„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-10
ბიუროს ნომერი 283
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
09.08.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
440050000.05.001.019090) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამ კანონის პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
სამსახურიდან,
საქვეუწყებო
საქართველოს
დაწესებულებიდან
იუსტიციის
სამინისტროს
−
სპეციალური
საგამოძიებო
პენიტენციური
დეპარტამენტიდან,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და
საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე
პირებს,
იმავე
სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან
დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან
განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან განთავისუფლებულ
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სამსახურიდან,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან −
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან
დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;“.“;
ბ) მე-2 პუნქტით გათვალისიწინებული მე-8 მუხლის:
ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამხედრო,
შინაგან
საქმეთა
ორგანოებიდან,
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, იმავე
სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში
არსებული
სპეციალური
დანიშნულების
სახელმწიფო
დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ პირთა,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან
განთავისუფლებულ პირთა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან განთავისუფლებულ
სპეციალური წოდების მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“;
ბ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დამატებული მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან
განთავისუფლებულ სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20
წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ
ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და პროკურატურის ორგანოები,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, იმავე სამინისტროს სპეციალური
პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე),
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო
დეპარტამენტი,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
საგანგებო
ლეგიონი,
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ
მუშაობა.“.
გ) მე-3 პუნქტით გათვალისიწინებული მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„2. ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის,
სახელმწიფო
უშიშროების,
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის,
პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და
საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2011
წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011
წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს
შესაბამის
საგამოძიებო
დანაყოფებში
სპეციალობით
მუშაობა,
სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურში სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში
სპეციალობით მუშაობა.“.
დ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
მე-19 მუხლს დამატებული მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„5. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურში მომუშავე სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში
კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი
კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის
მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18
წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო მეუღლეს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება,
რომელიც ითვალისწინებს იმ თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას, რომელსაც შესაძლებელია
მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური წოდება. რაც, თავის მხრივ, განაპირობებს აღნიშნული
კანონიდან
გამომდინარე
მიღებულ
საკანონმდებლო
აქტებში,
მათ
შორის
„სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების ასახვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე ყველა პირის მიერ
ნამსახურობის ვადის ამოწურვის, შესაბამისი ასაკის მიღწევისა და გარდაცვალების
გამო
კომპენსაციის მისაღებად, აუცილებელია წინამდებარე კანონში ცვლილების შეტანა. ვინაიდან,
კანონის არსებული რედაქციით ზემოაღნიშნული უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ სპეციალური
წოდების მქონე გამომძიებლებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
კანონპროექტით იგი შესაბამისობაში მოდის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან.“
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების
მქონე ყველა პირის მიერ ნამსახურობის ვადის ამოწურვის, შესაბამისი ასაკის მიღწევისა და
გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან კანონის მოქმედ რედაქციაში ამოქმედების ვადად მითითებულია 2019 წლის 1 ოქტომბერი,
აუცილებელია, ცვლილებები ძალაში შევიდეს ამ ვადის დადგომამდე და შესაბამისად, კანონის
ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2019 წლის 1 ოქტომბერი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, რადგან მოესწროს კანონის მიღება და
ამოქმედება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. სწორედ ეს თარიღია მითითებული კანონის დღეს მოქმედ
რედაქციაში ძალაში შესვლის თარიღად. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რადგან აღნიშნული
ცვლილება განხორციელდეს არის წარმოდგენილი ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნება პლენარული მოსმენის ერთსა და იმავე
დღეს კანონპროექტის ორი მოსმენით მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე
თანამშრომელთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის ნაწილში, მოახდენს გავლენას 2020-2022
წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რაც შეეხება, მიმდინარე წლის ხარჯებს
აღნიშნულის დაფარვა განხორციელდება სამსახურისთვის დამტკიცებული ასიგნებების
ფარგლებში. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეგავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე
თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რამდენი თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური
წოდება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს დადებით ფინანსურ შედეგს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის
იმ
თანამშრომელთა
მიმართ,
რომელთაც
მიენიჭებათ
სპეციალური
წოდება.
შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ თანამშრომელთა რაოდენობა,
რომლებიც სპეციალური წოდებისა და ნამსახურობის დანამატს მიიღებენ. ასევე, აღნიშნული
გავლენას მოახდენს ამ პირების სამსახურიდან დათხოვნის დროს კომპენსაციის გაანგარიშების
ნაწილში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე
კანონპროექტის
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
მიღება
არ
უკავშირდება
საერთაშორისო
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით
მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი
იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით
მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი
იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.