„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
“საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 21/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016236)
პირველი მუხლის 23-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – არჩევნებში მონაწილე პარტიის რიგითი
ნომერი,
ლოგო
და
სახელწოდება;
თვითმმართველი
ქალაქის
(მათ
შორის,
ქალაქ
თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს
არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი, ფოტოსურათი, გვარი, სახელი, წარმდგენი
საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება
„დამოუკიდებელი“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი 2019 წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
“საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისათვის
მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობა, მათ შორის, შშმ პირთა ინტელექტუალური
საჭიროების
შეზღუდვის,
ფსიქიკური
პრობლემებისა
თუ
ფსიქო-სოციალური
მქონე ადამიანების უფლებებისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვა, მათთვის
თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების შექმნა და ღირსეული თანაცხოვრებისთვის ყველა
აუცილებელი პირობით უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია საარჩევნო ბიულეტენის
ადაპტირება მათ საჭიროებებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მხარდაჭერის
მიმღები არის პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური
დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი
შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან
თანაბარ პირობებში, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების
გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და
ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ
სფეროში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533
გადაწყვეტილების
საფუძველზე,
ქმედუნარიანობის
სფეროში
განხორციელებულ
ცვლილებებამდე, ინტელექტუალური შეზღუდვისა და ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირებს,
რომელებიც
სასამართლოს
ჰქონდათ სამოქალაქო
მიერ
უფლებით
ქმედუუნაროდ
სარგებლობის
იყვნენ აღიარებულნი, წართმეული
შესაძლებლობა, მათ
შორის
არჩევნებში
მონაწილეობის უფლება.
ეროვნულ კანონმდებლობაში დამკვიდრებული სამართლებრივი ქმედუნარიანობის მოდელი არ
შეესაბამებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თანამედროვე
სტანდარტებს.
ამგვარი შეზღუდვებით პირს საფუძველშივე
ეკრძალებოდა დამოუკიდებელი მოქმედების
შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, რომელიც დაკავშირებული იყო მის ყოველდღიურ ყოფაცხოვრებასთან, არსებობასთან და განვითარებასთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 გადაწყვეტილებით,
არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სამოქალაქო კოდექსისა და სხვა კანონთა ნორმები,
რომლებიც ქმედუნარიანობის სისტემას და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს ადგენდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“
ძალაში შესვლის გამო, აუცილებელი გახდა აქამდე არსებული რეგულაციების შეცვლა.
შეიცვალა
ტერმინები:
მეურვე - მხარდამჭერით, ქმედუუნარო -
ფსიქო-სოციალური
საჭიროების მქონე პირით (შემდგომში - „მხარდაჭერის მიმღები“).
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 29-ე მუხლის „ა“
ქვეპუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ უფლებებს, ამ უფლებებით სარგებლობის თანაბარ
შესაძლებლობებს
და
ვალდებულებას
იღებენ,
რომ
უზრუნველყონ
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი,
ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობა, უშუალოდ ან თავისუფლად არჩეული
წარმომადგენლების საშუალებით, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებას ხმა მისცენ და კენჭი იყარონ (არჩეული იქნენ). ამისათვის სხვა ზომებთან
ერთად, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საარჩევნო პროცედურების, საშუალებებისა და
მასალების მისაწვდომ, მარტივად გასაგებ და გამოსაყენებელ ფორმატები.
აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ პასუხობს კონვენციის ამ კონკრეტულ მოთხოვნას,
ვინაიდან
ითვალისწინებს საარჩევნო
კოდექსში იმდაგვარი ცვლილების შეტანას,
რის
შედეგადაც, საარჩევნო ბიულეტენი იქნება ადაპტირებული. საარჩევნო სუბიექტების გასწრივ
გამოსახული უნდა იყოს მათი ლოგო/ფოტოსურათი, რათა მხარდაჭერის მიმღებმა პირებმა
შესძლონ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ასეთი ბიულეტენი გაუადვილებს
მხარდაჭერის მიმღებ პირს, უკეთ აღიქვას, ვის აძლევს ხმას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად
იცხოვრონ საზოგადოებაში, გააკეთონ არჩევანი და აკონტროლონ თავიანთი ყოველდღიური
ცხოვრება სხვებთან თანასწორ პირობებში, როგორც ეს გათვალისწინებულია გაერთიანებული
ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლით.
მოვიყვანთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შემდეგი რეკომენდაციები:
2006 წლის 5 აპრილის რეკომენდაცია:
„ყველა
მოქალაქის
დემოკრატიულ
მონაწილეობა
პროცესებში
პოლიტიკურ
და
საზოგადოებრივ
უმნიშვნელოვანესია
დემოკრატიული
ცხოვრებაში
და
საზოგადოების
განვითარებისათვის. საზოგადოებამ უნდა ასახოს მისი მოქალაქეების მრავალფეროვნება და
გამოიყენოს იგი განსხვავებული გამოცდილებებისა და ცოდნის მიღებისთვის. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ ხმის მიცემის და
მსგავს აქტივობბში მონაწილეობის უფლება“
2004 წლის 22 სექტემბრის რეკომენდაცია:
„მუხლის 4 - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები:
1. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ მათი სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების სრულად გამოყენების შესაძლებლობა.
2. აღნიშნული უფლებების ნებისმიერი სახით შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დებულებებს და არ
უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ იმ უბრალო ფაქტზე, რომ ადამიანს აქვს ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემა.“
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის გზით, რაც გამოწვეულია საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული
ცვლილებით საარჩევნო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე, ანუ მხარდაჭერის მიმღებ პირთა საჭიროებებზე
მორგებული და ადაპტირებული საარჩევნო ბიულეტენები ხელს შეუწყობს ამ ადამიანების
უფრო ეფექტურად მონაწილეობას არჩევნებში, კერძოდ, ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს მათ
დამოუკიდებლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მხარდაჭერის მიმღები პირი
შეძლებს, თანასწორ გარემოში მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, როგორც სხვა
მოქალაქეებმა, რასაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 29-ე
მუხლი („პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა“) ავალდებულებს
საქართველოს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2014
წლის
8
ოქტომბრის
№2/4/532,533
გადაწყვეტილების შედეგად, ქმედუუნარობის სისტემის გაუქმების შემდეგ, მხარდაჭერის
მიმღებ პირებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ. მხარდაჭერის მიმღებმა პირებმა
უკვე მიიღეს მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ის დადებითი
ცვლილებაა,
რაც
საქართველოში
განხორციელდა. მიუხედავად
ქმედუნარიანობის
სისტემის
რეფორმის
ფარგლებში
ამ ცვლილებისა, საარჩევნო გარემო ჯერ კიდევ არ არის ასეთი
ადამიანების საჭიროებებზე მორგებული, კერძოდ, საარჩევნო ბიულეტენები არ არის
დასურათებული, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს ინტელექტუალური შეფერხების მქონე
პირებს, არჩევნებში მონაწილეობის პროცესში.
შესაბამისად, აუცილებელია, რომ საარჩევნო ბიულეტენი იყოს ადაპტირებული და საარჩევნო
სუბიექტების გასწრივ გამოსახული იყოს მათი ლოგო/ფოტოსურათი, რათა მხარდაჭერის
მიმღებმა პირებმა შესძლონ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საარჩევნო
კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას. თუმცა, ვინაიდან „საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონი
ითვალისწინებს აღნიშნული რედაქციის მცირე ცვლილებით ამოქმედებას საქართველოს
პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების
ცნობისთანავე, აუცილებელი ხდება ცვლილების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა, რათა
ადაპტირებული საარჩევნო ბიულეტენის შესახებ მოთხოვნები დარჩეს ძალაში ამ პერიოდის
შემდეგაც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
კანონპროექტი არაა კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან. კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
არ
არსებობს
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
კონკრეტული
თარიღის
განსაზღვრის
აუცილებლობა, გარდა დაუყოვნებლივ ამოქმედებისა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტი
გავლენას
იქონიებს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე,
რაც
დაკავშირებულია შემდეგ საკითხებთან: ბიულეტენში ფოტოსურათისა და ლოგოს დამატება
გაზრდის ბიულეტენის (ქაღალდის) მოცულობას აგრეთვე ეს მოიხმარს მეტ საბეჭდ საღებავს.
საჭირო გახდება აგრევე უსინათლოთა ჩარჩო-ფორმების შეცვლა, ვინაიდან ის ამჟამად
მორგებულია ბიულეტენის არსებულ ზომაზე. ახალი ადაპტირებული ბიულეტენების დაბეჭდვა
იძლევა მინიმუმ 20 თეთრიან სხვაობას. შესაბამისად, თუკი ამას გავამრავლებთ 3.500.000
ბიულეტენზე, დამატებით ჩნდება მინიმუმ 700.000 ლარის გამოყოფის საჭიროება, საარჩევნო
კომისიითვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ყოველ საარჩევნო წელს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას არ იქონიებს პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ (მიღების თარიღი:
12/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 480610000.03.030.016244) - მუხლი 33 („განხორციელება და
მონიტორინგი
ეროვნულ
დონეზე“),
მე-2
პუნქტი:
„მონაწილე
სახელმწიფოები,
მათი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ინარჩუნებენ,
აძლიერებენ, ასახელებენ ან აყალიბებენ წინამდებარე კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა
და განხორციელების მონიტორინგისათვის აუციელებელ სტრუქტურას, რომელიც საჭიროების
მიხედვით მოიცავს ერთ, ან რამოდენიმე დამოუკიდებელ მექანიზმს. ასეთი სახის მექანიზმის
დასახელებისა ან შექმნის შემთხვევაში, მონაწილე ქვეყნები მხედველობაში იღებენ ადამიანის
უფლებების დაცვისა
და
პოპულარიზაციის ეროვნული
ინსტიტუტების სტატუსსა
და
ფუნქციონირების პრინციპებს.“
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ (მიღების თარიღი:
12/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 480610000.03.030.016244) - მუხლი 29 („პოლიტიკურ და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა“), „ა“ პუნქტის, „I” ქვეპუნქტი: „უზრუნველყოფენ
საარჩევნო პროცედურების, საშუალებებისა და მასალების მისაწვდომ, მარტივად გასაგებ და
გამოსაყენებელ ფორმატს“.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ააიპ „სმენისა და მეტყველების დარღვევის
მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციამ“, მშობელთა კავშირი. (თავმჯდომარე: მაია ასაკაშვილი,
მშობელი, ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში, რომელსაც უკავშირდება ქმედუუნარობის სისტემის
გაუქმება საქართველოში საკუთარი შვილის, ირაკლი ქემოკლიძის სარჩელის საფუძველზე. 2014
წელს 8 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდა უპრეცედენტო
შემთხვევა ქართული პარლამენტარიზმისა და მართლმსაჯულების სისტემის ისტორიაში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
პარლამენტის წევრი - გია ჟორჟოლიანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
პარლამენტის წევრი - გია ჟორჟოლიანი