საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-15656/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-15656/19 12-09-2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში. დანართი: 8 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინფორმაცია
დანართი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (2019 წლის 1 აპრილიდან - 2019 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში) 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 31 სხდომიდან, დავალებები (სულ 40), რომელთა შესახებაც წარმოდგენილია ინფორმაცია, განისაზღვრა ბიუროს 7 სხდომაზე, მათ შორის 36 დავალება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებიდან და კომიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ყველა დავალება შესრულებულია  პარლამენტის 2019 წლის 1 აპრილის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N246/26/27/  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო 3500 შეკვრა A4 ფორმატის უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის შესაძენად;  საქართველოს პარლამენტის სასახლის გათბობა-კონდიცირების სისტემის ფანკოილების და პენალური რადიატორების შესაძენად; ოქმი N246/33/34/36   საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესაძენად: – საქართველოს პარლამენტის ისტორიის მუზეუმის მოწყობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლის (რუსთაველის გამზ N8) „B“ კორპუსის სარდაფის სართულში სივრცის რეკონსტრუქციის სამუშაოების (პირველი ეტაპი დემონტაჟი); – საქართველოს პარლამენტის სასახლის (რუსთაველის გამზ N8) პლენარულ სხდომათა დარბაზში საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომლების განთავსების ადგილის შეცვლისა და პრეზიდიუმის უკანა კედლის იერსახის გაუმჯობესების სამუშაოების; – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსში განთავსებული N215 ოთახის სარემონტო სამუშაოების; Page |2 – საქართველოს პარლამენტის ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოებისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის (არასაჭირო ელ-წერილების ე.წ. spam-ის ბლოკირების აპარატურა) ბაზების განახლების ლიცენზიის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: ყველა დავალება შესრულებულია ოქმი N246/31   საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება საქართველოს პარლამენტის აპარატის - ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად, 4000 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია ოქმი N246/37/38/39/40/41/42/43/44/45/46/47/48/49   საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: - - - - - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის (გიორგი არზიანი) სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად 1800 ლარის ოდენობით და ერთი მოწვეული სპეციალისტის (რატი ფრუიძე) სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან, ორი თვის ვადით, ყოველთვიურად 1800 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის ექვსი თვის ვადით, ყოველთვიურად 2800 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 2500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის (ხატია ხოსიაშვილი) 2019 წლის 1 აპრილიდან სახელფასო ფონდის ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის (იოსებ ჩიტიშვილი) სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ორი თვის ვადით, ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; Page |3 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის (გიორგი ცხვედიანი) სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ერთი თვის ვადით, 1850 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის (ანატოლი კორეპანოვი) სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად 2800 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; - რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის (დოდო ხავთასი) სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად 1875 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2019 წლის 1 აპრილიდან ორი მოწვეული სპეციალისტის (პაატა ტურავა, ანა ფირცხალაშვილი) სახელფასო ფონდის ექვსი თვის ვადით, ყოველთვიურად თითოეულისათვის 1850 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; - აგრარულ საკითხთა კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის (ცირა ჟორჟოლიანი) სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად 1200 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; - საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად 2000 ლარის ოდენობით, ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით და სამი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად, თითოეულისათვის, 500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად, თითოეულისათვის 2200 ლარის ოდენობით და ორი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ცხრა თვის ვადით, ყოველთვიურად, თითოეულისათვის, 2800 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის (ზაალ სარაჯიშვილი) სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 აპრილიდან ექვსი თვის ვადით, ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია Page |4 პარლამენტის 2019 წლის 13 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N258/10  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: 7 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, მირიან ნიკოლაძე, მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ნატო ჩხეიძე, ვახტანგ შაქარიშვილი) (N19153/19; 10.05.2019) რეგისტრაციაში გატარების შესახებ არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა 2019 წლის 21 მაისის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N82) და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; საინიციატივო ჯგუფს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად გადაეცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში. დავალება შესრულებულია პარლამენტის 2019 წლის 14 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N259/4/5/6/10/12/13   საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა:     საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება ყრუ და სმენადაქვეითებული პირების საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებისა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ჟესტურ ენაზე თარგმანის მომსახურების შესაძენად; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღების უზრუნველყოფის მიზნით სასაჩუქრე საქონლის შესაძენად საქართველოს პარლამენტის მობილური აპლიკაციის - “Geo Parliament”-ის დახვეწისა და ახლაი ფუნქციონალის დამატებისათვის საჭრო შესყიდვების განსახორციელებლად; საქართველოს პარლამენტის სარდაფის სართულზე განთავსებული სტამბისათვის სასაწყობო ფართობის შექმნის მიზნით (მიმდებარე ფართის Page |5 გადატიხვრა, მათ საერთ კედელში ღიობის გაჭრა, ღიობში კარის მოწყობა და სხვა, აუცილებელი, თანმდევი სარემონტო სამუშაოები) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების (მომსახურების)შესაძენად;  საქართველოს პარლამენტის სასახლის სამუშაო ოთახებისათვის ფარდაჟალუზების შესაძენად. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია ოქმი N259/13   საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის (დავით ბლიაძე) სახელფასო ფონდის, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 630 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია.  პარლამენტის 2019 წლის 20 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N260/34 საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: 5 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (მარიამ გვალიას, მირანდა მაჭარაშვილის, სანდრო-გიორგი სარუხანიშვილის, თემურ ტარიელაშვილის და გიორგი თომაძის შემადგენლობით) (N1-9754/19; 17.05.2019) რეგისტრაციაში გატარების შესახებ არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა 2019 წლის 27 მაისის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N83) და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; დავალება შესრულებულია Page |6 პარლამენტის 2019 წლის 12 ივნისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N270/6/7/8/9/10   საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის სასახლის სხდომათა დარბაზისა და კინოდარბაზის კონდიცირება-გათბობის დანადგარების შეცვლისა და გამწოვი სავენტილაციო სისტემის მოდერნიზაციისათვის საჭირო (მომსახურების) შესყიდვების შესაძენად;  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღების უზრუნველყოფის მიზნით სასაჩუქრე საქონლის შესაძენად;  – – – საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო შესყიდვების შესაძენად: სხვადასხვა სახის საკანცელარიო საქონელი; Lexmark CX410/CX510 და HP LJ712dnპრინტერების სახარჯი მასალა (კარტრიჯი); საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია.  საქართველოს პარლამენტის სასახლეში განთავსებული სასერვეროებისათვის APC ფირმის 2 ცალი უწყვეტი კვების წყაროს შესაძენად;  საქართველოს პარლამენტის სასახლის აკუსტიკის გაუმჯობესების მიზნით (მომსახურების) შესყიდვის შესაძენად პლენარულ სხდომათა დარბაზში აპარატურისა და სამუშაოების დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია ოქმი N270/12/13/14  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში 1 მოწვეული სპეცოიალისტის სახელფასო ფონდის, 2019 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 2500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის  საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოში 1 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2019 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 2500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის Page |7  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2019 წლის 1 ივლისიდან სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 2500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია  პარლამენტის 2019 წლის 17 ივნისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N271/19  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ (გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე ბარამიძე, თინათინ ბოკუჩავა, კონსტანტინე გამსახურდია, პაატა დავითაია, მურმან დუმბაძე, ალექსანდრე ელისაშვილი, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, ლევან თარხნიშვილი, მამუკა კაციტაძე, თამარ კორძაია, შოთა მალაშხია, გოჩა მამაცაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, თენგიზ ომანიძე, ხათუნა სამნიძე, გიორგი უგულავა, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, ლევან ჩხეიძე, ზურაბ ხარატიშვილი, ვახტანგ ხმალაძე) (N1-1522/19; 01.02.2019) წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა და შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების საკითხი განიხილა 2019 წლის 16 ივლისის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N87) და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; დავალება შესრულებულია Page |8  პარლამენტის 2019 წლის 1 ივლისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N279/2  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: ერთი კვირის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს საქართველოს პარლამენტის 93 წევრის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა და შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/380; 28.06.2019) საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების საკითხი განიხილა 2019 წლის 8 ივლისის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N86) და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; დავალება შესრულებულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის ჯგუფი