საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/363; 11.06.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-15576/19
11-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ ზაზა გაბუნიას (2-15378/19;
09.09.2019) წერილი, რომლითაც ავტორი ითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე (07-2/363; 11.06.2919) განხილვის გადავადებას სამი კვირით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე
გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის განხილვის ვადა
გაუგრძელოთ სამი კვირით.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ჯაში
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-15378/19
09-09-2019
საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს
ქალბატონ მარიამ ჯაშს
ქალბატონო მარიამ,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 17 ივნისის №271/9 გადაწყვეტილებით,
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს
განსახილველად გადმოეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(№072/363; 11.06.2019) და ამავე გადაწყვეტილებით განხილვის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 10
სექტემბერი.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო ინციატივის განხილვა ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება.
გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოთ განხილვის
ვადის გაგრძელება 3 კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge