საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიშის (N1-8461/19; 30.04.2019) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-15587/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-15587/19 11-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის პირველი მაისის №255/5 გადაწყვეტილებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) განსახილველად გადმოეცა სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლლის ანგარიში (1-8461/19; 30.04.2019). ბიუროს 27 მაისის 261/12 გადაწყვეტილებით განხილვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 19 სექტემბერი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ზემოაღნიშნული ანგარიშის განხილვა ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოთ განხილვის ვადის გაგრძელება ერთი თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge