საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, გურამ მაჭარაშვილის, კარლო კოპალიანის, სვეტლანა კუდბას, შოთა ხაბარელის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/359; 04.06.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-15586/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-15586/19 11-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 10 ივნისის №269/2 გადაწყვეტილებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების მ. ჯაშის, გ. მაჭარაშვილის, კ. კოპალიანის, ს. კუდბას, შ. ხაბარელის და ც. ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/359, 04.06.2019) და ამავე გადაწყვეტილებით განხილვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 17 სექტემბერი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ზემოთაღნიშნული კანონპროექტის განხილვა ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოთ განხილვის ვადის გაგრძელება ერთი თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge