საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილება 679 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ, ცხოველის საჯარო სივრცეში მოკვლის, მათ შორის, მსხვერპლშეწირვის აკრძალვის შესახებ (N1-12714/19; 02.07.2019) პეტიციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-15790/19
13-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დასკვნა
679 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე, რომელიც ეხება საჯარო სივრცეში ცხოველის
მოკვლის, მათ შორის მსხვერპლშეწირვის აკრძალვას (N1-12714/19; 02.07.2019)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2019 წლის 12 სექტემბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა 679 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია, რომელიც
ეხება საჯარო სივრცეში ცხოველის მოკვლის, მათ შორის მსხვერპლშეწირვის აკრძალვას (N112714/19; 02.07.2019)
კომიტეტმა მიიჩნია, რომ პეტიციით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც
გულისხმობს ცხოველთა მსხვერპლშეწირვას, ექცევა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 259-ე მუხლის რეგულაციის სფეროში, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 259-ე
მუხლის თანახმად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და ცხოველის წამება, რამაც მისი
დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დასჯადია და ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სასჯელს.
რაც შეეხება დღესასწაულის შემდეგ ტერიტორიის დაბინძურებას ცხოველური ნარჩენებით და
ასევე სანიტარული ნორმების დარღვევას, საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი
ქმედებებიც დასჯადია (,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“). საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოები კანონმდებლობით დადგენილი
წესით არეგულირებს და ზედამხედველობს, როგორც ცხოველური ნარჩენების მართვას, ასევე
გარკვეულ ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების დაცვას.
კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მსჯელობა გაგრძელდეს
საკანონმდებლო ნორმების აღსრულების გაძლიერების და ასევე მოსახლეობასთან
საინფორმაციო შეხვედრების კუთხით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ პეტიციის
განხილვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge