საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ (07-3/346; 10.05.2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-15324/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-10
ბიუროს ნომერი 283

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-15324/19 06-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ (07-3/346;10.05.2019) განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2019 წლის 3 ივნისის (N269/19) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) მ/წ 25 სექტემბრამდე დაევალა პარლამენტის წევრის სერგი კაპანაძის ინიციატივით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ განხილვა და შემდგომში დასკვნის ბიუროსათვის წარდგენა. დამატებითი კონსულტაციების ჩატარების მიზნით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მიიღოთ გადაწყვეტილება დადგენილების პროექტის „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge