„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/389/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-10
ბიუროს ნომერი 283

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016232) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ორგანული კანონის პროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ახალი ტერმინის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი/საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი“ შემოღებას და რომელშიც მოიაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს ან/და ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში არსებული მოქმედი ჩანაწერი „სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი“ ვერ უზრუნველყოფს ამავე სამსახურში საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე პირთა წრის დაზუსტებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებიდან გამომდინარე აუცილებელია ცვლილების შეტანა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, რომელშიც მითითებულია ტერმინი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონიდ პროექტით იგი შესაბამისობაში მოდის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.“ ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, რომელშიც ნაცვლად ტერმინისა “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი“ მიეთითება ტერმინი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან ორგანული კანონის მოქმედ რედაქციაში ამოქმედების ვადად მითითებულია 2019 წლის 1 ნოემბერი, აუცილებელია, ცვლილებები ძალაში შევიდეს ამ ვადის დადგომამდე და შესაბამისად, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2019 წლის 1 ნოემბერი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ორგანული კანონის პროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, რადგან მოესწროს კანონის მიღება და ამოქმედება 2019 წლის 1 ნოემბრამდე. სწორედ ეს თარიღია მითითებული კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ძალაში შესვლის თარიღად. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რადგან აღნიშნული ცვლილება განხორციელდეს არის წარმოდგენილი ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნება პლენარული მოსმენის ერთსა და იმავე დღეს კანონპროექტის ორი მოსმენით მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ორგანული კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების წარმოშობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ორგანული კანონის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ორგანული კანონის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე როგორც 2019, ასევე 2020-2022 წლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: ორგანული კანონის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ორგანული კანონის პროექტი არ ითვალისწინებს ნორმის სუბიექტთა მიმართ ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ორგანული კანონის პროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: ორგანული კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანული კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: ორგანული კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.