საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილება 656 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ, ცირკში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვის შესახებ (N1-10411/19; 27.05.2019) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.09.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-15789/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-15789/19 13-09-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა 656 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე, რომელიც ეხება საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენების აკრძალვას (N1-10411/19; 27.05.2019) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2019 წლის 12 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა 656 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია, რომელიც ეხება საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენების აკრძალვას (N1-10411/19;27.05.2019). კომიტეტმა მიიჩნია, რომ ცხოველების წამება, სხეულის დაზიანება, ტკივილის მიყენება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებებია და აღნიშნული ქმედებების აღკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ცირკში ცხოველების მიმართ არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (მუხლი 104) განხორციელდა ცვლილება და გამკაცრდა ადმინისტრაციული სახდელი ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობისთვის, რაც იწვევს მათ ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას; ასევე განხორციელდა ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში (მუხლი 259) და გამკაცრდა სასჯელი ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობასა და ცხოველის წამებაზე, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. ვინაიდან საქართველოში არ არსებობს მუდმივი საცირკო დასი, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მსჯელობა გაგრძელდეს ცირკში ცხოველებთან მოპყრობის კონტროლის გაძლიერების კუთხით. თუმცა, კომიტეტი მიესალმება მსოფლიოს მასშტაბით ცირკში ცხოველების გამოყენების ტენდენციის კლებას და გამოთქვამს მზადყოფნას პეტიციის ავტორებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩაერთოს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობაში. კომიტეტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხებს. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პეტიციის განხილვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა