საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/345; 10.05.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-15365/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-10
ბიუროს ნომერი 283

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-15365/19 08-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N2-15227/19, 05.09.2019), რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „გრანტების შესახებ“ „საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/345, 10.05.2019) სავალდებულო კომიტეტზე განსახილვის ვადის გაგრძელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვით. დანართი: სავალდებულო კომიტეტის წერილი 1 ფურცელზე. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-15227/19 05-09-2019 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/345;10.05.2019) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2019 წლის 10 ივნისის (N269/10) გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 11 სექტემბრამდე დაევალა პარლამენტის წევრის სერგი კაპანაძისა მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვა და დასკვნის საფინანსო საბიუჯეტო (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქართველოს კანონის პროექტი: „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge