საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-16
ბიუროს ნომერი 284
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-15809/19
13-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ინფორმაციის სახით გიგზავნით საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო
სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ რეკომენდაციებს.
დანართი: 11 ფურცელი.
პატივისცემით,
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025)
პროექტის განმხილველი
საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის
თავმჯდომარე
პარლამენტის წევრი
ზაზა გაბუნია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის
(2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის
(2019-2025) პროექტთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტი, აღიარებს რა ადგილობრივი თვითმმართველობის
განვითარებას, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედს ქვეყანაში, მიესალმება
საქართველოს მთავრობის ძალისხმევასა და სურვილს, ეფექტურად და
რაციონალურად წარმართოს დეცენტრალიზაციის პოლიტიკა და რეფორმა.
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის
(2019-2025) პროექტი, (შემდგომში სტრატეგიის პროექტი) წარმოადგენს ეფექტურ
მეთოდს, რომელიც განსაზღვრავს დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მიმართულებებს
და იმ აქტივობებს, რომლითაც მიიღწევა ეფექტური შედეგები. სტრატეგიამ უნდა
განსაზღვროს სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულება და გავლენა მოახდინოს
შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების შექმნასა და დამკვიდრებულ პრაქტიკაზე.
დოკუმენტის მიღებით, სახელმწიფო აფასებს წარსულ გამოცდილებას და ისახავს 2025
წლისთვის მისაღწევ კონკრეტულ მიზნებს.
დეცენტრალიზაციის
სტრატეგიის
(2019-2025)
პროექტის
განმხილველმა
საპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და წარმოადგინა შენიშვნები,
წინადადებები და რეკომენდაციები სტრატეგიის ტექსტთან დაკავშირებით, რომლის
პირველი ნაწილი ეთმობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებულ
ზოგად მოსაზრებებს, ხოლო შემდეგ შენიშვნები და რეკომენდაციები დალაგებულია
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მიხედვით.
მიგვაჩნია, რომ იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც თან ერთვის მთავრობის მიერ
წარმოდგენილ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, უფრო დეტალურად უნდა
გამოიკვეთოს მიზნები, კონკრეტული აქტივობები, რომლებიც შესაძლებელს ამ
მიზნების მიღწევას, გამოიკვეთავს პასუხისმგებელ უწყებებს და შესრულების ვადებს.
1.1. შენიშვნები
მთავრობის მიერ წარმოდგენილ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტში,
გამოკვეთილი არ არის, პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი უწყებების
ანგარიშვალდებულების ფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს
მუდმივად იყოს ინფორმირებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და მისგან
გამომდინარე სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და ხარისხის შესახებ;
მიგვაჩნია, რომ პოლიტიკის სამომავლოდ ეფექტურად განსახორციელებლად
აუცილებელია არსებული გამოცდილების, თვითმმართველობის რეფორმის
განვლილი ეტაპების, გამოწვევებისა და არსებული რეალობის სრულყოფილად
შეფასება.
სტრატეგია მოიცავს სამ ძირითად მიზანს. ერთ-ერთი მათგანია სრულფასოვანი
ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა. თუმცა, დოკუმენტი არ გვაძლევს
კონკრეტულ ხედვას, რას გულისხმობს აღნიშნული ტერმინი.
1.2. რეკომენდაციები:
მიგვაჩნია რომ, აუცილებელია დოკუმენტში დაფიქსირდეს საქართველოს
პარლამენტის
როლი
პოლიტიკის
დაგეგმვის
დონეზე.
შემუშავდეს/განისაზღვროს საქართველოს პარლამენტისადმი საქართველოს
მთავრობის ანგარიშვალდებულების მექანიზმი აღნიშნული სტრატეგიითა და
მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების
განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე. ვინაიდან მთავრობის აქტი ვერ
განსაზღვრავს პარლამენტის ფუნქციებს, სტრატეგიის პროექტი დამტკიცებული
უნდა იქნას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რეგლამენტის 132-ე
მუხლით განსაზღვრული წესით.
იმისათვის, რომ სტრატეგია გახდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი და ჰქონდეს
შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი ყველა სუბიექტისთვის. უმჯობესია,
სტრატეგიას ჰქონდეს ნორმატიული აქტის ფორმა; ამასთანავე, სტრატეგიას
დაემატოს პრეამბულა, სადაც დაფიქსირდება სახელმწიფო პოლიტიკის
მიმართულება. ასევე, სტრატეგიის სათაურში, ან/და პრეამბულაში
დაფიქსირდეს, რომ ეს სტრატეგია არ ეხება მხოლოდ დეცენტრალიზაციის
საკითხებს
და
ამავდროულად,
განსაზღვრავს
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ინსტიტუციონალური
გაძლიერების
ნაწილსაც.
(გამჭვირვალე, სანდო და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტი, მოხელეთა
კვალიფიკაციის ზრდა, მოქალაქეთა ჩართულობა და ა.შ),
მიგვაჩნია,
რომ
ის
სამოქმედო
გეგმა,
რომელიც
თან
ერთვის
დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, დასახვეწია. დეტალურად უნდა გაიწეროს
აქტივობები და შეფასების კრიტერიუმების ინდიკატორები, რაც საქართველოს
პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, შეაფასოს კონცეფციის შესრულების
მიმდინარეობა.
2. სტრატეგიული მიზანი 1. თვითმმართველი ერთეულის როლის გაზრდა საჯარო
საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში
სტრატეგიის
პროექტის
მიხედვით,
თვითმმართველ
ერთეულს
უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელს უშლის შემდეგი ფაქტორები:
გრძელვადიანი ხედვის არარსებობა,
მკაცრი რეგულაციები და ჩარჩოები,
კერძო სექტორის და მოქალაქეთა ნაკლები ჩართულობა,
ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა,
მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის დაბალი ხარისხი,
საკანონმდებლო კოლიზიები,
ქონების გადაცემის საკითხის გაჭიანურება.
სტრატეგიის პროექტში გამოკვეთილი პრობლემები აქტუალური და
მნიშვნელოვანია, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეს ჩამონათვალი საჭიროებს გაფართოვებასა
და დაზუსტებას. ეს შენიშვნა ეხება იმ ხედვებსაც, რომლებიც სტრატეგიაში
წარმოდგენილია, როგორც პრობლემების გადაჭრის გზა. მიგვაჩნია, რომ
წარმოდგენილი რეალიზაციის მექანიზმები მეტისმეტად ზოგადია და საჭიროა მათი
უფრო მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბება.
2.1. შენიშვნები
სტრატეგიის პროექტში ჩამოყალიბებული პრობლემები და გამოწვევები
საჭიროებს სრულყოფას. კერძოდ, საჭიროა, ამ პრობლემებს შორის გამოიყოს
სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის საკითხი. ეს მიმართულება
საჭიროებს გადახედვას, რათა მოხდეს რეგიონული მმართველობისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის მკვეთრი გამიჯვნა (ამ ამოცანის
რეალიზება შეიძლება მოხდეს სახელმწიფო რწმუნებულისთვის კონკრეტული
დეკონცენტრირებული სახელმწიფო კომპეტენციების გადაცემით).
სტრატეგიის პროექტი, ასევე არ აფასებს მოქმედი საქართველოს ორგანული
კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალ
დებულებებში არსებულ იმ ვალდებულებებს, რომელთა შესრულება
ეკისრებოდა
სხვადასხვა
სახელმწიფო
ორგანოს
და
რომელთა
შეუსრულებლობაც ხელს უშლის მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობის
ზრდასა და მათი უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებას.
იმ იდენტიფიცირებულ სფეროთა ჩამონათვალი, რომელშიც მუნიციპალიტეტს
აუცილებლად უნდა გააჩნდეს კომპეტენცია, საჭიროებს გაფართოვებას;
მუნიციპალიტეტებისთვის
უფლებამოსილებათა
გადაცემასთან
დაკავშირებული მიმდინარე პროცესი, საჭიროებს შეფასებას;
2.2. რეკომენდაციები:
სტრატეგიის პროექტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული
გამოწვევებისა და პრობლემების ჩამონათვალი საჭიროებს სრულყოფას;
სტრატეგიის პროექტით უნდა შეფასდეს საქართველოს ორგანულ კანონით
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსით“
განსაზღვრული
ვალდებულებები, რომლებიც დაეკისრა სხვადასხვა სამინისტროს.
სტრატეგიის პროექტში ნათლად უნდა გაიწეროს იმ სფეროთა ჩამონათვალი,
რომლებშიც მუნიციპალიტეტებს განესაზღვრება კომპეტენციები;
მიგვაჩნია,
რომ
სტრატეგიის
პროექტმა
უნდა
შეაფასოს
მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებათა გადაცემის პროცესი და
გამოყოს სამი მიმართულება:
უფლებამოსილებები, რომლებიც ვერ ხორციელდება იმის გამო, რომ
მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაბამისი მექანიზმები (წყალმომარაგება,
წყალარინება, სარწყავი სისტემები, მუნიციპალური ტრანსპორტი,
ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მართვა და სხვა)
უფლებამოსილებები, რომელთა გადაცემაც ეხლა მიმდინარეობს
(სკოლების ინფრასტრუქტურა, მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირება)
ახალი უფლებამოსილებები, რომელთა გადაცემაზეც მიმდინარეობს
მუშაობა.
მიგვაჩნია, რომ უნდა განისაზღვროს იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალი,
სადაც სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები მზად არიან 2025
წლამდე სახელმწიფო სტანდარტების დასადგენად.
სტრატეგიული მიზანი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა
შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით
სტრატეგიის მიხედვით, აღნიშნული
განსაზღვრულია ორი ამოცანა:
სტრატეგიული
მიზნის
მისაღწევად,
ამოცანა №1: ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი შემოსულობების
თანმიმდევრული ზრდის ხელშეწყობა.
ამოცანა №2: სახელმწიფო რესურსების განაწილების მექანიზმების გაუმჯობესება
ზემოაღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად სტრატეგიის პროექტით
გათვალისწინებულია შემდეგი მექანიზმები:
ამოცანა №1-ის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება შემდეგი მექანიზმები:
საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, რაც ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ
ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული ფინანსური შემოსავლების
გარკვეული
პროცენტული
ოდენობის
მუნიციპალიტეტის
შემოსავლებში/ბიუჯეტში მიმართვას ტერიტორიული პრინციპის დაცვით;
ადგილობრივი მოსაკრებლების გადახედვა;
სარგებლობის
ლიცენზიის
მოსაკრებლების
ნაწილის
გადაცემა
თვითმმართველობისათვის;
თვითმმართველობებისთვის გადასახადის გაზიარების პროცესის გაგრძელება;
ქონების გადასახადის გაანგარიშების წესის, გადამხდელთა და დაბეგვრის
ობიექტის გადახედვა;
ქონება;
ამოცანა №2-ის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება შემდეგი მექანიზმები:
შემოსავლების განაწილების პრინციპი
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადგილობრივი
თვითმართველობის დაფინანსების მექანიზმების სრულყოფა
შენიშვნები:
მიგვაჩნია, რომ სტრატეგიის პროექტის გამოწვევებისა და შეფასების ნაწილი
საჭიროებს სრულყოფას იმისთვის, რომ კარგად გამოჩნდეს, სად ხედავს
პოლიტიკის
დამგეგმავი
დოკუმენტი
გამოწვევებს
და
რამდენად
რელევანტურია მათ გადასაჭრელად შემუშავებული ამოცანები. ასევე, ვთვლით,
რომ პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების მიღების მიზნით,
სტრატეგიის პროექტში არსებული ტერმინები: „გადაიხედება მოქმედი წესი“,
„განხილული იქნება ცვლილებები“ და ა.შ. უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ
ნათლად გამოჩნდეს, რა მიმართულებით იცვლება მოქმედი წესები.
დოკუმენტში მართებულად არის მითითებული, რომ ადგილობრივი
თვითმმართველობის ფინანსური და მატერიალური რესურსების გაზრდის
ამოსავალი
პრინციპია
„კონსტიტუციით
მოცემული
სახელმწიფოს
ვალდებულება,
უზრუნველყოს
ფინანსური
სახსრების შესაბამისობა
თვითმმართველი
ერთეულის
ორგანული
კანონით
დადგენილ
უფლებამოსილებებთან“. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, ნათლად გამოიკვეთოს
ამ ფუძემდებლური პრინციპის რეალიზაციისთვის უფლებამოსილებებსა და
რესურსებს შორის შესაბამისობისა და თანაზომიერების დადგენის გზები,
მეთოდები და კრიტერიუმები.
მიგვაჩნია, რომ სტრატეგიის პროექტში შემოთავაზებული ჩანაწერი,
„თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი, იქნება მთლიანი შიდა
პროდუქტის 7 პროცენტის ფარგლებში,“ უნდა შეიცვალოს ჩანაწერით:
„თვითმმართველობების საკუთარი შემოსულობების წილი, იქნება არანაკლებ
მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტი“. ამასთანავე, ზოგადად, სტრატეგიაში
უნდა დაფიქსირდეს, რომ მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარი
შემოსულობების
ზრდა,
რაც
თავის
მხრივ,
იწვევს
ფინანსურ
დამოუკიდებლობას.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ქონების იჯარით
გაცემიდან და გაყიდვიდან მუნიციპალიტეტს გარკვეული პროცენტი ისედაც
რჩება. ამიტომ, უფრო ნათელი უნდა გახდეს სტრატეგიის პროექტის ეს
ჩანაწერი, გასაგები გახდეს, პროცენტის მატება იგულისხმება, თუ კლება.
სტრატეგიის პროექტში არ არის მკაფიო ჩანაწერი ადგილობრივი
მოსაკრებლების საკითხთან დაკავშირებით. ეს მიმართულება მეტ სიცხადეს
საჭიროებს.
სტრატეგიის პროექტში ნათლად არ ჩანს, რას ნიშნავს გონივრული
გათანაბრების პოლიტიკა. გათანაბრება არის საქართველოს კონსტიტუციისა და
ევროპული ქარტიის აუცილებელი მოთხოვნა. დღეისათვის, სახელმწიფოს არ
გააჩნია მექანიზმი, რომლითაც აღმოფხვრის მუნიციპალიტეტებს შორის
შემოსავლების ნაწილში წარმოქმნილ დისბალანსს, იმისათვის, რომ
მუნიციპალიტეტებში
მცხოვრებ
მოქალაქეებს
ჰქონდეთ
თანაბარი
ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ სერვისებზე.
3. რეკომენდაციები:
რეკომენდებულია, გაძლიერდეს ლოგიკური კავშირები სტრატეგიით დასახულ
მიზნებს, მიზნის მისაღწევად დაგეგმილ ამოცანებსა და მექანიზმებს შორის.
აუცილებელია,
სტრატეგიის
დოკუმენტში
პირდაპირ
იკითხებოდეს
აღნიშნული კავშირები.
რეკომენდებულია, სტრატეგიის თითოეულ მიზანს ახლდეს ამ მიმართულებით
არსებული სიტუაციის ანალიზი, დიაგნოსტიკა, შეფასება და გამოწვევები, რაც
გაადვილებს ამოცანებისა და მექანიზმების ზუსტად განსაზღვრას, გააძლიერებს
მათ შორის ლოგიკურ კავშირებს. ყველა მექანიზმი, რომელიც ფორმულირდება
შემდეგნაირად: „გადაიხედება მოქმედი წესი“, „განხილული იქნება
ცვლილებები“ და ა.შ, საჭიროებს დაკონკრეტებას, რათა სტრატეგიამ შეძლოს
პოლიტიკის განსაზღვრა, პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების
წარმოშობა.
რეკომენდებულია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ადგილობრივი
თვითმმართველობის უმნიშვნელო როლს საჯარო ფინანსების მართვაში, რაც
გამოიხატება ქვეყნის ნაერთ ბიუჯეტში მუნიციპალური ბიუჯეტის უაღრესად
დაბალ ხვედრით წილში. (ამჟამად ის არ აღემატება 15%-ს, რაც ქ. თბილისის
ბიუჯეტის გარეშე, რომელიც ქვეყნის მუნიციპალური ბიუჯეტის ნახევარზე
მეტს შეადგენს, მცირდება 7%-მდე. შედარებისთვის, ევროპულ პრაქტიკაში ეს
მაჩვენებელი სულ მცირე 30%-ია ).
რეკომენდებულია, სტრატეგიამ განსაზღვროს მუნიციპალიტეტების მიერ
სესხის აღებისა და გრანტის მიღების შესაძლებლობის გამარტივება და
განსაზღვროს შესაბამისი წესი. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტს მიეცეს
გრანტის გაცემის შესაძლებლობაც.
რეკომენდებულია, სტრატეგიის პროექტში გაჩნდეს შემდეგი ჩანაწერი:
„საბიუჯეტო კოდექსის“ მიხედვით, სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემიდან
და გაყიდვიდან, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მისამართი
პროცენტი გაიზრდება და ადგილობრივი თვითმმართველობები მიიღებენ
იმაზე მეტს ვიდრე აქამდე იღებდნენ.”
რეკომენდებულია,
სტრატეგიამ
განხორციელების
ერთ
მექანიზმში
ჩამოაყალიბოს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განისაზღვროს
მათთან დაკავშირებული კარგი პრაქტიკის შესწავლის, ადგილობრივი
გამოწვევების დადგენის და არსებული მოსაკრებლების ადმინისტრირების
გაუმჯობესების
მიმართულების ცვლილებათა პაკეტის მომზადების
ვალდებულება. მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, ახალი მოსაკრებლების დაწესება,
რომელთა შემოღება/არ შემოღება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება
იქნება და მათი მეშვეობით შეძლებენ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
რეკომენდებულია, სტრატეგიის პროექტში გაჩნდეს ჩანაწერი ქონებასთან
დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო გამიჯნავს საკუთარ და
ადგილობრივ
თვითმმართველობებზე
გადასაცემ
ქონებას
და
დაარეგისტრირებს მათ;
რეკომენდებულია,
სტრატეგიაში
გაიწეროს
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის ვადები და ფორმა;
რეკომენდებულია,
სტრატეგიაში
გაიწეროს,
რა
ფორმით
მოხდება
მუნიციპალიტეტებისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
მიკუთვნება.
რეკომენდებულია, სტრატეგიაში გაიწეროს საშემოსავლო გადასახადის ზიარ
გადასახადად ქცევის ვალდებულება სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის.
რეკომენდებულია, სტრატეგიაში ჩანდეს სახელმწიფოს მიდგომა დაცული
ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების ცენტრალურ და ადგილობრივ
ბიუჯეტებს შორის განაწილებისადმი, გრძელვადიან პერიოდში კი დაცული
ტერიტორიების გარკვეული კატეგორიების მუნიციპალურ საკუთრებაში
გადაცემისადმიც.
სტრატეგიული მიზანი 3 - სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე
ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება
სტრატეგიის მიხედვით, აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, სახელმწიფო
პოლიტიკა ისახავს შემდეგ ამოცანებს:
ამოცანა №1 - ადგილობრივ დონეზე მართვისა და ხარისხიანი მომსახურების
მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა
ამოცანა №2 - გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის
დანერგვა
ამოცანა №3 - ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების
მიღებისა და განხორციელების პროცესში მაღალი ხარისხის ჩართულობის ხელშეწყობა
ხოლო აღნიშნული ამოცნების განსახორციელებლად გათვალისწინებულია
კონკრეტული მექანიზმები.
ამოცანა №1 - ს განსახორციელებლად გამოყენებული იქნება შემდეგი მექანიზმები:
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მართვის სისტემების და
ადმინისტრაციული სტრუქტურის სრულყოფა
ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის სისტემის სრულყოფა
ადგილობრივ
თვითმმართველობებში
ადამიანური
რესურსების
შესაძლებლობათა განვითარება
მუნიციპალური მომსახურებების მიწოდების ერთიანი (მინიმალური)
სტანდარტების დადგენა და მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად
განხორციელების ხელშეწყობა
ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის განვითარება
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის, შეფასებისა
და თვითშეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა
ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად დასახლებების მიხედვით
სანდო სტატისტიკური მონაცემების მოგროვების მექანიზმების განვითარება
ამოცანა №2-ის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება შემდეგი მექანიზმები:
ღია მმართველობის პროგრამის ხელშეწყობა საქართველოს ყველა
მუნიციპალიტეტში
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების
დასანერგად საკანონმდებლო ჩარჩოს გადასინჯვა
ამოცანა №3-ის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება შემდეგი მექანიზმები:
გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესში დაინტერესებული
მხარეების
ჩართულობის
მაღალი
ხარისხის
უზრუნველსაყოფად
საკანონმდებლო ბაზისა და მექანიზმების სრულყოფა;
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესში საზოგადოების
ჩართულობის უზრუნველყოფა;
შენიშვნები:
მიგვაჩნია, რომ სტრატეგიის პროექტის გამოწვევებისა და შეფასების ნაწილი
საჭიროებს სრულყოფას იმისთვის, რომ კარგად გამოჩნდეს სად ხედავს
პოლიტიკის
დამგეგმავი
დოკუმენტი
გამოწვევებს
და
რამდენად
რელევანტურია შემუშავებული ამოცანები მათ გადასაჭრელად.
მიგვაჩნია, რომ სტრატეგიაში, ამოცანების დონეზე, უნდა გაიმიჯნოს
ინსტიტუციური მართვის მექანიზმების დახვეწისა და მუნიციპალური
სერვისების განვითარების კომპონენტები.
მიგვაჩნია, რომ ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიის
შემუშავებისას, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ადგილობრივი
თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების სისტემები, რაც შეიძლება
გამოიხატოს სწავლების ცენტრალიზებულ (თვითმმართველობის აკადემია) და
დეცენტრალიზებულ სისტემებში.
მიგვაჩნია, რომ სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს სფეროები, სადაც სახელმწიფო
ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები მზად არიან 2025 წლამდე დაადგინონ
მუნიციპალური სერვისების მიწოდების სახელმწიფო სტანდარტები;
ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, სტრატეგიაში ინტერმუნიციპალური
კავშირების შესახებ ჩანაწერის არსებობას. ამ საკითხს მთლიანად მიეძღვნა
„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“
I ფორუმი და მნიშვნელოვანია, რომ მას თავისი ადგილი აქვს სტრატეგიაში.
ვთვლით, რომ სტრატეგიაში უნდა გამოჩნდეს, როგორ შეუძლია ცენტრალურ
ხელისუფლებას ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის წახალისება.
3. რეკომენდაციები
რეკომენდებულია, სტრატეგიის თითოეულ მიზანს ახლდეს ამ მიმართულებით
არსებული სიტუაციის ანალიზი, დიაგნოსტიკა, შეფასება და გამოწვევები რაც
გაადვილებს ზუსტი ამოცანებისა და მექანიზმების განსაზღვრას და
გააძლიერებს მათ შორის ლოგიკურ კავშირებს.
რეკომენდებულია, ამოცანის დონეზე, ცალ-ცალკე იყოს იდენტიფიცირებული
მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური მართვის მექანიზმის დახვეწა და
მუნიციპალური სერვისების განვითარების კომპონენტები.
რეკომენდებულია, მუნიციპალური კერძო სამართლის იურიდიული პირების
მისამართით რეგულაციების შემოტანისას, სტრატეგია იყოს სრული და
გაითვალისწინოს სახელმწიფო პოლიტიკა კონკურენციის სფეროში. ასევე,
შეფასდეს ამ პირებზე ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის საჭიროება.
რამდენად
გამართულია
სამართლებრივ
მსჯელობას
საჭიროებს,
მუნიციპალიტეტების
მხრიდან,
საჯარო
უფლებამოსილებათა
განხორციელებისთვის კერძო სამართლის მექანიზმების გამოყენების დაშვება.
მიგვაჩნია, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია ადამიანური რესურსების
განვითარების ნაწილში, უნდა მოიცავდეს, ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს,
როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების
სისტემები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს სწავლების როგორც
ცენტრალიზებულ, (თვითმმართველობის აკადემია) ასევე დეცენტრალიზებულ
სისტემებში. შედეგად, მივიღებთ კვალიფიციურ და სტაბილურ სამოხელეო
კორპუსს ადგილობრივ დონეზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;
ვინაიდან 2025 წლამდე, პრაქტიკულად შეუძლებელია სახელმწიფომ
სტანდარტები შემოიტანოს ყველა მუნიციპალური სერვისის მიმართულებით,
რეკომენდებულია, განისაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, რომლებშიც
სტანდარტის განსაზღვრა პირველ ეტაპზე საჭირო და შესაძლებელი იქნება;
რეკომენდებულია, სტრატეგიაში გაიწეროს, ადგილობრივი მონაცემთა ბაზების
შექმნისა და ფუნქციონირების წახალისების ფორმები, რაც საინფორმაციო
საფუძველს შეუქმნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურს და ამასთანავე,
მუნიციპალიტეტს ექნება პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო
მონაცემთა ბაზა;
რეკომენდებულია,
სტრატეგიამ
საკუთარი
ორიგინალური
ხედვა
შემოგვთავაზოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მუნიციპალური
ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა.
რეკომენდებულია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების
პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხი, არ
შევიდეს რომელიმე მიზნის განხორციელების ნაწილში, არამედ გამოიყოს
ცალკე, როგორც განმახორციელებლი ორგანოს/უწყების კომუნიკაციის
სტრატეგია საზოგადოებასთან.
რეკომენდებულია, ხელი შეეწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის
შესაძლებლობების ზრდას მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად, ეფექტიანი
მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით;
რეკომენდებულია, სტრატეგიაში გაიწეროს იმგვარი მექანიზმების შექმნის
ვალდებულება, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალურ პოლიტიკის,
პროგრამებისა
და
ბიუჯეტის
დაგეგმვის
სისტემის
ერთმანეთთან
შესაბამისობაში მოყვანას;
რეკომენდებულია, სტრატეგიაში გაიწეროს მუნიციპალიტეტის პოლიტიკის,
პროგრამული და საბიუჯეტო დოკუმენტების შესრულების მონიტორინგის
გაძლიერების მექანიზმები და შემუშავდეს მათი შედეგების შეფასების მწყობრი
სისტემა;
რეკომენდებულია, სტრატეგიაში გაიწეროს მუნიციპალიტეტის მიერ, კერძო და
საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებისა და მათი მართვის
მკაფიო წესები და სტანდარტების შემუშავების ვალდებულება;
რეკომენდებულია, ჩამოყალიბდეს კონკურენციის ნათელი წესები და პირობები
მუნიციპალური შესყიდვებისას ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირების მიერ მომსახურეობის უშუალოდ განხორციელებისას
(მათ შორის - ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხავი მკაფიო წესები), რომელიც
დაცული იქნება სათანადოდ. გაიმართოს და ჩამოყალიბდეს სახელმწიფო
შესყიდვების მარეგულირებელი წესები;
მნიშვნელოვანად
მიგვაჩნია,
სტრატეგია
აჩვენებდეს
პოლიტიკის
ევოლუციურობას. ობიექტურად გასაგებია, რომ შეუძლებელია რეფორმის და
სტრატეგიის განხორციელების პირველსავე წელს მიღწეულ იქნას ის შედეგები,
რაც 2025 წლისათვის უნდა გახდეს პრაქტიკის ნაწილი, მაგრამ მნიშვნელოვანია,
რომ სწორედ 2019 წლით დათარიღებულ დოკუმენტშივე აისახოს ის ამოცანები,
რისი მიღწევაც სახელმწიფო პოლიტიკის ამოცანა იქნება 2025 წლისათვის;