითარების შესაძლებლობას უსპობდეს იმავე სახის პროდუქციის დიდი
რაოდენობით იმპორტით ქვეყანაში.
აღნიშნული საკითხი მრავალჯერ იქნა წამოწეული მეწარმე ქალების მიერ
საჯარო შეხვედრებზე:
“მე ყველაზე მეტად გამიჭირდა იმ სფეროს დადგენა რაში უნდა
დამეწერა პროექტი. ჩემმა მეზობლებმა მაყვალი დარგეს, და კარგად
წაუვიდათ საქმე, თუმცა მეორე წელს მოსავალი ვერ შეინახეს და
გადასაყრელი გაუხდათ. მეც რომ იგივე გავაკეთო არ ვიცი რამდენად
მომგებიანი იქნება”.
53 http://siteresources.worldbank.org/INTLED/Resources/339650-1194284482831/4356163-
1211318886634/SingaporeProfile.pdf
47
საჯარო შეხვედრის მონაწილე, ჩოხატაური
“კარგი იქნება სახელმწიფომ დაადგინოს პრიორიტეტები რეგიონების
მიხედვით, და გათვალოს რა უფრო მომგებიანი იქნება,
ინდივიდუალურად ძალიან ძნელია ამაში გარკვევა”
საჯარო შეხვედრის მონაწილე, ჩოხატაური
ბენეფიციარების ეს ფრაზები მიუთითებს რომ ინდივიდუალური
მეწარმისათვის რთულია დაადგინოს რომელი პროდუქციის ექსპორტი
იქნება უფრო წარმატებული. აღნიშნულზე, ცხადია დიდი ზეგავლენა აქვს
ქვეყანაში არსებულ სავაჭრო ხელშეკრულებებს და ზოგადად სავაჭრო
პოლიტიკას. მსგავსი ტიპის ანალიზს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო უნდა აწარმოებდეს და აწვდიდეს პოტენციურ
აპლიკანტებს, რომ მათ უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილება
მიიღონ.
მსგავსი
ტიპის
გადაწყვეტილებების
მთლიანად
ბენეფიციარებზე
მინდობით იქმნება სხვა სახის ჩავარდნებიც. მაგალითად, ქალი ფერმერები
ხშირად ასახელებდნენ პროდუქციის შესანახ სამაცივრე მეურნეობებზე
ხელმისაწვდომობის ნაკლებობას, რაც პირდაპირ უარყოფით გავლენას
ახდენს პროდუქციის რეალიზაციის შანსებზე. პრობლემის არსებობიდან
გამომდინარე, აპმა-მ აღნიშნულისთვის სპეციალური პროგრამა შექმნა,
რომლითაც აფინანსებს მსგავსი სახის მეურნეობების შექმნას. თუმცა, აქაც
გასათვალისწინებელია ის რომ ინდივიდუალური ინიციატივები არ არის
იმის გარანტია რომ ამა თუ იმ სოფელში ან რეგიონში სამაცივრე-შესანახი ან
სხვა ტიპის გადასამუშავებელი მეურნეობები საკმარისი მოცულობის
იქნება. აქ იკვეთება სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა, რომელმაც
მთლიანი სურათის ანალიზის საფუძველზე უნდა შექმნას შესაბამისი
მოცულობის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა.
ბოლოს, აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ სამეწარმეო პროგრამების
ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირება თავისთავად გულისხმობს იმას,
რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოზიდვის დროს. რიგი კვლევებისა 54 აჩვენებს (წყარო) რომ ლიბერალურ
სავაჭრო რეჟიმს არაერთგვაროვანი შედეგი აქვს შრომაზე განვითარებად
ქვეყნებში,
სადაც
შექმნილი
სამუშაო
ადგილები
ხშირად
დაბალკვალიფიციურია, დაბალანაზღაურებადი და სრულდება ქალების
მიერ. ამდენად, მნიშნელოვანია აქცენტი მაღალტექნოლოგიურ და
ცოდნატევად სფეროებში ინვესტიციის მოზიდვაზე, აღნიშნულის
შესაბამისად კი იმავე სფეროებში მეწარმეობის წახალისება სახელმწიფო
პროგრამების საშუალებით. ასეთი სახით, ქვეყანაში გაცილებით უკეთესი
სამუშაო
ადგილები
შეიქმნება,
როგორც
ქალებისთვის,
ისე
მამაკაცებისთვის.
54 https://idl-bnc-idrc.dspacedirect.org/bitstream/handle/10625/57160/IDL-
57160.pdf?sequence=2&isAllowed=y
48
5. რეკომენდაციები
მოკვლევის შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ეკონომიკურ
პროგრამებში ქალების მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი
კომპლექსური პრობლემებია. ხშირად, მდგომარეობის გამოსწორებისათვის
საჭირო ინიციატივები ცდება კონკრეტული სააგენტოების მანდატს. თუმცა,
ამ საკითხების გაუმჯობესების გარეშე, მხოლოდ სააგენტოები თავიანთ
პროგრამებში განხორციელებული ცვლილებებით ვერ მოახერხებენ
სასურველი შედეგის მიღებას.
სწორედ ამიტომ, რეკომენდაციები დაყოფილია ორ ნაწილად: 1. ზოგადი
რეკომენდაციები, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტის
ცვლილებაზეა მიმართული და რომელთაც სხვადასხვა ადრესატი ყავს და 2.
სპეციფიური რეკომენდაციები, რომლებიც კონკრეტულად მოკვლევის
პროცესში ჩართულ სააგენტოებზეა მიმართული.
ზოგადი რეკომენდაციები
სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამების ბენეფიციარებისათვის
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
პრობლემა
ეხება
პროდუქციის
რეალიზაციას, რაც თავის მხრივ უკავშირდება იმას, რომ ქალების მიერ
წარმოებული
ბიზნესი,
უმეტეს
შემთხვევაში
გაცილებით
მცირემასშტაბიანია და მთლიანი შესყიდვების ძალიან მცირე ნაწილი
მოდის მათზე. აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად პირდაპირ
რელევანტურია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ზოგადი სახელმძღვანელო
პრინციპები, რომლებიც ქართულ კონტექსტში შეიძლება შემდეგი
რეკომენდაციების სახით ფორმულირდეს:
1. შემუშავდეს “ქალის ბიზნესის” სერთიფიცირების კონცეფცია;
განისაზღვროს მასერთიფიცირებელი ორგანო და სერთიფიკაციის წესი;
-
2. შემუშავდეს გენდერულად პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრინციპი და
მოხდეს მის შესახებ ცნობადობის ამაღლება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო
სექტორში;
3. დაიწყოს მოკვლევა იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჯარო
(სახელმწიფო) შესყიდვებში წაახალისებენ ქალის ბიზნესის სერთიფიკატის
მქონე კომპანიებისაგან პროდუქციის შეძენას.
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 4.6. გვ.45
პროდუქციის რეალიზაციის პრობლემას უფრო ფართო კონტექსტში
თუ შევხედავთ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ სახელმწიფო
ეკონომიკურ პროგრამებში დაფინანსებული პროექტები ისეთ სექტორებს
49
უნდა ავითარებდეს, რომლებიც სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესში
შედის. შესაბამისად, ქვეყნის მიერ გატარებული მაკროეკონომიკური და
სავაჭრო პოლიტიკა წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს ამ პრინციპთან.
მაგალითად, არალოგიკურია, თუ სახელმწიფო აფინანსებს ხორბლის
წარმოებას, მაგრამ ამავდროულად ხორბლის მეწარმეებს უზღუდავს
განვითარების შესაძლებლობას აღნიშნული პროდუქციის იმპორტზე
კონტროლის არარსებობით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია:
4. სამეწარმეო პროგრამების შემუშავების დროს განისაზღვროს ქვეყნისათვის
ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგები და მოხდეს მათი ლოგიკური
დაკავშირება ქვეყანაში გატარებულ საინვესტიციო პოლიტიკასთან;
5. ქვეყნისათვის ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის
შემდეგ მოხდეს ამ სფეროებში მოღვაწე მეწარმეების იმპორტირებული
პროდუქციისაგან დაცვის მექანიზმების შემუშავება;
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 4.7. გვ.47
უძრავ ქონებაზე, კერძოდ მიწაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით
პრობლემურია ქალებისათვის. შედეგად მათ შეზღუდული აქვთ კრედიტზე
ხელმისაწვდომობა. მიწის ფონდის მართვისა და რეგისტრაციის საკითხი
საქართველოში ზოგადად ძალიან პრობლემურია, თუმცა მოკვლევის
შედეგები აჩვენებს, რომ საჭიროა გამოინახოს გზები, რითაც ქალებს მიწაზე
მეტ ხელმისაწვდომობას მივცემთ. შესაბამისად, შემუშავდა შემდეგი
რეკომენდაციები:
6. სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში მონაწილე
შესაძლებელი იყოს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია უფასოდ;
ქალებისათვის
7.
შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს აპმა-ს
პროექტებში (რომელშიც მიწის ფლობა წარმოადგენს დაფინანსების
წინაპირობას) მონაწილე ქალებს სახელმწიფოსგან მიწა იჯარით აიღონ
აუქციონის გარეშე;
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 4.5. გვ.41-44
როგორც
საერთაშორისო
გამოცდილების
მიმოხილვა,
ისე
ადგილობრივი ბენეფიციარების წუხილები აჩვენებს, რომ კომერციული
ბანკები ვერ იქნება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების
ეფექტიანი წყარო. ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების თვალსაზრისით
კომერციული ბანკების ალტერნატივაა სახელმწიფო განვითარების ბანკები.
შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
50
8. დაიწყოს მოკვლევა განვითარების ბანკის შექმნის პერსპექტივების შესახებ
საქართველოში;
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 4.7. გვ.37
ზოგადი
რეკომენდაციებიდან
ბოლო
მიემართება
სოფლის
მეურნეობის დარგში სტრატეგიულ დაგეგმვას. კერძოდ, მოკვლევის
პროცესში გამოვლინდა, რომ არაეფექტურია სასოფლო-სამეურნეო
ინფრასტრუქტურის (მაგ. სამაცივრე, სასაწყობე, საშრობი მეურნეობების)
შექმნა ხდებოდეს, მხოლოდ საგრანტო პროექტის ფარგლებში. ასეთ
შემთხვევაში, სოფელში თუ რეგიონში არსებული ფერმერების ბედი
9. რეგიონების მიხედვით უზრუნველყოფილი იქნეს აუცილებელი სასოფლოსამეურნეო ინფრასტრუქტურა, იმისათვის რომ ეს საკითხი მინდობილი არ
იყოს ფერმერთა ინდივიდუალურ ინიციატივას.
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 3.2. გვ.25
მინდობილია კერძო პირის ინიციატივას გააკეთოს მსგავსი სამაცივრე
მეურნეობა. ცხადია, შეუძლებელია იმის გათვლა გამოჩნდება თუ არა
მსგავსი
პროექტის
განხორციელების
მსურველი
პოტენციურ
ბენეფიციარებს შორის. ამდენად, მსგავსი სახის კრიტიკული მნიშვნელობის
ინფრასტრუქტურის შექმნა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ.
სპეციფიური რეკომენდაციები
როგორც “აწარმოე საქართველოს” ისე “აპმა”-ს შემთხვევაში
კრიტიკული მნიშვნელობისაა გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების
შეგროვება პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე: განაცხადების
მიღება, დაფინანსება თუ პროექტების შედეგების მონიტორინგი/შეფასება.
მსგავსი სახის ინფორმაცია შესაძლებლობას მისცემს სააგენტოებს დაინახონ
რა უფრო უკეთ მუშაობს ქალებისთვის და არა. შესაბამისად ისინი
შეძლებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პროგრამირებას.
1. დაიწყოს გენდერულად სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება
პროექტების შესახებ. კერძოდ, პროექტების მიხედვით იწარმოოს სტატისტიკა
შემოსული განაცხადების, დაფინანსებული და დაუფინანსებელი პროექტების
შესახებ სქესობრივ ჭრილში;
2. განხორციელდეს დაფინანსებული პროექტების ხანგრძლივვადიანი
მონიტორინგი და შეფასება. აღნიშნულ პროცესში მოხდეს მონიტორინგისა და
შეფასების შედეგების გენდერულად დისაგრეგირებული მონაცემების
წარმოება;
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 3.1
51
უშუალოდ “აწარმოე საქართველოს” შემთხვევაში მიზანშეწონილია:
3.
ერთმანეთისაგან
გაიმიჯნოს
პროექტების დაფინანსების შესახებ
გადაწყვეტილების
მიმღები
და
მათ
მონიტორინგზე/შეფასებაზე
პასუხისმგებელი პირი/უწყება
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 3.1
როგორც
მოკვლევის
შედეგები
აჩვენებს
მნიშვნელოვანია
მაქსიმალურად გამარტივდეს პროგრამაში განაცხადის წარდგენის
პროცედურები. ელექტრონულად წარმოებული აპლიკაციის პროცესი ბევრი
ქალისთვის
დამატებითი
დაბრკოლებაა,
ამასთანავე
საოჯახო
ვალდებულებებიდან გამომდინარე ქალების მობილობა (განსაკუთრებით
სოფლად)
შეზღუდულია.
შესაბამისად,
აპლიკაციის
პროცესთან
დაკავშირებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგი რეკომენდაციები:
4. განაცხადის ელექტრონულად გაკეთების შემთხვევაში აპლიკანტებს მიეცეთ
შესაძლებლობა ისარგებლონ კონსულტანტების დახმარებით სააგენტოების
რეგიონულ უწყებებში;
აპმა-ს შემთხვევაში დამატებით:
5. განაცხადის არაელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში
მაქსიმალურად გამარტივდეს აპლიკაციის პროცესი: შესაძლებელი გახდეს
განაცხადის ჩაბარება რეგიონულ ოფისებში. შესაძლებლობის ფარგლებში
შემცირდეს თბილისში საჭირო ვიზიტების რაოდენობა;
6. შემუშავდეს სპეციალური სერვისი, რომელიც აპლიკანტებს საკურიერო
მომსახურებას გაუწევს: კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ გააგზავნის ნიმუშებს
რეგიონიდან თბილისში და თბილისიდან გამოაგზავნის სხვადასხვა უწყების
მიერ გაცემულ ცნობებს;
7. აპმა-ს პროექტებში ჩართულმა ლაბორატორიებმა ეტაპობრივად დაიწყონ
მიღებული ნიმუშის შესახებ ცნობების ელექტრონულ რეჟიმში გაცემა,
რომელიც პირდაპირ გაეგზავნება აპლიკანტს და აპმა-ს.
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 3.1
მოკვლევის ფარგლებში გამოჩნდა, რომ თავად ქალების ჯგუფში
არსებობენ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები: კერძოდ, დევნილი და
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები. აღნიშნულ ჯგუფთან
მიმართებაში მნიშვნელოვანია:
52
8. პროექტების წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი
გახდეს ორ ენაზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში;
კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შემთხვევაში:
9.
კოოპერატივებისთვის
დაფინანსების
მიღების
წინაპირობად,
შესაძლებლობის შემთხვევაში, დააფიქსიროს კოოპერატივის მეპაიეთა შორის
დევნილთა გარკვეული მინიმალური რაოდენობა;
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შემთხვევაში:
10. შესაძლებლობის ფარგლებში გაზარდონ პროგრამების ბიუჯეტი;
11. წაახალისონ/მხარი დაუჭირონ სოფლის მეურნეობის მიმართულების
პროგრამების ბენეფიციარებს მიიღონ დამატებითი დაფინანსება აპმა-ს
პროექტებიდან;
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 3.2
მოკვლევაში ჩართული ორივე უწყების შემთხვევაში მნიშვნელოვან
გამოწვევად დასახელდა ინფორმაციის გავრცელება პროგრამების შესახებ
და პოტენციური აპლიკანტების მოტივირება ჩაერთონ მათში. აღნიშნულ
გამოწვევასთან გასამკლავებლად საჭიროა:
12.
სააგენტოებმა
მაქსიმალურად
გამოიყენონ
რეგიონში
მოღვაწე
არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციის გავრცელებისა და პროგრამების
შესახებ ცნობადობის ამაღლების არხებად;
13.
გაიზარდოს
პროგრამების
შესახებ
ცნობადობა
ადგილობრივი
ხელისუფლების ორგანოებში, რომ მათ შეძლონ დაინტერესებული პირების
გადამისამართება შესაბამის ოფისებში;
14. საინფორმაციო კამპანიის შემუშავების დროს ყურადღება გამახვილდეს
ინფორმაციის (პოსტერების) ისეთ სივრცეებში გამოფენაზე, სადაც ქალი
ყველაზე ხშირად დადის (მაგ. ადგილობრივი ბაზრობა, საბავშვო ბაღები,
სკოლები და ა.შ.);
15. შეიქმნას წარმატებული ბენეფიციარი ქალების ქსელი და მოხდეს მათი,
როგორც მენტორების ჩართვა პროგრამებში;
16. სააგენტოებმა, საკუთარი პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე,
შეიმუშავონ როგორი იქნება მენტორების ფუნქცია/მოვალეობები და
წახალისების მექანიზმები;
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 3.1 და 4.1
53
როგორც შედეგების ანალიზის დროს გამოჩნდა, პროგრამის
ბენეფიციარ ქალებს განსაკუთრებით უჭირთ ბანკიდან სესხის აღება. ისეთ
პირობებში, როდესაც განვითარების ბანკის შექმნა შორეული პერსპექტივაა,
მნიშვნელოვანია შესაძლებლობის ფარგლებში შეღავათიანი პირობები
შეიქმნას ქალებისათვის სესხის ასაღებად. აღნიშნულმა, შეიძლება მოიცვას
შემდეგი:
17. აპმა-მ განიხილოს საკრედიტო-საგარანტიო სქემის* შემოღება ისეთი
სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, რომელთაც არ
აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული
მოთხოვნები
* “აწარმოე საქართველოს” გამოცდილების მიხედვით
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 4.3
მიწაზე და უძრავ ქონებაზე ქალების ხელმისაწვდომობის
გაზრდის თვალსაზრისით, ცხადია მნიშვნელოვანია მათ სახელზე ქონების
რეგისტრაციის ხელშეწყობა და წახალისება. ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს
ქალების მიერ საოჯახო საწარმოებში შესრულებული შრომის აღიარება და
დაფასება. პროგრამებთან მიმართებაში ეს შეიძლება ასე განხორციელდეს:
18. კაცების მიერ პროგრამაში განაცხადის გაკეთების შემთხვევაში
შესაძლებელი
გახდეს
თანაგანმცხადებლად
ოჯახის
წევრი
ქალის
რეგისტრირება;
შემუშავდეს
მექანიზმები
მსგავსი
პრაქტიკის
წახალისებისათვის (მაგ. დამატებითი ქულის მინიჭება ან თანადაფინანსების
მეტი წილის შეთავაზება).
აპმა-ს შემთხვევაში დამატებით:
19. აპმა-ს პროექტებში, რომელშიც მიწის ფლობა წარმოადგენს დაფინანსების
წინაპირობას, ქალების შემთხვევაში საკმარისი იყოს მეუღლის სახელზე
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შესახებ ცნობა;
რეკომენდაციის საფუძველი: თავი 4.5
მოკვლევაში
ჩართული
სააგენტოების
პროგრამების
ბენეფიციარებისათვის
აუცილებელ
საჭიროებად
გამოიკვეთა
დაფინანსების მიღების შემდგომ მუდმივის კონსულტაციისა და
სწავლების
აუცილებლობა
ბიზნესის
წარმოების
სხვადასხვა
მიმართულებით. ამდენად მიზანშეწონილია:
54
20. სააგენტოების მიერ შეთავაზებულ სერვისებს დაემატოს აპლიკანტთა და
ბენეფიციართა რეგულარული კონსულტირება და ტრენინგების მიწოდება:
პოტენციური აპლიკანტებისათვის - ბანკის კრედიტ ოფიცერთან გასაუბრებისთვის
მომზადება (როგორ უნდა წარადგინონ ბიზნეს იდეა);
დაფინანსებული ბენეფიციარებისათვის - ბიზნეს კონსულტირებისა და სხვა
გამჭოლი თემების შესახებ (ბრენდირება, ეტიკეტირება ა.შ.)
დასასრულს აუცილებლად უნდა ვახსენოთ მოსმენების პროცესში
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორების მხრიდან მრავალგზის
გაჟღერებული იდეა ქალებისათვის ცალკე საგრანტო პროექტის შემუშავების
შესახებ. ამ უკანასკნელის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე სააგენტომ
გამოყოს ცალკე ბიუჯეტი ქალებზე გათვლილი პროგრამისათვის. აღნიშნულ
პროგრამა თავდაპირველად, შესაძლებელია განხორციელდეს როგორც
პილოტური ინიციატივა. ხოლო მისი შედეგების შეფასების შემდეგ კი
გადაწყდეს მისი შემდგომი განვითარების საკითხი. მსგავსი მიდგომა
შეიძლება კვოტების სისტემის კარგ ალტერნატივად მივიჩნიოთ, რადგან
ქალებს აღარ მოუწევთ კაც აპლიკანტებთან კონკურენცია და ამასთანავე
მხოლოდ მათთვის შემუშავებული პროექტი მეტი მოტივაციის მიმცემი
შეიძლება გახდეს. აღნიშნულ პროგრამას აუცილებლად უნდა გააჩნდეს
შემდეგი მახასიათებლები მონაწილეობის ბარიერების შესამცირებლად:
“აწარმოე საქართველოს” შემთხვევაში:
- იყოს საგრანტო ხასიათის და თავაზობდეს თანადაფინანსების შედარებით
მაღალ წილს;
- ბენეფიციარისათვის შესაძლებელი იყოს 5-დან 10 000 ლარამდე გრანტის
მიღება;
“აპმა”-ს შემთხვევაში:
- იყოს საგრანტო ხასიათის და თავაზობდეს თანადაფინანსების შედარებით
მაღალ წილს;
- განხორციელდეს ისეთ დარგებში, რომელშიც აუცილებელი არ იქნება
მიწის ნაკვეთის ფლობა (მაგ. მეცხოველეობა, მეფრინველეობა).
21. სააგენტოებმა შეიმუშავონ საპილოტე, მცირემასშტაბიანი პროგრამა
მხოლოდ ქალებისათვის ზემოთ მითითებული მახასიათებლების
გათვალისწინებით.
55
დანართები
დანართი 1: რეკომენდაციების ცხრილი
რეკომენდაციები
ადრესატი უწყებები
1.შემუშავდეს “ქალის ბიზნესის” სერთიფიცირების კონცეფცია; განისაზღვროს მასერთიფიცირებელი ორგანო და სერთიფიკაციის წესი
საქართველოს მთავრობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
2. შემუშავდეს გენდერულად პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრინციპი და
მოხდეს მის შესახებ ცნობადობის ამაღლება როგორც სახელმწიფო, ისე
კერძო სექტორში
3. დაიწყოს მოკვლევა იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჯარო
(სახელმწიფო) შესყიდვებში წაახალისებენ ქალის ბიზნესის სერთიფიკატის
მქონე კომპანიებისაგან პროდუქციის შეძენას
4. სამეწარმეო პროგრამების შემუშავების დროს განისაზღვროს ქვეყნისათვის
ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგები და მოხდეს მათი ლოგიკური
დაკავშირება ქვეყანაში გატარებულ საინვესტიციო პოლიტიკასთან
5. ქვეყნისათვის ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის
შემდეგ მოხდეს ამ სფეროებში მოღვაწე მეწარმეების იმპორტირებული
პროდუქციისაგან დაცვის მექანიზმების შემუშავება
6. სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში მონაწილე ქალებისათვის
შესაძლებელი იყოს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია უფასოდ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა
იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრო
7. შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს აპმა-ს იუსტიციის სამინისტრო
პროექტებში (რომელშიც მიწის ფლობა წარმოადგენს დაფინანსების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
წინაპირობას) მონაწილე ქალებს სახელმწიფოსგან მიწა იჯარით აიღონ
აუქციონის გარეშე;
56
8 დაიწყოს მოკვლევა განვითარების ბანკის შექმნის პერსპექტივების შესახებ
საქართველოში
9. რეგიონების მიხედვით უზრუნველყოფილი იქნეს აუცილებელი
სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, იმისათვის რომ ეს საკითხი
მინდობილი არ იყოს ფერმერთა ინდივიდუალურ ინიციატივას
საქართველოს მთავრობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რეკომენდაციები მოკვლევაში ჩართული უწყებებისთვის
“აწარმოე საქართველოში”
სოფლის მეურნეობის
პროექტების მართვის
სააგენტო
1. დაიწყოს გენდერულად სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება
პროექტების შესახებ. კერძოდ, პროექტების მიხედვით იწარმოოს
სტატისტიკა შემოსული განაცხადების, დაფინანსებული და
დაუფინანსებელი პროექტების შესახებ სქესობრივ ჭრილში.
2. განხორციელდეს დაფინანსებული პროექტების ხანგრძლივვადიანი
მონიტორინგი და შეფასება. აღნიშნულ პროცესში მოხდეს მონიტორინგისა
და შეფასების შედეგების გენდერულად დისაგრეგირებული მონაცემების
წარმოება
3. ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს პროექტების დაფინანსების შესახებ
გადაწყვეტილების მიმღები და მათ მონიტორინგზე/შეფასებაზე
პასუხისმგებელი პირი/უწყება
4. განაცხადის ელექტრონული ფორმით გაკეთების შემთხვევაში
აპლიკანტებს მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ კონსულტანტების
დახმარებით სააგენტოების რეგიონულ უწყებებში
5. განაცხადის არაელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში
მაქსიმალურად გამარტივდეს აპლიკაციის პროცესი: შესაძლებელი გახდეს
განაცხადის ჩაბარება რეგიონულ ოფისებში. შესაძლებლობის ფარგლებში
შემცირდეს თბილისში საჭირო ვიზიტების რაოდენობა.
57
6. შემუშავდეს სპეციალური სერვისი, რომელიც აპლიკანტებს საკურიერო
მომსახურებას გაუწევს: კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ გააგზავნის ნიმუშებს
რეგიონიდან თბილისში და თბილისიდან გამოაგზავნის სხვადასხვა
უწყების მიერ გაცემულ ცნობებს
7. აპმა-ს პროექტებში ჩართულმა ლაბორატორიებმა ეტაპობრივად დაიწყონ
მიღებული ნიმუშის შესახებ ცნობების ელექტრონულ რეჟიმში გაცემა,
რომელიც პირდაპირ გაეგზავნება აპლიკანტს და აპმა-ს.
8. პროექტების წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი
გახდეს ორ ენაზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში
9. კოოპერატივებისთვის დაფინანსების მიღების წინაპირობად,
შესაძლებლობის შემთხვევაში, დააფიქსიროს კოოპერატივის მეპაიეთა
შორის დევნილთა გარკვეული მინიმალური რაოდენობა;
10. შესაძლებლობის ფარგლებში გაზარდონ პროგრამების ბიუჯეტი
კოოპერატივების განვითარების სააგენტო
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
11. წაახალისონ/მხარი დაუჭირონ სოფლის მეურნეობის მიმართულების სააგენტო
პროგრამების ბენეფიციარებს მიიღონ დამატებითი დაფინანსება აპმა-ს
პროექტებიდან;
12. სააგენტოებმა მაქსიმალურად გამოიყენონ რეგიონში მოღვაწე
არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციის გავრცელებისა და
პროგრამების შესახებ ცნობადობის ამაღლების არხებად
13.
გაიზარდოს პროგრამების შესახებ ცნობადობა ადგილობრივი
ხელისუფლების ორგანოებში, რომ მათ შეძლონ დაინტერესებული პირების
გადამისამართება შესაბამის ოფისებში;
14. საინფორმაციო კამპანიის შემუშავების დროს ყურადღება გამახვილდეს
ინფორმაციის (პოსტერების) ისეთ სივრცეებში გამოფენაზე, სადაც ქალი
ყველაზე ხშირად დადის (მაგ. ადგილობრივი ბაზრობა, საბავშვო ბაღები,
სკოლები და ა.შ.);
58
15. შეიქმნას წარმატებული ბენეფიციარი ქალების ქსელი და მოხდეს მათი,
როგორც მენტორების ჩართვა პროგრამებში
16. სააგენტოებმა, საკუთარი პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე,
შეიმუშავონ როგორი იქნება მენტორების ფუნქციa/მოვალეობები და
წახალისების მექანიზმები;
17. აპმა-მ განიხილოს საკრედიტო-საგარანტიო სქემის შემოღება ისეთი
სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, რომელთაც არ
აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული
მოთხოვნები
18. კაცების მიერ პროგრამაში განაცხადის გაკეთების შემთხვევაში
შესაძლებელი გახდეს თანაგანმცხადებლად ოჯახის წევრი ქალის
რეგისტრირება; შემუშავდეს მექანიზმები მსგავსი პრაქტიკის
წახალისებისათვის (მაგ. დამატებითი ქულის მინიჭება ან თანადაფინანსების
მეტი წილის შეთავაზება).
19. აპმა-ს პროექტებში, რომელშიც მიწის ფლობა წარმოადგენს
დაფინანსების წინაპირობას, ქალების შემთხვევაში საკმარისი იყოს
მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შესახებ ცნობა
20. სააგენტოების მიერ შეთავაზებულ სერვისებს დაემატოს აპლიკანტთა და
ბენეფიციართა რეგულარული კონსულტირება და ტრენინგების მიწოდება:
პოტენციური აპლიკანტებისათვის - ბანკის კრედიტ ოფიცერთან
გასაუბრებისთვის მომზადება (როგორ უნდა წარადგინონ ბიზნეს იდეა);
დაფინანსებული ბენეფიციარებისათვის - ბიზნეს კონსულტირებისა და სხვა
გამჭოლი თემების შესახებ (ბრენდირება, ეტიკეტირება ა.შ.)
21. სააგენტოებმა შეიმუშავონ საპილოტე, მცირემასშტაბიანი პროგრამა
მხოლოდ ქალებისათვის ზემოთ მითითებული მახასიათებლების
გათვალისწინებით.
59
დანართი 2: მოკვლევის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებები
მოკვლევის ფარგლებში წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინეს
შემდეგმა ორგანიზაციებმა:
ასოციაცია “თანხმობა”
ასოციაცია “ჰერა”
გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში
კავშირი “საფარი”
საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაცია
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
სსიპ “აწარმოე საქართველოში”
ფერმერ ქალთა ასოციაცია
ფონდი “სოხუმი”
შპს. “ანასტასია”
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
60
დანართი 3: მოკვლევის ფარგლებში გამართული საპარლამენტო მოსმენები
22 აპრილი
კავშირი “საფარი”
ასოციაცია “თანხმობა”
ფონდი “სოხუმი”
გაეროს განვითარების პროგრამა
24 აპრილი
ფერმერ ქალთა ასოციაცია
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
შპს. “ანასტასია”
14 მაისი
სსიპ “დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო”
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
15 მაისი
სსიპ “აწარმოე საქართველოში”
61
ბიბლიოგრაფია
გაეროს განვითარების პროგრამა - საზოგადოებრივი დამოკიდებულებები
გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში, 2013;
გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს პარლამენტი -გენდერული
თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები, ნაწილი 1,
2018;
გაეროს ქალთა ორგანიზაცია და შვეიცარიის განვითარებისა და
თანამშრომლობის სააგენტო - სომხეთისა და საქართველოს შრომის ბაზრის
რეგულაციების გენდერული ანალიზი, 2018;
გაეროს ქალთა ორგანიზაცია და შვეიცარიის განვითარებისა და
თანამშრომლობის სააგენტო - სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი
განვითარების სისტემების გენდერული შეფასება, 2018;
კავშირი “საფარი - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი, 2017;
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის No. 139 განკარგულება
“შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების
ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
საქართველოს მთავრობის დადგენილება No.365 - “აწარმოე საქართველოში”
სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ;
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ;
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - პილოტური კვლევა
გენდერულად დიფერენცირებული მონაცემების შეგროვებაზე, აქტივების
ფლობასა და მეწარმეობაზე, 2018;
Amyx. J, Maria Toyoda, A. – The Evolving Role of National Development Banks in
East Asia. The International Centre for the Study of East Asian Development.
Working Paper Series, 2006;
Centre for Global Development – Short-term Impacts of Improved Access to
Mobile Savings, with and without Business Training: Experimental Evidence from
Tanzania, 2018;
62
Fiala, Nathan, – Returns to microcredit, cash grants and training for male and
female microentrepreneurs in Uganda. World Development, Elsevier, vol.105 ©,
2018;
International Development Research Centre – Women’s Economic
Empowerement and Trade, Policy Brief, Growth and Economic Opportunities for
Women;
International Labour Organization – Learning from Catalysts of Rural
Transformation, 2015;
Kim, B. Rodrigues-Ramirez, R. Yang H. – Doea the Small Business Program
Benefit Self-employed Workers? Evidence from Nicaragua, 2019;
Mazzucato M. Penna C. – The rise of mission-oriented state investment banks: the
cases of Germany’s KfW and Brazil’s BNDES, Working Paper, 2015;
OECD – Women in Business, Accelerating Entrepreneurship in the Middle East
and North Africa Region, 2014;
OECD/European Union – Policy Brief on Women’s Entrepreneurship, 2017;
Siba E. – Empowering women entrepreneurs in developing countries, Why
current programs fall short. Africa Growth Initiative, 2019;
UN Women – The Power of Procurement: How to Source from Women-owned
Businesses, Corporate Guide to Gender-Responsive Procurement, 2017;
UN Women – Transforming Economies, Realizing Rights. Progress of the World’s
Women 2015-2016, 2015;
Walker, C. – Piety in the Sky? Gender Policy and Land Reform in South Africa,
Journal of Agrarian Change, 2003;
World Bank – Singapore Local Economic Development: The Case of the Economic
Development Board;
World Bank Group – Promoting Women’s Economic Empowerment, What
Works? Policy Research Working Paper, 2014;
63