საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ“ (N07-3/299; 06.03.2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-10
ბიუროს ნომერი 283
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-15323/19
06-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „უკრაინის მართმადიდებელი
ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ“ (N07-3/299; 06.03.2019) განხილვის
ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს,
2019
წლის
3
ივნისის
(N267/10) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) მ/წ
18 სექტემბრამდე დაევალა პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას ინიციატივით
წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „უკრაინის
მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ“ (N07-3/299;
06.03.2019) განხილვა და შემდგომში დასკვნის ბიუროსათვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება დადგენილების პროექტის „უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის მიერ
ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ“ განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ და
განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge